პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება"
"პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება"

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის­გან მი­ი­ღო და­პი­რე­ბა, რომ ახლო მო­მა­ვალ­ში ლტოლ­ვი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბა, - ამის შე­სა­ხებ წუ­ხელ, სი­ო­ნის ტა­ძარ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე თე­ო­დო­რე ჭუ­ა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სა­კი­თხი იყო გან­ხი­ლუ­ლი, მათ შო­რის, და­ის­ვა სა­კი­თხი აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის შე­სა­ხებ, სა­ზღვრის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლის მო­წყო­ბა უკა­ნო­ნოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­ის­ვა დევ­ნი­ლე­ბის სა­კი­თხი.

"პატ­რი­არ­ქმა მი­ი­ღო და­პი­რე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის­გან, რომ ახლო მო­მა­ვალ­ში ჩა­ერ­თვე­ბა ლტოლ­ვი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ში და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მათ დაბ­რუ­ნე­ბა­ში აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე თე­ო­დო­რემ.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე იყო მი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ქრის­ტი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იდევ­ნე­ბი­ან. რო­გორც მე­უ­ფე თე­ო­დო­რემ აღ­ნიშ­ნა, ქარ­თულ­მა მხა­რემ მხა­რი და­უ­ჭი­რა ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს და ასე­ვე სურ­და, ჩარ­თუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ამ ტექ­სტში აფხა­ზე­თი, თუმ­ცა ეს ვერ მო­ხერ­ხდა.

მიტ­რო­პო­ლიტ თე­ო­დო­რეს გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის­გან მათ მი­ი­ღეს და­პი­რე­ბა, რომ ამის შე­სა­ხებ ახა­ლი დო­კუ­მენ­ტი მომ­ზად­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა მთლი­ა­ნად აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს. რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბულ ტაძ­რებს, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ეს ტაძ­რე­ბი ისევ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"რუ­სე­თი თით­ქმის ცდი­ლობს დაგ­ვეხ­მა­როს და ამ­ბობს, რომ ის შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ყვე­ლა­ფერს აკე­თებს ამის­თვის. იყო შეხ­ვედ­რა ჩვე­ნი ეპის­კო­პო­სის აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტთან და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობთ, რომ ჩარ­თუ­ლე­ბი ვი­ყოთ და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ქარ­თუ­ლი სამ­ღვდე­ლო­ე­ბა შე­ვი­დეს აფხა­ზეთ­ში, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში პირ­ველ რიგ­ში კო­დო­რის ხე­ო­ბა­სა და გა­ლის რა­ი­ონ­ში", - დას­ძი­ნა მე­უ­ფე თე­ო­დო­რემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება"

"პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება, - ამის შესახებ წუხელ, სიონის ტაძარში ჟურნალისტებთან საუბრისას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორე ჭუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ძალიან ბევრი საკითხი იყო განხილული, მათ შორის, დაისვა საკითხი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ, საზღვრის თაობაზე, რომლის მოწყობა უკანონოდ მიმდინარეობს და დაისვა დევნილების საკითხი.

"პატრიარქმა მიიღო დაპირება რუსეთის პრეზიდენტისგან, რომ ახლო მომავალში ჩაერთვება ლტოლვილების დაბრუნებაში და შეძლებისდაგვარად დაგვეხმარება მათ დაბრუნებაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში", - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.

მისივე თქმით, ასევე იყო მიღებული დოკუმენტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შესახებ, სადაც მძიმე მდგომარეობაა და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ქრისტიანები, რომლებიც იდევნებიან. როგორც მეუფე თეოდორემ აღნიშნა, ქართულმა მხარემ მხარი დაუჭირა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და ასევე სურდა, ჩართული ყოფილიყო ამ ტექსტში აფხაზეთი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

მიტროპოლიტ თეოდორეს განცხადებით, რუსეთის პატრიარქისგან მათ მიიღეს დაპირება, რომ ამის შესახებ ახალი დოკუმენტი მომზადდება, რომელიც შეეხება მთლიანად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. რაც შეეხება აფხაზეთში არსებულ ტაძრებს, როგორც მან აღნიშნა, ეს ტაძრები ისევ მძიმე მდგომარეობაშია.

"რუსეთი თითქმის ცდილობს დაგვეხმაროს და ამბობს, რომ ის შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს ამისთვის. იყო შეხვედრა ჩვენი ეპისკოპოსის აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რომ ჩართულები ვიყოთ და შეძლებისდაგვარად ქართული სამღვდელოება შევიდეს აფხაზეთში, ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში კოდორის ხეობასა და გალის რაიონში", - დასძინა მეუფე თეოდორემ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?