დღეს გაიმართება აქცია დევიზით - "ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს"

დღეს გაიმართება აქცია დევიზით - "ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს"

"ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს", - ამ დევიზით დღეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან აქცია გაიმართება.

"სირცხვილი არ არის არც ქალიშვილობა და არც არაქალიშვილობა, თუკი ეს არის ადამიანის არჩევანი. ჩვენ ვაპროტესტებთ ქალიშვილობის ინსტიტუტს. აქციას იმიტომ ვატარებთ, რომ ლევან სამხარაულის ბიურო არის სახელმწიფო სტრუქტურა და რამდენიმე დღის წინ მათ გააკეთეს სარეკლამო სიუჟეტი თუ როგორ შეიძლება ქალმა აიღოს ქალიშვილობის მოწმობა. ეს არის ადამიანის უფლებების დისკრიმინაცია და ამ უფლებების დარღვევაში მონაწილეობს სახელმწიფო", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, იდა ბახტურიძემ.

"ეს აქცია მიმართულია ყველა იმ სახელმწიფო უწყების მიმართ, რომელსაც ევალება იზრუნოს გენდერულ თანასწორობაზე და ებრძვის ქალთა დისკრიმინაციას, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აქციას მოყვება გამოხმაურება და მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის საბჭოსგან, პარლამენტისგან და მთავრობის შესაბამისი წევრებისგან", - განაცხადა "ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის" წარმომადგენელმა ბაია პატარაია.

"ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი" აქციას დღეს 19.00 საათზე გამართავს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია