პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ივერი – სალომე 10 თავით მაღლა იდგა სხვებზე... კუბელი "თოიბოი" კი ქაღალდის ხუხულასავით ჩამოიშალა
თამარ ივერი – სალომე 10 თავით მაღლა იდგა სხვებზე... კუბელი "თოიბოი" კი ქაღალდის ხუხულასავით ჩამოიშალა

"ტოტო კუ­ტუ­ნიო დღეს კი ძა­ლი­ან ეცა­და, გა­მო­ეს­ყი­და თა­ვი­სი გუ­შინ­დე­ლი ლაფ­სუ­სი, მაგ­რამ გვი­ან­ღა იყო... ადა­მი­ა­ნია და ბუ­ნე­ბა,ვინ იცის, ალ­ბათ მარ­თლა არ მო­ე­წო­ნა და ვერ გა­უ­გო ამ "ჯე­ი­რანს" და მო­კა­ლი... გუ­შინ, თუნ­დაც 9-იანი რომ და­ე­წე­რა... სა­ლო­მე 1 ად­გილს გა­ი­ყოფ­და... და­სა­ნა­ნია, რომ რა­ღაც ლაფ­სუ­სე­ბის და მომ­ღერ­ლის არას­წო­რი მე­ნე­ჯმენ­ტის გამო ჩრდი­ლი მი­ვა­ყე­ნეთ მის ტა­ლანტს.- ამ­ბობს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი - თა­მარ ივე­რი... რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, იურ­მა­ლას კონ­კურსს ისიც დიდი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებ­და თვალს...

- ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია, რო­დე­საც მუ­სი­კო­სი და კერ­ძოდ სა­ლო­მე, ასე, 10 თა­ვით მაღ­ლა იდგა სხვებ­ზე და 1 ქუ­ლის სხვა­ო­ბის გამო მე- 2 ქუ­ლას უნდა დას­ჯერ­დეს. მარ­თლაც ძა­ლი­ან მუხ­თლო­ბაა ადა­მი­ა­ნე­ბის ასე ქუ­ლე­ბით შე­ფა­სე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კუ­ბელ "თო­ი­ბო­ის"... თით­ქოს ის დღეს სხვა ადა­მი­ა­ნი იყო. მისი შეს­რუ­ლე­ბა ვფიქ­რობ მხო­ლოდ სა­კუ­თარ ლა­თი­ნურ რე­პერ­ტუ­არ­შია შთამ­ბეჭ­და­ვი, თო­რემ დგეს მისი შეს­რუ­ლე­ბა­ცა და ჩემი წარ­მოდ­გე­ნაც მას­ზე კარ­ტის სახ­ლი­ვით ჩა­მო­ი­შა­ლა. ან რა ჩაც­მუ­ლო­ბა, კუნ­თე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა,უაზ­რო დე­ტო­ნა­ცი­ე­ბი, ხმა­ში არამ­ყა­რი ვიბ­რა­ტო და ა.შ... სამ­ხრეთ ამე­რი­კას ეგე­თი ლა­მა­ზი და კუნთმა­გა­რი რო­ბერ­ტო­ე­ბი და ალე­ხან­დრო­ე­ბი მრავ­ლად ჰყავს და მათი სა­შემ­სრუ­ლებ­ლო არე­ა­ლი თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის კონ­ცერ­ტებს და ვე­ნე­სუ­ე­ლუ­რი ტე­ლე­სე­რი­ა­ლის ქუ­დე­ბის სიმ­ღე­რას არ ცდე­ბა. მა­ინც მინ­და მი­ვუ­ლო­ცო სა­ლო­მეს და ვუ­სურ­ვო უფრო ჯან­საღ გა­რე­მო­ში,სხვა ევ­რო­პულ კონ­კურ­სებ­ზეც სცა­დოს ბედი. უნი­ჭი­ე­რე­სი გო­გოა, შე­უძ­ლია თა­ვი­სი ნი­ჭით მთე­ბი შეძ­რას, მარ­თლაც და იშ­ვი­ა­თი სიძ­ლი­ე­რის ხმა აქვს... პირ­ვე­ლი და მე­სა­მე ტური შე­სა­ნიშ­ნა­ვი იყო, მე­ო­რე ტურ­ში კი ვე­ლო­დი, რომ უფრო სხვა კუ­თხით და­ა­ნახ­ვებ­და სა­ლო­მე პუბ­ლი­კას თავს. მომ­ღე­რა­ლი ყო­ველ გა­მოს­ვლა­ზე ახა­ლი წიგ­ნი­ვით სა­ინ­ტე­რე­სო და ამო­უც­ნო­ბი უნდა იყოს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ყო­ველ­თვის ვო­კა­ლურ ფე­ირ­ვერ­კებ­ზე და მა­ღალ ნო­ტებ­ზე აკე­თო აქ­ცენ­ტი. ნანი ბრეგ­ვა­ძის ვო­კა­ლუ­რი ფე­ირ­ვერ­კე­ბი არა­ვის ახ­სოვს, მაგ­რამ პირ­ვე­ლი­ვე ფრა­ზი­დან ნანი იყო და მისი ფრა­ზის სიღ­რმე და ქა­ლუ­რო­ბა ჟრუ­ან­ტელს გვგვრი­და... არა­და, ერთხელ ვუს­მი­ნე სა­ლო­მეს და მას შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის სულ­ში ჩაწ­ვდო­მა ყო­ველ­გვა­რი ეფექ­ტე­ბის გა­რე­შეც. ვფიქ­რობ, ასე უფრო დიდ მომ­ღერ­ლად დარ­ჩე­ბა ქარ­თვე­ლი ერის­თვის. კონ­კურ­სზე მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ბა­და­ლი არ ჰქონ­და, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ჩემი უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მი­სა დუეტ "ჯორ­ჯი­ას" მი­მართ, ჯობ­და, მე­ო­რე ტურ­ში სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად გა­მო­სუ­ლი­ყო. ისი­ნი ძა­ლი­ან ჰგვა­ნან სცე­ნუ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტით ერ­თმა­ნეთს და ნამ­დვილ ცე­ცხლს და­ან­თებ­დნენ. თან დუ­ე­ტი ყო­ველ­თვის უფრო მომ­გე­ბი­ა­ნია, ვიდ­რე ტრი­ო­ში სიმ­ღე­რა. ეს ფაქ­ტი ოს­ტა­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნეს სომ­ხე­თის და კუ­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

თამარ ივერი – სალომე 10 თავით მაღლა იდგა სხვებზე... კუბელი "თოიბოი" კი ქაღალდის ხუხულასავით ჩამოიშალა

თამარ ივერი – სალომე 10 თავით მაღლა იდგა სხვებზე... კუბელი "თოიბოი" კი ქაღალდის ხუხულასავით ჩამოიშალა

"ტოტო კუტუნიო დღეს კი ძალიან ეცადა, გამოესყიდა თავისი გუშინდელი ლაფსუსი, მაგრამ გვიანღა იყო... ადამიანია და ბუნება,ვინ იცის, ალბათ მართლა არ მოეწონა და ვერ გაუგო ამ "ჯეირანს" და მოკალი... გუშინ, თუნდაც 9-იანი რომ დაეწერა... სალომე 1 ადგილს გაიყოფდა... დასანანია, რომ რაღაც ლაფსუსების და მომღერლის არასწორი მენეჯმენტის გამო ჩრდილი მივაყენეთ მის ტალანტს.- ამბობს მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი - თამარ ივერი... როგორც აღმოჩნდა, იურმალას კონკურსს ისიც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს...

- ძალიან დასანანია, როდესაც მუსიკოსი და კერძოდ სალომე, ასე, 10 თავით მაღლა იდგა სხვებზე და 1 ქულის სხვაობის გამო მე- 2 ქულას უნდა დასჯერდეს. მართლაც ძალიან მუხთლობაა ადამიანების ასე ქულებით შეფასება. რაც შეეხება კუბელ "თოიბოის"... თითქოს ის დღეს სხვა ადამიანი იყო. მისი შესრულება ვფიქრობ მხოლოდ საკუთარ ლათინურ რეპერტუარშია შთამბეჭდავი, თორემ დგეს მისი შესრულებაცა და ჩემი წარმოდგენაც მასზე კარტის სახლივით ჩამოიშალა. ან რა ჩაცმულობა, კუნთების დემონსტრირება,უაზრო დეტონაციები, ხმაში არამყარი ვიბრატო და ა.შ... სამხრეთ ამერიკას ეგეთი ლამაზი და კუნთმაგარი რობერტოები და ალეხანდროები მრავლად ჰყავს და მათი საშემსრულებლო არეალი თავიანთი ქვეყნის კონცერტებს და ვენესუელური ტელესერიალის ქუდების სიმღერას არ ცდება. მაინც მინდა მივულოცო სალომეს და ვუსურვო უფრო ჯანსაღ გარემოში,სხვა ევროპულ კონკურსებზეც სცადოს ბედი. უნიჭიერესი გოგოა, შეუძლია თავისი ნიჭით მთები შეძრას, მართლაც და იშვიათი სიძლიერის ხმა აქვს... პირველი და მესამე ტური შესანიშნავი იყო, მეორე ტურში კი ველოდი, რომ უფრო სხვა კუთხით დაანახვებდა სალომე პუბლიკას თავს. მომღერალი ყოველ გამოსვლაზე ახალი წიგნივით საინტერესო და ამოუცნობი უნდა იყოს. შეუძლებელია, ყოველთვის ვოკალურ ფეირვერკებზე და მაღალ ნოტებზე აკეთო აქცენტი. ნანი ბრეგვაძის ვოკალური ფეირვერკები არავის ახსოვს, მაგრამ პირველივე ფრაზიდან ნანი იყო და მისი ფრაზის სიღრმე და ქალურობა ჟრუანტელს გვგვრიდა... არადა, ერთხელ ვუსმინე სალომეს და მას შეუძლია ადამიანების სულში ჩაწვდომა ყოველგვარი ეფექტების გარეშეც. ვფიქრობ, ასე უფრო დიდ მომღერლად დარჩება ქართველი ერისთვის. კონკურსზე მის შესაძლებლობას ბადალი არ ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა დუეტ "ჯორჯიას" მიმართ, ჯობდა, მეორე ტურში სოსო პავლიაშვილთან ერთად გამოსულიყო. ისინი ძალიან ჰგვანან სცენური ტემპერამენტით ერთმანეთს და ნამდვილ ცეცხლს დაანთებდნენ. თან დუეტი ყოველთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ტრიოში სიმღერა. ეს ფაქტი ოსტატურად გამოიყენეს სომხეთის და კუბის წარმომადგენლებმა.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება