პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლენუკა ყიფშიძე - "საავადმყოფოში გატარებული ათი დღე ჯოჯოხეთი იყო, ისეთი სტრესი მივიღეთ"
ლენუკა ყიფშიძე - "საავადმყოფოში გატარებული ათი დღე ჯოჯოხეთი იყო, ისეთი სტრესი მივიღეთ"

ამ­ჯე­რად ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძის "ფე­ის­ბუ­ქი" გა­და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ და მის კე­დელ­ზე უც­ნა­უ­რი ფო­ტო­კო­ლა­ჟი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ - ლე­ნუ­კა "უბორ­კის" მო­მენ­ტში. ფო­ტო­ზე ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძეა მო­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც მა­მი­დას­თვის კომ­პლი­მენ­ტებს არ იშუ­რებს.

- ლე­ნუ­კა, გიყ­ვარს ფო­ტო­სე­სია?

- კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. იმ მო­მენ­ტში თით­ქოს ყვე­ლა­ფერს ვე­თი­შე­ბი და პა­ტა­რა ფო­ტო­სამ­ყა­რო­ში ვარ. არ მიყ­ვარს ფო­ტოს და­მუ­შა­ვე­ბა, ფო­ტო­შო­პი; შე­იძ­ლე­ბა ფე­რე­ბი მის­ცე ფო­ტოს, კო­რექ­ცია არ არის სა­ინ­ტე­რე­სო. მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­მაჩ­ნია დაშ­ვე­ბუ­ლი ფო­ტო­შო­პი, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­თვის ან რა­ი­მე რეკ­ლა­მის­თვის იღებ, ისიც არ უნდა იყოს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი.

- ფო­ტო­გე­ნუ­რი ხარ?

- ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რად უკე­თე­სი ვარ.

- შენს კომ­პი­უ­ტერ­ში თუ მო­ი­პო­ვე­ბა ისე­თი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­საც ვერ გა­მო­აქ­ვეყ­ნებ, ანუ მხო­ლოდ "შე­ნია"?

- არა, რაც არ მომ­წონს - ვშლი. ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დე­ლი ფო­ტო­ე­ბი არ მაქვს, დე­დას აქვს შე­ნა­ხუ­ლი, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში რაც გა­და­ვი­ღე, არ მომ­წონს. სა­კუ­თარ თავს მაგ­რად დავ­ცი­ნი ხოლ­მე, თათ­რის ბავ­შვი­ვით შავი ვი­ყა­ვი, ახლა გავ­ღი­ავ­დი.

- ეს ფო­ტო­კო­ლა­ჟი, რო­მე­ლიც შენს "ფე­ის­ბუქ­ზე" აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ვინ გა­და­გი­ღო?

- ჩემ­მა შვილ­მა, ნი­კუ­შამ. რაც სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­ვე­დით, გვერ­დი­დან არ ვი­შო­რებ, ცივ ნი­ავს არ ვა­კა­რებ. იცის, რო­გო­რი ფე­თი­ა­ნი ვარ და მე­მორ­ჩი­ლე­ბა... სახ­ლს ვა­ლა­გებ­დი ამ დროს.

- სა­ა­ვად­მყო­ფო­დან? ნი­კუ­შა იყო ავად?

- ჰო, ზღვი­დან რომ დავ­ბრუნ­დით, რამ­დე­ნი­მე დღე­ში მე­ნინ­გი­ტის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ათი დღე ჯო­ჯო­ხე­თი იყო ჩვენ­თვის, ისე­თი სტრე­სი მი­ვი­ღეთ. იქ ისე­თე­ბი ვნა­ხე... აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ, მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბაა ადა­მი­ა­ნის­თვის. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, გა­დავ­რჩით... სახ­ლში ვაგ­რძე­ლებთ მკურ­ნა­ლო­ბას... ფო­ტოს რაც შე­ე­ხე­ბა, სახ­ლს ვა­ლა­გებ­დი, სა­ა­ვად­მყო­ფოს მერე დიდი "უბორ­კა" გან­ვიზ­რა­ხე, ხე­ლებ­ზე რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბი ჩა­ვიც­ვი, თავ­ზე "კა­სინ­კა" გა­ვი­ჭი­რე, ხელ­ში მტვერ­სას­რუ­ტი და­ვი­კა­ვე და ამ მო­მენ­ტით ისარ­გებ­ლა ნი­კუ­შამ. თან მი­მი­თი­თებ­და, სად რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და თან ფო­ტო­ებს მი­ღებ­და. სი­სუფ­თა­ვე მიყ­ვარს. თან და­ლა­გე­ბის დროს ყვე­ლა კუნ­თი მუ­შა­ობს. მე ხომ მა­ნი­ა­კი ვარ, მიყ­ვარს, კაც­საც და ქალ­საც ნა­ვარ­ჯი­შე­ვი ტანი რომ აქვს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლენუკა ყიფშიძე - "საავადმყოფოში გატარებული ათი დღე ჯოჯოხეთი იყო, ისეთი სტრესი მივიღეთ"

ლენუკა ყიფშიძე - "საავადმყოფოში გატარებული ათი დღე ჯოჯოხეთი იყო, ისეთი სტრესი მივიღეთ"

ამჯერად ლენუკა ყიფშიძის ''ფეისბუქი'' გადავათვალიერეთ და მის კედელზე უცნაური ფოტოკოლაჟი აღმოვაჩინეთ - ლენუკა ''უბორკის'' მომენტში. ფოტოზე ნატალია ყიფშიძეა მონიშნული, რომელიც მამიდასთვის კომპლიმენტებს არ იშურებს.

- ლენუკა, გიყვარს ფოტოსესია?

- კამერასთან მუშაობა ძალიან მიყვარს. იმ მომენტში თითქოს ყველაფერს ვეთიშები და პატარა ფოტოსამყაროში ვარ. არ მიყვარს ფოტოს დამუშავება, ფოტოშოპი; შეიძლება ფერები მისცე ფოტოს, კორექცია არ არის საინტერესო. მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმაჩნია დაშვებული ფოტოშოპი, როდესაც ჟურნალისთვის ან რაიმე რეკლამისთვის იღებ, ისიც არ უნდა იყოს გადაჭარბებული.

- ფოტოგენური ხარ?

- ბევრი მეუბნება, რომ ცხოვრებაში ბევრად უკეთესი ვარ.

- შენს კომპიუტერში თუ მოიპოვება ისეთი ფოტოები, რომლებსაც ვერ გამოაქვეყნებ, ანუ მხოლოდ ''შენია''?

- არა, რაც არ მომწონს - ვშლი. ბავშვობისდროინდელი ფოტოები არ მაქვს, დედას აქვს შენახული, გარდატეხის ასაკში რაც გადავიღე, არ მომწონს. საკუთარ თავს მაგრად დავცინი ხოლმე, თათრის ბავშვივით შავი ვიყავი, ახლა გავღიავდი.

- ეს ფოტოკოლაჟი, რომელიც შენს ''ფეისბუქზე'' აღმოვაჩინე, ვინ გადაგიღო?

- ჩემმა შვილმა, ნიკუშამ. რაც საავადმყოფოდან გამოვედით, გვერდიდან არ ვიშორებ, ცივ ნიავს არ ვაკარებ. იცის, როგორი ფეთიანი ვარ და მემორჩილება... სახლს ვალაგებდი ამ დროს.

- საავადმყოფოდან? ნიკუშა იყო ავად?

- ჰო, ზღვიდან რომ დავბრუნდით, რამდენიმე დღეში მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს, საავადმყოფოში გატარებული ათი დღე ჯოჯოხეთი იყო ჩვენთვის, ისეთი სტრესი მივიღეთ. იქ ისეთები ვნახე... აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ჯანმრთელობაა ადამიანისთვის. ღმერთის წყალობით, გადავრჩით... სახლში ვაგრძელებთ მკურნალობას... ფოტოს რაც შეეხება, სახლს ვალაგებდი, საავადმყოფოს მერე დიდი ''უბორკა'' განვიზრახე, ხელებზე რეზინის ხელთათმანები ჩავიცვი, თავზე ''კასინკა'' გავიჭირე, ხელში მტვერსასრუტი დავიკავე და ამ მომენტით ისარგებლა ნიკუშამ. თან მიმითითებდა, სად რა უნდა გამეკეთებინა და თან ფოტოებს მიღებდა. სისუფთავე მიყვარს. თან დალაგების დროს ყველა კუნთი მუშაობს. მე ხომ მანიაკი ვარ, მიყვარს, კაცსაც და ქალსაც ნავარჯიშევი ტანი რომ აქვს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება