ჟურნალ "რეიტინგს" რუსულ შოუბიზნესთან დაახლოებულმა პირმა იურმალაში მიმდინარე ''ახალი ტალღის'' კონკურსის გამარჯვებულის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ამბობენ, ქალების გულთამპყრობელ მაჩოს, რობერტო კელ ტორესს, რომელსაც ჟიური ასე დაუღალავად უწერდა 11-იანებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ვოკალური მონაცემებით არ ბრწყინავს, რუსული ასე კარგად ორ კვირაში იურმალაში არ უსწავლია.
კონკურსის ფავორიტი დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. კუბელი კონკურსანტი მოსკოვის საერთაშორისო კულტურის ინსტიტუტის სტუდენტია, მისი პედაგოგებიდან კი ბევრი ჟიურიში იჯდა.