პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - სამწუხაროდ პირველი ოქტომბრის შემდეგ განუკითხაობა და ძალადობა დიდი მასშტაბებით გრძელდება
მიხეილ სააკაშვილი - სამწუხაროდ პირველი ოქტომბრის შემდეგ განუკითხაობა და ძალადობა დიდი მასშტაბებით გრძელდება

სამ­წუ­ხა­როდ პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა და ძა­ლა­დო­ბა, რაც ჩვენც ვერ აღ­მოვ­ფხვე­რით ბო­ლომ­დე, დიდი მას­შტა­ბე­ბით გრძელ­დე­ბა და ზოგ­ჯერ უფრო დიდი მას­შტა­ბე­ბი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სინ­გა­პურ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

"ფე­ის­ბუქ­ზე მწე­რენ ხოლ­მე, რომ სა­ნამ ბა­თუმ­ში არ ჩა­ვე­დი და არ ვნა­ხეთ სა­კუ­თა­რი თვა­ლით, არ გვჯე­რო­და, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. ხომ ას­ჯერ ვნა­ხეთ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით, მაგ­რამ არ გვჯე­რო­და. რა თქმა უნდა სინ­გა­პუ­რიც შე­იძ­ლე­ბა ათას­ჯერ აჩ­ვე­ნო და იტყვი­ან, რომ ეს ძა­ლი­ან კარ­გია და თა­ვის ფან­ტა­ზი­ებს მიყ­ვე­ბა. მაგ­რამ, დღეს ყვე­ლა ჩვე­ნი სინ­გა­პუ­რე­ლი კო­ლე­გა გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც ხდე­ბო­და, იმის მსგავ­სია, რა­საც სინ­გა­პუ­რი აკე­თებ­და და­სა­წყის­ში. სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, რაც ჩვენც ვერ აღ­მოვ­ფხა­რით ბო­ლომ­დე, გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა და ძა­ლა­დო­ბა, დიდი მას­შტა­ბე­ბით გრძელ­დე­ბა და ზოგ­ჯე­რაც უფრო დიდი მას­შტა­ბე­ბი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში. მე არ მინ­და, გა­მო­ვი­დეს ისე, რომ ჩვენ პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს ძა­ლა­დო­ბა­ზე კი არ ვთქვით უარი, არა­მედ უარი ვთქვით ამ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ამ წინსვლა­ზე და სა­ქარ­თვე­ლო წა­ვი­დეს უკან, პოტ­საბ­ჭო­თა ჭა­ობ­ში ჩაფ­ლო­ბის­კენ. ამი­ტომ ყვე­ლამ უნდა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რა მოხ­და ზუს­ტად, რო­გორ გა­მოს­წორ­დეს სი­ტუ­ა­ცია, რო­გორ შე­ჩერ­დეს ეკო­ნო­მი­კუ­რი ვარ­დნა, რო­გორ გაგ­რძელ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს სწრა­ფი გან­ვი­თარ­დე­ბა", -აცხა­დებს პრე­ზი­დენ­ტი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თუ გაგ­რძელ­დე­ბა უწყვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო 20-30 წე­ლი­წად­ში სინ­გა­პუ­რის დო­ნე­ზე გან­ვი­თარ­დეს.

"რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ სინ­გა­პურ­ზე, სულ მახ­სენ­დე­ბა რომ ეს ქვე­ყა­ნა, რო­დე­საც იწყებ­და გან­ვი­თა­რე­ბას, იყო ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი. უბ­რა­ლოდ და­ი­ჯე­რა ხალ­ხმა, რომ შრო­მით, ოფ­ლის ღვრით, დის­ციპ­ლი­ნით შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა და მიღ­წე­ვა. მათ შექ­მნეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი სა­ხელ­მწი­ფო ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის გა­რე­შე. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ბოლო წლებ­ში მი­დი­ო­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამათ და­ჭირ­დათ 40 წელი, ჩვენ რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ რვა წე­ლი­წად­ში ემ­ბარ­გოს პი­რო­ბებ­ში. გვქონ­და უამ­რა­ვი შიდა, გარე არე­უ­ლო­ბა და ამის მი­უ­ხე­და­ვად ყო­ველ წე­ლი­წადს ეკო­ნო­მი­კა სწრა­ფი ტემ­პით იზ­რდე­ბო­და. მი­ვი­ღეთ პო­ზი­ტი­უ­რი სა­ე­მიგ­რა­ციო ბა­ლან­სი. უფრო მეტი ბრუნ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვიდ­რე მი­დი­ო­და მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ავა­შე­ნეთ ახა­ლი ქა­ლა­ქე­ბი. კი­დევ რომ ეს გაგ­რძელ­დეს 20-30 წე­ლი­წა­დი, ასე­თი უწყვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბა, ნამ­დვი­ლად არ ვიქ­ნე­ბით ამ ქა­ლაქ­ზე ნაკ­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლე­ბით ვერ და­ვე­წი­ოთ, მაგ­რამ სა­ერ­თო დო­ნით, გან­ვი­თა­რე­ბით ბევრ რა­ღა­ცა­ში და­ვე­წე­ვით. ჩვენ უნდა ვირ­წმუ­ნოთ და მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. ჩვენ არა­ვი­ზე ნაკ­ლე­ბად ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი არ ვართ. ჩვენ ტყუ­ი­ლად ჩაგ­ვა­გო­ნე­ბენ, რომ ვართ უნი­ჭო და გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ხალ­ხი, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის პა­ტა­რა სო­ფე­ლი. რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გო­ნებ­რი­ვი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ცუდი ტრა­დი­ცი­ე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას არ მოგ­ვცემს გან­ვი­თა­რე­ბის. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის მი­უ­ღე­ბე­ლი და არას­წო­რი. მე ვნა­ხე მშრო­მე­ლი, მო­აზ­როვ­ნე და კარ­გი გა­გე­ბით ამ­ბი­ცი­უ­რად მო­აზ­როვ­ნე სა­ქარ­თვე­ლო და ასე­თი სა­ქარ­თვე­ლო უნდა გაგ­რძელ­დეს",-აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ სააკაშვილი - სამწუხაროდ პირველი ოქტომბრის შემდეგ განუკითხაობა და ძალადობა დიდი მასშტაბებით გრძელდება

მიხეილ სააკაშვილი - სამწუხაროდ პირველი ოქტომბრის შემდეგ განუკითხაობა და ძალადობა დიდი მასშტაბებით გრძელდება

სამწუხაროდ პირველი ოქტომბრის შემდეგ, განუკითხაობა და ძალადობა, რაც ჩვენც ვერ აღმოვფხვერით ბოლომდე, დიდი მასშტაბებით გრძელდება და ზოგჯერ უფრო დიდი მასშტაბებითაც საქართველოს საპატიმროებში , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სინგაპურში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადება "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"ფეისბუქზე მწერენ ხოლმე, რომ სანამ ბათუმში არ ჩავედი და არ ვნახეთ საკუთარი თვალით, არ გვჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ხომ ასჯერ ვნახეთ ტელევიზიებით, მაგრამ არ გვჯეროდა. რა თქმა უნდა სინგაპურიც შეიძლება ათასჯერ აჩვენო და იტყვიან, რომ ეს ძალიან კარგია და თავის ფანტაზიებს მიყვება. მაგრამ, დღეს ყველა ჩვენი სინგაპურელი კოლეგა გვეუბნებოდა, რომ საქართველოში რაც ხდებოდა, იმის მსგავსია, რასაც სინგაპური აკეთებდა დასაწყისში. სამწუხაროდ, პირველი ოქტომბრის შემდეგ, რაც ჩვენც ვერ აღმოვფხარით ბოლომდე, განუკითხაობა და ძალადობა, დიდი მასშტაბებით გრძელდება და ზოგჯერაც უფრო დიდი მასშტაბებითაც საქართველოს საპატიმროებში. მე არ მინდა, გამოვიდეს ისე, რომ ჩვენ პირველ ოქტომბერს ძალადობაზე კი არ ვთქვით უარი, არამედ უარი ვთქვით ამ განვითარებაზე, ამ წინსვლაზე და საქართველო წავიდეს უკან, პოტსაბჭოთა ჭაობში ჩაფლობისკენ. ამიტომ ყველამ უნდა გავაანალიზოთ, რა მოხდა ზუსტად, როგორ გამოსწორდეს სიტუაცია, როგორ შეჩერდეს ეკონომიკური ვარდნა, როგორ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი განვითარდება", -აცხადებს პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ გაგრძელდება უწყვეტი განვითარების პროცესი შესაძლებელია, საქართველო 20-30 წელიწადში სინგაპურის დონეზე განვითარდეს.

"როდესაც ვსაუბრობთ სინგაპურზე, სულ მახსენდება რომ ეს ქვეყანა, როდესაც იწყებდა განვითარებას, იყო ყველაზე ღარიბი. უბრალოდ დაიჯერა ხალხმა, რომ შრომით, ოფლის ღვრით, დისციპლინით შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება და მიღწევა. მათ შექმნეს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ნავთობისა და გაზის გარეშე. მიმაჩნია, რომ საქართველო ბოლო წლებში მიდიოდა ამ მიმართულებით. ამათ დაჭირდათ 40 წელი, ჩვენ რასაც მივაღწიეთ რვა წელიწადში ემბარგოს პირობებში. გვქონდა უამრავი შიდა, გარე არეულობა და ამის მიუხედავად ყოველ წელიწადს ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა. მივიღეთ პოზიტიური საემიგრაციო ბალანსი. უფრო მეტი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე მიდიოდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ავაშენეთ ახალი ქალაქები. კიდევ რომ ეს გაგრძელდეს 20-30 წელიწადი, ასეთი უწყვეტი განვითარება, ნამდვილად არ ვიქნებით ამ ქალაქზე ნაკლები. შეიძლება შემოსავლებით ვერ დავეწიოთ, მაგრამ საერთო დონით, განვითარებით ბევრ რაღაცაში დავეწევით. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ და მჯერა, რომ საქართველოში ეს შესაძლებელია. ჩვენ არავიზე ნაკლებად ნიჭიერი ხალხი არ ვართ. ჩვენ ტყუილად ჩაგვაგონებენ, რომ ვართ უნიჭო და განუვითარებელი ხალხი, რომ საქართველო არის პატარა სოფელი. რომ ქართველი ხალხის გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობები, ცუდი ტრადიციები საშუალებას არ მოგვცემს განვითარების. ეს ყველაფერი არის მიუღებელი და არასწორი. მე ვნახე მშრომელი, მოაზროვნე და კარგი გაგებით ამბიციურად მოაზროვნე საქართველო და ასეთი საქართველო უნდა გაგრძელდეს",-აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა