მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა კალანდაძე - პოეზიის დედოფალი
ანა კალანდაძე - პოეზიის დედოფალი

ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი ქა­ლის, ანა კა­ლან­და­ძის ორ­ტო­მე­უ­ლით სრულ­დე­ბა თქვე­ნი და ჩვე­ნი რჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის ტო­მე­უ­ლე­ბის გა­მო­ცე­მა - სე­რია "ჩემი რჩე­უ­ლი". სიმ­ბო­ლუ­რი­ცაა, რომ სწო­რედ თა­ნა­მედ­რო­ვე მწე­რა­ლი და თა­ნაც პრო­ექ­ტის ერ­თა­დერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი და­ას­რუ­ლებს სე­რი­ას, რო­მე­ლიც უკვე ორ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხე­ბის თა­ნამ­გზავ­რი გახ­და, უამ­რავ ახალ­და­ო­ჯა­ხე­ბულ წყვილს ბიბ­ლი­ო­თე­კა შეს­ძი­ნა, ბევ­რს კი - ახა­ლი სამ­ყა­რო. ერ­თსაც გე­ტყვით: ვწუხ­ვართ, რომ რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი ვერ მო­ვახ­ვედ­რეთ თქვენს წიგ­ნის თა­რო­ზე, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ­მე გან­გი­მარ­ტეთ კი­დეც, რომ ეს ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო მოხ­და.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" კი, კვლავ ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად, 1-ლი აგ­ვის­ტო­დან ახალ პრო­ექტს იწყებს - წიგ­ნე­ბის სე­რი­ას "ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლიო", რო­მელ­შიც უცხო­ე­ლი კლა­სი­კო­სე­ბის უკ­ვდავ შე­მოქ­მე­დე­ბას მო­უყ­რის თავს. და­ი­ბეჭ­დე­ბა ის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც, დღემ­დე რომ არ უთარ­გმნი­ათ ქარ­თუ­ლად და პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ სე­რი­ით მი­ი­ღებთ. "ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლიო" თი­თო­ე­ულს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბის, ის­ტო­რი­ი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­მეც­ნე­ბის გზა­ზე გი­წი­ნამ­ძღვრებთ. ეს "ხვა­ლი­დან" გე­ლო­დე­ბათ, ხოლო დღეს კვლავ "ჩემი რჩე­უ­ლის" რი­გია - "გზას­თან" ერ­თად, ანა კა­ლან­და­ძის ორ­ტო­მე­უ­ლის მე­ო­რე ტომს წარ­მო­გიდ­გენთ, "გზა­ში" კი პო­ე­ზი­ის დე­დო­ფალ­ზე გი­ამ­ბობთ - მერ­წმუ­ნეთ, ანა კა­ლან­და­ძის ძმის მე­უღ­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი თინა ყან­და­რე­ლი ბევ­რის­თვის "უც­ნობ" ანა კა­ლან­და­ძეს შეგ­ვახ­ვედ­რებს.

თინა ყან­და­რე­ლი:

- 24 წლის ვი­ყა­ვი, ამ ოჯახ­ში რომ შე­მო­ვე­დი. ანა ჩემ­ზე 15 წლით უფ­რო­სი იყო. პირ­ვე­ლად რომ ვუ­ნა­ხავ­ვარ, შინ დაბ­რუ­ნე­ბულს დე­დის­თვის უთ­ქვამს: თინა ფრეს­კას მო­გა­გო­ნებ­სო. ისე კი, მო­ფე­რე­ბა-მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ბა არ იცო­და. ერ­თად ვცხოვ­რობ­დით: დე­დამ­თი­ლი, ანა, ჩემი მე­უღ­ლე და მე. თავ­და­პირ­ვე­ლად ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლად ვი­ყა­ვი და ანას­თა­ნაც, რო­გორც დე­დამ­თილ­თან, უფ­როს­თან, ასე ვურ­თი­ერ­თობ­დი. ძა­ლი­ან თა­ვი­სე­ბუ­რი და უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით, დავ­მე­გობ­რდით, მივ­ხვდი, რომ ქალი, რო­მე­ლიც ყვა­ვი­ლის ფერს, ღრუბ­ლის ფორ­მას, ნი­ა­ვი­სა თუ ქა­რის ქრო­ლას არა­მი­წი­ე­რად ხე­დავს, გა­ნიც­დის, შე­უძ­ლე­ბე­ლია ჩემ­ნა­ი­რი ყო­ფი­ლი­ყო.

- უცებ გა­მახ­სენ­და: "ყვა­ვილს შევ­ჩივ­ლებ/ ცის­ფერ­თვა­ლე­ბი­ანს, -/ მე ვდარ­დობ ნა­მე­ტურ,/ მე ვტი­რი, რა­მე­თუ.../ ძა­ლუმ მყვა­რე­ბია!"... ქალ­ბა­ტო­ნო თინა, რით გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და ანა კა­ლან­და­ძის უც­ნა­უ­რო­ბა, არა­მი­წი­ე­რო­ბა? - თით­ქოს შინ, თუნ­დაც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მო­ფუს­ფუ­სე "პო­ე­ზია" ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია.

- არა, არა, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ნამ­დვი­ლად არ ფუს­ფუ­სებ­და (იღი­მის). უბ­რა­ლოდ, დე­და­მი­სის სი­ცო­ცხლე­ში ოჯახ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო გვქონ­და - ჩემი დე­დამ­თი­ლი ძა­ლი­ან მკაც­რი ქალი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით - ანა­სად­მი. დე­დამ­თი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში რომ იყო და ვთქვათ, ანას მოს­წყურ­დე­ბო­და, ხში­რად მე მთხოვ­და, - მიდი, რა, წყა­ლი გა­მო­ი­ტა­ნეო, - თვი­თონ არც კი შე­ვი­დო­და. დე­დამ­თი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, უკვე 11 თვის ქე­თე­ვა­ნიც რომ მყავ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რი გარ­და­ტე­ხა მოხ­და ოჯახ­ში. ყვე­ლა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე ამ პა­ტა­რა გო­გო­ნამ ვიტ­ვირ­თე და არც კი ვიცი, რო­გორ გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ თით­ქოს ყვე­ლას დედა მე გავ­ხდი (იცი­ნის). ანაც ძა­ლი­ან გარ­და­იქ­მნა: უჩე­მოდ ლა­მის ფეხს აღარ­სად ად­გამ­და. ჩემი მე­ო­რე შვი­ლის - გი­ორ­გის და­ბა­დე­ბა­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ათ­ბო. ყო­ველ 3 თე­ბერ­ვალს, წმინ­და ანას დღეს, ანა­ო­ბის აღ­ნიშ­ვნაც კი და­ვი­წყეთ ოჯახ­ში... ერთხანს სხვა­დას­ხვა ბი­ნა­შიც ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ მა­ლე­ვე კო­მუ­ნის­ტებ­მა ეს ბინა მოგ­ვცეს - ჩვენ სა­მო­თა­ხი­ა­ნი, ანას კი, გვერ­დით - ორო­თა­ხი­ა­ნი. მას შემ­დეგ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვე­ჯაჭ­ვეთ ერ­თმა­ნეთს.

- მა­ინც რო­გო­რი იყო ქალ­ბა­ტო­ნი ანა?

- ძა­ლი­ან გულ­და­ხუ­რუ­ლი. შე­ეძ­ლო, წლო­ბით შე­ე­ნა­ხა სა­კუ­თა­რი ამ­ბა­ვი და დიდი ხნის შემ­დეგ ეთ­ქვა. ზედ­მე­ტი შე­კი­თხვა-გა­მო­კი­თხვა არ სი­ა­მოვ­ნებ­და, არ უყ­ვარ­და, როცა რა­ღაც გინ­დო­და გეთ­ქმე­ვი­ნე­ბი­ნა, მო­ძა­ლა­დე­ო­ბას ვერ იტან­და და მეც ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ზედ­მე­ტად არ შე­მე­წუ­ხე­ბი­ნა. მაგ­რამ მა­ლე­ვე მო­ვი­და პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ყო­ველ­დღი­უ­რად შე­მო­მივ­ლი­და, გა­მიხ­მობ­და ჩვენს ე.წ. ბუ­დუ­არ­ში - სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და სა­ა­თო­ბით ვსა­უბ­რობ­დით. ყო­ველ­თვის ასე იწყებ­და: რა­ღაც უნდა გი­თხრაო... მერე და­ა­ყო­ლებ­და: არა, არ გე­ტყვიო. - მა­შინ რა­ტომ იწყებ­დი? თუმ­ცა სუ­ლაც არც მა­ინ­ტე­რე­სებს-მეთ­ქი, - ვი­თომ უკ­მე­ხად რომ ვუ­პა­სუ­ხებ­დი, გა­ი­ღი­მებ­და და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­მიყ­ვან­და. ხან­და­ხან ბრა­ზობ­და: ამ­ხე­ლა ქალი შე­მოვ­დი­ვარ, ჩემს ამ­დენ ამ­ბავს გიყ­ვე­ბი, შენ კი სა­კუ­თარს არა­ფერს მე­უბ­ნე­ბიო. - აბა, არა­ფე­რი მაქვს მო­სა­ყო­ლი-მეთ­ქი, - ვამ­შვი­დებ­დი. ხან­და­ხან, მო­ყო­ლის წინ იტყო­და, - რა­ღა­ცას გე­ტყვი და არ­სად წა­მოგცდე­სო, - არა­და, კარ­გად იცო­და, სი­ტყვაც არ­სად დამ­ცდე­ბო­და... ახ­ლაც - ღმერ­თო, მა­პა­ტიე - ამ­დენს რომ ვლა­პა­რა­კობ... ასე მგო­ნია, მის­მენს და "იქი­დან" მიქ­ნევს თითს (იცი­ნის). სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი უფრო უჭირ­და; ერ­ჩივ­ნა, ყვე­ლა­ფე­რი და­ე­წე­რა. ხში­რად უთ­ქვამს, - ამ­ქვეყ­ნად არა­ვი­სი არა­ფე­რი შემ­შუ­რე­ბია, მაგ­რამ მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის კი მარ­თლა მშურს: შუ­ა­ღა­მეს რომ გა­აღ­ვი­ძო და სცე­ნა­ზე გა­იყ­ვა­ნო, ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე ისე გა­მო­ვა სი­ტყვით, ერთს არ წა­ი­ბორ­ძი­კებ­სო. თვი­თონ კი სა­ხალ­ხოდ ნათ­ქვა­მი თი­თო­ე­უ­ლი ფრა­ზა, სი­ტყვა ანერ­ვი­უ­ლებ­და; ღა­მე­ებს ათე­ნებ­და, სულ ეჭ­ვობ­და, რომ რა­ღაც "ისე" არ გა­მო­უ­ვი­და. ეგ კი არა, რო­მე­ლი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე რომ მი­ვი­დო­დით, იქ მყო­ფი განა რა­ი­მეს ის­მენ­და, მხო­ლოდ ერთს ნერ­ვი­უ­ლობ­და, - სი­ტყვით გა­მოს­ვლა რომ მთხო­ვონ, რა უნდა ვთქვაო?.. ჟურ­ნა­ლის­ტებს წი­ნას­წარ კი­თხვარს სთხოვ­და, მერე ათას­ჯერ ჩა­ას­წო­რებ­და პა­სუ­ხებს, გა­ა­ტან­და, კვლავ ურე­კავ­და და გა­და­ას­წო­რე­ბი­ნებ­და... სა­ში­ნე­ლი თვით­ცენ­ზუ­რა ჰქონ­და, თვითგვე­მა­ში გა­და­დი­ო­და. 2007 წლის 14 დე­კემ­ბერს ერთ-ერთ ბიზ­ნეს­ცენ­ტრში გრან­დი­ო­ზუ­ლი შეხ­ვედ­რა მო­უ­წყვეს. უკვე შე­უძ­ლოდ იყო და გა­ყო­ლა მთხო­ვა. სხვა­თა შო­რის, ეს დიდ აუ­დი­ტო­რი­ას­თან მისი ბოლო შეხ­ვედ­რა აღ­მოჩ­ნდა... მოკ­ლედ, ულა­მა­ზე­სი სა­ღა­მო გა­მო­ვი­და და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო ანა, სცე­ნა­ზე რომ არ დას­ვეს და დარ­ბა­ზი­დან უწევ­და ლა­პა­რა­კი. სა­ხალ­ხოდ ასე­თი მო­ლა­პა­რა­კე ანა არც არას­დროს მი­ნა­ხავს... სა­ერ­თოდ, თა­ვის სა­ღა­მო­ებ­ზე ოჯა­ხის წევ­რე­ბის დას­წრე­ბა არ უყ­ვარ­და, არა­და, ძა­ლი­ან მინ­დო­და, ჩემს შვი­ლებს, რო­მელ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­დათ მა­მი­და, ისიც და­ე­ნა­ხათ და შე­ეგ­რძნოთ, ხალ­ხი რო­გორ ეტ­რფო­და ამ ადა­მი­ან­სა და მის შე­მოქ­მე­დე­ბას. სხვა­თა შო­რის, ერთხელ ვუ­თხა­რი კი­დეც ანას, - შენ ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, რომ ეს ბავ­შვე­ბი ყვე­ლა­ფერს და­ას­წრო-მეთ­ქი. მა­ინც არ შვრე­ბო­და. ხან­და­ხან ისე წა­ვი­დო­და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, არა­ფერს გვე­ტყო­და. მე კი ვი­ცო­დი ხოლ­მე, მაგ­რამ რად­გან თვი­თონ მა­ლავ­და, აღა­რა­ფერს ვე­უბ­ნე­ბო­დი. ალ­ბათ, ესეც რა­ღაც კომ­პლექ­სი იყო...

- რო­გორ წერ­და, ქმნი­და თა­ვის ულა­მა­ზეს, უთ­ბი­ლეს ლექ­სებს ან ახალ­და­წე­რილს თუ გა­კი­თხებ­დათ? რა ჩვე­ვე­ბი ახა­სი­ა­თებ­და ქალ­ბა­ტონ ანას?

- რო­დის რას წერ­და, არა­ვინ იცო­და. არც ლექ­სი წა­უ­კი­თხავს ოდეს­მე ჩემ­თვის. 44 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად და სულ ვეხ­ვე­წე­ბო­დი, შენი პირ­ვე­ლი ლექ­სი წაგ­ვა­კი­თხე-მეთ­ქი: 11 წლი­სამ მთვა­რე­ზე და­წე­რა პირ­ვე­ლად. გვპირ­დე­ბო­და, წა­გა­კი­თხებ­თო, მაგ­რამ ისე წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან, არ გვაჩ­ვე­ნა, ასე რომ, დღემ­დე არ ვი­ცით ის ლექ­სი, რად­გან ანას არ­ქი­ვი სრუ­ლად არ გაგ­ვიხ­სნია. სა­ერ­თოდ, მის ბი­ნა­ში და­უ­კი­თხა­ვად არას­დროს შევ­დი­ო­დით: არც მე, არც ბავ­შვე­ბი, მით უფრო - ძმე­ბი. ჩემი მე­უღ­ლე კი ვე­რა­ფერს ეტყო­და ანას, მე მა­თხოვ­ნი­ნებ­და ხოლ­მე. ყვე­ლას შუ­ა­მა­ვა­ლი ვი­ყა­ვი. ქეთი უკვე მე­ო­რე კლას­ში სწავ­ლობ­და, რო­დე­საც მის სკო­ლა­ში შე­ი­ტყვეს, რომ ანას ძმის­შვი­ლი იყო, რად­გან ამას ხმა­მაღ­ლა ვერ­სად ვამ­ბობ­დით. მისი სა­ხე­ლი­თა და ავ­ტო­რი­ტე­ტით ვერც ვი­სარ­გებ­ლებ­დით და თით­ქოს, ვერც ვი­ა­მა­ყებ­დით, რად­გან ანას არ სი­ა­მოვ­ნებ­და. ჩვენც არას­დროს ვა­კე­თებ­დით იმას, რაც ანას არ ესი­ა­მოვ­ნე­ბო­და.

- ანა კა­ლან­და­ძეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ლექ­სე­ბი სავ­სეა სიყ­ვა­რუ­ლით, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი არ შე­უქ­მნია. მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია, არა­ვინ ჰყვა­რე­ბო­და და ვფიქ­რობ, ვინ უყ­ვარ­და, თქვენ გე­ცო­დი­ნე­ბათ.

- ეგეც ანას უც­ნა­უ­რო­ბა იყო: მა­მა­კა­ცი მას მუ­ზად უნ­დო­და და არა - ქმრად. თა­ვის სიყ­ვა­რულს ყვე­ლას­გან სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და, მაგ­რამ სა­ოც­რად ლა­მა­ზად აბ­ნევ­და ლექ­სებ­ში. არ გა­უმ­ჟღავ­ნე­ბია, ვინ უყ­ვარ­და, მაგ­რამ თვი­თონ ამო­ვი­ცა­ნი ლექ­სე­ბი­დან და რომ ვუ­თხა­რი, თითი და­მიქ­ნია, თით­ქოს გა­მი­ჯავ­რდა, თუმ­ცა მივ­ხვდი - არ სწყე­ნია. მერე კი ხში­რად მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და სიყ­ვა­რულ­ზე.

- მისი "სიყ­ვა­რუ­ლიც" პო­ე­ტი იყო?

- არა (იცი­ნის). ისე­თი აბ­სტრაქ­ტუ­ლი იყო ეს სიყ­ვა­რუ­ლი, ანა მისი ცოლი არას­დროს გახ­დე­ბო­და. საკ­მა­ოდ ახ­ლოს იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ის ვე­რაფ­რით იეჭ­ვებ­და, ანას თუ უყ­ვარ­და, ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ამ­დე­ნი ლა­მა­ზი ლექ­სი მის­თვის იწე­რე­ბო­და. და ისე წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან, არა­ფე­რი გა­უ­გია... გა­ტა­ცე­ბე­ბი ალ­ბათ მა­ნამ­დეც ჰქონ­და და - მას მე­რეც. ავი­ღოთ თუნ­დაც ლექ­სე­ბი მთის ციკ­ლი­დან... ანა ვაჟ­კა­ცო­ბას ეტ­რფო­და და სწო­რედ მთა­ში გა­იც­ნო ერთი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი; მთის ლექ­სე­ბიც მას ეკუთ­ვნო­და.

- ლურჯთ­ვა­ლა, ხომ?

- კი (იცი­ნის)... ჩანს, გახ­სოვთ: "თეთ­რი თოვ­ლის ქვეშ ლა­მაზ ენ­ძე­ლას/

სძი­ნავს უთ­ვა­ლავს.../ როცა ისი­ნი მო­ი­შო­რე­ბენ/ თოვ­ლის სუ­და­რას,/ მეც მა­შინ მო­ვალ შენ­თან, მთებ­ში,/ ჩემო ლურჯთ­ვა­ლავ..." ეს იყო ანას სიყ­ვა­რუ­ლი, ასე­თი ძვირ­ფა­სი ლექ­სე­ბი რომ და­ა­წე­რი­ნა... ერთხელ ვუ­თხა­რი, შენ­ზე და იმ მა­მა­კაც­ზე ამ­ბო­ბენ, ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­და­თო. - არა, მე არაო... - თან და­ა­ყო­ლა: ისე, კარ­გი ვინ­მე კი იყო, თი­ნაო, - უცებ მო­მი­გო.

"ვა­ჟაო, დი­ლის მზის სხი­ვო./ ხან მთებ­ზე ნისლთა დი­ნე­ბავ,/ შუ­ა­ფხო­დან რომ მი­დი­ხარ,/ გული რად გა­გე­ტი­რე­ბა?/ შენ თუ არ იცი მი­ზე­ზი,/ აბა, ვის ეცო­დი­ნე­ბა?/ გად­მო­დი, გად­მო­ა­შუ­ქე/ ლურჯ თხი­ლი­ა­ნას კალ­თე­ბი./ რა და­შავ­დე­ბა? არც რაი:/ გნა­ხავ და... გა­მე­ხარ­დე­ბი!"

- სა­ხელს ვერ გა­მიმ­ხელთ?

- არა, არა... ანა­სი მე­ში­ნია კი­დევ (იცი­ნის)... დღეს არც ის ადა­მი­ა­ნია ცო­ცხა­ლი. ალ­ბათ ის მო­მენ­ტიც დად­გე­ბა, ყვე­ლა­ფერს რომ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ და დავ­წერთ, მაგ­რამ... ჯერ არა. ანას არ­ქივ­ში წე­რილს წა­ვა­წყდი, იმ კა­ცის მო­წე­რილს. თურ­მე მთა­ში ქე­ი­ფობ­და და ანას სა­დღეგ­რძე­ლოს რომ სვამ­და, პე­პე­ლა დაფ­რე­ნი­ლა მის ჭი­ქა­ზე... კარ­გა ხანი იყო გა­სუ­ლი, ანას ლექ­სებს უკვე მე­რამ­დე­ნედ ვკი­თხუ­ლობ­დი და ორ ულა­მა­ზეს ლექსს წა­ვა­წყდი ამ პე­პე­ლა­ზე: "...ხელს ვინ გახ­ლებს, უკად­რი­სავ?/ თვალ­ნი აგი­ტირ­დე­ბი­ან.../ ეს პეპ­ლე­ბი, ეს ფუტკრე­ბი/ რა­ღას გა­დაგ­კი­დე­ბი­ან?"...

- დიდ­ხანს ია­ვად­მყო­ფა ქალ­ბა­ტონ­მა ანამ?

- 2008 წელს ტრა­დი­ცი­უ­ლად, ერ­თად შევ­ხვდით, ჩვენ­თან. იმ ახალ წელს რა­ტომ­ღაც, ყვე­ლამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გა­ვუმ­ზა­დეთ. პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით გა­ი­ხა­რა. 2 იან­ვარს, დი­ლით და­მი­რე­კა და, - მგო­ნი, გავ­ცივ­დი და დღეს ლო­გინ­ში ვიწ­ვე­ბიო. არ მე­სი­ა­მოვ­ნა, ლო­გი­ნი რა­ტომ უნდა და­ე­ბე­დოს-მეთ­ქი?!. მი­ვა­კი­თხე და გა­მო­ვიყ­ვა­ნე. დიდ­ხანს ვერ გა­ჩერ­და. მერე ქე­თიმ მი­ა­კი­თხა. წა­მოს­ვლი­სას უთ­ქვამს, - ანა­მა ("მა­მი­დის" და­ძა­ხე­ბა არ უყ­ვარ­და, ამი­ტომ ქე­თიმ და გი­ორ­გიმ მი­სი­ვე ლექსში იპო­ვეს სა­ხე­ლი. ხომ გახ­სოვთ: "ყა­ყა­ჩოს "ღვი­ნო სალ­ხი­ნო"/ რო­გორ არ შეს­ვას ანა­მა?!"), ცოტა ხნით გა­ვალ და და­ძი­ნე­ბამ­დე ისევ გი­ნა­ხუ­ლე­ბო. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში თვი­თონ დაგ­ვი­რე­კა, რა­ღაც უც­ნა­უ­რად და­ე­ლა­პა­რა­კა ქე­თის. ორი­ვე­ნი გავ­ვარ­დით. ფეხ­ზე იდგა და, - რა მო­მი­ვი­დაო, - კი თქვა რამ­დენ­ჯერ­მე, მერე კი... ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა, მარ­ჯვე­ნა ხელ-ფეხი და მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რი წა­ერ­თვა. 68 დღეს იწვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ენით აუ­წე­რე­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა გა­ვი­ა­რეთ. ვე­რა­ფერს გვა­გე­ბი­ნებ­და, მარ­ჯვე­ნა ხელ­საც ვერ იყე­ნებ­და, რა­ი­მე რომ და­ე­წე­რა, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ­მე გა­სა­ო­ცა­რი რამ მოხ­და: მისი იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. იმ დღეს რომ მი­ვა­კი­თხე, ამ უმე­ტყვე­ლო ქალ­მა უეც­რად გარ­კვე­ვით მკი­თხა: სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი რო­გორ არი­სო? მე­რეც, მახ­სოვს, მას­თან ვი­ტი­რე. შე­წუ­ხე­ბა რომ შე­ვა­ტყვე, ვუ­თხა­რი: "ანა, ეს სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბია"... - "როდი ვტი­რი!" - თვი­თონ და­ას­რუ­ლა... ბო­ლოს ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და. სულ სას­თუ­მალ­თან ვე­ჯე­ქი. ერთხე­ლაც წარ­მოთ­ქვა: "რა მალე თენ­დე­ბა... რა მალე ღამ­დე­ბა..." ბოლო დღეს კი მი­თხრა: "თინა, არ მინ­და სიკ­ვდი­ლი"... და­ვამ­შვი­დე: ანა, არ მოგ­კლავთ, შენ უნდა გა­ცო­ცხლოთ. ახა­ლი წა­მა­ლი გა­მო­სუ­ლა და გი­ორ­გი მის მო­სა­ტა­ნა­დაა წა­სუ­ლი-მეთ­ქი... უეც­რად ბორგვა და­ი­წყო და გი­ორ­გის და­ვუ­რე­კე, სას­წრა­ფოდ მოდი-მეთ­ქი. გი­ორ­გი ექი­მია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეი­მე­დე­ბო­და, ამი­ტომ პა­ლა­ტა­ში შე­მო­ვი­და თუ არა, - იშო­ვეო? - ჰკი­თხა. გი­შო­ვეო, - და რა­ღაც წა­მა­ლი და­ა­ლე­ვი­ნა... ეს მისი უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბი იყო. ანა 2008 წლის 11 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ანა კალანდაძე - პოეზიის დედოფალი

ანა კალანდაძე - პოეზიის დედოფალი

ქართველი პოეტი ქალის, ანა კალანდაძის ორტომეულით სრულდება თქვენი და ჩვენი რჩეული ქართველი მწერლების ტომეულების გამოცემა - სერია "ჩემი რჩეული". სიმბოლურიცაა, რომ სწორედ თანამედროვე მწერალი და თანაც პროექტის ერთადერთი ქალბატონი დაასრულებს სერიას, რომელიც უკვე ორ წელიწადზე მეტია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ოჯახების თანამგზავრი გახდა, უამრავ ახალდაოჯახებულ წყვილს ბიბლიოთეკა შესძინა, ბევრს კი - ახალი სამყარო. ერთსაც გეტყვით: ვწუხვართ, რომ რამდენიმე გამორჩეულად საყვარელი მწერალი ვერ მოვახვედრეთ თქვენს წიგნის თაროზე, მაგრამ რამდენჯერმე განგიმარტეთ კიდეც, რომ ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა.

გამომცემლობა "პალიტრა L" კი, კვლავ ჟურნალ "გზასთან" ერთად, 1-ლი აგვისტოდან ახალ პროექტს იწყებს - წიგნების სერიას "ჩემი რჩეული მსოფლიო", რომელშიც უცხოელი კლასიკოსების უკვდავ შემოქმედებას მოუყრის თავს. დაიბეჭდება ის ნაწარმოებებიც, დღემდე რომ არ უთარგმნიათ ქართულად და პირველად სწორედ ამ სერიით მიიღებთ. "ჩემი რჩეული მსოფლიო" თითოეულს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და ღირებულებების შემეცნების გზაზე გიწინამძღვრებთ. ეს "ხვალიდან" გელოდებათ, ხოლო დღეს კვლავ "ჩემი რჩეულის" რიგია - "გზასთან" ერთად, ანა კალანდაძის ორტომეულის მეორე ტომს წარმოგიდგენთ, "გზაში" კი პოეზიის დედოფალზე გიამბობთ - მერწმუნეთ, ანა კალანდაძის ძმის მეუღლე, ქალბატონი თინა ყანდარელი ბევრისთვის "უცნობ" ანა კალანდაძეს შეგვახვედრებს.

თინა ყანდარელი:

- 24 წლის ვიყავი, ამ ოჯახში რომ შემოვედი. ანა ჩემზე 15 წლით უფროსი იყო. პირველად რომ ვუნახავვარ, შინ დაბრუნებულს დედისთვის უთქვამს: თინა ფრესკას მოგაგონებსო. ისე კი, მოფერება-მოსიყვარულება არ იცოდა. ერთად ვცხოვრობდით: დედამთილი, ანა, ჩემი მეუღლე და მე. თავდაპირველად ძალიან მორიდებულად ვიყავი და ანასთანაც, როგორც დედამთილთან, უფროსთან, ასე ვურთიერთობდი. ძალიან თავისებური და უცნაური ადამიანი იყო. მოგვიანებით, როცა ძალიან დავახლოვდით, დავმეგობრდით, მივხვდი, რომ ქალი, რომელიც ყვავილის ფერს, ღრუბლის ფორმას, ნიავისა თუ ქარის ქროლას არამიწიერად ხედავს, განიცდის, შეუძლებელია ჩემნაირი ყოფილიყო.

- უცებ გამახსენდა: "ყვავილს შევჩივლებ/ ცისფერთვალებიანს, -/ მე ვდარდობ ნამეტურ,/ მე ვტირი, რამეთუ.../ ძალუმ მყვარებია!"... ქალბატონო თინა, რით გამოიხატებოდა ანა კალანდაძის უცნაურობა, არამიწიერობა? - თითქოს შინ, თუნდაც სამზარეულოში მოფუსფუსე "პოეზია" ვერც წარმომიდგენია.

- არა, არა, სამზარეულოში ნამდვილად არ ფუსფუსებდა (იღიმის). უბრალოდ, დედამისის სიცოცხლეში ოჯახში განსხვავებული გარემო გვქონდა - ჩემი დედამთილი ძალიან მკაცრი ქალი იყო, განსაკუთრებით - ანასადმი. დედამთილი სამზარეულოში რომ იყო და ვთქვათ, ანას მოსწყურდებოდა, ხშირად მე მთხოვდა, - მიდი, რა, წყალი გამოიტანეო, - თვითონ არც კი შევიდოდა. დედამთილის გარდაცვალების შემდეგ, უკვე 11 თვის ქეთევანიც რომ მყავდა, აბსოლუტური გარდატეხა მოხდა ოჯახში. ყველა საოჯახო საქმე ამ პატარა გოგონამ ვიტვირთე და არც კი ვიცი, როგორ გამომივიდა, მაგრამ თითქოს ყველას დედა მე გავხდი (იცინის). ანაც ძალიან გარდაიქმნა: უჩემოდ ლამის ფეხს აღარსად ადგამდა. ჩემი მეორე შვილის - გიორგის დაბადებამაც განსაკუთრებულად დაათბო. ყოველ 3 თებერვალს, წმინდა ანას დღეს, ანაობის აღნიშვნაც კი დავიწყეთ ოჯახში... ერთხანს სხვადასხვა ბინაშიც ვცხოვრობდით, მაგრამ მალევე კომუნისტებმა ეს ბინა მოგვცეს - ჩვენ სამოთახიანი, ანას კი, გვერდით - ოროთახიანი. მას შემდეგ საბოლოოდ გადავეჯაჭვეთ ერთმანეთს.

- მაინც როგორი იყო ქალბატონი ანა?

- ძალიან გულდახურული. შეეძლო, წლობით შეენახა საკუთარი ამბავი და დიდი ხნის შემდეგ ეთქვა. ზედმეტი შეკითხვა-გამოკითხვა არ სიამოვნებდა, არ უყვარდა, როცა რაღაც გინდოდა გეთქმევინებინა, მოძალადეობას ვერ იტანდა და მეც ყოველთვის ვცდილობდი, ზედმეტად არ შემეწუხებინა. მაგრამ მალევე მოვიდა პერიოდი, როდესაც ყოველდღიურად შემომივლიდა, გამიხმობდა ჩვენს ე.წ. ბუდუარში - სამზარეულოში და საათობით ვსაუბრობდით. ყოველთვის ასე იწყებდა: რაღაც უნდა გითხრაო... მერე დააყოლებდა: არა, არ გეტყვიო. - მაშინ რატომ იწყებდი? თუმცა სულაც არც მაინტერესებს-მეთქი, - ვითომ უკმეხად რომ ვუპასუხებდი, გაიღიმებდა და სამზარეულოში გამიყვანდა. ხანდახან ბრაზობდა: ამხელა ქალი შემოვდივარ, ჩემს ამდენ ამბავს გიყვები, შენ კი საკუთარს არაფერს მეუბნებიო. - აბა, არაფერი მაქვს მოსაყოლი-მეთქი, - ვამშვიდებდი. ხანდახან, მოყოლის წინ იტყოდა, - რაღაცას გეტყვი და არსად წამოგცდესო, - არადა, კარგად იცოდა, სიტყვაც არსად დამცდებოდა... ახლაც - ღმერთო, მაპატიე - ამდენს რომ ვლაპარაკობ... ასე მგონია, მისმენს და "იქიდან" მიქნევს თითს (იცინის). საჯაროდ ლაპარაკი უფრო უჭირდა; ერჩივნა, ყველაფერი დაეწერა. ხშირად უთქვამს, - ამქვეყნად არავისი არაფერი შემშურებია, მაგრამ მარიკა ლორთქიფანიძის კი მართლა მშურს: შუაღამეს რომ გააღვიძო და სცენაზე გაიყვანო, ნებისმიერ თემაზე ისე გამოვა სიტყვით, ერთს არ წაიბორძიკებსო. თვითონ კი სახალხოდ ნათქვამი თითოეული ფრაზა, სიტყვა ანერვიულებდა; ღამეებს ათენებდა, სულ ეჭვობდა, რომ რაღაც "ისე" არ გამოუვიდა. ეგ კი არა, რომელიმე ღონისძიებაზე რომ მივიდოდით, იქ მყოფი განა რაიმეს ისმენდა, მხოლოდ ერთს ნერვიულობდა, - სიტყვით გამოსვლა რომ მთხოვონ, რა უნდა ვთქვაო?.. ჟურნალისტებს წინასწარ კითხვარს სთხოვდა, მერე ათასჯერ ჩაასწორებდა პასუხებს, გაატანდა, კვლავ ურეკავდა და გადაასწორებინებდა... საშინელი თვითცენზურა ჰქონდა, თვითგვემაში გადადიოდა. 2007 წლის 14 დეკემბერს ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გრანდიოზული შეხვედრა მოუწყვეს. უკვე შეუძლოდ იყო და გაყოლა მთხოვა. სხვათა შორის, ეს დიდ აუდიტორიასთან მისი ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა... მოკლედ, ულამაზესი საღამო გამოვიდა და ძალიან ბედნიერი იყო ანა, სცენაზე რომ არ დასვეს და დარბაზიდან უწევდა ლაპარაკი. სახალხოდ ასეთი მოლაპარაკე ანა არც არასდროს მინახავს... საერთოდ, თავის საღამოებზე ოჯახის წევრების დასწრება არ უყვარდა, არადა, ძალიან მინდოდა, ჩემს შვილებს, რომელთაც განსაკუთრებულად უყვარდათ მამიდა, ისიც დაენახათ და შეეგრძნოთ, ხალხი როგორ ეტრფოდა ამ ადამიანსა და მის შემოქმედებას. სხვათა შორის, ერთხელ ვუთხარი კიდეც ანას, - შენ ვალდებული ხარ, რომ ეს ბავშვები ყველაფერს დაასწრო-მეთქი. მაინც არ შვრებოდა. ხანდახან ისე წავიდოდა ღონისძიებაზე, არაფერს გვეტყოდა. მე კი ვიცოდი ხოლმე, მაგრამ რადგან თვითონ მალავდა, აღარაფერს ვეუბნებოდი. ალბათ, ესეც რაღაც კომპლექსი იყო...

- როგორ წერდა, ქმნიდა თავის ულამაზეს, უთბილეს ლექსებს ან ახალდაწერილს თუ გაკითხებდათ? რა ჩვევები ახასიათებდა ქალბატონ ანას?

- როდის რას წერდა, არავინ იცოდა. არც ლექსი წაუკითხავს ოდესმე ჩემთვის. 44 წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ ერთად და სულ ვეხვეწებოდი, შენი პირველი ლექსი წაგვაკითხე-მეთქი: 11 წლისამ მთვარეზე დაწერა პირველად. გვპირდებოდა, წაგაკითხებთო, მაგრამ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, არ გვაჩვენა, ასე რომ, დღემდე არ ვიცით ის ლექსი, რადგან ანას არქივი სრულად არ გაგვიხსნია. საერთოდ, მის ბინაში დაუკითხავად არასდროს შევდიოდით: არც მე, არც ბავშვები, მით უფრო - ძმები. ჩემი მეუღლე კი ვერაფერს ეტყოდა ანას, მე მათხოვნინებდა ხოლმე. ყველას შუამავალი ვიყავი. ქეთი უკვე მეორე კლასში სწავლობდა, როდესაც მის სკოლაში შეიტყვეს, რომ ანას ძმისშვილი იყო, რადგან ამას ხმამაღლა ვერსად ვამბობდით. მისი სახელითა და ავტორიტეტით ვერც ვისარგებლებდით და თითქოს, ვერც ვიამაყებდით, რადგან ანას არ სიამოვნებდა. ჩვენც არასდროს ვაკეთებდით იმას, რაც ანას არ ესიამოვნებოდა.

- ანა კალანდაძეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექსები სავსეა სიყვარულით, საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია. მაგრამ შეუძლებელია, არავინ ჰყვარებოდა და ვფიქრობ, ვინ უყვარდა, თქვენ გეცოდინებათ.

- ეგეც ანას უცნაურობა იყო: მამაკაცი მას მუზად უნდოდა და არა - ქმრად. თავის სიყვარულს ყველასგან საგულდაგულოდ მალავდა, მაგრამ საოცრად ლამაზად აბნევდა ლექსებში. არ გაუმჟღავნებია, ვინ უყვარდა, მაგრამ თვითონ ამოვიცანი ლექსებიდან და რომ ვუთხარი, თითი დამიქნია, თითქოს გამიჯავრდა, თუმცა მივხვდი - არ სწყენია. მერე კი ხშირად მელაპარაკებოდა სიყვარულზე.

- მისი "სიყვარულიც" პოეტი იყო?

- არა (იცინის). ისეთი აბსტრაქტული იყო ეს სიყვარული, ანა მისი ცოლი არასდროს გახდებოდა. საკმაოდ ახლოს იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ის ვერაფრით იეჭვებდა, ანას თუ უყვარდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამდენი ლამაზი ლექსი მისთვის იწერებოდა. და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, არაფერი გაუგია... გატაცებები ალბათ მანამდეც ჰქონდა და - მას მერეც. ავიღოთ თუნდაც ლექსები მთის ციკლიდან... ანა ვაჟკაცობას ეტრფოდა და სწორედ მთაში გაიცნო ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი; მთის ლექსებიც მას ეკუთვნოდა.

- ლურჯთვალა, ხომ?

- კი (იცინის)... ჩანს, გახსოვთ: "თეთრი თოვლის ქვეშ ლამაზ ენძელას/

სძინავს უთვალავს.../ როცა ისინი მოიშორებენ/ თოვლის სუდარას,/ მეც მაშინ მოვალ შენთან, მთებში,/ ჩემო ლურჯთვალავ..." ეს იყო ანას სიყვარული, ასეთი ძვირფასი ლექსები რომ დააწერინა... ერთხელ ვუთხარი, შენზე და იმ მამაკაცზე ამბობენ, ერთმანეთი უყვარდათო. - არა, მე არაო... - თან დააყოლა: ისე, კარგი ვინმე კი იყო, თინაო, - უცებ მომიგო.

"ვაჟაო, დილის მზის სხივო./ ხან მთებზე ნისლთა დინებავ,/ შუაფხოდან რომ მიდიხარ,/ გული რად გაგეტირება?/ შენ თუ არ იცი მიზეზი,/ აბა, ვის ეცოდინება?/ გადმოდი, გადმოაშუქე/ ლურჯ თხილიანას კალთები./ რა დაშავდება? არც რაი:/ გნახავ და... გამეხარდები!"

- სახელს ვერ გამიმხელთ?

- არა, არა... ანასი მეშინია კიდევ (იცინის)... დღეს არც ის ადამიანია ცოცხალი. ალბათ ის მომენტიც დადგება, ყველაფერს რომ გამოვაქვეყნებთ და დავწერთ, მაგრამ... ჯერ არა. ანას არქივში წერილს წავაწყდი, იმ კაცის მოწერილს. თურმე მთაში ქეიფობდა და ანას სადღეგრძელოს რომ სვამდა, პეპელა დაფრენილა მის ჭიქაზე... კარგა ხანი იყო გასული, ანას ლექსებს უკვე მერამდენედ ვკითხულობდი და ორ ულამაზეს ლექსს წავაწყდი ამ პეპელაზე: "...ხელს ვინ გახლებს, უკადრისავ?/ თვალნი აგიტირდებიან.../ ეს პეპლები, ეს ფუტკრები/ რაღას გადაგკიდებიან?"...

- დიდხანს იავადმყოფა ქალბატონმა ანამ?

- 2008 წელს ტრადიციულად, ერთად შევხვდით, ჩვენთან. იმ ახალ წელს რატომღაც, ყველამ განსაკუთრებული საჩუქარი გავუმზადეთ. პატარა ბავშვივით გაიხარა. 2 იანვარს, დილით დამირეკა და, - მგონი, გავცივდი და დღეს ლოგინში ვიწვებიო. არ მესიამოვნა, ლოგინი რატომ უნდა დაებედოს-მეთქი?!. მივაკითხე და გამოვიყვანე. დიდხანს ვერ გაჩერდა. მერე ქეთიმ მიაკითხა. წამოსვლისას უთქვამს, - ანამა ("მამიდის" დაძახება არ უყვარდა, ამიტომ ქეთიმ და გიორგიმ მისივე ლექსში იპოვეს სახელი. ხომ გახსოვთ: "ყაყაჩოს "ღვინო სალხინო"/ როგორ არ შესვას ანამა?!"), ცოტა ხნით გავალ და დაძინებამდე ისევ გინახულებო. ნახევარ საათში თვითონ დაგვირეკა, რაღაც უცნაურად დაელაპარაკა ქეთის. ორივენი გავვარდით. ფეხზე იდგა და, - რა მომივიდაო, - კი თქვა რამდენჯერმე, მერე კი... ინსულტი დაემართა, მარჯვენა ხელ-ფეხი და მეტყველების უნარი წაერთვა. 68 დღეს იწვა საავადმყოფოში. ენით აუწერელი საშინელება გავიარეთ. ვერაფერს გვაგებინებდა, მარჯვენა ხელსაც ვერ იყენებდა, რაიმე რომ დაეწერა, მაგრამ რამდენჯერმე გასაოცარი რამ მოხდა: მისი იქ ყოფნის პერიოდში სოფიკო ჭიაურელი გარდაიცვალა. იმ დღეს რომ მივაკითხე, ამ უმეტყველო ქალმა უეცრად გარკვევით მკითხა: სოფიკო ჭიაურელი როგორ არისო? მერეც, მახსოვს, მასთან ვიტირე. შეწუხება რომ შევატყვე, ვუთხარი: "ანა, ეს სიხარულის ცრემლებია"... - "როდი ვტირი!" - თვითონ დაასრულა... ბოლოს ძალიან დამძიმდა. სულ სასთუმალთან ვეჯექი. ერთხელაც წარმოთქვა: "რა მალე თენდება... რა მალე ღამდება..." ბოლო დღეს კი მითხრა: "თინა, არ მინდა სიკვდილი"... დავამშვიდე: ანა, არ მოგკლავთ, შენ უნდა გაცოცხლოთ. ახალი წამალი გამოსულა და გიორგი მის მოსატანადაა წასული-მეთქი... უეცრად ბორგვა დაიწყო და გიორგის დავურეკე, სასწრაფოდ მოდი-მეთქი. გიორგი ექიმია და განსაკუთრებულად ეიმედებოდა, ამიტომ პალატაში შემოვიდა თუ არა, - იშოვეო? - ჰკითხა. გიშოვეო, - და რაღაც წამალი დაალევინა... ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. ანა 2008 წლის 11 მარტს გარდაიცვალა.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს