პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოკი იონათამიშვილი - "ვურჩევ გიგი უგულავას კონცენტრირდეს თბილისელების ინტერესებზე"
კოკი იონათამიშვილი - "ვურჩევ გიგი უგულავას კონცენტრირდეს თბილისელების ინტერესებზე"

საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლი დე­პუ­ტა­ტი კოკი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის მერს გიგი უგუ­ლა­ვას და­ვით ბაქ­რა­ძის საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თვის ნაც­ვლად თბი­ლი­სე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბას ურ­ჩევს და მრა­ვალ­პარ­ტი­ულ საკ­რე­ბუ­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, ამის შე­სა­ხებ იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს.

"გიგი უგუ­ლა­ვას მო­საზ­რე­ბა, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი უკვე 1:0-ს უგებს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის კან­დი­დატს, ორი­ოდ დღის წინ ერთ-ერთ მთა­ვარ სი­ახ­ლედ იქცა. ნიშ­ნავს თუ არა ეს, რომ გიგი უგუ­ლა­ვა აპი­რებს აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს და­ვით ბაქ­რა­ძის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში? იმე­დი მაქვს, რომ არა. უგუ­ლა­ვა თბი­ლი­სე­ლებ­მა მე­რად აირ­ჩი­ეს დე­და­ქა­ლა­ქის წი­ნა­შე მდგა­რი პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კი­თხე­ბის ეფექ­ტუ­რად მოგ­ვა­რე­ბის­თვის და არა იმი­სათ­ვის, რომ მისი დრო და ენერ­გია და­ი­ხარ­ჯოს პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნო­ნი არ ზღუ­დავს ქა­ლა­ქის მერს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან, ვურ­ჩევ გიგი უგუ­ლა­ვას მაქ­სი­მა­ლუ­რად კონ­ცენ­ტრირ­დეს თბი­ლი­სე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე; გა­დად­გას კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ახა­ლი ფორ­მა­ცი­ის, მრა­ვალ­პარ­ტი­ულ საკ­რე­ბუ­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­კენ. რა­მო­დე­ნი­მე თვე­ში არა მხო­ლოდ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია, არა­მედ მი­სა­ღე­ბია თბი­ლი­სის მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტი. ვი­მე­დოვ­ნებ გიგი უგუ­ლა­ვა სწო­რედ და­სა­ხავს სა­კუ­თარ პრი­ო­რი­ტე­ტებს", - წერს იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი.

იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლის რჩე­ვას რჩე­ვით ეხ­მა­უ­რე­ბა დი­დუ­ბის გამ­გე­ბე­ლი ლე­ვან მხე­ი­ძე - "დღეს, რომ რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრმა მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად იქე­ი­ფეს მუ­სულ­მან­თა საძ­მოს სას­ტავ­თან ერ­თად მა­გას მი­აქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა ჯო­ბია, არ თქვა არ არის ად­მინ რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბაო", - წერს მხე­ი­ძე.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია კი იო­ნა­თა­მიშ­ვილს წარ­სულს ახ­სე­ნებს და მის გან­ცხა­დე­ბებს უსა­მარ­თლოს უწო­დებს.

"და კოკი, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს იგი­ვე მო­ცე­მუ­ლო­ბა არ იყო, ახლა რომ გა­გახ­სენ­და უგუ­ლა­ვას­თვის რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით? რა­ღაი უგუ­ლა­ვა, შენ თვი­თო­ნაც უკი­დუ­რე­სად აქ­ტი­უ­რად არ იყა­ვი ჩარ­თუ­ლი არ­ჩევ­ნებ­ში? ლა­მის სპო­უქსპერ­სო­ნი გახ­დი ნაც­მოძ­რა­ო­ბის. not fair (უსა­მარ­თლოა)", - წერს გვა­რა­მია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კოკი იონათამიშვილი - "ვურჩევ გიგი უგულავას კონცენტრირდეს თბილისელების ინტერესებზე"

კოკი იონათამიშვილი - "ვურჩევ გიგი უგულავას კონცენტრირდეს თბილისელების ინტერესებზე"

საკრებულოს ყოფილი ნაციონალი დეპუტატი კოკი იონათამიშვილი თბილისის მერს გიგი უგულავას დავით ბაქრაძის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში ჩართვის ნაცვლად თბილისელების ინტერესებზე კონცენტრირებას ურჩევს და მრავალპარტიულ საკრებულოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, ამის შესახებ იონათამიშვილი "ფეისბუქზე" წერს.

"გიგი უგულავას მოსაზრება, რომ ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე 1:0-ს უგებს ქართული ოცნების კანდიდატს, ორიოდ დღის წინ ერთ-ერთ მთავარ სიახლედ იქცა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გიგი უგულავა აპირებს აქტიურად ჩაერთოს დავით ბაქრაძის საპრეზიდენტო კამპანიაში? იმედი მაქვს, რომ არა. უგულავა თბილისელებმა მერად აირჩიეს დედაქალაქის წინაშე მდგარი პრობლემატური საკითხების ეფექტურად მოგვარებისთვის და არა იმისათვის, რომ მისი დრო და ენერგია დაიხარჯოს პარტიის ცენტრალური ოფისის საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ზღუდავს ქალაქის მერს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისგან, ვურჩევ გიგი უგულავას მაქსიმალურად კონცენტრირდეს თბილისელების ინტერესებზე; გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ახალი ფორმაციის, მრავალპარტიულ საკრებულოსთან თანამშრომლობისკენ. რამოდენიმე თვეში არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებია, არამედ მისაღებია თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი. ვიმედოვნებ გიგი უგულავა სწორედ დასახავს საკუთარ პრიორიტეტებს", - წერს იონათამიშვილი.

იონათამიშვილის რჩევას რჩევით ეხმაურება დიდუბის გამგებელი ლევან მხეიძე - "დღეს, რომ რეინტეგრაციის მინისტრმა მარგველაშვილთან ერთად იქეიფეს მუსულმანთა საძმოს სასტავთან ერთად მაგას მიაქციე ყურადღება ჯობია, არ თქვა არ არის ადმინ რესურსის გამოყენებაო", - წერს მხეიძე.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი იონათამიშვილს წარსულს ახსენებს და მის განცხადებებს უსამართლოს უწოდებს.

"და კოკი, საპარლამენტო არჩევნების დროს იგივე მოცემულობა არ იყო, ახლა რომ გაგახსენდა უგულავასთვის რჩევების მიცემა არჩევნებში ჩართულობასთან დაკავშირებით? რაღაი უგულავა, შენ თვითონაც უკიდურესად აქტიურად არ იყავი ჩართული არჩევნებში? ლამის სპოუქსპერსონი გახდი ნაცმოძრაობის. not fair (უსამართლოა)", - წერს გვარამია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს