ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების გაზრდას და ავტობუსების ნაცვლად, მიკროავტობუსებით მუშაობის ნებართვას ითხოვენ, რადგან არსებული შემოსავალით ხარჯებს ვერ ისტუმრებენ.
ქუთაისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, ნესტორ კეპულაძის განცხადებით, მძღოლები თვითნებურად არღვევენ არსებულ წესდებას, რის გამოც, შესაძლოა, სანებართვო უფლებები ჩამოართვან.