პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა წულუკიძემ სიყვარულის ობიექტი იპოვა - "დედა უამრავ შენიშვნას მაძლევს"
ნიკა წულუკიძემ სიყვარულის ობიექტი იპოვა - "დედა უამრავ შენიშვნას მაძლევს"

თე­ატრმ­ცოდ­ნე ნიკა წუ­ლუ­კი­ძე რომ მრა­ვალ­მხრივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და სა­კუ­თა­რი თავი არა­ერთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­ცა­და, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ამ ნი­ჭი­ე­რი კა­ცის ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ერთი სი­ახ­ლეა: გა­სულ კვი­რას კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სარ­ე­კო­მენ­და­ციო საბ­ჭო­ში მისი კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნეს, რა­საც ქარ­თულ­მა თე­ატ­რა­ლურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თხმად და­უ­ჭი­რა მხა­რი. გა­დავ­წყვი­ტე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­მეც­ნო ნი­კას დედა, ქალ­ბა­ტო­ნი დოდო, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა: აქამ­დე ჩემი შვი­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არ მი­ლა­პა­რა­კია და ახლა უჩ­ვე­უ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მი­წევს ყოფ­ნაო.

- სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში (ყო­ფი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრი) მისი და­არ­სე­ბის დღი­დან ვმუ­შა­ობ. სა­კუ­თა­რი საქ­მე მიყ­ვარს... წუ­ლუ­კი­ძე­ებს ძა­ლი­ან უნ­დო­დათ, რომ ვაჟი, გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი ჰყო­ლო­დათ და ნი­კო­ლო­ზის და­ბა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლით მა­მა­მი­სი მე­ცხრე ცაზე დაფ­რი­ნავ­და. ჩვე­ნი გო­გო­ნა ნი­კა­ზე სამი წლით უმ­ცრო­სია. ქრის­ტი­ნა პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, ბან­კში მუ­შა­ობს.

- რას იტყვით თქვენს პო­პუ­ლა­რულ ვაჟ­ზე?

- თე­ატ­რი­სად­მი ინ­ტე­რესს ნიკა ბავ­შვო­ბი­დან­ვე იჩენ­და, მაგ­რამ მა­შინ მო­და­ში იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი იყო და ჩვენც გვინ­დო­და, ნი­კას იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღო; ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, ბე­ბი­ა­მისს (მა­მის დედა) სურ­და, რო­მე­ლიც შვი­ლიშ­ვი­ლის აღ­ზრდა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. ნი­კო­ლო­ზი ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდს სო­ფელ ღა­ნირ­ში, ბე­ბი­ას­თან ატა­რებ­და. ვფიქ­რობ, რომ მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლი, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბის უნა­რი, რაც მას აქვს, სწო­რედ იქ, სოფ­ლის უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტით ის­წავ­ლა. თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ბავ­შვი იყო და კარ­გი იუ­მო­რიც ჰქონ­და. გარ­შე­მო მყოფ ბავ­შვებ­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენ­და. სა­დაც ის იყო, მუდ­მი­ვად სი­ცილ-ხარ­ხა­რი ის­მო­და. სხვა­თა შო­რის, ჩემი დე­დამ­თი­ლი ნი­კას თავს გა­დახ­დე­ნილ ამ­ბებს სულ იწერ­და...

ნიკა:

- ბე­ბოს ჩემ შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­და. ის კი არა, შე­ნა­ხუ­ლი ჰქონ­და ჩემი პირ­ვე­ლად მოჭ­რი­ლი ფრჩხი­ლი, პირ­ვე­ლად შეჭ­რი­ლი თმა... ჩა­წე­რი­ლი ჰქონ­და ის ბგე­რა, რაც პირ­ვე­ლად ვთქვი, ასე­ვე - პირ­ვე­ლი სი­ტყვა, პირ­ვე­ლი ფრა­ზა. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი და­თა­რი­ღე­ბუ­ლი იყო.

დოდო:

- დე­დამ­თი­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბის კი­თხვი­სას ახ­ლაც ცრემ­ლე­ბი მომ­დის. სა­ო­ცა­რი ქალ­ბა­ტო­ნი იყო.

ნიკა:

- ბებო სულ იმას მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მთა­ვა­რია ღირ­სე­ბა! ადა­მი­ან­მა საქ­მის და­წყე­ბა რომ იცის, დამ­თავ­რე­ბაც უნდა იცო­დეს, თა­ნაც - კაცს იუ­მო­რიც სჭირ­დე­ბაო. მან სე­რი­ო­ზუ­ლად იზ­რუ­ნა ჩემს პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. გარ­და იმი­სა, რომ მე­უბ­ნე­ბო­და, თუ რო­გო­რი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და რო­გორ უნდა მე­ცხოვ­რა, ჩა­ნა­წე­რებ­საც აკე­თებ­და, რო­მე­ლიც შემ­დეგ ან­დერ­ძი­ვით და­მი­ტო­ვა. ბრძე­ნი და მო­აზ­როვ­ნე ქალი იყო.

დოდო:

- ძა­ლი­ან უყ­ვარ­და რა­დიო; სულ ჩარ­თუ­ლი ჰქონ­და, უს­მენ­და (ალ­ბათ ისიც სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ნიკა დღეს რა­დი­ო­ში მუ­შა­ობს) და ამ­ბობ­და, - ტე­ლე­ვი­ზო­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რა­დიო დი­ა­სახ­ლისს დროს არ აკარ­გვი­ნებს, შე­უძ­ლია, ჩარ­თუ­ლი ჰქონ­დეს, მო­უს­მი­ნოს და პა­რა­ლე­ლუ­რად საქ­მეც აკე­თო­სო. რა­დი­ო­დან მოს­მე­ნილ ამ­ბებ­სა თუ სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს იწერ­და და მერე ოჯა­ხის წევ­რებს გვი­ზი­ა­რებ­და.

- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ ნი­კას თე­ატ­რი ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და..

- სუს­ტი ბავ­შვი იყო, ხში­რად ავად­მყო­ფობ­და, ამი­ტომ 3 წლის ასაკ­ში ფი­გუ­რულ სრი­ალ­ზე მი­ვიყ­ვა­ნეთ. მე­გობ­რე­ბი იქაც გა­ი­ჩი­ნა... "პლე­ხა­ნოვ­ზე", 24-ე სკო­ლა­ში შე­ვიყ­ვა­ნეთ. თურ­მე, ერთხელ სკო­ლი­დან გა­მო­სუ­ლი "არ­ტოს ბაღ­ში" წა­ვი­და და ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სორ ლაშა გოგ­ნი­აშ­ვილ­თან, თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­ა­ში ჩა­ე­წე­რა. სხვა­თა შო­რის, იქ კარგ სპექ­ტაკ­ლებს დგამ­დნენ და თე­ატ­რში პირ­ვე­ლი ნათ­ლო­ბა მანდ მი­ი­ღო; მერე პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში, თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­ა­ში მი­ვი­და. ივე­ტა ტყაბ­ლა­ძის ჯგუფ­ში იყო. ფა­ნა­ტი­კუ­რად გახ­ლდათ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­ზე. რეს­პუბ­ლი­კურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სწო­რედ ამ მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე და­ა­მუ­შა­ვა თემა და გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც. მერე ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფი­კო სა­სახ­ლე­ში მი­იწ­ვი­ეს, 60 წლის იუ­ბი­ლე გა­და­უ­ხა­დეს. ცხა­დია, სა­ღა­მოს მო­წყო­ბა­ში ნი­კაც აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი...

- ალ­ბათ ბავ­შვო­ბა­ში თბი­ლი­სის თე­ატ­რებ­ში სპექ­ტაკ­ლებ­ზეც და­დი­ო­და.

ნიკა:

- სულ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ვი­ყა­ვი. ერთი სპექ­ტაკ­ლი რამ­დენ­ჯერ­მე მაქვს ნა­ნა­ხი. მა­შინ მთელ თბი­ლის­ში ბნე­ლო­და, ცი­ო­და და თე­ატ­რი იყო ის ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, რო­მე­ლიც თბე­ბო­და. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ჩემი სკა­მი მქონ­და. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, დარ­ბაზ­ში 4-5 მა­ყუ­რე­ბე­ლი ვმსხდარ­ვართ. მახ­სოვს, ერთხელ "სახ­ლის ან­გე­ლო­ზებს" თა­მა­შობ­დნენ და გუ­რან­და გა­ბუ­ნი­ამ სცე­ნი­დან იკი­თხა, - ჩვე­ნი ბიჭი სად არი­სო? ჩემს სკამ­ზე რომ ვერ და­მი­ნა­ხა, გა­უკ­ვირ­და. არა­და, იქ ვი­ყა­ვი, უბ­რა­ლოდ, სხვა­გან ვი­ჯე­ქი (იცი­ნის).

- იუ­რის­ტო­ბის­თვის ამ­ზა­დებ­დით, მან კი გა­და­წყვი­ტა, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა - ამ ამ­ბავს რო­გორ შე­ე­გუ­ეთ?

დოდო:

- არ გვინ­დო­და, მაგ­რამ ისიც ვი­ცო­დით, რომ მას­თან შებ­რძო­ლე­ბას აზრი არ ჰქონ­და. გა­მოგ­ვი­ცხა­და, - სა­დაც მინ­და, იქ თუ არ ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნებთ, სახ­ლი­დან წა­ვა­ლო... სიმ­ღე­რა­ში გა­მოც­და უნდა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, მე კი მუ­სი­კა­ში მო­სამ­ზა­დებ­ლად თა­მუ­ნა არჩვა­ძეს­თან მი­ვიყ­ვა­ნე.

ნიკა:

- სმე­ნის ნა­ტა­მა­ლი არ მქონ­და. თა­მუ­ნამ ნო­ტე­ბი რომ და­მიკ­რა, ვერ გა­ვი­მე­ო­რე. მი­თხრა, - ვერ მო­გამ­ზა­დებ, აზრი არ აქ­ვსო. წა­მოს­ვლი­სას მკი­თხა, - რას ფიქ­რობ, გა­მოც­და­ზე რა უნდა იმ­ღე­როო? - კლა­სე­ლის დე­დამ "ღვი­ნოვ, კა­ხუ­რო" მო­მამ­ზა­დე­ბი­ნა და ამას ვიმ­ღე­რებ-მეთ­ქი. გა­გიჟ­და: სმე­ნა არ გაქვს და ამას რო­გორ შეძ­ლე­ბო? - ვიმ­ღე­რებ-მეთ­ქი. ინ­სტრუ­მენტს მი­უჯ­და და დაკ­ვრა და­ი­წყო. მეც დავ­ჭე­ქე. სიმ­ღე­რა ინ­ტო­ნა­ცი­ე­ბით მქონ­და და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი... სიმ­ღე­რა რომ და­ვას­რუ­ლე, მი­თხრა: კარ­გი, გა­მე­ცა­დი­ნე­ბო.

- თუ გახ­სოვს, მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე რა ეტი­უ­დი შეგ­ხვდა?

- გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ მი­თხრა: ბა­ლე­ტი იცეკ­ვე და "ღვი­ნოვ, კა­ხუ­რო" ისე იმ­ღე­რეო. ამ რთულ და­ვა­ლე­ბას თავი კი გა­ვარ­თვი, მაგ­რამ მი­თხრა: ახლა ისე იმ­ღე­რე, ქვე­ტექ­სტით მი­თხა­რი, ღვი­ნო სა­წამ­ლა­ვია და თან - ბა­ლე­ტის ცეკ­ვა არ შე­წყვი­ტოო. იმ პე­რი­ოდ­ში მა­გა­რი ბუ­თხუ­ზა ვი­ყა­ვი. ჰოდა, წარ­მო­იდ­გი­ნე, რო­გორ ვი­ცეკ­ვებ­დი... სა­ცეკ­ვაო ნომ­რად "მთი­უ­ლუ­რი" მქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რა­შიც მა­მა­ჩე­მი სე­რი­ო­ზუ­ლად და­მეხ­მა­რა. რო­დე­საც ცეკ­ვა­ზე მიდ­გა საქ­მე, შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ამ მკი­თხა, - ცეკ­ვა­ში რო­გორ გაქვს საქ­მეო? - კარ­გად, "მთი­უ­ლუ­რი" უნდა ვი­ცეკ­ვო-მეთ­ქი. კონ­ცერ­ტმა­ის­ტერ­მა დაკ­ვრა და­ი­წყო, მე კი "მთი­უ­ლუ­რი" ისე ენერ­გი­უ­ლად დავ­ცხე, ისე­თი ბუქ­ნე­ბი გა­ვა­კე­თე, რომ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი სი­ცი­ლის­გან იგუ­დე­ბოდ­ნენ. გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ხარ­ხა­რი ახ­ლაც ყურ­ში ჩა­მეს­მის. მოკ­ლედ, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვი­რი­ცხე.

- მერე თე­ატრმ­ცოდ­ნე რო­გორ გახ­დი?

- გოგი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სას­წავ­ლებ­ლი­დან გა­მო­მაგ­დო... არა­და, მშობ­ლე­ბის­თვის უნდა და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე და ამის­თვის თავს არ ვზო­გავ­დი; სე­რი­ო­ზუ­ლად ვმუ­შა­ობ­დი, წო­ნა­შიც 25 კილო და­ვი­კე­ლი, სპექ­ტაკ­ლებ­ში ვთა­მა­შობ­დი, ვცეკ­ვავ­დი კოტე ფურ­ცე­ლა­ძეს­თან, "ვერ­ნი­სა­ჟის" მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­თან ერ­თად... მაგ­რამ გოგი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მი­თხრა: შენი ად­გი­ლი თე­ატ­რში არის, მაგ­რამ არა - სცე­ნა­ზე. მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი ხარ და პრო­ფე­სია უნდა შე­იც­ვა­ლოო. მისი სი­ტყვე­ბი რის­ხვა­სა­ვით და­მა­ტყდა თავს, ლა­მის გავ­გიჟ­დი. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის­გან რომ მოვ­დი­ო­დი, ვფიქ­რობ­დი, - მტკვარ­ში გა­დავ­ხტე­ბი-მეთ­ქი. მთე­ლი ბავ­შვო­ბის ნა­ოც­ნე­ბა­რი გა­მიქ­რა, თან იმა­ზე ვდარ­დობ­დი, - ეს ყვე­ლა­ფე­რი მშობ­ლებს რო­გორ ავუხ­სნა-მეთ­ქი? ფიქ­რებ­ში გარ­თულს თე­ატრმ­ცოდ­ნე ვასო კიკ­ნა­ძე შემ­ხვდა, რო­მელ­მაც მი­თხრა: - თუ თე­ატრმ­ცოდ­ნე­ო­ბა­ზე ჩა­ა­ბა­რებ, შენ გამო ჯგუფს ავიყ­ვა­ნო... მოკ­ლედ, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხე­ლახ­ლა ჩა­ვა­ბა­რე. მახ­სოვს, თა­ვი­სუ­ფა­ლი თემა: "ჩე­მო­დან­ზე შე­მომ­ჯდა­რი თა­ო­ბა" დავ­წე­რე და მა­შინ პირ­ვე­ლად წა­ვი­კი­თხე ჩემი იგავ-არა­კი - "მე­ოც­ნე­ბე ბა­ჭია". ვასო კიკ­ნა­ძეს­თან ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, ეს უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლია. თე­ატრმ­ცოდ­ნე­ო­ბა­ზე სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ზოგ­ჯერ სპექ­ტაკ­ლებ­შიც ვთა­მა­შობ­დი. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი წლე­ბის შემ­დეგ და­ვა­ფა­სე.

- ქალ­ბა­ტო­ნო დოდო, ნიკა რო­გო­რი შვი­ლია?

დოდო:

- ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია და სი­ურპრი­ზე­ბის მო­ძღვნაც უყ­ვარს. კარ­გი შვი­ლია.

- რაზე კა­მა­თობთ?

ნიკა:

- რა­ზეც ყვე­ლა ორი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნი...

დოდო:

- თე­ატ­რის კრი­ტი­კო­სის კრი­ტი­კო­სი ვარ.

ნიკა:

- ვერ ვი­ტან ტე­ლე­ეკ­რან­ზე სა­კუ­თა­რი თა­ვის ყუ­რე­ბას, თუ ოთახ­ში დე­და­ჩე­მია. - ხელი რო­გორ ას­წიე? ეს რა თქვი? - უამ­რავ შე­ნიშ­ვნას მაძ­ლევს...

დოდო:

- პირ­ველ ხა­ნებ­ში, როცა რა­დი­ო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მე და ჩემი ქმა­რი ვის­ხე­დით და მის შეც­დო­მებს ვი­წერ­დით. მე თუ არ მი­ვე­ცი შე­ნიშ­ვნა, სხვა ვინ რას ეტყვის?

ნიკა:

- ხომ გახ­სოვთ, რო­გო­რი მძი­მე იყო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის 90-იანი წლე­ბი. ჰოდა, იმ პე­რი­ოდ­ში მშობ­ლებს დავ­ყავ­დი: ფი­გუ­რულ სრი­ალ­ზე, ცურ­ვა­ზე, მუ­სი­კა­ზე, სიმ­ღე­რა­ზე, ცეკ­ვა­ზე, აი­კი­დო­ზე, კა­რა­ტე­ზე...

დოდო:

- აი­კი­დო­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და დიპ­ლო­მიც აქვს. მინ­დო­და, ბევ­რი რამ სცოდ­ნო­და, ბევრ რა­მე­ში ჰქო­ნო­და გა­მოც­დი­ლე­ბა... სხვა­თა შო­რის, ჩვე­ნი სა­მა­გი­დო წიგ­ნი მსოფ­ლი­ოს რუკა იყო.

ნიკა:

- მამა ყო­ველ­დღე გა­მოც­დას მი­წყობ­და და დღე­ში ერთი რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის შე­სა­ხებ უამ­რავ კი­თხვას მის­ვამ­და, ამის წყა­ლო­ბით კი გე­ოგ­რა­ფია კარ­გად ვიცი. ასე­ვე, დღე­ში 10 უცხო სი­ტყვა უნდა მეს­წავ­ლა და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. ტე­ლე­ეკ­რან­ზე კინო სუბტიტ­რე­ბით რომ გა­დი­ო­და, მისი წა­კი­თხვა ორ­ჯერ უნდა მო­მეს­წრო. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია კარ­გად რომ მეს­წავ­ლა, მე და მა­მამ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის "კარ­დი­ოგ­რა­მა" (ან­ტი­კუ­რი ხა­ნი­დან 2000 წლამ­დე) გა­ვა­კე­თეთ, რა­საც მთე­ლი ზა­ფხუ­ლი მო­ვან­დო­მეთ. ლე­ვან სა­ნი­კი­ძის ნა­მუ­შევ­რე­ბი ჩემს სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბად იქცა...

- მოკ­ლედ, მამა თურ­მე სპარ­ტე­ლი­ვით გზრდი­და და გწვრთნი­და...

- ჰო, ასე იყო. აღ­მა­შე­ნებ­ლის #108 კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლე­ბი და­მე­მოწ­მე­ბი­ან, რომ ყო­ველ დი­ლით, ქარ­ში, მზე­ში, თოვლში, წვი­მა­ში აი­ვან­ზე წელ­ზე­ვით შიშ­ველს უნდა მე­ვარ­ჯი­შა; თოვლში ეზო­ში უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი და ტანი და­მე­ზი­ლა. ერთხელ ჰან­ტე­ლე­ბი დავ­მა­ლე, - არ ამა­წე­ვი­ნოს-მეთ­ქი და თურ­მე, ფან­ჯრი­დან მი­ყუ­რებ­და. ადგა და ერთ ხელ­ში ხორ­ცის და­საჭ­რე­ლი მორი და­მა­ჭე­რი­ნა, მე­ო­რე­ში ხორ­ცის სა­კე­პი მან­ქა­ნა, წონა გა­ა­თა­ნაბ­რა და ისე მა­ვარ­ჯი­შა.

- რა დღე­ში ყო­ფილ­ხარ...

- სიმ­წა­რე მაქვს გავ­ლი­ლი, სიმ­წა­რე (იცი­ნის). ზა­ფხულ­ში მა­მას­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლა მე­სიკ­ვდი­ლე­ბო­და. სარფში დავ­ყავ­დი და მა­ი­ძუ­ლებ­და, ზღვა­ში თა­ვით გა­დავმხტა­რი­ყა­ვი. ერთხელ პა­ტა­რა ხე აიღო, ბზარ­ში 10-ლა­რი­ა­ნი ჩადო და ზღვა­ში გა­და­აგ­დო, ფული კი მიყ­ვარ­და და ამო­სა­ტა­ნად უცებ გა­და­ვეშ­ვი (იცი­ნის)...

- ახლა, როცა ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ, რას გე­უბ­ნე­ბა?

- ახლა უკვე ყვე­ლა­ფერ­ში მენ­დო­ბა.

დოდო:

- ოჯა­ხი შექ­მე­ნიო, - ეუბ­ნე­ბა. მარ­თლაც, დროა, და­ქორ­წინ­დეს და პი­რად ცხოვ­რე­ბას მი­ხე­დოს.

ნიკა:

- მგო­ნი, ახლო მო­მა­ვალ­ში კარგ ამ­ბავს გა­ი­გებთ. ჩემ­მა ოჯახ­მა, რო­გორც ყო­ველ­თვის, ეს ამ­ბა­ვიც იცის.

დოდო:

- ტრა­დი­ცი­უ­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯა­ხი გვაქვს; რაც მთა­ვა­რია, ერ­თმა­ნეთს არა­ფერს ვუ­მა­ლავთ.

ნიკა:

- მოკ­ლედ, ობი­ექ­ტი ნა­პოვ­ნია, მაგ­რამ ამ­ჯე­რად სხვას ვე­რა­ფერს ვი­ტყვი...

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

ნიკა წულუკიძემ სიყვარულის ობიექტი იპოვა - "დედა უამრავ შენიშვნას მაძლევს"

ნიკა წულუკიძემ სიყვარულის ობიექტი იპოვა - "დედა უამრავ შენიშვნას მაძლევს"

თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე რომ მრავალმხრივ განვითარებული ადამიანია და საკუთარი თავი არაერთ საქმიანობაში გამოცადა, ეს ყველამ იცის, მაგრამ ამ ნიჭიერი კაცის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა: გასულ კვირას კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოში მისი კანდიდატურა წარადგინეს, რასაც ქართულმა თეატრალურმა საზოგადოებამ ერთხმად დაუჭირა მხარი. გადავწყვიტე, საზოგადოებისთვის გამეცნო ნიკას დედა, ქალბატონი დოდო, რომელმაც აღნიშნა: აქამდე ჩემი შვილის შესახებ ჟურნალისტებთან არ მილაპარაკია და ახლა უჩვეულო სიტუაციაში მიწევს ყოფნაო.

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურში (ყოფილი სამოქალაქო რეესტრი) მისი დაარსების დღიდან ვმუშაობ. საკუთარი საქმე მიყვარს... წულუკიძეებს ძალიან უნდოდათ, რომ ვაჟი, გვარის გამგრძელებელი ჰყოლოდათ და ნიკოლოზის დაბადებით გამოწვეული სიხარულით მამამისი მეცხრე ცაზე დაფრინავდა. ჩვენი გოგონა ნიკაზე სამი წლით უმცროსია. ქრისტინა პროფესიით იურისტია, ბანკში მუშაობს.

- რას იტყვით თქვენს პოპულარულ ვაჟზე?

- თეატრისადმი ინტერესს ნიკა ბავშვობიდანვე იჩენდა, მაგრამ მაშინ მოდაში იურიდიული ფაკულტეტი იყო და ჩვენც გვინდოდა, ნიკას იურიდიული განათლება მიეღო; ეს განსაკუთრებულად, ბებიამისს (მამის დედა) სურდა, რომელიც შვილიშვილის აღზრდაში აქტიურად იყო ჩართული. ნიკოლოზი ზაფხულის პერიოდს სოფელ ღანირში, ბებიასთან ატარებდა. ვფიქრობ, რომ მოყვასის სიყვარული, ხალხთან ურთიერთობის უნარი, რაც მას აქვს, სწორედ იქ, სოფლის უბრალო ადამიანებთან კონტაქტით ისწავლა. თავიდანვე ძალიან დაკვირვებული ბავშვი იყო და კარგი იუმორიც ჰქონდა. გარშემო მყოფ ბავშვებზე გავლენას ახდენდა. სადაც ის იყო, მუდმივად სიცილ-ხარხარი ისმოდა. სხვათა შორის, ჩემი დედამთილი ნიკას თავს გადახდენილ ამბებს სულ იწერდა...

ნიკა:

- ბებოს ჩემ შესახებ ყველაფერი აინტერესებდა. ის კი არა, შენახული ჰქონდა ჩემი პირველად მოჭრილი ფრჩხილი, პირველად შეჭრილი თმა... ჩაწერილი ჰქონდა ის ბგერა, რაც პირველად ვთქვი, ასევე - პირველი სიტყვა, პირველი ფრაზა. რაც მთავარია, ყველაფერი დათარიღებული იყო.

დოდო:

- დედამთილის ჩანაწერების კითხვისას ახლაც ცრემლები მომდის. საოცარი ქალბატონი იყო.

ნიკა:

- ბებო სულ იმას მეუბნებოდა, რომ მთავარია ღირსება! ადამიანმა საქმის დაწყება რომ იცის, დამთავრებაც უნდა იცოდეს, თანაც - კაცს იუმორიც სჭირდებაო. მან სერიოზულად იზრუნა ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაზე. გარდა იმისა, რომ მეუბნებოდა, თუ როგორი უნდა ვყოფილიყავი და როგორ უნდა მეცხოვრა, ჩანაწერებსაც აკეთებდა, რომელიც შემდეგ ანდერძივით დამიტოვა. ბრძენი და მოაზროვნე ქალი იყო.

დოდო:

- ძალიან უყვარდა რადიო; სულ ჩართული ჰქონდა, უსმენდა (ალბათ ისიც სიმბოლურია, რომ ნიკა დღეს რადიოში მუშაობს) და ამბობდა, - ტელევიზორისგან განსხვავებით, რადიო დიასახლისს დროს არ აკარგვინებს, შეუძლია, ჩართული ჰქონდეს, მოუსმინოს და პარალელურად საქმეც აკეთოსო. რადიოდან მოსმენილ ამბებსა თუ სასარგებლო რჩევებს იწერდა და მერე ოჯახის წევრებს გვიზიარებდა.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ნიკას თეატრი ყოველთვის უყვარდა..

- სუსტი ბავშვი იყო, ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ 3 წლის ასაკში ფიგურულ სრიალზე მივიყვანეთ. მეგობრები იქაც გაიჩინა... "პლეხანოვზე", 24-ე სკოლაში შევიყვანეთ. თურმე, ერთხელ სკოლიდან გამოსული "არტოს ბაღში" წავიდა და ახალგაზრდა რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილთან, თეატრალურ სტუდიაში ჩაეწერა. სხვათა შორის, იქ კარგ სპექტაკლებს დგამდნენ და თეატრში პირველი ნათლობა მანდ მიიღო; მერე პიონერთა სასახლეში, თეატრალურ სტუდიაში მივიდა. ივეტა ტყაბლაძის ჯგუფში იყო. ფანატიკურად გახლდათ შეყვარებული სოფიკო ჭიაურელზე. რესპუბლიკურ კონფერენციაზე სწორედ ამ მსახიობის ცხოვრებაზე დაამუშავა თემა და გაიმარჯვა კიდეც. მერე ქალბატონი სოფიკო სასახლეში მიიწვიეს, 60 წლის იუბილე გადაუხადეს. ცხადია, საღამოს მოწყობაში ნიკაც აქტიურად იყო ჩართული...

- ალბათ ბავშვობაში თბილისის თეატრებში სპექტაკლებზეც დადიოდა.

ნიკა:

- სულ მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი. ერთი სპექტაკლი რამდენჯერმე მაქვს ნანახი. მაშინ მთელ თბილისში ბნელოდა, ციოდა და თეატრი იყო ის ერთადერთი ადგილი, რომელიც თბებოდა. მარჯანიშვილის თეატრში ჩემი სკამი მქონდა. ყოფილა შემთხვევა, დარბაზში 4-5 მაყურებელი ვმსხდარვართ. მახსოვს, ერთხელ "სახლის ანგელოზებს" თამაშობდნენ და გურანდა გაბუნიამ სცენიდან იკითხა, - ჩვენი ბიჭი სად არისო? ჩემს სკამზე რომ ვერ დამინახა, გაუკვირდა. არადა, იქ ვიყავი, უბრალოდ, სხვაგან ვიჯექი (იცინის).

- იურისტობისთვის ამზადებდით, მან კი გადაწყვიტა, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაებარებინა - ამ ამბავს როგორ შეეგუეთ?

დოდო:

- არ გვინდოდა, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ მასთან შებრძოლებას აზრი არ ჰქონდა. გამოგვიცხადა, - სადაც მინდა, იქ თუ არ ჩამაბარებინებთ, სახლიდან წავალო... სიმღერაში გამოცდა უნდა ჩაებარებინა, მე კი მუსიკაში მოსამზადებლად თამუნა არჩვაძესთან მივიყვანე.

ნიკა:

- სმენის ნატამალი არ მქონდა. თამუნამ ნოტები რომ დამიკრა, ვერ გავიმეორე. მითხრა, - ვერ მოგამზადებ, აზრი არ აქვსო. წამოსვლისას მკითხა, - რას ფიქრობ, გამოცდაზე რა უნდა იმღეროო? - კლასელის დედამ "ღვინოვ, კახურო" მომამზადებინა და ამას ვიმღერებ-მეთქი. გაგიჟდა: სმენა არ გაქვს და ამას როგორ შეძლებო? - ვიმღერებ-მეთქი. ინსტრუმენტს მიუჯდა და დაკვრა დაიწყო. მეც დავჭექე. სიმღერა ინტონაციებით მქონდა დამახსოვრებული... სიმღერა რომ დავასრულე, მითხრა: კარგი, გამეცადინებო.

- თუ გახსოვს, მისაღებ გამოცდებზე რა ეტიუდი შეგხვდა?

- გიგა ლორთქიფანიძემ მითხრა: ბალეტი იცეკვე და "ღვინოვ, კახურო" ისე იმღერეო. ამ რთულ დავალებას თავი კი გავართვი, მაგრამ მითხრა: ახლა ისე იმღერე, ქვეტექსტით მითხარი, ღვინო საწამლავია და თან - ბალეტის ცეკვა არ შეწყვიტოო. იმ პერიოდში მაგარი ბუთხუზა ვიყავი. ჰოდა, წარმოიდგინე, როგორ ვიცეკვებდი... საცეკვაო ნომრად "მთიულური" მქონდა მომზადებული, რაშიც მამაჩემი სერიოზულად დამეხმარა. როდესაც ცეკვაზე მიდგა საქმე, შალვა გაწერელიამ მკითხა, - ცეკვაში როგორ გაქვს საქმეო? - კარგად, "მთიულური" უნდა ვიცეკვო-მეთქი. კონცერტმაისტერმა დაკვრა დაიწყო, მე კი "მთიულური" ისე ენერგიულად დავცხე, ისეთი ბუქნები გავაკეთე, რომ ჟიურის წევრები სიცილისგან იგუდებოდნენ. გიგა ლორთქიფანიძის ხარხარი ახლაც ყურში ჩამესმის. მოკლედ, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავირიცხე.

- მერე თეატრმცოდნე როგორ გახდი?

- გოგი მარგველაშვილმა სასწავლებლიდან გამომაგდო... არადა, მშობლებისთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და ამისთვის თავს არ ვზოგავდი; სერიოზულად ვმუშაობდი, წონაშიც 25 კილო დავიკელი, სპექტაკლებში ვთამაშობდი, ვცეკვავდი კოტე ფურცელაძესთან, "ვერნისაჟის" მოცეკვავეებთან ერთად... მაგრამ გოგი მარგველაშვილმა მითხრა: შენი ადგილი თეატრში არის, მაგრამ არა - სცენაზე. მოაზროვნე ადამიანი ხარ და პროფესია უნდა შეიცვალოო. მისი სიტყვები რისხვასავით დამატყდა თავს, ლამის გავგიჟდი. მარგველაშვილისგან რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, - მტკვარში გადავხტები-მეთქი. მთელი ბავშვობის ნაოცნებარი გამიქრა, თან იმაზე ვდარდობდი, - ეს ყველაფერი მშობლებს როგორ ავუხსნა-მეთქი? ფიქრებში გართულს თეატრმცოდნე ვასო კიკნაძე შემხვდა, რომელმაც მითხრა: - თუ თეატრმცოდნეობაზე ჩააბარებ, შენ გამო ჯგუფს ავიყვანო... მოკლედ, თეატრალურ უნივერსიტეტში ხელახლა ჩავაბარე. მახსოვს, თავისუფალი თემა: "ჩემოდანზე შემომჯდარი თაობა" დავწერე და მაშინ პირველად წავიკითხე ჩემი იგავ-არაკი - "მეოცნებე ბაჭია". ვასო კიკნაძესთან ყოველი შეხვედრა, ეს უდიდესი სიხარულია. თეატრმცოდნეობაზე სწავლის პარალელურად, ზოგჯერ სპექტაკლებშიც ვთამაშობდი. მარგველაშვილის სიტყვები წლების შემდეგ დავაფასე.

- ქალბატონო დოდო, ნიკა როგორი შვილია?

დოდო:

- ძალიან ყურადღებიანია და სიურპრიზების მოძღვნაც უყვარს. კარგი შვილია.

- რაზე კამათობთ?

ნიკა:

- რაზეც ყველა ორი თაობის ადამიანი...

დოდო:

- თეატრის კრიტიკოსის კრიტიკოსი ვარ.

ნიკა:

- ვერ ვიტან ტელეეკრანზე საკუთარი თავის ყურებას, თუ ოთახში დედაჩემია. - ხელი როგორ ასწიე? ეს რა თქვი? - უამრავ შენიშვნას მაძლევს...

დოდო:

- პირველ ხანებში, როცა რადიოში დაიწყო მუშაობა, მე და ჩემი ქმარი ვისხედით და მის შეცდომებს ვიწერდით. მე თუ არ მივეცი შენიშვნა, სხვა ვინ რას ეტყვის?

ნიკა:

- ხომ გახსოვთ, როგორი მძიმე იყო საქართველოსთვის 90-იანი წლები. ჰოდა, იმ პერიოდში მშობლებს დავყავდი: ფიგურულ სრიალზე, ცურვაზე, მუსიკაზე, სიმღერაზე, ცეკვაზე, აიკიდოზე, კარატეზე...

დოდო:

- აიკიდოში პირველი ადგილი დაიკავა და დიპლომიც აქვს. მინდოდა, ბევრი რამ სცოდნოდა, ბევრ რამეში ჰქონოდა გამოცდილება... სხვათა შორის, ჩვენი სამაგიდო წიგნი მსოფლიოს რუკა იყო.

ნიკა:

- მამა ყოველდღე გამოცდას მიწყობდა და დღეში ერთი რომელიმე ქვეყნის შესახებ უამრავ კითხვას მისვამდა, ამის წყალობით კი გეოგრაფია კარგად ვიცი. ასევე, დღეში 10 უცხო სიტყვა უნდა მესწავლა და ჩამებარებინა. ტელეეკრანზე კინო სუბტიტრებით რომ გადიოდა, მისი წაკითხვა ორჯერ უნდა მომესწრო. საქართველოს ისტორია კარგად რომ მესწავლა, მე და მამამ საქართველოს ისტორიის "კარდიოგრამა" (ანტიკური ხანიდან 2000 წლამდე) გავაკეთეთ, რასაც მთელი ზაფხული მოვანდომეთ. ლევან სანიკიძის ნამუშევრები ჩემს სამაგიდო წიგნებად იქცა...

- მოკლედ, მამა თურმე სპარტელივით გზრდიდა და გწვრთნიდა...

- ჰო, ასე იყო. აღმაშენებლის #108 კორპუსის მცხოვრებლები დამემოწმებიან, რომ ყოველ დილით, ქარში, მზეში, თოვლში, წვიმაში აივანზე წელზევით შიშველს უნდა მევარჯიშა; თოვლში ეზოში უნდა ჩავსულიყავი და ტანი დამეზილა. ერთხელ ჰანტელები დავმალე, - არ ამაწევინოს-მეთქი და თურმე, ფანჯრიდან მიყურებდა. ადგა და ერთ ხელში ხორცის დასაჭრელი მორი დამაჭერინა, მეორეში ხორცის საკეპი მანქანა, წონა გაათანაბრა და ისე მავარჯიშა.

- რა დღეში ყოფილხარ...

- სიმწარე მაქვს გავლილი, სიმწარე (იცინის). ზაფხულში მამასთან ერთად დასასვენებლად წასვლა მესიკვდილებოდა. სარფში დავყავდი და მაიძულებდა, ზღვაში თავით გადავმხტარიყავი. ერთხელ პატარა ხე აიღო, ბზარში 10-ლარიანი ჩადო და ზღვაში გადააგდო, ფული კი მიყვარდა და ამოსატანად უცებ გადავეშვი (იცინის)...

- ახლა, როცა ასეთი პოპულარული ხარ, რას გეუბნება?

- ახლა უკვე ყველაფერში მენდობა.

დოდო:

- ოჯახი შექმენიო, - ეუბნება. მართლაც, დროა, დაქორწინდეს და პირად ცხოვრებას მიხედოს.

ნიკა:

- მგონი, ახლო მომავალში კარგ ამბავს გაიგებთ. ჩემმა ოჯახმა, როგორც ყოველთვის, ეს ამბავიც იცის.

დოდო:

- ტრადიციული და მოსიყვარულე ოჯახი გვაქვს; რაც მთავარია, ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ.

ნიკა:

- მოკლედ, ობიექტი ნაპოვნია, მაგრამ ამჯერად სხვას ვერაფერს ვიტყვი...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება