მომდევნო 4 დღის განმავლობაში საქართველოში შედარებით გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ აცნობა, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდი და ჰაერის ტემპერატურა + 23 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +26 გრადუსი.