მსახიობი შორენა ბეგაშვილისა და ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილის ძველი დაპირისპირება სოციალურ ქსელში განახლდა. შორენა ბეგაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თიკო სადუნიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე ბრალდებას ავრცელებს. ბეგაშვილი სადუნიშვილის ინტერვიუმ გააღიზიანა, რომელშიც ტელეწამყვანი მსახიობთან ურთიერთობის გაფუჭების დეტალებს იხენებს.
"თიკო, საყვარელო, დაგითმობ ჩემი დასვენების 3 წამს (მეტად არ ღირხარ). მე გაგაფრთხილე, რომ ჩემზე არ გელაპარაკა (მაგრამ შენს პირს რა დახურავს)) ტელეკამერების წინ მე ბევრი რამე გამიკეთებია, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთვის სუფთა იყო, თუმცა ეს არავის გასარჩევი არ არის და შენ რა გგონია, ციხეში რომ დადიოდი გამოძახებაზე, ეს მარტო შენ იცი? სახელი გაითქვი იმით, რომ ყველა გადაცემაში ჩემი ლანძღვით იყავი დაკავებული, რამ გაგაბოროტა, მე ხო მაინც არაფერი მომაკლდება ამით, წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცეები? იფიქრე ბევრი, სანამ შენ აზრებს გადმოაფრქვევ, ან წადი ბავშვს მიხედე, თუმცა ამასაც ვერ გააკეთებ, დედობა გაქვს ჩამორთმეული", - წერს ბეგაშვილი.
ერთ-ერთი ინტერნეტ-პორტალისთვის მიცემულ ინტერვიუში თიკო სადუნიშვილმა ძველი სიუჟეტი გაიხსენა, რომლის გადაღების დროსაც მან შორენას სთხოვა, კამერის წინ დიზაინერ ლაშა მდინარაძისთვის ეკოცნა. ამაზე მსახიობმა უარი განაცხადა, სანაცვლოდ ეთერში შორენას მონაწილეობით ეროტიული კადრები გავიდა, რომელიც ერთ-ერთი ფილმიდან იყო ამოღებული. როგორც თიკო იხსენებს, დამონტაჟებული სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ტელეწამყვანისა და მსახიობის ურთიერთობა დაიძაბა.