პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაიწყო მუშაობა 26 წლის ქალმა დაცვის სამსახურში - "ძნელი იყო ნასვამი მამაკაცებისგან მოდელების დაცვა"
რატომ დაიწყო მუშაობა 26 წლის ქალმა დაცვის სამსახურში - "ძნელი იყო ნასვამი მამაკაცებისგან მოდელების დაცვა"

მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში არა­ერ­თი სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს ახა­ლი სერ­ვი­სია. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, 26 წლის სა­ლო­მე გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მან­დი­ლო­სა­ნია, ვინც დაც­ვა­ში მუ­შა­ობს.

- პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ვარ, ბავ­შვო­ბი­დან მსურ­და ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში მუ­შა­ო­ბა, ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მაქვს უამ­რა­ვი ნორ­მა­ტი­ვი და გა­მოც­და, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მოვ­ხვდი ასეთ სამ­სა­ხურ­ში. ერთ დღეს დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა "თორ­ნიმ" გა­მო­ა­ცხა­და ვა­კან­სია გო­გო­ნე­ბის­თვის დაც­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე, გა­ვი­ა­რე გა­სა­უბ­რე­ბა და ასე და­ვი­წყე დაც­ვა­ში მუ­შა­ო­ბა.

- სა­ინ­ტე­რე­სოა შენ­თვის ეს საქ­მი­ა­ნო­ბა?

- მომ­წონს სხვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გა­ნაც არ შემ­ხვედ­რია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, როცა ეს სამ­სა­ხუ­რი ავირ­ჩიე, იცი­ან ჩემი ხა­სი­ა­თი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

- რო­მე­ლი ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვა გე­ვა­ლე­ბა და რა რე­აქ­ცია აქვს ხალ­ხს, როცა დაც­ვა­ში ქალს ხე­დავს?

- ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვა არ მი­წევ­და, ვი­ცავ­დი "რუს­თა­ვი 2"-ის ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე მო­დე­ლებს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა ამ­დე­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი ლა­მა­ზი ქა­ლის დაც­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში. უზ­რუნ­ველ­ვყოფ­დი მათ უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბას კლუ­ბებ­ში და სხვა ობი­ექ­ტებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყო ნას­ვა­მი მა­მა­კა­ცე­ბის­გან მათი დაც­ვა ღა­მის კლუბ­ში.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- ყვე­ლა ცდი­ლობ­და მათ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბას, და­ახ­ლო­ე­ბას. თა­ნაც, ჩვენ რომ გვხე­დავ­დნენ, არ იჯე­რებ­დნენ, რომ გო­გო­ნებს ვი­ცავ­დით, რამ­დენ­ჯერ­მე შე­ლა­პა­რა­კე­ბაც მოგ­ვი­ვი­და, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ­დით სი­ტუ­ა­ცი­ის ისე გან­მუხ­ტვას, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბამ­დე არ მი­სუ­ლი­ყო საქ­მე. სწო­რედ ეს არის მცვე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა - ექ­სცე­სე­ბის გა­რე­შე უზ­რუნ­ველ­ყოს ადა­მი­ა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა.

- რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ქა­ლებს დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში?

- ქალს შე­უძ­ლია ისეთ ად­გი­ლებ­ში შე­ვი­დეს, სა­დაც მა­მა­კა­ცის გა­მო­ჩე­ნა უხერ­ხუ­ლო­ბას ქმნის. მით უმე­ტეს, თუ და­სა­ცა­ვი მან­დი­ლო­სა­ნია. ქა­ლის­გან ნაკ­ლე­ბად ელო­დე­ბი­ან საფრ­თხეს და აგ­რე­სი­ას, ეს კი ძა­ლი­ან კარ­გია და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ოღონდ მან­დი­ლო­სა­ნი ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი უნდა იყოს.

- შენ ძლი­ე­რი ხარ?

- გა­რეგ­ნუ­ლა­დაც მე­ტყო­ბა, ძლი­ე­რი რომ ვარ. წარ­მო­სა­დე­გი აღ­ნა­გო­ბა მაქვს, თა­ნაც მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, დავ­რბი­ვარ და ბევ­რს ვვარ­ჯი­შობ. რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, ახალ სამ­სა­ხურს ვე­ლო­დე­ბი და ახ­ლაც ვვარ­ჯი­შობ.

- შენი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა დაც­ვა­ში სამ­სა­ხუ­რია?

- არა, მე­ო­რე სამ­სა­ხუ­რიც მაქვს, წლე­ბია ერთ-ერთ სპორ­ტულ კლუბ­ში ვმუ­შა­ობ მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად, დაც­ვა კი ჩემი მე­ო­რე საქ­მი­ა­ნო­ბაა.

- ალ­ბათ ღა­მის­თე­ვაც ხში­რად გი­წევს, რო­გორ უძ­ლებ ამ დატ­ვირ­თვას?

- ღა­მის­თე­ვას მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, რად­გან ჩემი მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბა ყო­ველ წამს სხვის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვაა. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მაქვს, ღა­მით დაც­ვა­ში ვმუ­შა­ობ, დი­ლით კი სპორ­ტულ ცენ­ტრში მივ­დი­ვარ, მაგ­რამ ვა­ხერ­ხებ კარ­გად გა­ვარ­თვა თავი ამ ყვე­ლა­ფერს. მხო­ლოდ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის არ მრჩე­ბა დრო, მაგ­რამ ამას სა­ერ­თოდ არ ვნაღ­ვლობ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რატომ დაიწყო მუშაობა 26 წლის ქალმა დაცვის სამსახურში - "ძნელი იყო ნასვამი მამაკაცებისგან მოდელების დაცვა"

რატომ დაიწყო მუშაობა 26 წლის ქალმა დაცვის სამსახურში - "ძნელი იყო ნასვამი მამაკაცებისგან მოდელების დაცვა"

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაცვის სამსახურში არაერთი სუსტი სქესის წარმომადგენელია დასაქმებული. თუმცა საქართველოსთვის ეს ახალი სერვისია. ჩვენი რესპონდენტი, 26 წლის სალომე გაფრინდაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მანდილოსანია, ვინც დაცვაში მუშაობს.

- პროფესიით იურისტი ვარ, ბავშვობიდან მსურდა ძალოვან სტრუქტურაში მუშაობა, ჩაბარებული მაქვს უამრავი ნორმატივი და გამოცდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვხვდი ასეთ სამსახურში. ერთ დღეს დაცვის სამსახურმა "თორნიმ" გამოაცხადა ვაკანსია გოგონებისთვის დაცვის პოზიციაზე, გავიარე გასაუბრება და ასე დავიწყე დაცვაში მუშაობა.

- საინტერესოა შენთვის ეს საქმიანობა?

- მომწონს სხვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ოჯახის წევრებისგანაც არ შემხვედრია წინააღმდეგობა, როცა ეს სამსახური ავირჩიე, იციან ჩემი ხასიათი და შესაძლებლობები.

- რომელი ობიექტების დაცვა გევალება და რა რეაქცია აქვს ხალხს, როცა დაცვაში ქალს ხედავს?

- ობიექტების დაცვა არ მიწევდა, ვიცავდი "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილე მოდელებს. განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ამდენი პოპულარული ლამაზი ქალის დაცვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. უზრუნველვყოფდი მათ უსაფრთხო გადაადგილებას კლუბებში და სხვა ობიექტებზე. განსაკუთრებით რთული იყო ნასვამი მამაკაცებისგან მათი დაცვა ღამის კლუბში.

- რას გულისხმობ?

- ყველა ცდილობდა მათთან დალაპარაკებას, დაახლოებას. თანაც, ჩვენ რომ გვხედავდნენ, არ იჯერებდნენ, რომ გოგონებს ვიცავდით, რამდენჯერმე შელაპარაკებაც მოგვივიდა, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით სიტუაციის ისე განმუხტვას, რომ დაძაბულობამდე არ მისულიყო საქმე. სწორედ ეს არის მცველის მოვალეობა - ექსცესების გარეშე უზრუნველყოს ადამიანის უსაფრთხოება.

- რა უპირატესობა აქვს ქალებს დაცვის სამსახურში?

- ქალს შეუძლია ისეთ ადგილებში შევიდეს, სადაც მამაკაცის გამოჩენა უხერხულობას ქმნის. მით უმეტეს, თუ დასაცავი მანდილოსანია. ქალისგან ნაკლებად ელოდებიან საფრთხეს და აგრესიას, ეს კი ძალიან კარგია დაძაბულ სიტუაციაში. ოღონდ მანდილოსანი ფიზიკურად ძლიერი უნდა იყოს.

- შენ ძლიერი ხარ?

- გარეგნულადაც მეტყობა, ძლიერი რომ ვარ. წარმოსადეგი აღნაგობა მაქვს, თანაც მუდმივად ვცდილობ ფორმის შენარჩუნებას, დავრბივარ და ბევრს ვვარჯიშობ. რამდენიმე კვირაა, ახალ სამსახურს ველოდები და ახლაც ვვარჯიშობ.

- შენი ძირითადი საქმიანობა დაცვაში სამსახურია?

- არა, მეორე სამსახურიც მაქვს, წლებია ერთ-ერთ სპორტულ კლუბში ვმუშაობ მთავარ სპეციალისტად, დაცვა კი ჩემი მეორე საქმიანობაა.

- ალბათ ღამისთევაც ხშირად გიწევს, როგორ უძლებ ამ დატვირთვას?

- ღამისთევას მიჩვეული ვარ, რადგან ჩემი მთავარი მოვალეობა ყოველ წამს სხვის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, ღამით დაცვაში ვმუშაობ, დილით კი სპორტულ ცენტრში მივდივარ, მაგრამ ვახერხებ კარგად გავართვა თავი ამ ყველაფერს. მხოლოდ პირადი ცხოვრებისთვის არ მრჩება დრო, მაგრამ ამას საერთოდ არ ვნაღვლობ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია