მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით არონია - პენსილვანიის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი
დავით არონია - პენსილვანიის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი

21 წლის და­ვით არო­ნია პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს. ოც­ნე­ბა - და­სავ­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღო, სწო­რედ ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის წყა­ლო­ბით აუხ­და: სწავ­ლის სა­ფა­სურს - წე­ლი­წად­ში 63 ათას დო­ლარს თა­ვად სას­წავ­ლე­ბე­ლი უფი­ნან­სებს. ცოტა ხნის წინ, ის სამ­შობ­ლო­ში გახ­ლდათ ჩა­მო­სუ­ლი - ერ­თთვი­ა­ნი არ­და­დე­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რა. შრო­მის­მოყ­ვა­რე ბიჭს დრო უქ­მად არც აქ და­უ­კარ­გავს: რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მო­და, ქარ­თველ მეც­ნი­ერ­თა ლექ­ცი­ებს ეს­წრე­ბო­და და ცოდ­ნის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბას ცდი­ლობ­და.

დათო რე­დაქ­ცი­ა­ში გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით მო­ვი­და. მი­თხრა: ახლა სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან მოვ­დი­ვარ, სა­დაც ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ლექ­ცი­ას და­ვეს­წა­რი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი რამ შე­ვი­ტყვე შოთა რუს­თა­ველ­ზეო.

- მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ. ფი­ლო­სო­ფი­ას, პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კას ვსწავ­ლობ. სამი სხვა­დას­ხვა სა­გა­ნი ერთ პროგ­რა­მა­შია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი: ეს მე­თო­დი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ი­ნერ­გა და შემ­დეგ წამ­ყვან­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა აი­ტა­ცეს. ფა­კულ­ტე­ტის სრუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა ასე­თია: ეთი­კა, პო­ლი­ტი­კა და ეკო­ნო­მი­კა. ჩვენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კას, მათ თან­წყო­ბა­სა და აქე­დან წარ­მო­შო­ბილ პრობ­ლე­მებს ვსწავ­ლობთ, ვა­ფა­სებთ ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდი ასეთ ცნო­ბილ და ძვი­რად ღი­რე­ბულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში?

- სა­შუ­ა­ლო სკო­ლა თბი­ლის­ში და­ვამ­თავ­რე. მე­ცხრე კლა­სი­დან ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ კი სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გავ­გზავ­ნე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სწავ­ლის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა და და­სავ­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა.

- რო­გორც ჩანს, წიგ­ნის კი­თხვა ძა­ლი­ან გიყ­ვარს...

- კი­თხვა ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და. მე­უბ­ნე­ბი­ან, - პა­ტა­რა­ო­ბი­სას რვე­უ­ლით დარ­ბო­დიო. თურ­მე, დე­დას ვეხ­ვე­წე­ბო­დი, ჩემ­თვის ასო­ე­ბი ეს­წავ­ლე­ბი­ნა. დე­დამ ჩა­მი­ნერ­გა წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი. თა­ვი­დან ის მირ­ჩევ­და სა­კი­თხავ ლი­ტე­რა­ტუ­რას. ქარ­თუ­ლი ენა, პო­ე­ზია დღემ­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. პა­ტივს ვცემ იმ ფი­ლო­სო­ფო­სებს, რომ­ლებ­საც ლა­კო­ნი­უ­რად შე­უძ­ლი­ათ აზ­რის გად­მო­ცე­მა. ყვე­ლა სა­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რას ვკი­თხუ­ლობ­დი, წიგ­ნებ­ში ღრმად ვი­ძი­რე­ბო­დი და ირ­გვლივ რა ხდე­ბო­და, ვერ ვამ­ჩნევ­დი. როცა ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი გა­სარ­თო­ბად მი­დი­ოდ­ნენ, მე წიგნს ვკი­თხუ­ლობ­დი.

- ბურ­თის თა­მაშ­სა და "ბირ­ჟა­ზე" უარს რომ ამ­ბობ­დი, მე­გობ­რე­ბი ამას რო­გორ ეგუ­ე­ბოდ­ნენ?

- "ბირ­ჟა" არ მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ბურ­თის თა­მაშს ვა­ხერ­ხებ­დი. სხვა­თა შო­რის, ჩემი მე­გობ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას კი­თხვა უყ­ვარს. უფრო ხში­რად, ნა­თე­სა­ვე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: და­ა­ნე­ბე წიგ­ნის კი­თხვას თავი, წა­მო­დი, ვი­თა­მა­შო­თო.

- შენს ძმა­საც უყ­ვარს წიგ­ნის კი­თხვა?

- მას გა­ნათ­ლე­ბულ და ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნად მი­ვიჩ­ნევ. წელს ისიც ამე­რი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და და სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო (წე­ლი­წად­ში 53 ათა­სი დო­ლა­რი და­უ­ფი­ნან­სეს)... შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს უამ­რა­ვი წიგ­ნი ჰქონ­დეს წა­კი­თხუ­ლი, მაგ­რამ ეს ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს - სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­რო­და­ნაც უნდა მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა, მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ანა­ლი­ზი გა­უ­კე­თო...

- პა­ტა­რა ასაკ­ში მო­გიხ­და სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა. უცხო გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა არ გა­გი­ჭირ­და?

- 18 წლის ვი­ყა­ვი, ამე­რი­კა­ში რომ წა­ვე­დი... ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლამ კარ­გი ბაზა მომ­ცა არა მარ­ტო ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მხრივ, არა­მედ მშობ­ლი­უ­რი ენის კუ­თხი­თაც: ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ის­ტო­რი­ა­შიც კარ­გად ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი; ამას და­ე­მა­ტა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი. ერთი სი­ტყვით, სკო­ლამ მო­მამ­ზა­და და­სავ­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თვის. ეს სკო­ლა აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლია და მისი პე­და­გო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას ამე­რი­კა­ში დიდი წონა აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტს: აქამ­დე ქარ­თვე­ლი ბა­კა­ლავ­რი სტუ­დენ­ტი არ ჰყო­ლი­ათ. იქ ას­წავ­ლის ერთი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­თა­ნაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. რო­გორც ვიცი, ადრე კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა სწავ­ლობ­და, მაგ­რამ ის მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში იყო... თა­ვი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­დავ­წყვი­ტე სწავ­ლა, მაგ­რამ მერე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შევ­ცვა­ლე. ხში­რად ვკი­თხუ­ლობ ძველ ფი­ლო­სო­ფი­ას; ბევ­რი ფი­ლო­სო­ფო­სი მე­გო­ბა­რი მყავს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გო­ნე­ბას ვა­ვარ­ჯი­შებ. ასე­ვე, სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ფე­ნო­მე­ნი და ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მუ­შა­ოც შე­მომ­თა­ვა­ზეს და ახლა სა­კუ­თა­რი ჯი­ბის ფუ­ლიც მაქვს. თა­ვი­დან ფსი­ქო­თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში ვმუ­შა­ობ­დი - ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო; სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი დავ­წე­რე, - ეს სფე­რო ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს-მეთ­ქი. როცა მი­ვე­დი, დამ­ცი­ნეს. ერთი წელი ვაქ­სე­რო­ქ­სებ­დი და ექ­სელ­ში შემ­ყავ­და ციფ­რე­ბი, მაგ­რამ სა­მუ­შაო პრაქ­ტი­კა მა­ინც მი­ვი­ღე. მე­ო­რე წელს უკე­თე­სი სა­მუ­შაო გა­მო­მიჩ­ნდა: პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­ნო­ზი­რე­ბის პროგ­რა­მა­ზე ვმუ­შა­ობ­დი. იქ ერ­თმა­ნეთს ადა­რე­ბენ სხვა­დას­ხვა მე­თოდს და ამ საქ­მე­ში ხუთი დიდი უნი­ვერ­სი­ტე­ტია ჩარ­თუ­ლი. პო­ლი­ტი­კო­სებს "შე­მო­აქვთ" კი­თხვე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა სტა­ტის­ტი­კუ­რი და მა­თე­მა­ტი­კუ­რი ტექ­ნი­კით ცდი­ლო­ბენ გან­სა­ზღვრონ, მოხ­დე­ბა თუ არა ესა თუ ის მოვ­ლე­ნა ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში. მერე ად­გე­ნენ ქუ­ლას და გე­უბ­ნე­ბი­ან, რამ­დე­ნად კარ­გი პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი ხარ; მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კის და­ტესტვაც.

- რო­გო­რია ამე­რი­კი­დან და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო?

- ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებთ, მაგ­რამ ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა შო­რი­დან რთუ­ლია. აქ ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ უფრო მეტი გა­ვი­გე და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვა­ლით და­ვი­ნა­ხე, რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და­მეხ­მარ­ნენ, რათა ყვე­ლა­ფერ­ში გავ­რკვე­უ­ლი­ყა­ვი, ვეს­წრე­ბი ლექ­ცი­ებ­საც. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იყო ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ლექ­ცია თე­მა­ზე - "რუს­თა­ვე­ლი და მსოფ­ლიო"; ასე­ვე და­ვეს­წა­რი ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის ლექ­ცი­ას - "პი­როვ­ნე­ბა ვაჟა-ფშა­ვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში". ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დი­ხარ?

- ადრე წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ჩა­მოვ­დი­ო­დი, მაგ­რამ ახლა წე­ლი­წად­ში ერთხელ, ერთი თვით ვა­ხერ­ხებ.

- აღგ­ვი­წე­რე ქა­ლა­ქი, რო­მელ­შიც ცხოვ­რობ...

- ვცხოვ­რობ ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში, სა­დაც ამე­რი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტს მო­ა­წე­რეს ხელი. ლა­მა­ზი, კულ­ტუ­რით მდი­და­რი ად­გი­ლია და რაც მთა­ვა­რია, მყუდ­რო გა­რე­მოა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ამე­რი­კის 50 შტა­ტი­დან არი­ან სტუ­დენ­ტე­ბი და თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნი­და­ნაც. სულ 10 ათა­სი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. გვას­წავ­ლი­ან დრო­ის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბას და მუდ­მი­ვად რა­ღა­ცას ვა­კე­თებთ. სხვა­თა შო­რის, მარ­ტო არას­დროს ვმე­ცა­დი­ნე­ობ. ვფიქ­რობ, უმ­ჯო­ბე­სია, გვერ­დით მო­ლა­პა­რა­კე გყავ­დეს და მას­თან ერ­თად, ღრმად გა­ი­აზ­რო წა­კი­თხუ­ლი; სწავ­ლის პრო­ცეს­ში მუდ­მი­ვად აზ­რთა გაც­ვლა-გა­მოც­ვლა უნდა იყოს... ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ი­დან ბევ­რი წა­ვი­და უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად. მა­გა­ლი­თად, ერთი ჩემი მე­გო­ბა­რი ბოს­ტონ­ში ცხოვ­რობს, მე­ო­რე - ოჰა­ი­ო­ში. მათ­თან შა­ბათ-კვი­რას მივ­დი­ო­დი ხოლ­მე. პირ­ველ წელს ნიუ-იორკში ექ­ვსჯერ ვი­ყა­ვი, ოჰა­ი­ო­ში - სამ­ჯერ, ბოს­ტონ­ში - ერთხელ. ამე­რი­კა­ში ჩას­ვლის პირ­ველ წელს ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ­დი, რად­გან სულს მი­ხუ­თავ­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო და ვცდი­ლობ­დი, სხვა­გან მე­პო­ვა შვე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მეც მსტუმ­რობ­დნენ ქარ­თვე­ლი ძმა­კა­ცე­ბი.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ამე­რი­კის რო­მე­ლი ქა­ლა­ქი მოგ­წონს?

- ბოს­ტო­ნი ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი ქა­ლა­ქია. ერთხელ სუფ­რას­თან ვის­ხე­დით და მე­გობ­რის მე­გო­ბა­რი, ინ­დო­ე­ლი გო­გო­ნა შე­მოგ­ვი­ერ­თდა. სა­დღეგ­რძე­ლოს ინ­გლი­სუ­რად ვამ­ბობ და უცებ მან ქარ­თუ­ლად მო­მა­ძა­ხა: "გა­უ­მარ­ჯოს!" გა­ვოგნ­დი. მერე ამიხ­სნეს, რომ თურ­მე, ქარ­თვე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და და იმ ბიჭ­მა ას­წავ­ლა ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ გო­გო­ნამ ბოს­ტონ­ში დაგვპა­ტი­ჟა და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გაგ­ვაც­ნო. ის ბიჭი ჩემი თბი­ლი­სე­ლი ძმა­კა­ცის ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა და ასე შე­იკ­რა ჩვენ გარ­შე­მო წრე. მოკ­ლედ, ქარ­თველს ყველ­გან შეხ­ვდე­ბი. პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი გოგო სწავ­ლობს. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია და ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით ხოლ­მე.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, მე­გობ­რე­ბი სად და რო­გორ ერ­თო­ბით?

- პას­პორ­ტში და­ბა­დე­ბის თა­რიღს თუ შეც­ვლი, შე­გიძ­ლია, ალ­კოჰო­ლი მი­ი­ღო, მო­ნა­ცე­მის შეც­ვლა და ქსე­რო­ქ­სის გა­და­ღე­ბა კი პრობ­ლე­მა არ არის. თუკი შენი მე­გო­ბა­რი სასმლის­გან ცუ­დად გახ­დე­ბა და მას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვან, უნი­ვერ­სი­ტე­ტი გაძ­ლევს გა­რან­ტი­ას, რომ შენი სა­ხე­ლი და გვა­რი ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ბა. მოკ­ლედ, იქ გაქვს უფ­ლე­ბა, კა­ნო­ნი და­არ­ღვიო და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნიც გინ­და, და­ლიო. ბავ­შვებს ნარ­კო­ტიკ­თა­ნაც აქვთ შე­ხე­ბა, მა­რი­ხუ­ა­ნას თა­ვად სტუ­დენ­ტე­ბი ყი­დი­ან...

- ცოტა რამ შენს ოჯახ­ზეც გვი­ამ­ბე.

- მყავს მშობ­ლე­ბი და ძმა. ჩემს ოჯახს არ ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­ვეშ­ვი. დედ-მა­მას დიდი შრო­მა და რე­სურ­სი აქვს ჩა­დე­ბუ­ლი ჩვენს გა­ნათ­ლე­ბა­ში. ბევრ რა­მეს იკ­ლებ­დნენ, მაგ­რამ ჩვენ ხელს გვი­წყობ­დნენ. პირ­ველ კურ­სზე რომ ვი­ყა­ვი, ფულს მიგ­ზავ­ნიდ­ნენ, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, მქონ­და უნა­რი, სა­კუ­თა­რი შრო­მით გა­მო­მე­მუ­შა­ვე­ბი­ნა სა­ჭი­რო თან­ხა და მშობ­ლებს ვუ­თხა­რი, - აღარ შე­წუხ­დეთ-მეთ­ქი.

- რო­გორც ვიცი, ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზეც უკ­რავ...

- ამე­რი­კა­ში სა­ლა­მუ­რი წა­ვი­ღე და უცხო ქვე­ყა­ნა­ში ხში­რად ვუკ­რავ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, 2 წელი ერთ-ერთ ბენდში ბას-გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ­დი. გი­ტა­რა­ზეც კარ­გად ვუკ­რავ. მიყ­ვარს გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კის მოს­მე­ნა, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უ­ბა­რი, ქა­ლა­ქებ­ში სე­ირ­ნო­ბა და ხე­ტი­ა­ლი.

- სწავ­ლას ამ­თავ­რებ. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებ თუ თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას ამე­რი­კა­ში შე­ეც­დე­ბი?

- სამ­შობ­ლო­ში სა­ბო­ლო­ოდ მა­შინ დავ­ბრუნ­დე­ბი, როცა მზად ვიქ­ნე­ბი, ქვეყ­ნის­თვის რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ვა­კე­თო. მა­ნამ­დე მსურს, მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში ვის­წავ­ლო... მინ­და, ბევ­რი ვიშ­რო­მო და შემ­დეგ ვნა­ხოთ, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა ჩემი მო­მა­ვა­ლი.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დავით არონია - პენსილვანიის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი

დავით არონია - პენსილვანიის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი

21 წლის დავით არონია პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს. ოცნება - დასავლური განათლება მიეღო, სწორედ ამ უნივერსიტეტის წყალობით აუხდა: სწავლის საფასურს - წელიწადში 63 ათას დოლარს თავად სასწავლებელი უფინანსებს. ცოტა ხნის წინ, ის სამშობლოში გახლდათ ჩამოსული - ერთთვიანი არდადეგები საქართველოში გაატარა. შრომისმოყვარე ბიჭს დრო უქმად არც აქ დაუკარგავს: როგორც კი საშუალება მიეცემოდა, ქართველ მეცნიერთა ლექციებს ესწრებოდა და ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობდა.

დათო რედაქციაში გაბრწყინებული თვალებით მოვიდა. მითხრა: ახლა საჯარო ბიბლიოთეკიდან მოვდივარ, სადაც ლევან ბერძენიშვილის ლექციას დავესწარი და აღფრთოვანებული ვარ, ბევრი რამ შევიტყვე შოთა რუსთაველზეო.

- მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. ფილოსოფიას, პოლიტიკასა და ეკონომიკას ვსწავლობ. სამი სხვადასხვა საგანი ერთ პროგრამაშია გაერთიანებული: ეს მეთოდი დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტში დაინერგა და შემდეგ წამყვანმა უნივერსიტეტებმა აიტაცეს. ფაკულტეტის სრული დასახელება ასეთია: ეთიკა, პოლიტიკა და ეკონომიკა. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკას, მათ თანწყობასა და აქედან წარმოშობილ პრობლემებს ვსწავლობთ, ვაფასებთ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

- როგორ აღმოჩნდი ასეთ ცნობილ და ძვირად ღირებულ უნივერსიტეტში?

- საშუალო სკოლა თბილისში დავამთავრე. მეცხრე კლასიდან ამერიკულ აკადემიაში ვსწავლობდი, შემდეგ კი საკუთარი მონაცემები ამერიკულ უნივერსიტეტებში გავგზავნე. საბედნიეროდ, პენსილვანიის უნივერსიტეტმა სწავლის სრული დაფინანსება შემომთავაზა და დასავლური განათლების მიღების შესაძლებლობა მომცა.

- როგორც ჩანს, წიგნის კითხვა ძალიან გიყვარს...

- კითხვა ბავშვობიდან მიყვარდა. მეუბნებიან, - პატარაობისას რვეულით დარბოდიო. თურმე, დედას ვეხვეწებოდი, ჩემთვის ასოები ესწავლებინა. დედამ ჩამინერგა წიგნის სიყვარული. თავიდან ის მირჩევდა საკითხავ ლიტერატურას. ქართული ენა, პოეზია დღემდე ძალიან მიყვარს. პატივს ვცემ იმ ფილოსოფოსებს, რომლებსაც ლაკონიურად შეუძლიათ აზრის გადმოცემა. ყველა სახის ლიტერატურას ვკითხულობდი, წიგნებში ღრმად ვიძირებოდი და ირგვლივ რა ხდებოდა, ვერ ვამჩნევდი. როცა ჩემი დეიდაშვილები და მეგობრები გასართობად მიდიოდნენ, მე წიგნს ვკითხულობდი.

- ბურთის თამაშსა და "ბირჟაზე" უარს რომ ამბობდი, მეგობრები ამას როგორ ეგუებოდნენ?

- "ბირჟა" არ მიყვარდა, მაგრამ ბურთის თამაშს ვახერხებდი. სხვათა შორის, ჩემი მეგობრების უმრავლესობას კითხვა უყვარს. უფრო ხშირად, ნათესავები მეუბნებოდნენ: დაანებე წიგნის კითხვას თავი, წამოდი, ვითამაშოთო.

- შენს ძმასაც უყვარს წიგნის კითხვა?

- მას განათლებულ და ჭკვიან ადამიანად მივიჩნევ. წელს ისიც ამერიკის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და სრული დაფინანსება მიიღო (წელიწადში 53 ათასი დოლარი დაუფინანსეს)... შეიძლება, ადამიანს უამრავი წიგნი ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - სოციალური სფეროდანაც უნდა მიიღო განათლება, მიღებულ ინფორმაციას ანალიზი გაუკეთო...

- პატარა ასაკში მოგიხდა საზღვარგარეთ წასვლა. უცხო გარემოსთან შეგუება არ გაგიჭირდა?

- 18 წლის ვიყავი, ამერიკაში რომ წავედი... ამერიკულ აკადემიაში სწავლამ კარგი ბაზა მომცა არა მარტო ზოგადი განათლების მიღების მხრივ, არამედ მშობლიური ენის კუთხითაც: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაშიც კარგად ვიყავი მომზადებული; ამას დაემატა კრიტიკული აზროვნების უნარი. ერთი სიტყვით, სკოლამ მომამზადა დასავლური განათლებისთვის. ეს სკოლა აკრედიტებულია და მისი პედაგოგების რეკომენდაციას ამერიკაში დიდი წონა აქვს. რაც შეეხება პენსილვანიის უნივერსიტეტს: აქამდე ქართველი ბაკალავრი სტუდენტი არ ჰყოლიათ. იქ ასწავლის ერთი ქართველი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. როგორც ვიცი, ადრე კიდევ ერთი ქართველი გოგონა სწავლობდა, მაგრამ ის მაგისტრატურაში იყო... თავიდან საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გადავწყვიტე სწავლა, მაგრამ მერე გადაწყვეტილება შევცვალე. ხშირად ვკითხულობ ძველ ფილოსოფიას; ბევრი ფილოსოფოსი მეგობარი მყავს და ამ მიმართულებით გონებას ვავარჯიშებ. ასევე, სულ მაინტერესებდა ადამიანი, როგორც ფენომენი და ადამიანებს შორის ურთიერთობა. უნივერსიტეტში სამუშაოც შემომთავაზეს და ახლა საკუთარი ჯიბის ფულიც მაქვს. თავიდან ფსიქოთერაპიის დეპარტამენტში ვმუშაობდი - ეს ჩემი არჩევანი იყო; სამოტივაციო წერილი დავწერე, - ეს სფერო ძალიან მაინტერესებს-მეთქი. როცა მივედი, დამცინეს. ერთი წელი ვაქსეროქსებდი და ექსელში შემყავდა ციფრები, მაგრამ სამუშაო პრაქტიკა მაინც მივიღე. მეორე წელს უკეთესი სამუშაო გამომიჩნდა: პოლიტიკური პროგნოზირების პროგრამაზე ვმუშაობდი. იქ ერთმანეთს ადარებენ სხვადასხვა მეთოდს და ამ საქმეში ხუთი დიდი უნივერსიტეტია ჩართული. პოლიტიკოსებს "შემოაქვთ" კითხვები და სტუდენტები სხვადასხვა სტატისტიკური და მათემატიკური ტექნიკით ცდილობენ განსაზღვრონ, მოხდება თუ არა ესა თუ ის მოვლენა ამა თუ იმ ქვეყანაში. მერე ადგენენ ქულას და გეუბნებიან, რამდენად კარგი პოლიტიკური ექსპერტი ხარ; მიმდინარეობს სხვადასხვა ტექნიკის დატესტვაც.

- როგორია ამერიკიდან დანახული საქართველო?

- ბუნებრივია, ინფორმაციას ვიღებთ, მაგრამ ანალიზის გაკეთება შორიდან რთულია. აქ ჩამოსვლის შემდეგ უფრო მეტი გავიგე და სამოქალაქო საზოგადოების თვალით დავინახე, რეალურად რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. სკოლის მასწავლებლებიც დამეხმარნენ, რათა ყველაფერში გავრკვეულიყავი, ვესწრები ლექციებსაც. არაჩვეულებრივი იყო ლევან ბერძენიშვილის ლექცია თემაზე - "რუსთაველი და მსოფლიო"; ასევე დავესწარი ლევან გიგინეიშვილის ლექციას - "პიროვნება ვაჟა-ფშაველას ცხოვრებაში". ძალიან კმაყოფილი ვარ.

- საქართველოში ხშირად ჩამოდიხარ?

- ადრე წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი, მაგრამ ახლა წელიწადში ერთხელ, ერთი თვით ვახერხებ.

- აღგვიწერე ქალაქი, რომელშიც ცხოვრობ...

- ვცხოვრობ ფილადელფიაში, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის აქტს მოაწერეს ხელი. ლამაზი, კულტურით მდიდარი ადგილია და რაც მთავარია, მყუდრო გარემოა. უნივერსიტეტში ამერიკის 50 შტატიდან არიან სტუდენტები და თითქმის ყველა ქვეყნიდანაც. სულ 10 ათასი სტუდენტი სწავლობს. გვასწავლიან დროის სწორად გამოყენებას და მუდმივად რაღაცას ვაკეთებთ. სხვათა შორის, მარტო არასდროს ვმეცადინეობ. ვფიქრობ, უმჯობესია, გვერდით მოლაპარაკე გყავდეს და მასთან ერთად, ღრმად გაიაზრო წაკითხული; სწავლის პროცესში მუდმივად აზრთა გაცვლა-გამოცვლა უნდა იყოს... ამერიკული აკადემიიდან ბევრი წავიდა უცხოეთში სასწავლებლად. მაგალითად, ერთი ჩემი მეგობარი ბოსტონში ცხოვრობს, მეორე - ოჰაიოში. მათთან შაბათ-კვირას მივდიოდი ხოლმე. პირველ წელს ნიუ-იორკში ექვსჯერ ვიყავი, ოჰაიოში - სამჯერ, ბოსტონში - ერთხელ. ამერიკაში ჩასვლის პირველ წელს ბევრს ვმოგზაურობდი, რადგან სულს მიხუთავდა უნივერსიტეტში არსებული გარემო და ვცდილობდი, სხვაგან მეპოვა შვება. საბედნიეროდ, მეც მსტუმრობდნენ ქართველი ძმაკაცები.

- განსაკუთრებულად ამერიკის რომელი ქალაქი მოგწონს?

- ბოსტონი ჩემთვის უსაყვარლესი ქალაქია. ერთხელ სუფრასთან ვისხედით და მეგობრის მეგობარი, ინდოელი გოგონა შემოგვიერთდა. სადღეგრძელოს ინგლისურად ვამბობ და უცებ მან ქართულად მომაძახა: "გაუმარჯოს!" გავოგნდი. მერე ამიხსნეს, რომ თურმე, ქართველი შეყვარებული ჰყავდა და იმ ბიჭმა ასწავლა ქართული სიტყვები. მოგვიანებით ამ გოგონამ ბოსტონში დაგვპატიჟა და შეყვარებული გაგვაცნო. ის ბიჭი ჩემი თბილისელი ძმაკაცის ახლობელი აღმოჩნდა და ასე შეიკრა ჩვენ გარშემო წრე. მოკლედ, ქართველს ყველგან შეხვდები. პენსილვანიის უნივერსიტეტში ერთადერთი ქართველი გოგო სწავლობს. ძალიან ჭკვიანი ადამიანია და ერთმანეთს ვეხმარებით ხოლმე.

- საინტერესოა, მეგობრები სად და როგორ ერთობით?

- პასპორტში დაბადების თარიღს თუ შეცვლი, შეგიძლია, ალკოჰოლი მიიღო, მონაცემის შეცვლა და ქსეროქსის გადაღება კი პრობლემა არ არის. თუკი შენი მეგობარი სასმლისგან ცუდად გახდება და მას საავადმყოფოში მიიყვან, უნივერსიტეტი გაძლევს გარანტიას, რომ შენი სახელი და გვარი ანონიმურად დარჩება. მოკლედ, იქ გაქვს უფლება, კანონი დაარღვიო და უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რამდენიც გინდა, დალიო. ბავშვებს ნარკოტიკთანაც აქვთ შეხება, მარიხუანას თავად სტუდენტები ყიდიან...

- ცოტა რამ შენს ოჯახზეც გვიამბე.

- მყავს მშობლები და ძმა. ჩემს ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, რომ სასწავლებლად ამერიკაში გავეშვი. დედ-მამას დიდი შრომა და რესურსი აქვს ჩადებული ჩვენს განათლებაში. ბევრ რამეს იკლებდნენ, მაგრამ ჩვენ ხელს გვიწყობდნენ. პირველ კურსზე რომ ვიყავი, ფულს მიგზავნიდნენ, მაგრამ მერე მივხვდი, მქონდა უნარი, საკუთარი შრომით გამომემუშავებინა საჭირო თანხა და მშობლებს ვუთხარი, - აღარ შეწუხდეთ-მეთქი.

- როგორც ვიცი, ინსტრუმენტებზეც უკრავ...

- ამერიკაში სალამური წავიღე და უცხო ქვეყანაში ხშირად ვუკრავ. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, 2 წელი ერთ-ერთ ბენდში ბას-გიტარაზე ვუკრავდი. გიტარაზეც კარგად ვუკრავ. მიყვარს გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა, საინტერესო ადამიანებთან საუბარი, ქალაქებში სეირნობა და ხეტიალი.

- სწავლას ამთავრებ. საქართველოში დაბრუნებას აპირებ თუ თავის დამკვიდრებას ამერიკაში შეეცდები?

- სამშობლოში საბოლოოდ მაშინ დავბრუნდები, როცა მზად ვიქნები, ქვეყნისთვის რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთო. მანამდე მსურს, მაგისტრატურაში ვისწავლო... მინდა, ბევრი ვიშრომო და შემდეგ ვნახოთ, როგორ წარიმართება ჩემი მომავალი.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია