მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Euobserver - ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება
Euobserver - ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან "ახალ წლამ­დე" გა­დად­გე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ბელ­გი­უ­რი გა­მო­ცე­მა Euobserver-ი წერს, რო­მელ­მაც ინ­ტერ­ვიუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ურე­კის სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ჩა­წე­რა.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, ან­დრიუ რეტ­მე­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ლი­არ­დერ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს თა­ვი­სი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის "ოც­ნე­ბა" აქვს, მაგ­რამ ოპო­ნენ­ტე­ბი მას დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის შექ­მნილ საფრ­თხედ მი­იჩ­ნე­ვენ.

პუბ­ლი­კა­ცი­ის თა­ნახ­მად, ივა­ნიშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს "ტი­პურ" ევ­რო­პულ სა­ზო­გა­დო­ე­ბად და დუ­ბა­ის მსგავს ბიზ­ნეს­ცენ­ტრად გარ­დაქ­მნა სურს.

"ეს ჩემი ოც­ნე­ბაა. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს, თუკი ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად გან­ვი­თარ­დე­ბა. რა თქმა უნდა, ამის ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა თქმა არ მინ­და, რომ ვი­ღა­ცას არ გა­ე­ცი­ნოს. მაგ­რამ გუ­ლის სიღ­რმე­ში, მჯე­რა, რომ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არის", - აცხა­დებს ივა­ნიშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ 57 წლის ბიზ­ნეს­მენ­მა თა­ვი­სი ქო­ნე­ბა ლი­თო­ნის და სა­ბან­კო ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში, 90-იან წლებ­ში რუ­სეთ­ში და­აგ­რო­ვა.

"პო­ლი­ტი­კა­ში 2011 წელს შე­ა­ბი­ჯა და 2012 წლის თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩევ­ნებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მო­ა­ცი­ლა პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­მარ­ჯვე­ნე ცენ­ტრის­ტუ­ლი პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". მან ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ მისი ოც­ნე­ბის გან­ცხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბა "20 წელი" დას­ჭირ­დეს. მან ასე­ვე თქვა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან "ახალ წლამ­დე" გა­დად­გე­ბა, იმის­თვის, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან ერ­თად თა­ვი­სი გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე იმუ­შა­ოს. გეგ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ელი­ტა­რუ­ლი კო­რუფ­ცი­ის­გან გაწ­მენ­და­ში, კარ­გი სკო­ლე­ბის, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის და გზე­ბის აშე­ნე­ბა­ში, ასე­ვე უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის და ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვა­ში მდგო­მა­რე­ობს", - წერს ავ­ტო­რი.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­კუ­რო­რებ­მა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხუთ მი­ნისტრს, რამ­დე­ნი­მე ჩი­ნოვ­ნიკს და ად­გი­ლობ­რივ მო­ხე­ლეს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, ქრთა­მის აღე­ბა­სა და შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბებ­ში.

სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პი­რო­ბას დებს, რომ გა­ა­ნად­გუ­რებს სა­ა­კაშ­ვი­ლის "შავ ყუ­თებს" – უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რებს, ფა­რულ ვი­დე­ო­ებს და მო­ნა­ცე­მებს, რო­მე­ლიც ქსელ­ში მა­სობ­რი­ვი თვალ­თვა­ლის პროგ­რა­მით არის მო­პო­ვე­ბუ­ლი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს თვალ­თვა­ლის ოპე­რა­ცია ჯორჯ ორუ­ე­ლის 1984-ს აგო­ნებს - ბრი­ტა­ნულ ნო­ვე­ლას ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მზე.

პუბ­ლი­კა­ცი­ის თა­ნახ­მად, პრე­მი­ე­რი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგეს, მას შემ­დეგ, რაც იმუ­ნი­ტე­ტი ამო­ე­წუ­რე­ბა.

"პო­ლი­ტი­კუ­რად, ამის სურ­ვი­ლი არ მაქვს, მაგ­რამ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა ყვე­ლა­ზე ვრცელ­დე­ბა", - აცხა­დებს ივა­ნიშ­ვი­ლი.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პრე­მი­ერ­მა მეტი სან­დო­ო­ბის­თვის, სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით უცხო­ე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი მი­იწ­ვია და და­სა­ჯა სა­კუ­თა­რი მთავ­რო­ბის ორი მი­ნის­ტრი, რომ­ლებ­მაც კა­ნო­ნი და­არ­ღვი­ეს.

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში სა­უ­ბა­რია 10 მი­ლი­არ­დი­ან კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დზეც, რომ­ლის შექ­მნა­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აპი­რებს და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ის ნო­ემ­ბერ­ში ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის გზას ად­გას და "სე­რი­ო­ზულ წინსვლას" ელის სა­ქარ­თვე­ლო-ნა­ტოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხრივ 2014 წელს. ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო რაც უფრო აყ­ვავ­დე­ბა, მით უფრო გა­იზ­რდე­ბა იმის შან­სი, რომ აფხა­ზებს და სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას თა­ნა­ცხოვ­რე­ბის და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდეს", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ივა­ნიშ­ვი­ლის კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის არ სჯე­რა. სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლია გიგა ბო­კე­რი­ას ცი­ტა­ტა, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას "შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალს და მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის გა­ნად­გუ­რე­ბას" უწო­დებს.

"ევ­რო­კავ­შირ­ში ერ­თმა წყა­რომ, რო­მელ­მაც გვთხო­ვა მისი ვი­ნა­ო­ბა არ გაგ­ვეთ­ქვა, გვი­თხრა, რომ სა­ა­კაშ­ვილს "ძა­ლა­უფ­ლე­ბა მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლი" ჰქონ­და და რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახლა აქვს "შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გახ­დეს უფრო სრულ­ფა­სო­ვა­ნი დე­მოკ­რა­ტია". მაგ­რამ მან ეჭვი გა­მოთ­ქვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ამ საქ­მის­თვის სწო­რი ფი­გუ­რაა. ის არ არის პირ­ვე­ლი დიდი ბიზ­ნეს­მე­ნი, თა­ვის ასაკ­ში, რო­მელ­საც უნდა, თა­ვის თავს და­უმ­ტკი­ცოს, რომ პო­ლი­ტი­კო­სო­ბაც შე­უძ­ლია. ის სწრა­ფად სწავ­ლობს, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს. ყვე­ლა ხა­ფან­გის შე­სა­ხებ არ იცის", - წერს ავ­ტო­რი და აღ­ნიშ­ნავს, რომ ბო­კე­რი­ას აზ­რით, ივა­ნიშ­ვი­ლი ერთ ხა­ფან­გში უკვე გა­ე­ბა.

ბო­კე­რი­ას თქმით, ივა­ნიშ­ვილ­მა ცი­ხი­დან ათო­ბით რა­დი­კა­ლი "ავა­ზა­კი" გა­მო­უშ­ვა, რომ­ლებ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის "პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი" და­არ­ქვა.

"ბო­კე­რი­ამ, რო­გორც უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ქვეყ­ნის მთა­ვარ­მა მრჩე­ველ­მა, თქვა, რომ მსგავ­სმა ადა­მი­ა­ნებ­მა სიკ­ვდი­ლამ­დე სცე­მეს რამ­დე­ნი­მე სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი თბი­ლის­ში, მა­ის­ში, რა­საც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მღვდლე­ბი და პო­ლი­ცია თვალს ადევ­ნებ­და", - წერს გა­მო­ცე­მა.

ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ივა­ნიშ­ვილ­მა Euobserver-ში წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც უმ­ცი­რე­სო­ე­ბე­ბის დაც­ვის პი­რო­ბას დებს.

თუმ­ცა, ავ­ტო­რის ცნო­ბით, გიგა ბო­კე­რია აღ­ნიშ­ნავს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბე­ბი ქვეყ­ნის შიგ­ნით "ორაზ­რო­ვა­ნი" იყო და თავ­დას­ხმის­თვის არა­ვინ დას­ჯი­ლა.

"თუკი ისი­ნი კვლა­ვაც შე­ე­გუ­ე­ბი­ან ასე­თი ჯგუ­ფე­ბის არ­სე­ბო­ბას და ამ ტი­პის ადა­მი­ა­ნებს გმი­რე­ბად შე­რა­ცხა­ვენ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჯო­ჯო­ხეთ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა", - აცხა­დებს ბო­კე­რია.

სტა­ტი­ის ქარ­თულ თარ­გმანს Foreignpress.ge ავ­რცე­ლებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Euobserver-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

Euobserver - ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება

Euobserver - ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება, - ამის შესახებ ბელგიური გამოცემა Euobserver-ი წერს, რომელმაც ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან ურეკის საზაფხულო რეზიდენციაში ჩაწერა.

სტატიის ავტორი, ანდრიუ რეტმენი აღნიშნავს, რომ საქართველოს მილიარდერ პრემიერ-მინისტრს თავისი ქვეყნის მომავლისთვის "ოცნება" აქვს, მაგრამ ოპონენტები მას დემოკრატიისთვის შექმნილ საფრთხედ მიიჩნევენ.

პუბლიკაციის თანახმად, ივანიშვილს საქართველოს "ტიპურ" ევროპულ საზოგადოებად და დუბაის მსგავს ბიზნესცენტრად გარდაქმნა სურს.

"ეს ჩემი ოცნებაა. ამის შესაძლებლობა არსებობს, თუკი ყველაფერი იდეალურად განვითარდება. რა თქმა უნდა, ამის ძალიან ხმამაღლა თქმა არ მინდა, რომ ვიღაცას არ გაეცინოს. მაგრამ გულის სიღრმეში, მჯერა, რომ ამის შესაძლებლობა არის", - აცხადებს ივანიშვილი ინტერვიუში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 57 წლის ბიზნესმენმა თავისი ქონება ლითონის და საბანკო ბიზნესის სფეროში, 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

"პოლიტიკაში 2011 წელს შეაბიჯა და 2012 წლის თავისუფალ არჩევნებში ხელისუფლებას ჩამოაცილა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მან ამ ინტერვიუში თქვა, რომ მისი ოცნების განცხორციელებას შეიძლება "20 წელი" დასჭირდეს. მან ასევე თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება, იმისთვის, რომ არასამთავრობო სექტორთან ერთად თავისი გენერალური გეგმის განხორციელებაზე იმუშაოს. გეგმა, საქართველოს ელიტარული კორუფციისგან გაწმენდაში, კარგი სკოლების, საავადმყოფოების და გზების აშენებაში, ასევე უცხოელი ინვესტორების და ტურისტების მოზიდვაში მდგომარეობს", - წერს ავტორი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილის პროკურორებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხუთ მინისტრს, რამდენიმე ჩინოვნიკს და ადგილობრივ მოხელეს ბრალი წაუყენეს საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივ გამოყენებაში, ქრთამის აღებასა და შეკვეთილ მკვლელობებში.

სტატიის თანახმად, ახალი პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ გაანადგურებს სააკაშვილის "შავ ყუთებს" – უკანონო ჩანაწერებს, ფარულ ვიდეოებს და მონაცემებს, რომელიც ქსელში მასობრივი თვალთვალის პროგრამით არის მოპოვებული.

სტატიის ავტორი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს თვალთვალის ოპერაცია ჯორჯ ორუელის 1984-ს აგონებს - ბრიტანულ ნოველას ტოტალიტარიზმზე.

პუბლიკაციის თანახმად, პრემიერი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგეს, მას შემდეგ, რაც იმუნიტეტი ამოეწურება.

"პოლიტიკურად, ამის სურვილი არ მაქვს, მაგრამ კანონის უზენაესობა ყველაზე ვრცელდება", - აცხადებს ივანიშვილი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ პრემიერმა მეტი სანდოობისთვის, საკუთარი ქმედებების მონიტორინგის მიზნით უცხოელი დამკვირვებლები მიიწვია და დასაჯა საკუთარი მთავრობის ორი მინისტრი, რომლებმაც კანონი დაარღვიეს.

პუბლიკაციაში საუბარია 10 მილიარდიან კერძო საინვესტიციო ფონდზეც, რომლის შექმნასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობაზე.

"საერთაშორისო ურთიერთობებში, ის ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების გზას ადგას და "სერიოზულ წინსვლას" ელის საქართველო-ნატოს ინტეგრაციის მხრივ 2014 წელს. ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველო რაც უფრო აყვავდება, მით უფრო გაიზრდება იმის შანსი, რომ აფხაზებს და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას თანაცხოვრების და გაერთიანების სურვილი გაუჩნდეს", - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ივანიშვილის კეთილი სურვილების არ სჯერა. სტატიაში მოყვანილია გიგა ბოკერიას ციტატა, რომელიც ყოფილი მინისტრების სამართლებრივ დევნას "შერჩევით სამართალს და მთავარი პოლიტიკური პარტიის განადგურებას" უწოდებს.

"ევროკავშირში ერთმა წყარომ, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვეთქვა, გვითხრა, რომ სააკაშვილს "ძალაუფლება მონოპოლიზებული" ჰქონდა და რომ საქართველოს ახლა აქვს "შესაძლებლობა, გახდეს უფრო სრულფასოვანი დემოკრატია". მაგრამ მან ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი ამ საქმისთვის სწორი ფიგურაა. ის არ არის პირველი დიდი ბიზნესმენი, თავის ასაკში, რომელსაც უნდა, თავის თავს დაუმტკიცოს, რომ პოლიტიკოსობაც შეუძლია. ის სწრაფად სწავლობს, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. ყველა ხაფანგის შესახებ არ იცის", - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ბოკერიას აზრით, ივანიშვილი ერთ ხაფანგში უკვე გაება.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილმა ციხიდან ათობით რადიკალი "ავაზაკი" გამოუშვა, რომლებსაც სააკაშვილის "პოლიტიკური პატიმრები" დაარქვა.

"ბოკერიამ, როგორც უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნის მთავარმა მრჩეველმა, თქვა, რომ მსგავსმა ადამიანებმა სიკვდილამდე სცემეს რამდენიმე სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველი თბილისში, მაისში, რასაც მართლმადიდებელი მღვდლები და პოლიცია თვალს ადევნებდა", - წერს გამოცემა.

ავტორი აღნიშნავს, რომ მოგვიანებით, ივანიშვილმა Euobserver-ში წერილი გამოაქვეყნა, სადაც უმცირესოებების დაცვის პირობას დებს.

თუმცა, ავტორის ცნობით, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები ქვეყნის შიგნით "ორაზროვანი" იყო და თავდასხმისთვის არავინ დასჯილა.

"თუკი ისინი კვლავაც შეეგუებიან ასეთი ჯგუფების არსებობას და ამ ტიპის ადამიანებს გმირებად შერაცხავენ, ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთში აღმოჩნდება", - აცხადებს ბოკერია.

სტატიის ქართულ თარგმანს Foreignpress.ge ავრცელებს.

მომზადებულია Euobserver-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა