მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - დასაქმებულებო, ახალი კოდექსის გამოყენების დროა
თეა წულუკიანი - დასაქმებულებო, ახალი კოდექსის გამოყენების დროა

და­საქ­მე­ბუ­ლე­ბო, ახა­ლი კო­დექ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის დროა, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა დღეს, "შრო­მის კო­დექ­სის" ბეჭ­დუ­რი ვერ­სი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც თეა წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ძა­ლი­ან ბევ­რი დამ­საქ­მე­ბე­ლი მიჩ­ვე­უ­ლია არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო დღით ამუ­შა­ოს და­საქ­მე­ბუ­ლი და დღე­საც ასე­ვე აგ­რძე­ლებს. სწო­რედ ამი­ტომ თეა წუ­ლუ­კი­ან­მა და­საქ­მე­ბუ­ლებს შრო­მის ახა­ლი კო­დექ­სის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, მი­ღე­ბუ­ლია გარ­კვე­ულ­წი­ლად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა დამ­საქ­მე­ბელ­სა და და­საქ­მე­ბულს შო­რის და აღარ არის წარ­სუ­ლის მსგავ­სად, რო­დე­საც დამ­საქ­მე­ბელს ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა ჰქონ­და, და­საქ­მე­ბულს კი, არა­ნა­ი­რი.

"ახლა და­საქ­მე­ბულს გა­უჩ­ნდა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ბა­ზი­სო უფ­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად - იცო­დეს, რა­ტომ ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ, შე­ეძ­ლოს ეფექ­ტი­ა­ნად იჩივ­ლოს სა­სა­მარ­თლო­ში და ჰქონ­დეს თუნ­დაც ნორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო დღე, რაც არ არის ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი უფ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, თუმ­ცა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს რე­ფორ­მის და­სას­რუ­ლი არ არის და სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა მუ­შა­ო­ბა ქალ­თა უფ­ლე­ბებ­ზე.

"თუმ­ცა არ მინ­და, დამ­საქ­მებ­ლებს და და­საქ­მე­ბუ­ლებს გა­მორ­ჩეთ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, მათ ეს კო­დექ­სი უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ. ძა­ლი­ან ბევ­რი დამ­საქ­მე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მიჩ­ვე­უ­ლია არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო დღით ამუ­შა­ოს და­საქ­მე­ბუ­ლი, ასე­ვე აგ­რძე­ლებს. ამი­ტომ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბო, ახა­ლი კო­დექ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის დროა", - მი­მარ­თა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა და­საქ­მე­ბუ­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თეა წულუკიანი - დასაქმებულებო, ახალი კოდექსის გამოყენების დროა

თეა წულუკიანი - დასაქმებულებო, ახალი კოდექსის გამოყენების დროა

დასაქმებულებო, ახალი კოდექსის გამოყენების დროა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, "შრომის კოდექსის" ბეჭდური ვერსიის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ძალიან ბევრი დამსაქმებელი მიჩვეულია არანორმირებული სამუშაო დღით ამუშაოს დასაქმებული და დღესაც ასევე აგრძელებს. სწორედ ამიტომ თეა წულუკიანმა დასაქმებულებს შრომის ახალი კოდექსის პრაქტიკაში გამოყენებისკენ მოუწოდა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მიღებულია გარკვეულწილად დაბალანსებული სისტემა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის და აღარ არის წარსულის მსგავსად, როდესაც დამსაქმებელს ყველანაირი უფლება ჰქონდა, დასაქმებულს კი, არანაირი.

"ახლა დასაქმებულს გაუჩნდა მნიშვნელოვანი და საბაზისო უფლებები. მაგალითად - იცოდეს, რატომ ათავისუფლებენ, შეეძლოს ეფექტიანად იჩივლოს სასამართლოში და ჰქონდეს თუნდაც ნორმირებული სამუშაო დღე, რაც არ არის ხელწამოსაკრავი უფლება", - განაცხადა თეა წულუკიანმა, თუმცა იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ეს რეფორმის დასასრული არ არის და სექტემბრიდან დაიწყება მუშაობა ქალთა უფლებებზე.

"თუმცა არ მინდა, დამსაქმებლებს და დასაქმებულებს გამორჩეთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, მათ ეს კოდექსი უნდა გამოიყენონ. ძალიან ბევრი დამსაქმებელი, რომელიც მიჩვეულია არანორმირებული სამუშაო დღით ამუშაოს დასაქმებული, ასევე აგრძელებს. ამიტომ დასაქმებულებო, ახალი კოდექსის გამოყენების დროა", - მიმართა თეა წულუკიანმა დასაქმებულებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ