პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წესიერ ქვეყანაში, კაი ხალხი მაგ რესტორანს არ მიეკარებოდა და გააკოტრებდა"
"წესიერ ქვეყანაში, კაი ხალხი მაგ რესტორანს არ მიეკარებოდა და გააკოტრებდა"

კი­ნომ­ცოდ­ნე და რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბლო­გე­რი გოგი გვა­ხა­რია კუს ტბის ფერ­დობ­ზე რეს­ტორ­ნის მშე­ნებ­ლო­ბის გამო ხე­ე­ბის გა­ჩეხ­ვას "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე აპ­რო­ტეს­ტებს.

"ეგ ტე­რი­ტო­რია თუ ვერ გა­დარ­ჩა და მა­ინც გა­ჩე­ხეს, წე­სი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, კაი ხალ­ხი მაგ რეს­ტო­რანს არ მი­ე­კა­რე­ბო­და და გა­ა­კოტ­რებ­და... ახლა ამ­ბო­ბენ, კერ­ძო ტე­რი­ტო­რი­აა და რა­საც გვინ­და იმას ვი­ზამ­თო, მაგ­რამ მერე რას მო­ი­მოქ­მე­დე­ბენ, როცა არა­ვინ შევა მაგ რეს­ტო­რან­ში?", - წერს გვა­ხა­რია.

პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან გვა­ხა­რი­ას მე­გო­ბე­ბი. თუმ­ცა მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა სკეპ­ტი­კუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი იმ ფაქ­ტის მი­მართ, რომ ახალ რეს­ტო­რან­ში შეს­ვლა­ზე ხალ­ხი უარს იტყვის.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კუს ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შპს "კო­ლო­რი­ტი" რეს­ტო­რანს აშე­ნებს, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მწვა­ნე ნარ­გა­ვებს იღე­ბენ. ამ ამ­ბავ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. "ფე­ის­ბუქ­ზე" და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია გვერ­დი, სა­ხელ­წო­დე­ბით "გა­და­ვარ­ჩი­ნოთ კუს ტბის ფერ­დო­ბი!!". დღეს 5 სა­ა­თის­თვის კუს ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­გეგ­მი­ლი იყო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­აც, რო­მე­ლიც მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი, თუმ­ცა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯგუ­ფი იქ უკვე შეკ­რე­ბი­ლია და ნარ­გა­ვე­ბის ამო­ღე­ბის პრო­ცე­სის­თვის ხე­ლის შეშ­ლას ცდი­ლობს.

ნერ­გე­ბის ამომ­ღე­ბი და ნერ­გე­ბის გა­დამ­ტა­ნი მან­ქა­ნე­ბი შე­მო­ღო­ბილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა შე­სუ­ლი.

მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ნერ­გე­ბის ამო­ღე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, შე­მო­ღო­ბი­ლი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­სას­ვლე­ლი კარი სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­კე­ტეს. მან­ქა­ნე­ბი იქი­დან გა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ. შპს "კო­ლო­რი­ტის" წარ­მო­ამ­დგე­ნელ­მა პატ­რულს გა­მო­უ­ძა­ხა. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ე­ბის ამო­ღე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ "კო­ლო­რი­ტის" მფლო­ბელ­თან შეხ­ვედ­რას ითხო­ვენ.

ტე­რო­ტო­რი­ა­ზე მი­ვი­და პატ­რუ­ლი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მუ­შებს ხე­ე­ბის ამო­ღე­ბის ნე­ბარ­თვა მე­რი­ის­გან მი­ღე­ბუ­ლი აქვთ, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ნერ­გე­ბი არ და­ზი­ან­დე­ბა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ივ­ლის­ში ამო­ღე­ბუ­ლი ხე­ე­ბი მა­ინც გახ­მე­ბა და მი­აჩ­ნი­ათ რომ მე­რი­ის ნე­ბარ­თვა ირ­ღვე­ვა. ვრცელ­დე­ბა ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­გა­ვებს ისევ დარ­გვა და­ი­წყეს.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გენ­ლის ერეკ­ლე ურუ­შა­ძის თქმით, ტე­რი­ტო­რი­ას, რო­მელ­საც მთაწ­მინ­დის ყო­ფი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რის არ­ჩილ გე­გე­ნა­ვას კომ­პა­ნია ფლობ­და, თბი­ლი­სის მე­რი­ამ ლან­დშაფ­ტურ-რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნის სტა­ტუ­სი მო­უხ­სნა. შე­მო­ღო­ბილ ტე­რი­ტო­რი­ას ახლა რზ-3 სტა­ტუ­სი აქვს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მე­რი­ას­თან შე­თან­ხმე­ბით სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვს.

იხი­ლეთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"წესიერ ქვეყანაში, კაი ხალხი მაგ რესტორანს არ მიეკარებოდა და გააკოტრებდა"

"წესიერ ქვეყანაში, კაი ხალხი მაგ რესტორანს არ მიეკარებოდა და გააკოტრებდა"

კინომცოდნე და რადიო თავისუფლების ბლოგერი გოგი გვახარია კუს ტბის ფერდობზე რესტორნის მშენებლობის გამო ხეების გაჩეხვას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აპროტესტებს.

"ეგ ტერიტორია თუ ვერ გადარჩა და მაინც გაჩეხეს, წესიერ ქვეყანაში, კაი ხალხი მაგ რესტორანს არ მიეკარებოდა და გააკოტრებდა... ახლა ამბობენ, კერძო ტერიტორიაა და რასაც გვინდა იმას ვიზამთო, მაგრამ მერე რას მოიმოქმედებენ, როცა არავინ შევა მაგ რესტორანში?", - წერს გვახარია.

პოსტს ეხმაურებიან გვახარიას მეგობები. თუმცა მათი უმრავლესობა სკეპტიკურად არის განწყობილი იმ ფაქტის მიმართ, რომ ახალ რესტორანში შესვლაზე ხალხი უარს იტყვის.

გავრცელებული ინფორმაციით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს "კოლორიტი" რესტორანს აშენებს, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებს იღებენ. ამ ამბავმა საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. "ფეისბუქზე" დარეგისტრირებულია გვერდი, სახელწოდებით "გადავარჩინოთ კუს ტბის ფერდობი!!". დღეს 5 საათისთვის კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო საპროტესტო აქციაც, რომელიც მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა მოქალაქეების ჯგუფი იქ უკვე შეკრებილია და ნარგავების ამოღების  პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

ნერგების ამომღები და ნერგების გადამტანი მანქანები შემოღობილ ტერიტორიაზეა შესული.

მოქალაქეებმა, რომლებიც ნერგების ამოღებას აპროტესტებენ, შემოღობილი ტერიტორიაზე შესასვლელი კარი საკუთარი ავტომობილებით გადაკეტეს. მანქანები იქიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. შპს "კოლორიტის" წარმოამდგენელმა პატრულს გამოუძახა. ადამიანები, რომლებიც ხეების ამოღებას აპროტესტებენ "კოლორიტის" მფლობელთან შეხვედრას ითხოვენ.

ტეროტორიაზე მივიდა პატრული, რომელმაც განაცხადა, რომ მუშებს ხეების ამოღების ნებართვა მერიისგან მიღებული აქვთ, იმ შემთხვევაში თუ ნერგები არ დაზიანდება. აქციის მონაწილე მოქალაქეები ამბობენ, რომ ივლისში ამოღებული ხეები მაინც გახმება და მიაჩნიათ რომ მერიის ნებართვა ირღვევა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ამოღებული ნარგავებს ისევ დარგვა დაიწყეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლის ერეკლე ურუშაძის თქმით, ტერიტორიას, რომელსაც მთაწმინდის ყოფილი მაჟორიტარის არჩილ გეგენავას კომპანია ფლობდა, თბილისის მერიამ ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი მოუხსნა. შემოღობილ ტერიტორიას ახლა რზ-3 სტატუსი აქვს, რომლის მიხედვითაც მერიასთან შეთანხმებით სამშენებლო სამუშაოების ჩატარების უფლება აქვს.

იხილეთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს