პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიშკა ცინცაძე - "ქალის გამო მიჩხუბია"
მიშკა ცინცაძე - "ქალის გამო მიჩხუბია"

"იმ წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვა მიყ­ვარს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ფილ­მე­ბია გა­და­ღე­ბუ­ლი. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, წიგ­ნი­დან მეტი ემო­ცია მო­დის, ვიდ­რე - ფილ­მი­დან", - ამ­ბობს "კო­მე­დი ჯგუ­ფის" მსა­ხი­ო­ბი, მიშ­კა ცინ­ცა­ძე. შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში წა­სა­კი­თხი წიგ­ნი უკვე შე­ი­ძი­ნა. ამ­ბობს, რომ კი­თხვა­ში ხელს კომ­პი­უ­ტე­რი უშ­ლის. რომ არა - ინ­ტერ­ნე­ტი, გა­ცი­ლე­ბით კარ­გი მკი­თხვე­ლი იქ­ნე­ბო­და.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- მიშ­კა, ამ რუბ­რი­კა­ში სტუმ­რო­ბას ჩემი რეს­პონ­დენ­ტე­ბი ხში­რად გა­მოც­და­ზე გას­ვლას ადა­რე­ბენ. შე­გიძ­ლია, გა­მოც­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი გა­იხ­სე­ნო?

- ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ჯგუფ­ში 50 სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვით და აქე­დან 48 გოგო იყო. გა­მოც­და­ზე გას­ვლი­სას ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დით. ბი­ჭებ­მა სი­თა­მა­მის­თვის ცოტა ალ­კოჰო­ლი მი­ვი­ღეთ, მერე ვი­ფიქ­რეთ, ცოტა კი­დევ მი­ვა­მა­ტო­თო და გა­მოც­და­ზე კარ­გად შემ­თვრა­ლე­ბი გა­ვე­დით. გაგ­ვი­მარ­თლა, იმ დღეს "ოთხი­ა­ნე­ბი" მი­ვი­ღეთ.

- რო­გო­რი მკი­თხვე­ლი ხარ?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ. წიგ­ნე­ბის მტე­რი - ინ­ტერ­ნე­ტი დიდ დროს მარ­თმევს. შვე­ბუ­ლე­ბა­ში რომ გა­ვალ, ერთ წიგნს მა­ინც აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვი­კი­თხავ.

- უკვე შერ­ჩე­უ­ლი გაქვს?

- შერ­ჩე­უ­ლიც და შე­ძე­ნი­ლიც. ეს არის ინ­გლი­სე­ლი მწერ­ლის, კენ კი­ზის რო­მა­ნი - "გუ­გუ­ლის ბუ­დე­ზე სხვამ გა­და­იფ­რი­ნა", რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მი­ლოშ ფორ­მან­მა ფილ­მი - "ვი­ღა­ცამ გუ­გუ­ლის ბუ­დეს გა­და­უფ­რი­ნა" გა­და­ი­ღო. სა­ერ­თოდ, იმ წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვა მიყ­ვარს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ფილ­მე­ბია გა­და­ღე­ბუ­ლი.

- რო­მე­ლი უფრო დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს?

- ხშირ შემ­თხვე­ვა­ში წიგ­ნი­დან მეტი ემო­ცია მო­დის.

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმირ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- ტომ სო­ი­ერ­თან.

- რთუ­ლი და დამ­ღლე­ლი არ იქ­ნე­ბო­და?

- თავ­გა­და­სავ­ლე­ბი მიყ­ვარს. ვფიქ­რობ, მას­თან და ჰეკლბე­რი ფინ­თან მე­გობ­რო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და.

- მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი თე­ატ­რის - "გლო­ბუ­სის" თავ­ზე ფრი­ა­ლებ­და დრო­შა. რა ეწე­რა მას­ზე?

- არ მახ­სოვს.

- "მთე­ლი მსოფ­ლიო სცე­ნაა". რო­მე­ლი ფერი ით­ვლე­ბა ჩი­ნეთ­ში სამ­გლო­ვი­ა­რო ფე­რად?

- სამ­გლო­ვი­ა­რო ფერი ინ­დო­ეთ­სა და ჩი­ნეთ­შიც მგო­ნი, თეთ­რია, ხომ?

- ნამ­დვი­ლად ასეა. ინ­გლის­ში მდე­ბა­რე ეს უნი­კა­ლუ­რი სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცია 600 ოთა­ხის­გან შედ­გე­ბა და მას­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ცნო­ბი­ლი მუ­ზე­უ­მის­თვი­საც კი დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა. რო­მელ სა­სახ­ლე­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ზე.

- და­ას­რუ­ლე ჩერ­ჩი­ლის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა ის იყო, რომ და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა ჩემი ცოლი, ჩემ­ზე..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ.

- "...ჩემ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო". შენ ჯერ ვე­რა­ვინ და­არ­წმუ­ნე თუ მცდე­ლო­ბაც არ გქო­ნია?

- მცდე­ლო­ბა არ მქო­ნია. ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი ხდე­ბა. არის პა­ტარ-პა­ტა­რა მო­წო­ნე­ბე­ბი. და­ნარ­ჩენს მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს.

- "ორი რამ ენატ­რე­ბა ნამ­დვილ მა­მა­კაცს: ხი­ფა­თი და თა­მა­ში, ამი­ტომ სჭირ­დე­ბა ქალი - ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო სა­თა­მა­შო". ვინ არის ამ გა­მო­ნათ­ქვა­მის ავ­ტო­რი?

- არ ვიცი.

- ნიც­შე. ეთან­ხმე­ბი?

- რა თქმა უნდა, ქალი სა­ხი­ფა­თო სა­თა­მა­შოა.

- ქა­ლის გამო ხი­ფათს გა­დაჰ­ყრი­ხარ?

- კი და მი­ჩხუ­ბია კი­დეც.

- რამ­დე­ნი თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დია გა­ლაქ­ტი­კა­ში?

- არ ვიცი.

- 88. რო­მე­ლი ქვე­ყა­ნა შედ­გე­ბა 3900 კუნ­ძუ­ლის­გან?

- ია­პო­ნია.

- ერთ-ერთი ინ­გლი­სუ­რი ხუმ­რო­ბის მი­ხედ­ვით, ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც გაყ­რა წინ უს­წრებს ქორ­წი­ნე­ბას. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვერ ვხვდე­ბი.

- ლექ­სი­კო­ნი. რო­მე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა სწევს თოვ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას 0 გრა­დუს­ზე მაღ­ლა?

- აზ­რზე არ ვარ.

- მე მგო­ნია, რომ იცი.

- მარ­თლა?

- მოყი­ნუ­ლი გზე­ბის და­სად­ნო­ბად რას აკე­თე­ბენ?

- მა­რილს ყრი­ან. და­ვი­ბე­ნი, სწო­რი პა­სუ­ხია მა­რი­ლი.

- რისი ში­შია ჩერ­ო­ფო­ბია?

- არ ვიცი.

- გარ­თო­ბის.

- ასე­თი ფო­ბი­აც არ­სე­ბობს?

- უამ­რა­ვი უც­ნა­უ­რი ფო­ბია არ­სე­ბობს. თა­ვად რისი შიში გაქვს?

- კარ­გად ვცუ­რავ, მაგ­რამ ზღვა­ში ღრმად ვერ შევ­დი­ვარ, ფეხ­ქვეშ მი­წას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვგრძნობ­დე.

- რო­გორ სჯიდ­ნენ XVII სა­უ­კუ­ნე­ში ინ­გლის­ში სი­ნოპ­ტი­კო­სებს, რო­მელ­თა პროგ­ნო­ზიც არ მარ­თლდე­ბო­და?

- არ ვიცი, მკაც­რი კა­ნო­ნი ჰქონ­დათ?

- მათ სიკ­ვდი­ლით სჯიდ­ნენ.

- რა სას­ტი­კე­ბი ყო­ფი­ლან.

- აინშტა­ი­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ ამ­ბობ­და: "არა­ვი­თა­რი ტა­ლან­ტი არ გა­მაჩ­ნია. მე მაქვს მხო­ლოდ ის, რაც ყვე­ლა ბავ­შვს ახა­სი­ა­თებს". რა თვი­სე­ბას გუ­ლის­ხმობ­და მეც­ნი­ე­რი?

- ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას.

- ამის გამო გი დე მო­პა­სა­ნი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბას აპი­რებ­და. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო წე­რი­ლი, რო­მელ­საც ხელს ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის არა­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აწერ­და. ისი­ნი წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ პრო­ექ­ტი­სა, რო­მე­ლიც შემ­დეგ მა­ინც გან­ხორ­ცი­ელ­და. რის შე­სა­ხე­ბაა ლა­პა­რა­კი?

- ეი­ფე­ლის კოშ­კზე, არა? ეს კოშ­კი ბევრ ფრანგს არ მოს­წონ­და.

- "ფეს­ვე­ბი", "ლონ­დრე", "დათა თუ­თაშ­ხია", "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა" - ამ ფილ­მე­ბი­დან რო­მელ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი?

- "ფეს­ვებ­ში".

- ის ცხელ გა­რე­მო­ში ბი­ნად­რობს, მაგ­რამ სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნია გა­ყინ­ვის შემ­დე­გაც. მეც­ნი­ე­რებ­მა მის ორ­გა­ნიზ­მში ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ბაქ­ტე­რია და ვირუ­სი შე­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მას­ზე არ იმოქ­მე­და... ის ცო­ცხა­ლი რჩე­ბა და მოძ­რა­ობს რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი დას­ხი­ვე­ბი­სას, რო­მე­ლიც 130-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ადა­მი­ა­ნის სა­სიკ­ვდი­ლო დო­ზას. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, არ­სე­ბობს ლე­გენ­და, რომ ხი­ფა­თის დროს ის თავს თა­ვი­სი­ვე შხა­მით იკ­ლავს. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- არ ვიცი.

- მო­რი­ელ­ზე. რა რე­აქ­ცია ჰქონ­და ხრუშ­ჩოვს, რო­დე­საც 1960 წელს ფი­ლი­პი­ნელ­მა ლო­რენ­ცო სუ­მუ­ლონ­გმა საბ­ჭო­თა კავ­შირს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის დე­კო­ლო­ნი­ზა­ცია შეს­თა­ვა­ზა?

- არ მახ­სოვს.

- ფეხ­საც­მე­ლი გა­ი­ხა­და და მა­გი­და­ზე აბ­რა­ხუ­ნა. რო­მე­ლი შტა­ტი იყი­და ამე­რი­კამ რუ­სე­თის­გან?

- ალას­კა.

- რა სა­კითხს მი­უ­ძღვნა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ 1871 წელს და­წე­რი­ლი პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლი "გა­მო­ცა­ნე­ბი"?

- მა­მა­თა და შვილ­თა ბრძო­ლას.

- მისი მშე­ნებ­ლო­ბა იმ­პე­რა­ტორ­მა ცინ­ში ჰუ­ან­დიმ ჰუ­ნე­ბის­გან (ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ცხე­ნო­სა­ნი მომ­თა­ბა­რე და ნა­ხევ­რად მომ­თა­ბა­რე ტო­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა) თა­ვის და­სა­ცა­ვად და­ი­წყო. რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- (ფიქ­რობს)

- ეს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ნა­გე­ბო­ბაა, მი­ნიშ­ნე­ბაც კი არ არის სა­ჭი­რო.

- ჩი­ნე­თის დიდი კე­დე­ლი.

- გა­მო­ი­ცა­ნი. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ის­ტო­რი­ა­ში თა­ვი­სი სხე­უ­ლის ნა­წი­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გამო შე­ვი­და. სუ­რათ­ზე ხე­ლის მტევ­ნის ძვლე­ბი და თით­ზე სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი. და­ა­სა­ხე­ლე მისი მე­უღ­ლის გვა­რი, რომ­ლის პრაქ­ტი­კა­ში ეს პირ­ვე­ლი სუ­რა­თი იყო.

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- რენტგე­ნი. "ამ მდუ­ღა­რე­გა­დას­ხმულ ჩემს ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში, ვერც ერთი ნა­თე­ლი დღე ვერ გა­მოვ­ძებ­ნე. რაც არ იყო, რას გა­მო­ძებ­ნი. ყურ­მოკ­რუ­ლი მაქვს, თით­ქოს ჰე­მინ­გუ­ე­ის უთ­ქვამს, მწერ­ლის აკა­დე­მია უბე­დუ­რი ბავ­შვო­ბა­აო. ჩი­ნე­ბუ­ლად მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი ეს აკა­დე­მია". რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლია ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- ოტია იო­სე­ლი­ა­ნი.

- აკა­კი წე­რეთ­ლის რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის პერ­სო­ნა­ჟია "ბათუ"?

- "გამ­ზრდე­ლის".

- რო­მე­ლი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზეა ცნო­ბი­ლი კუ­რორ­ტე­ბი - ნიცა და კანი?

- ხმელ­თა­შუა ზღვის.

- რო­მე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს დე­და­ქა­ლა­ქია ბე­ი­რუ­თი?

- არ ვიცი.

- ლი­ბა­ნის. ბრა­ზი­ლი­ის დე­და­ქა­ლა­ქი რო­მე­ლია?

- ბრა­ზი­ლია.

- ამ სა­ხელ­მწი­ფოს მთე­ლი კონ­ტი­ნენ­ტი უკა­ვია. მისი ტე­რი­ტო­რი­ის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ზღვის დო­ნი­დან 300 მეტრზე დაბ­ლაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოთხი­ვე მხრი­დან წყა­ლი აკ­რავს, მა­ინც ყვე­ლა­ზე მშრალ კონ­ტი­ნენ­ტად ით­ვლე­ბა.

- ავ­სტრა­ლია.

- რას ნიშ­ნავს არა­ბუ­ლი სი­ტყვა "აშუ­ღი"?

- მიჯ­ნურს, შეყ­ვა­რე­ბულს.

- "მეც წა­ვალ, ოღონდ ცო­ტაც მად­რო­ვეთ,/ ბა­რემ შე­ვავ­სო ბოლო ფურ­ცე­ლიც/ და ამოვ­წუ­რო ეს სი­მარ­ტო­ვე,/ ეს ფო­რი­ა­ქი ამო­უხ­სნე­ლი./ გა­უ­ფა­სურ­და, ჩა­ბარ­და წარ­სულს,/ რი­თაც დროს ვკლავ­დი და თავს ვირ­თობ­დი./ მე კი სხვაგ­ვა­რად ცხოვ­რე­ბა არ მსურს/ - კარ­გად იყა­ვით. გმად­ლობთ. მშვი­დო­ბით!" ვინ არის ამ ლექ­სის ავ­ტო­რი?

- ოთარ ჭი­ლა­ძე.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ბუ­ას­ტის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ეძე­ბეთ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც სა­უ­ბა­რი კარ­გი წიგ­ნის წა­კი­თხვის ტოლ­ფა­სია და ეძე­ბეთ წიგ­ნე­ბი, რო­მელ­თა წა­კი­თხვა უტოლ­დე­ბო­დეს..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ.

- "...უტოლ­დე­ბო­დეს ბრძენ­თან გა­სა­უბ­რე­ბას".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მიშკა ცინცაძე - "ქალის გამო მიჩხუბია"

მიშკა ცინცაძე - "ქალის გამო მიჩხუბია"

"იმ წიგნების წაკითხვა მიყვარს, რომლის მიხედვითაც ფილმებია გადაღებული. უმეტეს შემთხვევაში, წიგნიდან მეტი ემოცია მოდის, ვიდრე - ფილმიდან", - ამბობს "კომედი ჯგუფის" მსახიობი, მიშკა ცინცაძე. შვებულების პერიოდში წასაკითხი წიგნი უკვე შეიძინა. ამბობს, რომ კითხვაში ხელს კომპიუტერი უშლის. რომ არა - ინტერნეტი, გაცილებით კარგი მკითხველი იქნებოდა.

პრეამბულის მაგიერ

- მიშკა, ამ რუბრიკაში სტუმრობას ჩემი რესპონდენტები ხშირად გამოცდაზე გასვლას ადარებენ. შეგიძლია, გამოცდებთან დაკავშირებული საინტერესო ამბავი გაიხსენო?

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ჯგუფში 50 სტუდენტი ვიყავით და აქედან 48 გოგო იყო. გამოცდაზე გასვლისას ძალიან ვნერვიულობდით. ბიჭებმა სითამამისთვის ცოტა ალკოჰოლი მივიღეთ, მერე ვიფიქრეთ, ცოტა კიდევ მივამატოთო და გამოცდაზე კარგად შემთვრალები გავედით. გაგვიმართლა, იმ დღეს "ოთხიანები" მივიღეთ.

- როგორი მკითხველი ხარ?

- ვერ ვიტყვი, რომ ბევრს ვკითხულობ. წიგნების მტერი - ინტერნეტი დიდ დროს მართმევს. შვებულებაში რომ გავალ, ერთ წიგნს მაინც აუცილებლად წავიკითხავ.

- უკვე შერჩეული გაქვს?

- შერჩეულიც და შეძენილიც. ეს არის ინგლისელი მწერლის, კენ კიზის რომანი - "გუგულის ბუდეზე სხვამ გადაიფრინა", რომლის მიხედვითაც მილოშ ფორმანმა ფილმი - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" გადაიღო. საერთოდ, იმ წიგნების წაკითხვა მიყვარს, რომლის მიხედვითაც ფილმებია გადაღებული.

- რომელი უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს?

- ხშირ შემთხვევაში წიგნიდან მეტი ემოცია მოდის.

- რომელ ლიტერატურულ გმირთან იმეგობრებდი?

- ტომ სოიერთან.

- რთული და დამღლელი არ იქნებოდა?

- თავგადასავლები მიყვარს. ვფიქრობ, მასთან და ჰეკლბერი ფინთან მეგობრობა საინტერესო იქნებოდა.

- მსოფლიოში ცნობილი თეატრის - "გლობუსის" თავზე ფრიალებდა დროშა. რა ეწერა მასზე?

- არ მახსოვს.

- "მთელი მსოფლიო სცენაა". რომელი ფერი ითვლება ჩინეთში სამგლოვიარო ფერად?

- სამგლოვიარო ფერი ინდოეთსა და ჩინეთშიც მგონი, თეთრია, ხომ?

- ნამდვილად ასეა. ინგლისში მდებარე ეს უნიკალური სამეფო რეზიდენცია 600 ოთახისგან შედგება და მასში განთავსებული ხელოვნების ნიმუშები, მსოფლიოს მრავალი ცნობილი მუზეუმისთვისაც კი დიდი ფუფუნებაა. რომელ სასახლეზეა ლაპარაკი?

- ბუკინგემის სასახლეზე.

- დაასრულე ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი: "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ დამერწმუნებინა ჩემი ცოლი, ჩემზე..."

- ვერ დავასრულებ.

- "...ჩემზე დაქორწინებულიყო". შენ ჯერ ვერავინ დაარწმუნე თუ მცდელობაც არ გქონია?

- მცდელობა არ მქონია. ჩემს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. არის პატარ-პატარა მოწონებები. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- "ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში, ამიტომ სჭირდება ქალი - ყველაზე სახიფათო სათამაშო". ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი?

- არ ვიცი.

- ნიცშე. ეთანხმები?

- რა თქმა უნდა, ქალი სახიფათო სათამაშოა.

- ქალის გამო ხიფათს გადაჰყრიხარ?

- კი და მიჩხუბია კიდეც.

- რამდენი თანავარსკვლავედია გალაქტიკაში?

- არ ვიცი.

- 88. რომელი ქვეყანა შედგება 3900 კუნძულისგან?

- იაპონია.

- ერთ-ერთი ინგლისური ხუმრობის მიხედვით, ეს არის ადგილი, სადაც გაყრა წინ უსწრებს ქორწინებას. რაზეა ლაპარაკი?

- ვერ ვხვდები.

- ლექსიკონი. რომელი ნივთიერება სწევს თოვლის ტემპერატურას 0 გრადუსზე მაღლა?

- აზრზე არ ვარ.

- მე მგონია, რომ იცი.

- მართლა?

- მოყინული გზების დასადნობად რას აკეთებენ?

- მარილს ყრიან. დავიბენი, სწორი პასუხია მარილი.

- რისი შიშია ჩეროფობია?

- არ ვიცი.

- გართობის.

- ასეთი ფობიაც არსებობს?

- უამრავი უცნაური ფობია არსებობს. თავად რისი შიში გაქვს?

- კარგად ვცურავ, მაგრამ ზღვაში ღრმად ვერ შევდივარ, ფეხქვეშ მიწას აუცილებლად უნდა ვგრძნობდე.

- როგორ სჯიდნენ XVII საუკუნეში ინგლისში სინოპტიკოსებს, რომელთა პროგნოზიც არ მართლდებოდა?

- არ ვიცი, მკაცრი კანონი ჰქონდათ?

- მათ სიკვდილით სჯიდნენ.

- რა სასტიკები ყოფილან.

- აინშტაინი საკუთარი თავის შესახებ ამბობდა: "არავითარი ტალანტი არ გამაჩნია. მე მაქვს მხოლოდ ის, რაც ყველა ბავშვს ახასიათებს". რა თვისებას გულისხმობდა მეცნიერი?

- ცნობისმოყვარეობას.

- ამის გამო გი დე მოპასანი საყვარელი ქალაქის დატოვებას აპირებდა. სწორედ იმ პერიოდში, საფრანგეთის მთავრობამ მიიღო წერილი, რომელსაც ხელს ინტელიგენციის არაერთი წარმომადგენელი აწერდა. ისინი წინააღმდეგი იყვნენ პროექტისა, რომელიც შემდეგ მაინც განხორციელდა. რის შესახებაა ლაპარაკი?

- ეიფელის კოშკზე, არა? ეს კოშკი ბევრ ფრანგს არ მოსწონდა.

- "ფესვები", "ლონდრე", "დათა თუთაშხია", "სიყვარული ყველას უნდა" - ამ ფილმებიდან რომელში არ მონაწილეობს გივი ბერიკაშვილი?

- "ფესვებში".

- ის ცხელ გარემოში ბინადრობს, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია გაყინვის შემდეგაც. მეცნიერებმა მის ორგანიზმში ყველაზე საშიში ბაქტერია და ვირუსი შეიყვანეს, მაგრამ მასზე არ იმოქმედა... ის ცოცხალი რჩება და მოძრაობს რადიოაქტიური დასხივებისას, რომელიც 130-ჯერ აღემატება ადამიანის სასიკვდილო დოზას. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს ლეგენდა, რომ ხიფათის დროს ის თავს თავისივე შხამით იკლავს. რაზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- მორიელზე. რა რეაქცია ჰქონდა ხრუშჩოვს, როდესაც 1960 წელს ფილიპინელმა ლორენცო სუმულონგმა საბჭოთა კავშირს აღმოსავლეთ ევროპის დეკოლონიზაცია შესთავაზა?

- არ მახსოვს.

- ფეხსაცმელი გაიხადა და მაგიდაზე აბრახუნა. რომელი შტატი იყიდა ამერიკამ რუსეთისგან?

- ალასკა.

- რა საკითხს მიუძღვნა ილია ჭავჭავაძემ 1871 წელს დაწერილი პუბლიცისტური წერილი "გამოცანები"?

- მამათა და შვილთა ბრძოლას.

- მისი მშენებლობა იმპერატორმა ცინში ჰუანდიმ ჰუნებისგან (ცენტრალური აზიის ცხენოსანი მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე ტომების გაერთიანება) თავის დასაცავად დაიწყო. რის მშენებლობაზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს)

- ეს მსოფლიოში ცნობილი ნაგებობაა, მინიშნებაც კი არ არის საჭირო.

- ჩინეთის დიდი კედელი.

- გამოიცანი. ეს ქალბატონი ისტორიაში თავისი სხეულის ნაწილის გამოსახულების გამო შევიდა. სურათზე ხელის მტევნის ძვლები და თითზე საქორწინო ბეჭედი იყო გამოსახული. დაასახელე მისი მეუღლის გვარი, რომლის პრაქტიკაში ეს პირველი სურათი იყო.

- ვერ გიპასუხებ.

- რენტგენი. "ამ მდუღარეგადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში, ვერც ერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს, მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო. ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია". რომელი ქართველი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?

- ოტია იოსელიანი.

- აკაკი წერეთლის რომელი ნაწარმოების პერსონაჟია "ბათუ"?

- "გამზრდელის".

- რომელი ზღვის სანაპიროზეა ცნობილი კურორტები - ნიცა და კანი?

- ხმელთაშუა ზღვის.

- რომელი სახელმწიფოს დედაქალაქია ბეირუთი?

- არ ვიცი.

- ლიბანის. ბრაზილიის დედაქალაქი რომელია?

- ბრაზილია.

- ამ სახელმწიფოს მთელი კონტინენტი უკავია. მისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი ზღვის დონიდან 300 მეტრზე დაბლაა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მხრიდან წყალი აკრავს, მაინც ყველაზე მშრალ კონტინენტად ითვლება.

- ავსტრალია.

- რას ნიშნავს არაბული სიტყვა "აშუღი"?

- მიჯნურს, შეყვარებულს.

- "მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,/ ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც/ და ამოვწურო ეს სიმარტოვე,/ ეს ფორიაქი ამოუხსნელი./ გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,/ რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი./ მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს/ - კარგად იყავით. გმადლობთ. მშვიდობით!" ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ოთარ ჭილაძე.

- დაბოლოს, დაასრულე ბუასტის ცნობილი გამონათქვამი: "ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის წაკითხვის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს..."

- ვერ დავასრულებ.

- "...უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები