მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდარ გურგენაშვილი ფეხბურთის გუნდის მწვრთნელობაზე ოცნებობს
ნოდარ გურგენაშვილი ფეხბურთის გუნდის მწვრთნელობაზე ოცნებობს

მსა­ხი­ო­ბი ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ჟის­გან - პა­ა­ტას­გან (სე­რი­ალ­ში - "შუა ქა­ლაქ­ში") ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა და ამას თა­ვა­დაც ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს. მსა­ხი­ო­ბი ცოტა არ იყოს, სი­ტყვა­ძუნ­წი გახ­ლავთ. ის ზოგ­ჯერ თბი­ლის­ში უკეთ ის­ვე­ნებს, ვიდ­რე - ზღვა­ზე ან მთა­ში. გა­რეგ­ნო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ზრუ­ნავს. სპორ­ტის არც ერთი სა­ხე­ო­ბით არ გახ­ლავთ და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა სურს...

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- არ ვვარ­ჯი­შობ და დი­ე­ტაც არა­სო­დეს და­მი­ცავს. ბავ­შვო­ბა­შიც გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი. ახლა ვარ­ჯი­ში მჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მე­ზა­რე­ბა. თუმ­ცა, პრო­ფე­სი­ის გამო შე­მიძ­ლია, გავ­სუქ­დე ან პი­რი­ქით - წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად ვი­ვარ­ჯი­შო...

ტატუ

- 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა მხარ­ზე ტატუ გა­ვი­კე­თე. მას არა­ვი­თა­რი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა არ აქვს. უბ­რა­ლოდ, ორ­ნა­მენ­ტია. ამა­ზე ოჯა­ხის წევ­რებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ - აბა, ხელს ხომ არ მო­მაჭ­რიდ­ნენ? ჩემი ტატუ ჯერ არ მომ­ბეზ­რე­ბია, პი­რი­ქით - სურ­ვი­ლი მაქვს, სხე­ულ­ზე კი­დევ ამო­ვის­ვი­რინ­გო რამე. ამ­ჯე­რად, "ში­ნა­არ­სი­ან" ტა­ტუს გა­ვი­კე­თებ, მაგ­რამ ჯერ არ ვიცი - რას...

სა­მო­სი

- კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მო­სი მიყ­ვარს. უპი­რა­ტე­სო­ბას მუქ ფე­რებს ვა­ნი­ჭებ. ტან­საც­მელს იქ ვი­ძენ, სა­დაც მო­მე­წო­ნე­ბა. შო­პინ­გის პრო­ცე­სი მაგ­რად მე­ზა­რე­ბა, უფრო მე­ტიც - მე­ზი­ზღე­ბა! მირ­ჩევ­ნია, ტან­საც­მე­ლი სხვამ მო­მი­ტა­ნოს, მაგ­რამ თუ არ მო­მე­წო­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ - არ ჩა­ვიც­ვამ. რამ­დე­ნი­მე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბას ვენ­დო­ბი, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თია შემ­თხვე­ვა, როცა ტან­საც­მლის შერ­ჩე­ვი­სას ვინ­მეს აზრს ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ძი­რი­თა­დად, იმას ვიც­ვამ, რაც თა­ვად მომ­წონს.

აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- სათ­ვა­ლე­ე­ბი მიყ­ვარს - "რე­ი­ბა­ნე­ბი" მი­კე­თია ხოლ­მე. სა­მა­ჯურ­სა და ყელ­სა­ბამს ვერ ვე­გუ­ე­ბი. ქუ­დე­ბიც მიყ­ვარს. რომ გი­თხრათ, - ქამ­რებ­ზე ვგიჟ­დე­ბი-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ: ქა­მარს მხო­ლოდ იმი­ტომ ვი­კე­თებ, რომ შარ­ვა­ლი არ ჩამძვრეს...

საქ­მე

- მსა­ხი­ო­ბი ვარ და ჩემი საქ­მე მიყ­ვარს - სა­ინ­ტე­რე­სოა...

- თქვე­ნი აზ­რით, სე­რი­ალ­ში - "შუა ქა­ლაქ­ში" პა­ა­ტა კი­დევ რამ­დენ ხანს იქ­ნე­ბა?

- ვერ გე­ტყვით, ეს ჩემ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რამ­დენ ხან­საც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, სე­რი­ალ­ში იმ­დენ ხანს დავ­რჩე­ბი...

- რო­გორც ვიცი, მსა­ხი­ო­ბო­ბის გარ­და, პე­და­გო­გა­დაც მუ­შა­ობ­დით...

- ასეა. სო­ხუ­მის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დი; 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვებს სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბას ვას­წავ­ლი­დი.

- პო­პუ­ლა­რუ­ლი კო­მი­კუ­რი პერ­სო­ნა­ჟის რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის­გან ბავ­შვებს შე­ნიშ­ვნე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­ქმა ხომ არ უჭირ­დათ?

- ამ სამ­სა­ხურს სე­რი­ალ­ში გა­მო­ჩე­ნი­დან სულ რა­ღაც 2 თვე­ში და­ვა­ნე­ბე თავი.

- რა­ტომ? იქ მუ­შა­ო­ბა თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღარ იყო?

- სა­ინ­ტე­რე­სო იყო, მაგ­რამ რა­ღაც ვერ აე­წყო... ჰოდა, მეც წა­მო­ვე­დი. კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ მქო­ნია.

ბენ­დი

- მუ­სი­კა მაგ­რად მიყ­ვარს! ჩემი ბენ­დის­თვის მუ­სი­კა­სა და ტექ­სტებს ვწერ, ვუკ­რავ... ახლა კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას ვა­პი­რებთ.

- მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გაქვს?

- არა­ნა­ი­რი. თვით­ნას­წავ­ლი ვარ. რა­ღაც ბენ­დებს ვუს­მენ­დი, მერე მეც მო­მინ­და, და­მეკ­რა და მემ­ღე­რა. კონ­კრე­ტუ­ლი ჟანრ­ში არ ვმუ­შა­ობ. ჩვე­ნი ბენ­დის მუ­სი­კა პო­პის, რო­კის, რე­პის, ჯა­ზის, ბლუ­ზის, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის ნა­ზა­ვია.

- მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აზ­რად არა­სო­დეს მოგ­სვლი­ათ?

- არა. არა­ვის ვე­ჯიბ­რე­ბი; რაც "მის­წორ­დე­ბა", იმას ვა­კე­თებ. შე­ჯიბ­რე­ბა განა ცუ­დია, მაგ­რამ მე სა­კუ­თარ სიმ­ღე­რებს ვუკ­რავ და ვმღე­რი, სხვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არ მიყ­ვარს.

- რო­მელ მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენტზე უკ­რავთ?

- გი­ტა­რა­ზე, კლა­ვიშ­ზე, პი­ა­ნი­ნო­ზე, დრამ­ზე, ბას­ზე... რაც მთა­ვა­რია, ვმღე­რი! ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს მიყ­ვარს.

- თქვენს ბენ­დს რამ­დე­ნი წევ­რი ჰყავს?

- სხვა­დას­ხვა მუ­სი­კოს­თან ვურ­თი­ერ­თობ და ხან ხუთ­ნი ვართ, ხან - შვიდ­ნი, სამ­ნი... ამ­ჟა­მად ბენ­დს "ელექტრო­მა­უ­სი" ჰქვია, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, სა­ხელ­წო­დე­ბა შევ­ცვა­ლოთ...

ოჯა­ხი

- მე­უღ­ლე და შვი­ლი მყავს. ჩემი გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე თვის გახ­ლავთ. მე­უღ­ლე მსა­ხი­ო­ბია, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ახ­ლა­ხან და­ამ­თავ­რა. ის ჩემ­ზე ბევ­რად ნი­ჭი­ე­რია, რაც მა­ხა­რებს... ხან სამ­სა­ხურ­ში ვარ, ხან - სახ­ლში, ხან - მე­გობ­რებ­თან ერ­თად. მოკ­ლედ, დრო ყვე­ლას­თვის მრჩე­ბა.

სა­მე­გობ­რო წრე

- ჩემი მე­გობ­რე­ბი კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. რაც უფრო მეტ­ნი იქ­ნე­ბი­ან, ჩემ­თვის­ვე იქ­ნე­ბა უკე­თე­სი.

- რა უნდა გა­ა­კე­თოს მე­გო­ბარ­მა, რომ და­სა­კარ­გად გა­ი­მე­ტოთ?

- სა­ერ­თოდ, თით­ქმის ყვე­ლაფ­რის პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია. ვფიქ­რობ, ადა­მი­ან­მა ისე­თი რამ არ უნდა იკად­როს, რომ და­სა­კარ­გი გახ­დეს... სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემს სა­მე­გობ­რო წრე­ში ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა.

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი

- ყვე­ლა­ნა­ი­რი ასა­კი­სა და კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი მე­კონ­ტაქ­ტე­ბი­ან - ბავ­შვე­ბიც და უფ­რო­სე­ბიც.

- ისი­ნი თქვენ მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და სიყ­ვა­რულს რო­გორ გა­მო­ხა­ტა­ვენ?

- მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, კომ­პლი­მენ­ტებს მე­უბ­ნე­ბი­ან, მკოც­ნი­ან...

- გულ­და­წყვე­ტი­ლი, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი თუ გყავთ?

- არა. ვცდი­ლობ, ყვე­ლას ვე­კონ­ტაქ­ტო, ვი­საც ეს სურს...

ჰობი

- ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან მომ­წონს. მინ­და, გუნ­დის მწვრთნე­ლი ვიყო.

- ეს ხუმ­რო­ბაა?

- არა, ამას გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ. სპორ­ტის არც ერთი სა­ხე­ო­ბით არ ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ სი­ა­მოვ­ნე­ბით გავ­ხდე­ბო­დი რო­მე­ლი­მე სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის მწვრთნე­ლი. ამ სფე­რო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი მაქვს. ბავ­შვო­ბა­ში ფეხ­ბურთს მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე ვთა­მა­შობ­დი ხოლ­მე.

- წარ­მა­ტე­ბით?

- ისე, რა... მა­შინ უბ­რა­ლოდ, ვერ­თო­ბო­დი. და­ახ­ლო­ე­ბით 3 წე­ლია, რაც სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­მიძ­ლი­ერ­და.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ნოდარ გურგენაშვილი ფეხბურთის გუნდის მწვრთნელობაზე ოცნებობს

ნოდარ გურგენაშვილი ფეხბურთის გუნდის მწვრთნელობაზე ოცნებობს

მსახიობი ნოდარ გურგენაშვილი თავისი პერსონაჟისგან - პაატასგან (სერიალში - "შუა ქალაქში") ძალიან განსხვავდება და ამას თავადაც ხაზგასმით აღნიშნავს. მსახიობი ცოტა არ იყოს, სიტყვაძუნწი გახლავთ. ის ზოგჯერ თბილისში უკეთ ისვენებს, ვიდრე - ზღვაზე ან მთაში. გარეგნობაზე განსაკუთრებულად არ ზრუნავს. სპორტის არც ერთი სახეობით არ გახლავთ დაკავებული, თუმცა ამ სფეროში მუშაობა სურს...

ვარჯიში და დიეტა

- არ ვვარჯიშობ და დიეტაც არასოდეს დამიცავს. ბავშვობაშიც გამხდარი ვიყავი. ახლა ვარჯიში მჭირდება, მაგრამ მეზარება. თუმცა, პროფესიის გამო შემიძლია, გავსუქდე ან პირიქით - წონაში დასაკლებად ვივარჯიშო...

ტატუ

- 17 წლის ვიყავი, როცა მხარზე ტატუ გავიკეთე. მას არავითარი სიმბოლური დატვირთვა არ აქვს. უბრალოდ, ორნამენტია. ამაზე ოჯახის წევრებს ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდათ - აბა, ხელს ხომ არ მომაჭრიდნენ? ჩემი ტატუ ჯერ არ მომბეზრებია, პირიქით - სურვილი მაქვს, სხეულზე კიდევ ამოვისვირინგო რამე. ამჯერად, "შინაარსიან" ტატუს გავიკეთებ, მაგრამ ჯერ არ ვიცი - რას...

სამოსი

- კომფორტული სამოსი მიყვარს. უპირატესობას მუქ ფერებს ვანიჭებ. ტანსაცმელს იქ ვიძენ, სადაც მომეწონება. შოპინგის პროცესი მაგრად მეზარება, უფრო მეტიც - მეზიზღება! მირჩევნია, ტანსაცმელი სხვამ მომიტანოს, მაგრამ თუ არ მომეწონება, უბრალოდ - არ ჩავიცვამ. რამდენიმე ახლობელი ადამიანის გემოვნებას ვენდობი, მაგრამ იშვიათია შემთხვევა, როცა ტანსაცმლის შერჩევისას ვინმეს აზრს ვითვალისწინებ. ძირითადად, იმას ვიცვამ, რაც თავად მომწონს.

აქსესუარები

- სათვალეები მიყვარს - "რეიბანები" მიკეთია ხოლმე. სამაჯურსა და ყელსაბამს ვერ ვეგუები. ქუდებიც მიყვარს. რომ გითხრათ, - ქამრებზე ვგიჟდები-მეთქი, მოგატყუებთ: ქამარს მხოლოდ იმიტომ ვიკეთებ, რომ შარვალი არ ჩამძვრეს...

საქმე

- მსახიობი ვარ და ჩემი საქმე მიყვარს - საინტერესოა...

- თქვენი აზრით, სერიალში - "შუა ქალაქში" პაატა კიდევ რამდენ ხანს იქნება?

- ვერ გეტყვით, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, სერიალში იმდენ ხანს დავრჩები...

- როგორც ვიცი, მსახიობობის გარდა, პედაგოგადაც მუშაობდით...

- ასეა. სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობდი; 3 წლის განმავლობაში ბავშვებს სამსახიობო ოსტატობას ვასწავლიდი.

- პოპულარული კომიკური პერსონაჟის როლის შემსრულებლისგან ბავშვებს შენიშვნების სერიოზულად აღქმა ხომ არ უჭირდათ?

- ამ სამსახურს სერიალში გამოჩენიდან სულ რაღაც 2 თვეში დავანებე თავი.

- რატომ? იქ მუშაობა თქვენთვის საინტერესო აღარ იყო?

- საინტერესო იყო, მაგრამ რაღაც ვერ აეწყო... ჰოდა, მეც წამოვედი. კონკრეტული მიზეზი არ მქონია.

ბენდი

- მუსიკა მაგრად მიყვარს! ჩემი ბენდისთვის მუსიკასა და ტექსტებს ვწერ, ვუკრავ... ახლა კონცერტის გამართვას ვაპირებთ.

- მუსიკალური განათლება გაქვს?

- არანაირი. თვითნასწავლი ვარ. რაღაც ბენდებს ვუსმენდი, მერე მეც მომინდა, დამეკრა და მემღერა. კონკრეტული ჟანრში არ ვმუშაობ. ჩვენი ბენდის მუსიკა პოპის, როკის, რეპის, ჯაზის, ბლუზის, ალტერნატივის ნაზავია.

- მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობა აზრად არასოდეს მოგსვლიათ?

- არა. არავის ვეჯიბრები; რაც "მისწორდება", იმას ვაკეთებ. შეჯიბრება განა ცუდია, მაგრამ მე საკუთარ სიმღერებს ვუკრავ და ვმღერი, სხვისი შემოქმედების შესრულება არ მიყვარს.

- რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავთ?

- გიტარაზე, კლავიშზე, პიანინოზე, დრამზე, ბასზე... რაც მთავარია, ვმღერი! ყველაზე მეტად ეს მიყვარს.

- თქვენს ბენდს რამდენი წევრი ჰყავს?

- სხვადასხვა მუსიკოსთან ვურთიერთობ და ხან ხუთნი ვართ, ხან - შვიდნი, სამნი... ამჟამად ბენდს "ელექტრომაუსი" ჰქვია, მაგრამ შეიძლება, სახელწოდება შევცვალოთ...

ოჯახი

- მეუღლე და შვილი მყავს. ჩემი გოგონა რამდენიმე თვის გახლავთ. მეუღლე მსახიობია, უნივერსიტეტი ახლახან დაამთავრა. ის ჩემზე ბევრად ნიჭიერია, რაც მახარებს... ხან სამსახურში ვარ, ხან - სახლში, ხან - მეგობრებთან ერთად. მოკლედ, დრო ყველასთვის მრჩება.

სამეგობრო წრე

- ჩემი მეგობრები კარგი ადამიანები არიან. რაც უფრო მეტნი იქნებიან, ჩემთვისვე იქნება უკეთესი.

- რა უნდა გააკეთოს მეგობარმა, რომ დასაკარგად გაიმეტოთ?

- საერთოდ, თითქმის ყველაფრის პატიება შემიძლია. ვფიქრობ, ადამიანმა ისეთი რამ არ უნდა იკადროს, რომ დასაკარგი გახდეს... საბედნიეროდ, ჩემს სამეგობრო წრეში ასეთი რამ არ მომხდარა.

თაყვანისმცემლები

- ყველანაირი ასაკისა და კატეგორიის ადამიანები მეკონტაქტებიან - ბავშვებიც და უფროსებიც.

- ისინი თქვენ მიმართ პატივისცემასა და სიყვარულს როგორ გამოხატავენ?

- მელაპარაკებიან, კომპლიმენტებს მეუბნებიან, მკოცნიან...

- გულდაწყვეტილი, გაბრაზებული თაყვანისმცემლები თუ გყავთ?

- არა. ვცდილობ, ყველას ვეკონტაქტო, ვისაც ეს სურს...

ჰობი

- ფეხბურთი ძალიან მომწონს. მინდა, გუნდის მწვრთნელი ვიყო.

- ეს ხუმრობაა?

- არა, ამას გულწრფელად ვამბობ. სპორტის არც ერთი სახეობით არ ვარ დაკავებული, მაგრამ სიამოვნებით გავხდებოდი რომელიმე საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი. ამ სფეროში პროფესიული განათლების მიღების სურვილი მაქვს. ბავშვობაში ფეხბურთს მოყვარულის დონეზე ვთამაშობდი ხოლმე.

- წარმატებით?

- ისე, რა... მაშინ უბრალოდ, ვერთობოდი. დაახლოებით 3 წელია, რაც სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი გამიძლიერდა.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება