ჰოლივუდის მსახიობ ჯონი დეპს, რომელმაც ცოტა ხნის წინ 50-ე დაბადების დღე აღნიშნა, პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს.
მსახიობის გრაფიკიც წუთებშია გაწერილი. ამჟამად ჯონი მსოფლიოს გარშემო მისი ახალი ფილმის "მარტოხელა რეინჯერის" სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მოგზაურობს. როგორც ჩანს, მსახიობი საკუთარმა პროფესიამ დაღალა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ჯონი დეპმა განაცხადა, რომ მალე პენსიაზე გავა.
"არ ვიტყოდი, რომ შესაძლოა, საქმეს ნებისმიერ წუთს მოვწყდე, მაგრამ ეს წუთი არც ისე შორია", - განაცხადა მსახიობმა.
სავარაუდოდ, პაუზის შემდეგ დეპი კინოს დაუბრუნდება, ვინაიდან მისი კონტრაქტი "კარიბის ზღვის მეკობრეების" შემქმნელებთან ჯერ კიდევ ძალაშია.
მომზადებულია Grazia Daily-ის მიხედვით.