პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეპისკოპოსი იაკობი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოუწოდებს ქვეყანას გრანტებსა და ფულზე ნუ გაცვლიან
ეპისკოპოსი იაკობი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოუწოდებს ქვეყანას გრანტებსა და ფულზე ნუ გაცვლიან

პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი ია­კო­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მო­უ­წო­დებს ქვე­ყა­ნას გრან­ტებ­სა და ფულ­ზე ნუ გაც­ვლი­ან. ამის შე­სა­ხებ მე­უ­ფე ია­კობ­მა დღე­ვან­დე­ლი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

რო­გორც ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა აღ­ნიშ­ნა, ია­რა­ღი ქვეყ­ნის და­პყრო­ბის ერ­თა­დერ­თი მე­თო­დი არ არის და ამის გა­კე­თე­ბა ფსევ­დო-კულ­ტუ­რი­თა და ფსევ­დო-წე­სე­ბის შე­მო­ტა­ნი­თაც შე­იძ­ლე­ბა.

"დღეს ეს შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის­თვის იყოს ის გრან­ტე­ბი, რა­საც უხ­ვად იღე­ბენ უცხო­ე­თი­დან, შემ­დეგ ისი­ნი ყო­ველ­გვარ სიწ­მინ­დე­ზე უარს ამ­ბო­ბენ. ეკ­ლე­სია და სჯუ­ლი აღა­რა­ფე­რია და ფსევ­დო კა­ნო­ნე­ბით გვმო­ძღვრა­ვენ. მინ­და ვთხო­ვო მათ, შე­ეშ­ვან ყო­ველ­გვა­რი ხრი­კე­ბით უცხო­ე­თი­დან ფუ­ლის მი­ღე­ბას. არც ერთი ქვე­ყა­ნა არ და­ი­შუ­რებს ფულს, რომ ჩვენს შიგ­ნით­ვე გა­მოკ­ვე­ბოს ჩვე­ნი­ვე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი, ამი­ტომ დავ­ფიქ­რდეთ. ჩვენ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო გვა­კავ­ში­რებს და ნუ გავცვლით ქვე­ყა­ნას გრან­ტებ­ზე და ფულ­ზე", - ბრძა­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

რო­გორც პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა აღ­ნიშ­ნა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ვა­ლია ერი და­იც­ვან მა­შინ, რო­დე­საც ერში არ გა­მოჩ­ნდე­ბა ისე­თი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვინც ამ ყვე­ლაფ­რის წი­ნა­აღ­მდეგ ხმას აი­მაღ­ლებს.

რო­გორც მე­უ­ფემ გა­ნა­ცხა­და, არც ერთ თა­ო­ბას არ აქვს მო­ნო­პო­ლია ცალ­კე­ულ აზ­რებ­ზე, რაც მი­სა­ღე­ბია ერი იმას ისე­დაც მი­ი­ღებს.

"ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­ვიც­ვათ- მთავ­რო­ბაც, მხედ­რო­ბაც და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც. რა არის ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე თუ ფუ­ლის, ან თა­ნამ­დე­ბო­ბის გამო უკან და­ვი­ხევთ. მჯე­რა, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ შეც­დო­მებს და გარე ძა­ლებს არ მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას ზედ­მე­ტად ჩა­ე­რი­ონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. რა­შიც დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბა კე­თი­ლი ინე­ბონ და იმა­ში დაგ­ვეხ­მა­რონ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლი წაგვგლი­ჯეს მტრებ­მა და ეს ჩვე­ნი შეც­დო­მე­ბის და ცოდ­ვე­ბის გამო ხდე­ბა. ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ. არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთს მტრე­ბად ვუ­ყუ­როთ", - ბრძა­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამავდრო­უ­ლად ქარ­თველ­მა ერმა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ეპისკოპოსი იაკობი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოუწოდებს ქვეყანას გრანტებსა და ფულზე ნუ გაცვლიან

ეპისკოპოსი იაკობი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოუწოდებს ქვეყანას გრანტებსა და ფულზე ნუ გაცვლიან

პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოუწოდებს ქვეყანას გრანტებსა და ფულზე ნუ გაცვლიან. ამის შესახებ მეუფე იაკობმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, იარაღი ქვეყნის დაპყრობის ერთადერთი მეთოდი არ არის და ამის გაკეთება ფსევდო-კულტურითა და ფსევდო-წესების შემოტანითაც შეიძლება.

"დღეს ეს შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის იყოს ის გრანტები, რასაც უხვად იღებენ უცხოეთიდან, შემდეგ ისინი ყოველგვარ სიწმინდეზე უარს ამბობენ. ეკლესია და სჯული აღარაფერია და ფსევდო კანონებით გვმოძღვრავენ. მინდა ვთხოვო მათ, შეეშვან ყოველგვარი ხრიკებით უცხოეთიდან ფულის მიღებას. არც ერთი ქვეყანა არ დაიშურებს ფულს, რომ ჩვენს შიგნითვე გამოკვებოს ჩვენივე მოწინააღმდეგეები, ამიტომ დავფიქრდეთ. ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაკავშირებს და ნუ გავცვლით ქვეყანას გრანტებზე და ფულზე", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, სასულიერო პირების ვალია ერი დაიცვან მაშინ, როდესაც ერში არ გამოჩნდება ისეთი ავტორიტეტი, ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს.

როგორც მეუფემ განაცხადა, არც ერთ თაობას არ აქვს მონოპოლია ცალკეულ აზრებზე, რაც მისაღებია ერი იმას ისედაც მიიღებს.

"ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ- მთავრობაც, მხედრობაც და სასულიერო პირებიც. რა არის ჩვენი სიცოცხლე თუ ფულის, ან თანამდებობის გამო უკან დავიხევთ. მჯერა, გავაანალიზებთ შეცდომებს და გარე ძალებს არ მივცემთ საშუალებას ზედმეტად ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. რაშიც დახმარება გვჭირდება კეთილი ინებონ და იმაში დაგვეხმარონ. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი წაგვგლიჯეს მტრებმა და ეს ჩვენი შეცდომების და ცოდვების გამო ხდება. ქართველები ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. არ შეიძლება ერთმანეთს მტრებად ვუყუროთ", - ბრძანა მეუფე იაკობმა და აღნიშნა, რომ ამავდროულად ქართველმა ერმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია