პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცოტა ფულს ხარჯავს განათლებაზე"
"საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცოტა ფულს ხარჯავს განათლებაზე"

ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე პე­და­გოგ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"სა­ხელ­მწი­ფო ყო­ფი­ლა დამ­ნა­შა­ვე, რომ ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა ქი­მია არ იცის. მი­მი­ნოშ­ვილს რაში სჭირ­დე­ბა ეს კო­მი­კუ­რი პო­პუ­ლიზ­მი ვერ ვხვდე­ბი, ესეც პრე­ზი­დენ­ტო­ბას ხომ არ აპი­რებს? :)", - წერს რე­დაქ­ტო­რი.

ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის პოსტს ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი სი­მონ ჯა­ნა­შია გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რის შემ­დე­გაც სა­უ­ბა­რი დი­ა­ლო­გის რე­ჟიმ­ში გა­და­ვი­და:

სი­მონ ჯა­ნა­შია - სა­ხელ­მწი­ფოს ბრა­ლია ის, რომ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში უკე­თე­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ ჰყავს და არა ის, რომ კონ­კრე­ტულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა არ იცის ქი­მია.

სა­ხელ­მწი­ფოს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ არის, და­ა­დას­ტუ­როს მე ვარ თუ არა მჭე­დე­ლი. ამას მომ­ხმა­რე­ბე­ლიც კარ­გად გა­ა­კე­თებს და დამ­საქ­მე­ბე­ლი. მას­წავ­ლებ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სხვა ვი­თა­რე­ბაა. მას­წავ­ლებ­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმე­ტე­სო­ბა ვინც დღეს ას­წავ­ლის თა­ვის დრო­ზე სა­ხელ­მწი­ფომ იქი­რა­ვა. შემ­დეგ კი, რო­დე­საც დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი სკო­ლა გახ­და, სა­ხელ­მწი­ფო არ­ჩევ­ნე­ბის დროს უკვე მე­გობ­რუ­ლად "ურ­ჩევ­და" სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბის სკო­ლი­დან არ-გაშ­ვე­ბას. ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო პრაქ­ტი­კუ­ლად არ დებს ფულს მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე. ტრე­ნინ­გე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში და­ბა­ლია. ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფოს პრობ­ლე­მაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცოტა ფულს ხარ­ჯავს გა­ნათ­ლე­ბა­ზე.

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი - სი­მონ, გე­თან­ხმე­ბი იმა­ში, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ბრა­ლია ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბი დრო­ზე რომ არ გა­ყა­რა სკო­ლე­ბი­დან და ელექ­ტო­რა­ლურ შე­დეგ­ზე ფიქ­რს გა­და­ა­ყო­ლა მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სი. რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა­ში ფუ­ლის ჩა­დე­ბას - ვერ და­გე­თან­ხმე­ბი.

სი­მონ ჯა­ნა­შია - იმის­თვის რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე, მხო­ლოდ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რია დღეს მი­ნი­მუმ 10 000 ლარი. ამას ემა­ტე­ბა სხვა ხარ­ჯე­ბიც (ე.წ. opportunity costs, სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბის ხარ­ჯე­ბი და სხვ.). მას­წავ­ლებ­ლის შე­მო­სა­ვა­ლი კი იმ­დე­ნად და­ბა­ლია, მი­თუ­მე­ტეს დამ­წყე­ბე­ბის, რომ ამ­ხე­ლა ხარ­ჯის გა­წე­ვას აზრი ეკარ­გე­ბა. იმის­თვის, რომ სა­უ­კე­თე­სო სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ამ პრო­ფე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ, თუნ­დაც ეკო­ნო­მი­კუ­რად უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი უნდა იყოს ეს პრო­ფე­სია, არა­ფე­რი რომ არ ვთქვა სო­ცი­ა­ლურ და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მხა­რე­ზე. მა­გა­ლი­თად, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის მას­წავ­ლებ­ლო­ბა უინ­ტე­რე­სოა ისეთ სის­ტე­მა­ში, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო იღებს მცი­რე დე­ტა­ლებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მას­წავ­ლე­ბელს არ უტო­ვებს უფ­ლე­ბას რომ თა­ვა­დაც იყოს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­მი­ნოშ­ვი­ლის მო­ძა­ლე­ბულ სით­ბოს მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სად­მი, ეს უფრო რე­აქ­ცი­ას გაქვს რე­აქ­ცი­ა­ზე. რა­მო­დე­ნი­მე კვი­რის წინ სი­უ­ჟე­ტი გა­ვი­და, სა­დაც მი­მი­ნოშ­ვი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შპარ­გალ­კებ­ზე ლაპ­რა­კობ­და. ეტყო­ბა უთხრეს, რომ არ არის სა­სარ­გებ­ლო მას­წავ­ლებ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია...

პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ზე (ყვე­ლა­ზე ერ­თად) სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯავს 11.19 მი­ლი­ონს, ხოლო გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრზე 12.45-ს. ცხა­დია სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტია ან ფუ­ლის არა­ე­ფექ­ტუ­რი ხარ­ჯვა. პრო­ფე­სი­უ­ლი ცენ­ტრე­ბის პრობ­ლე­მა ისაა, არას­წორ სის­ტე­მა­ში, რო­გო­რიც ჩვე­ნია, ბმა არ არის კარ­გი დამ­საქ­მე­ბელ­სა და პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯს შო­რის. გერ­მა­ნი­ა­შია იდე­ა­ლუ­რად აწყო­ბი­ლი ეგ საქ­მე. სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი და­საქ­მე­ბუ­ლიც არის იმა­ვე სფე­რო­ში...

თურ­ქეთ­შიც მუ­შა­ო­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე. ასეც არ არის საქ­მე. რთუ­ლი სა­კი­თხია, თუ რო­გორ უნდა მო­ამ­ზა­დო ადა­მი­ა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად მო­მავ­ლის ეკო­ნო­მი­კის­თვის, სა­ნამ ეკო­ნო­მი­კის ეს დარ­გე­ბი მო­თხოვ­ნა­დი გახ­დე­ბა. მარ­ტი­ვი შე­დუ­ღე­ბა ჩვენ­თა­ნაც იცი­ან. არ იცი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე შე­დუ­ღე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ჩვენ­თან და იმი­ტომ. თურ­ქეთ­ში კი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და და ამი­ტო­მაც ამ­ზა­დებ­დნენ სპე­ცი­ა­ლის­ტებს. ჩვენ­თან მა­გა­ლი­თად მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტია ელ­ქტრო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის. ჯერ არ არის იმ­დე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლი მაგ­რამ საკ­მა­რი­სია რომ ეკო­ნო­მი­კა გაძ­ლი­ერ­დეს და თა­ნა­მედ­რო­ვე ელექტრო­ნი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდე­ბა. მო­თხოვ­ნის შემ­დეგ იწყე­ბა მი­წო­დე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბაც.

11 მი­ლი­ო­ნი ძა­ლი­ან ცო­ტაა არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საა ცოტა, არა­მედ იმი­ტომ, რომ უსა­მარ­თლო სის­ტე­მაა. პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში მი­დი­ან ისი­ნი, რომ­ლებ­საც ნაკ­ლე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ ვიდ­რე ისი­ნი, ვინც უმაღ­ლეს­ში აბა­რებს. ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯავს 57 მი­ლი­ონს. ეს კი ნიშ­ნავს იმას, რომ ვი­საც მეტი ფული აქვს ის იღებს მეტ ფულს, ხოლო ვი­საც ნაკ­ლე­ბი, ნაკ­ლებს.

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი - ვერ მის­ცემს, სიკო, 60 000 მას­წავ­ლე­ბელს სა­ხელ­მწი­ფო მა­ღალ ხელ­ფასს. სა­ქარ­თვე­ლოს ვგუ­ლის­ხმობ. ჯი­დი­პი 7000-იც არ გვაქვს.

სხვა საქ­მეა, რომ წინა წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფომ სკო­ლას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა არ მის­ცა, თა­ვი­დან თით­ქოს და­იძ­რა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მე, მაგ­რამ მერე შაშ­კი­ნის ხა­ნამ და­ი­სად­გუ­რა - რა­მაც თა­ვის­თა­ვად შე­ა­ფერ­ხა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა, იმი­ტომ რომ კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცა სკო­ლებს ცენ­ტრზე მიბ­მით.

სი­მონ ჯა­ნა­შია - 2004 წელს გა­ნათ­ლე­ბა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 15% იხარ­ჯე­ბო­და ბი­უ­ჯე­ტის, დღეს კი და­ახ­ლო­ე­ბით 9%. დღეს რომ იმ­დე­ნი­ვე პრო­ცენ­ტი იხარ­ჯე­ბო­დეს, რაც მა­შინ ეს და­მა­ტე­ბით 430 მი­ლი­ო­ნი იქ­ნე­ბო­და, რის ხარ­ჯზეც სულ მცი­რე გა­ორ­მა­გე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და დღე­ვან­დე­ლი სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სე­ბის. და­ა­მა­ტე ამას ოპ­ტი­მი­ზა­ცია, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრდა და არა ყვე­ლას­თვის, და საკ­მა­ოდ მიმ­ზიდ­ვე­ლი პრო­ფე­სია გახ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

კონ­კუ­რენ­ცი­ის და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას ასე­თი პირ­და­პი­რი კავ­ში­რი არ აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც და­ბა­ლია. შაშ­კი­ნამ­დეც იყო მას­წავ­ლებ­ლე­ბის არ­გაშ­ვე­ბა პრობ­ლე­მა. 2008 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პრაქ­ტი­კუ­ლად აუკ­რძა­ლეს დი­რექ­ტო­რებს მას­წავ­ლებ­ლე­ბის შეც­ვლა­ზე ზრუნ­ვა. 2008 წლი­დან გა­ნათ­ლე­ბის პროფ­კავ­ში­რე­ბი რე­ა­ლუ­რად ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ნა­წი­ლი გახ­და.

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი - სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის ზრდა ახ­ლაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა არა­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს - მა­გათ ხელ­ფა­სი რა­ტომ უნდა მო­უ­მა­ტო? რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის?

არ ვიცი, რას ეყ­რდნო­ბი როცა ამ­ბობ, რომ კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის ამაღ­ლე­ბას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­ში არ არის. ამ სფე­როს შენ აშ­კა­რად ჩემ­ზე უკეთ იც­ნობ. მაგ­რამ მე ასე წარ­მო­მედ­გი­ნა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თვის მოვ­ლა - აფი­ნან­სებ ბავ­შვს და არა სკო­ლას, სკო­ლას აძ­ლევ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, თუ მეტი ბავ­შვი ყავს, მეტი და­ფი­ნან­სე­ბა აქვს, შე­სა­ბა­მი­სად ცდი­ლობს მეტი მოს­წავ­ლე მი­ი­ზი­დოს. მოს­წავ­ლის მშო­ბელს რით მო­ი­ზი­დავ? - სწავ­ლის კარ­გი ხა­რის­ხით...

ცხა­დია სკო­ლას მივ­ცემ­დი სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც.

სი­მონ ჯა­ნა­შია - სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლის და­ნა­მა­ტი არის 75 ლარი, რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად რა­ტომ უნდა გა­ზარ­დო ხელ­ფა­სე­ბი აქ ორი არ­გუ­მენ­ტია: ა) რომ გქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა/უფ­ლე­ბა რომ მეტი მუ­შა­ო­ბა მო­თხო­ვო. მა­გა­ლი­თად სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მოკ­ლე სას­წავ­ლო დღე და სას­წავ­ლო წელი აქვს და ბ) რომ გაჩ­ნდეს და­ინ­ტე­რე­სე­ბა რომ ამ პრო­ფე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ სა­უ­კე­თე­სო სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯი­დი­პის არ­გუ­მენტს: ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ჯი­დი­პის მქო­ნე­ე­ბიც კი გა­ცი­ლე­ბით მეტს ხარ­ჯა­ვენ გა­ნათ­ლე­ბა­ზე. რო­გორ ხარ­ჯა­ვენ სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. მა­გა­ლი­თის­თვის ტა­ჯი­კე­თი ხარ­ჯავს 2.8% ვა­ნუ­ა­ტუ 11%, ჩვენ კი 2.6%.

კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე: ამ თე­ო­რი­ას ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს. ა) სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდ ნა­წილ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია უბ­რა­ლოდ კონ­კუ­რენ­ცია. ათა­სამ­დე სკო­ლა იყო, სა­დაც 100 ბავ­შვზე ნაკ­ლე­ბი სწავ­ლობ­და. ეს სკო­ლე­ბი რომ და­ი­ყოს კი­დევ უფრო ხარ­ჯე­ბი გა­იზ­რდე­ბა და ხა­რის­ხი მა­ინ­ცდა­მა­ინც არა. ამ სკო­ლას არ ყავს კონ­კუ­რენ­ტი, იმი­ტომ რომ და­სახ­ლე­ბა­ში სხვა არაა. ბ) დიდი სკო­ლა სულ არ ნიშ­ნავს კარგ ხა­რისხს. სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა ნიშ­ნავს, რომ და­მა­ტე­ბი­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი უნდა იქი­რა­ვოს. თუ კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლამ რე­ა­ლუ­რად უა­რე­სე­ბიც იქი­რა­ვოს და ხა­რის­ხი და­აგ­დოს. გ) სკო­ლე­ბი არ იზი­დავს მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხით, არა­მედ სო­ცი­ა­ლუ­რი კა­პი­ტა­ლი­თაც (მი­შას შვი­ლი სწავ­ლობს). მა­გა­ლი­თად კარ­გი რე­მონ­ტის გამო შე­იძ­ლე­ბა უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი იყოს სკო­ლა და სი­ნამ­დვი­ლე­ში იქ ძა­ლი­ან პა­ტა­რა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში ბავ­შვე­ბი შე­ჭეჭყი­ლი ყავ­დეთ ვიდ­რე გვერ­დზე იგი­ვე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­ან სკო­ლებ­ში. დ) ზო­გა­დად ქვეყ­ნის ხა­რის­ხი შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ აი­წი­ოს თუ ერთი "ცუდი" სკო­ლი­დან მე­ო­რე "კარგ" სკო­ლა­ში გა­და­ვა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის ნა­წი­ლი, რად­გან ამ "ცუდ" სკო­ლა­ში სწავ­ლის ხა­რის­ხი შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო და­ე­ცეს და­დე­ბი­თი ე.წ. peer effect-ის კლე­ბის და ასე­ვე უკე­თე­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დი­ნე­ბის გამო. 30 ბავ­შვი­ა­ნი კლა­სი­დან შე­იძ­ლე­ბა 5 გას­ვლამ და­ნარ­ჩე­ნი 25-ის გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხიც და­აგ­დოს. ეს არა მხო­ლოდ სკო­ლებს ეხე­ბა. ეს ეფექ­ტი ზოგ ქვე­ყა­ნა­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მაგ. იგი­ვე სა­მე­ზობ­ლო­ებ­ში. თუ ვთქვათ გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­დი­ან უბ­ნი­დან, კრი­მი­ნა­ლი იზ­რდე­ბა და ა.შ. დ) ასე­ვე ჩვენ­თან არ იყო მე­ქა­ნიზ­მი სკო­ლე­ბის და­ხურ­ვის - არა­სა­სურ­ვე­ლი ხა­რის­ხის გამო. ანუ სკო­ლის გა­კოტ­რე­ბაც არ ხდე­ბო­და. ე) სკო­ლებს, სა­დაც ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მაქ­სი­მუ­მამ­დე ჰქონ­და შევ­სე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბით და ეს პრაქ­ტი­კუ­ლად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და იმით, რომ გარ­შე­მო მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ღა­ლი იყო, დი­დად არ აწუ­ხებ­და კონ­კუ­რენ­ცია. ასე­ვე სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის სუ­ლაც არ იყო გა­დამ­წყვე­ტი 1000 მოს­წავ­ლე ეყო­ლე­ბო­და თუ 1100. ხელ­ფასს იგი­ვეს იღებ­და და თა­ვის ტკი­ვი­ლიც ნაკ­ლე­ბი ჰქონ­და თუ ნაკ­ლე­ბი მოს­წავ­ლე ეყო­ლე­ბო­და. მოკ­ლედ გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­ტი­ვა­ცია ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის კი გა­ა­ჩი­ნა სკო­ლე­ბის ნა­წილ­ში ამ კონ­კუ­რენ­ცი­ამ, მაგ­რამ უამ­რა­ვი სხვა ფაქ­ტო­რიც მოქ­მე­დებ­და, რაც სა­ერ­თოდ სის­ტე­მის დო­ნე­ზე არ­თუ­ლებს ხა­რის­ხის ზრდას.

კონ­კუ­რენ­ცი­ას და­დე­ბით­თან ერ­თად უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბიც აქვს - მა­გა­ლი­თად სკო­ლებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, ცოდ­ნის გაც­ვლის და­ბა­ლი დონე და ა.შ.

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი - მე ვფიქ­რობ, რომ თუ ვი­ღა­ცის მშო­ბე­ლი თვლის, რომ ბავ­შვი სკო­ლა­ში იმი­ტომ უნდა მი­იყ­ვა­ნოს, რომ იქ მი­შას შვი­ლი სწავ­ლობს - მი­იყ­ვა­ნოს, რა ჩემი საქ­მეა. მი­შას შვი­ლი იმ სკო­ლა­ში უმი­ზე­ზოდ ხომ არ ივ­ლის - ე. ი. კარ­გი სკო­ლაა, რად­გან პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი და­დის. მე თუ მკი­თხავ, ლო­გი­კუ­რია ეს დას­კვნა.

შენ რო­გორც ამ­ბობ, არც ხარ­ჯვა და ხა­რის­ხი ყო­ფი­ლა ერ­თმა­ნეთ­თან მიბ­მუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაც­ვლის და­ბალ დო­ნეს - შენ რა გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს არ ვიცი, მაგ­რამ არ მგო­ნია სკო­ლებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა დუღ­დეს -ჩემი მწი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ამას მე­უბ­ნე­ბა

სი­მონ ჯა­ნა­შია - უფ­ლე­ბა კი უნდა ჰქონ­დეს ცხა­დია სა­დაც უნდა იქ მი­იყ­ვა­ნოს. უბ­რა­ლოდ ხა­რის­ხისს ამაღ­ლე­ბას არ უწყობს ეს ხელს. "მი­შას" შვი­ლი შე­იძ­ლე­ბა იქ იმი­ტომ სწავ­ლობს, რომ უსაფრ­თხოა და არა იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გია, ან იმი­ტომ რომ იქვე ცხოვ­რობს.

ხარ­ჯვა და ხა­რის­ხი არის ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში. 3.5%-ზე ნაკ­ლებს ვინც ხარ­ჯავს გა­ნათ­ლე­ბა­ზე, იმას არა­ვის ნორ­მა­ლუ­რი შე­დე­გი არ აქვს. ეს ცხა­დია არ ნიშ­ნავს რომ ყვე­ლა ვინც მეტს ხარ­ჯავს, იმას კარ­გი შე­დე­გი აქვს. ანუ არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ რა­ღაც მი­ნი­მუმ­ზე ნაკ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სის­ტე­მის წარ­მა­ტე­ბის შან­სე­ბი ძა­ლი­ან და­ბა­ლია.

პე­და­გოგ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და­ზე ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი ძა­ლი­ან ცუ­დია, რად­გან იმ პე­და­გო­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. მისი თქმით, შე­დე­გე­ბით იგი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია.

მისი თქმით, შე­დე­გე­ბი ყვე­ლა სა­გან­ში არ არის ცნო­ბი­ლი, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია მხო­ლოდ ქი­მი­ის, ფი­ზი­კის, ბი­ო­ლო­გი­ის, ის­ტო­რი­ის, გე­ოგ­რა­ფი­ის, მა­თე­მა­ტი­კის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი. მი­მი­ნოშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ზი­კა­ში ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხა პე­და­გო­გე­ბის 96%-მა, ქი­მი­ა­ში 82%-მა და ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა მა­თე­მა­ტი­კა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ის­ტო­რი­ას, მისი გან­ცხა­დე­ბით, ამ სა­გან­ში ბა­რი­ე­რი პე­და­გოგ­თა 57%-მა, გე­ოგ­რა­ფი­ა­ში - 49%-მა, ბი­ო­ლო­გი­ა­ში - 77%-მა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში - 82%-მა, სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში კი - 74%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. რო­გორც მი­მი­ნოშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ პე­და­გო­გებს კი­დევ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მა­ვალ წელს გა­ვიდ­ნენ გა­მოც­და­ზე.

"ალ­ბათ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა დავ­ფიქ­რდეთ ამ შე­დეგ­ზე და ასე მარ­ტი­ვად არ უნდა მი­ვუდ­გეთ ამ სა­კითხს. პირ­ველ რიგ­ში პე­და­გო­გი არ უნდა და­ვა­და­ნა­შა­უ­ლოთ იმა­ში, რომ ვერ მო­ა­ხერ­ხეს ბა­რი­ე­რის დაძ­ლე­ვა. მას ყვე­ლა პი­რო­ბა უნდა შე­ექ­მნას იმის­თვის, რომ მო­ა­ხერ­ხოს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, მო­ტი­ვა­ცია გა­უჩ­ნდეს და ასე შემ­დეგ", - აღ­ნიშ­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცოტა ფულს ხარჯავს განათლებაზე"

"საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცოტა ფულს ხარჯავს განათლებაზე"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით მაია მიმინოშვილის განცხადებას ეხმაურება.

"სახელმწიფო ყოფილა დამნაშავე, რომ ქიმიის მასწავლებელმა ქიმია არ იცის. მიმინოშვილს რაში სჭირდება ეს კომიკური პოპულიზმი ვერ ვხვდები, ესეც პრეზიდენტობას ხომ არ აპირებს? :)", - წერს რედაქტორი.

ჩერგოლეიშვილის პოსტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია გამოეხმაურა, რის შემდეგაც საუბარი დიალოგის რეჟიმში გადავიდა:

სიმონ ჯანაშია - სახელმწიფოს ბრალია ის, რომ საჯარო სკოლებში უკეთესი მასწავლებლები არ ჰყავს და არა ის, რომ კონკრეტულმა მასწავლებელმა არ იცის ქიმია.

სახელმწიფოს დანიშნულება არ არის, დაადასტუროს მე ვარ თუ არა მჭედელი. ამას მომხმარებელიც კარგად გააკეთებს და დამსაქმებელი. მასწავლებლების შემთხვევაში სხვა ვითარებაა. მასწავლებლების აბსოლუტური უმეტესობა ვინც დღეს ასწავლის თავის დროზე სახელმწიფომ იქირავა. შემდეგ კი, როდესაც დამქირავებელი სკოლა გახდა, სახელმწიფო არჩევნების დროს უკვე მეგობრულად "ურჩევდა" სკოლის დირექტორებს არაკომპეტენტურების სკოლიდან არ-გაშვებას. ასევე სახელმწიფო პრაქტიკულად არ დებს ფულს მასწავლებლების მომზადებაზე. ტრენინგების ეფექტურობა ყველა ქვეყანაში დაბალია. ასევე სახელმწიფოს პრობლემაა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცოტა ფულს ხარჯავს განათლებაზე.

თამარ ჩერგოლეიშვილი - სიმონ, გეთანხმები იმაში, რომ სახელმწიფოს ბრალია ეს მასწავლებლები დროზე რომ არ გაყარა სკოლებიდან და ელექტორალურ შედეგზე ფიქრს გადააყოლა მოსწავლის ინტერესი. რაც შეეხება მასწავლებლების გადამზადებაში ფულის ჩადებას - ვერ დაგეთანხმები.

სიმონ ჯანაშია - იმისთვის რომ მასწავლებელი გახდე, მხოლოდ სწავლის საფასურია დღეს მინიმუმ 10 000 ლარი. ამას ემატება სხვა ხარჯებიც (ე.წ. opportunity costs, სასწავლო მასალების ხარჯები და სხვ.). მასწავლებლის შემოსავალი კი იმდენად დაბალია, მითუმეტეს დამწყებების, რომ ამხელა ხარჯის გაწევას აზრი ეკარგება. იმისთვის, რომ საუკეთესო სკოლადამთავრებულები ამ პროფესიაში წავიდნენ, თუნდაც ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი უნდა იყოს ეს პროფესია, არაფერი რომ არ ვთქვა სოციალურ და ინტელექტუალურ მხარეზე. მაგალითად, ინტელექტუალურად ნორმალური ადამიანისთვის მასწავლებლობა უინტერესოა ისეთ სისტემაში, სადაც სახელმწიფო იღებს მცირე დეტალებზე გადაწყვეტილებას და მასწავლებელს არ უტოვებს უფლებას რომ თავადაც იყოს შემოქმედებითი.

რაც შეეხება მიმინოშვილის მოძალებულ სითბოს მასწავლებლებისადმი, ეს უფრო რეაქციას გაქვს რეაქციაზე. რამოდენიმე კვირის წინ სიუჟეტი გავიდა, სადაც მიმინოშვილი მასწავლებლების შპარგალკებზე ლაპრაკობდა. ეტყობა უთხრეს, რომ არ არის სასარგებლო მასწავლებლების დისკრედიტაცია...

პროფესიულ სასწავლებლებზე (ყველაზე ერთად) სახელმწიფო ხარჯავს 11.19 მილიონს, ხოლო გამოცდების ცენტრზე 12.45-ს. ცხადია სრულიად არაადეკვატური პრიორიტეტია ან ფულის არაეფექტური ხარჯვა. პროფესიული ცენტრების პრობლემა ისაა, არასწორ სისტემაში, როგორიც ჩვენია, ბმა არ არის კარგი დამსაქმებელსა და პროფესიულ კოლეჯს შორის. გერმანიაშია იდეალურად აწყობილი ეგ საქმე. სწავლის პერიოდში პროფესიული სტუდენტი დასაქმებულიც არის იმავე სფეროში...

თურქეთშიც მუშაობენ ქართველები მშენებლობებზე. ასეც არ არის საქმე. რთული საკითხია, თუ როგორ უნდა მოამზადო ადამიანი ტექნოლოგიურად მომავლის ეკონომიკისთვის, სანამ  ეკონომიკის ეს დარგები მოთხოვნადი გახდება. მარტივი შედუღება ჩვენთანაც იციან. არ იციან თანამედროვე შედუღების ტექნოლოგიები. არ გამოიყენებოდა ჩვენთან და იმიტომ. თურქეთში კი გამოიყენებოდა და ამიტომაც ამზადებდნენ სპეციალისტებს. ჩვენთან მაგალითად მწვავე დეფიციტია ელქტრობის სპეციალისტების. ჯერ არ არის იმდენი თანამედროვე ავტომობილი მაგრამ საკმარისია რომ ეკონომიკა გაძლიერდეს და თანამედროვე ელექტრონიკის სპეციალისტების დეფიციტი გაჩნდება. მოთხოვნის შემდეგ იწყება მიწოდებაზე მუშაობაც.

11 მილიონი ძალიან ცოტაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესიული განვითარებისთვისაა ცოტა, არამედ იმიტომ, რომ უსამართლო სისტემაა. პროფესიულ სასწავლებლებში მიდიან ისინი, რომლებსაც ნაკლები შესაძლებლობები აქვთ ვიდრე ისინი, ვინც უმაღლესში აბარებს. ბაკალავრიატზე სახელმწიფო ხარჯავს 57 მილიონს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ვისაც მეტი ფული აქვს ის იღებს მეტ ფულს, ხოლო ვისაც ნაკლები, ნაკლებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი - ვერ მისცემს, სიკო, 60 000 მასწავლებელს სახელმწიფო მაღალ ხელფასს. საქართველოს ვგულისხმობ. ჯიდიპი 7000-იც არ გვაქვს.

სხვა საქმეა, რომ წინა წლებში სახელმწიფომ სკოლას დამოუკიდებლობა არ მისცა, თავიდან თითქოს დაიძრა ამ მიმართულებით საქმე, მაგრამ მერე შაშკინის ხანამ დაისადგურა - რამაც თავისთავად შეაფერხა განათლების ხარისხის ამაღლება, იმიტომ რომ კონკურენციის შესაძლებლობა არ მისცა სკოლებს ცენტრზე მიბმით.

სიმონ ჯანაშია - 2004 წელს განათლებაზე დაახლოებით 15% იხარჯებოდა ბიუჯეტის, დღეს კი დაახლოებით 9%. დღეს რომ იმდენივე პროცენტი იხარჯებოდეს, რაც მაშინ ეს დამატებით 430 მილიონი იქნებოდა, რის ხარჯზეც სულ მცირე გაორმაგება შეიძლებოდა დღევანდელი საშუალო ხელფასების. დაამატე ამას ოპტიმიზაცია, სერტიფიცირებულებისთვის განსაკუთრებული ზრდა და არა ყველასთვის, და საკმაოდ მიმზიდველი პროფესია გახდებოდა საქართველოში.

კონკურენციის და განათლების ხარისხის ამაღლებას ასეთი პირდაპირი კავშირი არ აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკურენციის შესაძლებლობაც დაბალია. შაშკინამდეც იყო მასწავლებლების არგაშვება პრობლემა. 2008 წლის არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად აუკრძალეს დირექტორებს მასწავლებლების შეცვლაზე ზრუნვა. 2008 წლიდან განათლების პროფკავშირები რეალურად ნაციონალური მოძრაობის ნაწილი გახდა.

თამარ ჩერგოლეიშვილი - სერტიფიცირებულებისთვის ზრდა ახლაც გათვალისწინებულია. რაც შეეხება არასერტიფიცირებულებს - მაგათ ხელფასი რატომ უნდა მოუმატო? რა დამსახურებისთვის?

არ ვიცი, რას ეყრდნობი როცა ამბობ, რომ კონკურენციას განათლების ამაღლებასთან პირდაპირ კავშირში არ არის. ამ სფეროს შენ აშკარად ჩემზე უკეთ იცნობ. მაგრამ მე ასე წარმომედგინა განათლების სისტემისთვის მოვლა - აფინანსებ ბავშვს და არა სკოლას, სკოლას აძლევ თავისუფლებას, თუ მეტი ბავშვი ყავს, მეტი დაფინანსება აქვს, შესაბამისად ცდილობს მეტი მოსწავლე მიიზიდოს. მოსწავლის მშობელს რით მოიზიდავ? - სწავლის კარგი ხარისხით...

ცხადია სკოლას მივცემდი საკადრო გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებასაც.

სიმონ ჯანაშია - სერტიფიცირებულის დანამატი არის 75 ლარი, რაც შეეხება ზოგადად რატომ უნდა გაზარდო ხელფასები აქ ორი არგუმენტია: ა) რომ გქონდეს შესაძლებლობა/უფლება რომ მეტი მუშაობა მოთხოვო. მაგალითად საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სასწავლო დღე და სასწავლო წელი აქვს და ბ) რომ გაჩნდეს დაინტერესება რომ ამ პროფესიაში წავიდნენ საუკეთესო სკოლადამთავრებულები.

რაც შეეხება ჯიდიპის არგუმენტს: ჩვენზე გაცილებით ნაკლები ჯიდიპის მქონეებიც კი გაცილებით მეტს ხარჯავენ განათლებაზე. როგორ ხარჯავენ სხვა საკითხია, მაგრამ პრიორიტეტებზე მიანიშნებს. მაგალითისთვის ტაჯიკეთი ხარჯავს 2.8% ვანუატუ 11%, ჩვენ კი 2.6%.

კონკურენციაზე: ამ თეორიას ბევრი პრობლემა აქვს. ა) საქართველოს სკოლების ძალიან დიდ ნაწილში შეუძლებელია უბრალოდ კონკურენცია. ათასამდე სკოლა იყო, სადაც 100 ბავშვზე ნაკლები სწავლობდა. ეს სკოლები რომ დაიყოს კიდევ უფრო ხარჯები გაიზრდება და ხარისხი მაინცდამაინც არა. ამ სკოლას არ ყავს კონკურენტი, იმიტომ რომ დასახლებაში სხვა არაა. ბ) დიდი სკოლა სულ არ ნიშნავს კარგ ხარისხს. სკოლაში მოსწავლეების რაოდენობის გაზრდა ნიშნავს, რომ დამატებითი მასწავლებლები უნდა იქირავოს. თუ კარგი მასწავლებლების რაოდენობა შეზღუდულია, მაშინ შეიძლება სკოლამ რეალურად უარესებიც იქირავოს და ხარისხი დააგდოს. გ) სკოლები არ იზიდავს მხოლოდ განათლების ხარისხით, არამედ სოციალური კაპიტალითაც (მიშას შვილი სწავლობს). მაგალითად კარგი რემონტის გამო შეიძლება უფრო მიმზიდველი იყოს სკოლა და სინამდვილეში იქ ძალიან პატარა საკლასო ოთახებში ბავშვები შეჭეჭყილი ყავდეთ ვიდრე გვერდზე იგივე კვალიფიკაციის მასწავლებლებიან სკოლებში. დ) ზოგადად ქვეყნის ხარისხი შეიძლება სულაც არ აიწიოს თუ ერთი "ცუდი" სკოლიდან მეორე "კარგ" სკოლაში გადავა მოტივირებული ბავშვების ნაწილი, რადგან ამ "ცუდ" სკოლაში სწავლის ხარისხი შეიძლება კიდევ უფრო დაეცეს დადებითი ე.წ. peer effect-ის კლების და ასევე უკეთესი მასწავლებლების გადინების გამო. 30 ბავშვიანი კლასიდან შეიძლება 5 გასვლამ დანარჩენი 25-ის განათლების ხარისხიც დააგდოს. ეს არა მხოლოდ სკოლებს ეხება. ეს ეფექტი ზოგ ქვეყანაში დადასტურებულია მაგ. იგივე სამეზობლოებში. თუ ვთქვათ განათლების მქონე ადამიანები გადადიან უბნიდან, კრიმინალი იზრდება და ა.შ. დ) ასევე ჩვენთან არ იყო მექანიზმი სკოლების დახურვის - არასასურველი ხარისხის გამო. ანუ სკოლის გაკოტრებაც არ ხდებოდა. ე) სკოლებს, სადაც ინფრასტრუქტურა მაქსიმუმამდე ჰქონდა შევსებული მოსწავლეებით და ეს პრაქტიკულად გარანტირებული ჰქონდა იმით, რომ გარშემო მოსახლეობის რაოდენობა მაღალი იყო, დიდად არ აწუხებდა კონკურენცია. ასევე სკოლის ადმინისტრაციისთვის სულაც არ იყო გადამწყვეტი 1000 მოსწავლე ეყოლებოდა თუ 1100. ხელფასს იგივეს იღებდა და თავის ტკივილიც ნაკლები ჰქონდა თუ ნაკლები მოსწავლე ეყოლებოდა. მოკლედ გარკვეულწილად მოტივაცია ხარისხის ამაღლების კი გააჩინა სკოლების ნაწილში ამ კონკურენციამ, მაგრამ უამრავი სხვა ფაქტორიც მოქმედებდა, რაც საერთოდ სისტემის დონეზე ართულებს ხარისხის ზრდას.

კონკურენციას დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეებიც აქვს - მაგალითად სკოლებს შორის თანამშრომლობის, ცოდნის გაცვლის დაბალი დონე და ა.შ.

თამარ ჩერგოლეიშვილი - მე ვფიქრობ, რომ თუ ვიღაცის მშობელი თვლის, რომ ბავშვი სკოლაში იმიტომ უნდა მიიყვანოს, რომ იქ მიშას შვილი სწავლობს - მიიყვანოს, რა ჩემი საქმეა. მიშას შვილი იმ სკოლაში უმიზეზოდ ხომ არ ივლის - ე. ი. კარგი სკოლაა, რადგან პრეზიდენტის შვილი დადის. მე თუ მკითხავ, ლოგიკურია ეს დასკვნა.

შენ როგორც ამბობ, არც ხარჯვა და ხარისხი ყოფილა ერთმანეთთან მიბმული.

რაც შეეხება თანამშრომლობის გაცვლის დაბალ დონეს - შენ რა გამოცდილება გაქვს არ ვიცი, მაგრამ არ მგონია სკოლებს შორის თანამშრომლობა დუღდეს -ჩემი მწირი გამოცდილება ამას მეუბნება

სიმონ ჯანაშია - უფლება კი უნდა ჰქონდეს ცხადია სადაც უნდა იქ მიიყვანოს. უბრალოდ ხარისხისს ამაღლებას არ უწყობს ეს ხელს. "მიშას" შვილი შეიძლება იქ იმიტომ სწავლობს, რომ უსაფრთხოა და არა იმიტომ, რომ ყველაზე კარგია, ან იმიტომ რომ იქვე ცხოვრობს.

ხარჯვა და ხარისხი არის ერთმანეთთან კავშირში. 3.5%-ზე ნაკლებს ვინც ხარჯავს განათლებაზე, იმას არავის ნორმალური შედეგი არ აქვს. ეს ცხადია არ ნიშნავს რომ ყველა ვინც მეტს ხარჯავს, იმას კარგი შედეგი აქვს. ანუ არსებობს გარკვეული ვარაუდი, რომ რაღაც მინიმუმზე ნაკლების შემთხვევაში სისტემის წარმატების შანსები ძალიან დაბალია.

პედაგოგთა უმრავლესობამ სასერტიფიკაციო გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები ძალიან ცუდია, რადგან იმ პედაგოგების რაოდენობა, რომლებმაც ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს, ნამდვილად ძალიან მაღალია. მისი თქმით, შედეგებით იგი შეშფოთებულია.

მისი თქმით, შედეგები ყველა საგანში არ არის ცნობილი, გამოქვეყნებულია მხოლოდ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფიის, მათემატიკის, სამოქალაქო განათლებისა და სახვითი ხელოვნების შედეგები. მიმინოშვილის ინფორმაციით, ფიზიკაში ბარიერი ვერ გადალახა პედაგოგების 96%-მა, ქიმიაში 82%-მა და ანალოგიური ვითარებაა მათემატიკაში.

რაც შეეხება ისტორიას, მისი განცხადებით, ამ საგანში ბარიერი პედაგოგთა 57%-მა, გეოგრაფიაში - 49%-მა, ბიოლოგიაში - 77%-მა, სამოქალაქო განათლებაში - 82%-მა, სახვით ხელოვნებაში კი - 74%-მა ვერ გადალახა. როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, ამ პედაგოგებს კიდევ აქვთ შესაძლებლობა მომავალ წელს გავიდნენ გამოცდაზე.

"ალბათ ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ამ შედეგზე და ასე მარტივად არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. პირველ რიგში პედაგოგი არ უნდა დავადანაშაულოთ იმაში, რომ ვერ მოახერხეს ბარიერის დაძლევა. მას ყველა პირობა უნდა შეექმნას იმისთვის, რომ მოახერხოს კვალიფიკაციის ამაღლება, მოტივაცია გაუჩნდეს და ასე შემდეგ", - აღნიშნა მან.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს