მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანის კონსული - მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული ბოლო ორი წელი თურქეთში ცხოვრობდა და ჯერ ირანში არ დაბრუნებულა
ირანის კონსული - მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული ბოლო ორი წელი თურქეთში ცხოვრობდა და ჯერ ირანში არ დაბრუნებულა

ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლი აჰ­მად რეზა არ­ზი­ა­ნი ბა­თუ­მის ახალ ბულ­ვარ­ში მოკ­ლუ­ლი 16 წლის მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძის საქ­მეს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. "სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­ვა­წო­დოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის შე­სა­ხებ", - აღ­ნიშ­ნა აჰ­მად რეზა არ­ზი­ან­მა "აჭა­რის" ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან სა­უბ­რი­სას.

კონ­სუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობ­და და ჯერ­ჯე­რო­ბით ირან­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

"ჩვენ ვგმობთ ამ სა­ზა­რელ მკვლე­ლო­ბას და მზად ვართ და­ვეხ­მა­როთ ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს. მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის შე­სა­ხებ. უკვე გა­და­ვე­ცით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს და აჭა­რის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს. სა­ზღვრებ­ზე გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია კონ­ტრო­ლი. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბოლო ორი წე­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ჯერ­ჯე­რო­ბით ირან­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. იმე­დი მაქვს, ამ საქ­მეს მალე ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნე­ბა და ინ­ცი­დენ­ტი ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არ აი­სა­ხე­ბა", - აღ­ნიშ­ნა აჰ­მად რეზა არ­ზი­ან­მა.

16 წლის მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძე ბა­თუ­მის ახა­ლი ბულ­ვა­რის ბო­ლოს 23 ივ­ლისს მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე მო­ჰა­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტა­ნია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ირანის კონსული - მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული ბოლო ორი წელი თურქეთში ცხოვრობდა და ჯერ ირანში არ დაბრუნებულა

ირანის კონსული - მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული ბოლო ორი წელი თურქეთში ცხოვრობდა და ჯერ ირანში არ დაბრუნებულა

ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული აჰმად რეზა არზიანი ბათუმის ახალ ბულვარში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის საქმეს გამოეხმაურა. "სამართალდამცველებს მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ", - აღნიშნა აჰმად რეზა არზიანმა "აჭარის" ტელევიზიასთან საუბრისას.

კონსულის განმარტებით, მკვლელობაში ბრალდებული ირანის მოქალაქე ორი წლის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა და ჯერჯერობით ირანში არ დაბრუნებულა.

"ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ მკვლელობას და მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ სამართალდამცავებს. მივაწოდოთ ინფორმაცია მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ. უკვე გადავეცით მნიშვნელოვანი ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილეს. საზღვრებზე გაძლიერებულია კონტროლი. მკვლელობაში ბრალდებული ბოლო ორი წელის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდა და ჯერჯერობით ირანში არ დაბრუნებულა. იმედი მაქვს, ამ საქმეს მალე ნათელი მოეფინება და ინციდენტი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ აისახება", - აღნიშნა აჰმად რეზა არზიანმა.

16 წლის მარიამ კოჩალიძე ბათუმის ახალი ბულვარის ბოლოს 23 ივლისს მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ