მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერტა ხაფავას ტკივილი და სახელით გამოწვეული დისკომფორტი
ბერტა ხაფავას ტკივილი და სახელით გამოწვეული დისკომფორტი

"არც ერთი თე­ატ­რის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი არ დარ­ჩე­ნი­ლა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც არ მი­მუ­შა­ვია", - გვი­თხრა ქალ­ბა­ტონ­მა ბერ­ტა ხა­ფა­ვამ, რო­მე­ლიც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ერთი პე­რი­ო­დი მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი­დან სხვა მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. შემ­დეგ, საყ­ვა­რელ თე­ატ­რში დაბ­რუ­ნე­ბულ მსა­ხი­ობს მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნეს... ამ­ჟა­მად ქალ­ბა­ტონ ბერ­ტას კვლავ აქ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა აქვს, მაგ­რამ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ცუ­დად მოხ­სე­ნი­ე­ბის­გან ვერ იკა­ვებს თავს, ვინც თა­ვის დრო­ზე ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა წა­არ­თვა...

- დე­და­ჩე­მის ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ვა­კე­ში ცხოვ­რობ­დნენ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. სა­ნა­თე­სა­ვო­ში თუკი ვინ­მე ჰყავ­დათ, ყვე­ლა მათ­თან იზ­რდე­ბო­და, მათ და­აკ­ვა­ლი­ა­ნეს, უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რე­ბი­ნეს... დედა რომ გა­თხოვ­და, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად ბი­ძაშ­ვი­ლებ­თან ჩა­მო­ვი­და. ჩემი მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში სწავ­ლობ­დნენ - ორი­ვემ იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. შემ­დეგ ვე­რა­ზე პა­ტა­რა ბინა იყი­დეს. 3 წლის ვი­ყა­ვი, როცა სა­ცხოვ­რებ­ლად იქ გა­და­ვე­დით.

- დედ-მამა წარ­მო­შო­ბით სა­ი­დან იყ­ვნენ?

- აბა­ში­დან. "კრუ­გში" მეგ­რე­ლი ვარ (იღი­მის). "ბერ­ტა" მატ­რაკ­ვე­ცა მეგ­რე­ლებ­მა და­მარ­ქვეს. იმ პე­რი­ოდ­ში, დე­და­ჩე­მის მე­გო­ბარს "მა­დამ ბო­ვა­რი" წა­უ­კი­თხავს და ჩემ­თვის სა­ხე­ლი ამ ნა­წარ­მო­ე­ბის გავ­ლე­ნით შე­ურ­ჩე­ვი­ათ. ნე­ტავ, თბი­ლის­ში ბერ­ტა კი­დევ ვინ­მეს ჰქვია?..

- თქვე­ნი სა­ხე­ლი ბავ­შვო­ბა­ში დის­კომ­ფორ­ტს ხომ არ გიქ­მნი­დათ?

- ყო­ველ­თვის! ეს სა­ხე­ლი ახ­ლაც მე­ჯავ­რე­ბა, სა­შინ­ლად არ მიყ­ვარს! ადრე მო­დუ­რი სა­ხე­ლე­ბი იყო: მზია, მა­ნა­ნა... მე კი ბერ­ტა მერ­ქვა!

- ამ­ბო­ბენ, სა­ხე­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენ­სო...

- რო­გორც წა­ვი­კი­თხე, "ბერ­ტა" კარგ გავ­ლე­ნას არ ახ­დენს, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას ქვე­მოთ "ქა­ჩავს" (იღი­მის)...

- თუკი სა­ხე­ლი ასეთ დის­კომ­ფორ­ტს გიქ­მნით, მის შეც­ვლა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- არა. სკო­ლის ასაკ­ში ჩემი სა­ხე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ მიყ­ვარ­და. მერე ნათ­ლი­ებ­მა ნა­თე­ლა და­მარ­ქვეს, მაგ­რამ არ შემ­რჩა: ასე არა­ვინ მომ­მარ­თავ­და და ეს სა­ხე­ლი "და­ი­კარ­გა"...

- რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყა­ვით?

- 54-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. რისი ჩა­დე­ნა აზ­რა­დაც არ მო­მი­ვი­დო­და, იმა­საც მე მაბ­რა­ლებ­დნენ, - ასე­თი ბედი მქონ­და. ბავ­შვებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე საკ­ლა­სო ჟურ­ნა­ლი მო­ი­პა­რეს და და­ხი­ეს, ეს კი, რა თქმა უნდა, ბერ­ტას "ბრა­ლი" იყო... რა­ტომ­ღაც, ლი­დე­რად მი­მიჩ­ნევ­დნენ და ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მქონ­და. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი და უზო­მოდ გამ­ხდა­რი, "წო­წო­ლი­კა" ვი­ყა­ვი. მკერ­დი რომ წა­მო­მე­ზარ­და, ამის მრცხვე­ნო­და და კუ­ზი­ა­ნი­ვით მო­კუნ­ტუ­ლი დავ­დი­ო­დი. გაკ­ვე­თი­ლი ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, მაგ­რამ მის მო­სა­ყო­ლად და­ფას­თან არ გავ­დი­ო­დი, კომ­პლექ­სი მქონ­და...

- ეს კომ­პლექ­სი რო­გორ დას­ძლი­ეთ?

- მერე სხვა სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი. ჩემს მშობ­ლებს სურ­დათ, სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო. მა­შინ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მო­სახ­ვედ­რად მუ­შა­ო­ბის ორ­წლი­ა­ნი სტა­ჟი უნდა გქო­ნო­და. ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრში მო­მა­წყვეს, პა­რა­ლე­ლუ­რად, ვსწავ­ლობ­დი. ონ­კო­ლო­გი­ურ­ში მუ­შა­ო­ბას არა­ვის ვუ­სურ­ვებ, სა­ში­ნე­ლე­ბაა! იქ სა­ნიტ­რად გა­მა­ფორ­მეს. ოპე­რა­ცი­ებ­ზეც შევ­დი­ო­დი, მაგ­რამ გული მიმ­დი­ო­და და ღა­მე­ებს ტი­რილ­ში ვა­თევ­დი. ამ­ბობ­დნენ, - ამ ბავ­შვს პატ­რო­ნი არ ჰყავ­სო? სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი რამ არ დამ­მარ­თო­და. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო უკვე გან­წი­რუ­ლი ავად­მყო­ფე­ბის ყუ­რე­ბა... მერე გა­ვი­ზარ­დე, "დავ­გო­გოვ­დი"...

- და ალ­ბათ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც გა­გიჩ­ნდათ...

- არა... მახ­სოვს, სკო­ლი­დან რუს­თა­ვე­ლამ­დე გა­მო­ვი­დო­დით და იქა­უ­რო­ბის­თვის 3 "კრუ­გი" რომ არ დაგ­ვერ­ტყა, არ შე­იძ­ლე­ბო­და.. "ბირ­ჟა­ზე" ბი­ჭე­ბი იდ­გნენ, მათ ჩვე­ნე­ბუ­რად ვეპ­რან­ჭე­ბო­დით, მაგ­რამ ვინ შე­მოგ­ვხე­დავ­და? ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით, "დავ­ღო­ღავ­დით"... ბი­ჭებს თვალ­ში რომ "ამო­ვუ­ვი­დო­დით", სახ­ლებ­ში მივ­დი­ო­დით (იცი­ნის).

- ექი­მის პრო­ფე­სი­ა­ზე ონ­კო­ლო­გი­ურ­ში მუ­შა­ო­ბამ აგა­ღე­ბი­ნათ ხელი?

- არა. ახლა ოპე­რა­ცი­ა­საც გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ მა­შინ სხვას ნემსს რომ უკე­თებ­დნენ, გული მიმ­დი­ო­და... შემ­დეგ ჩემი მშობ­ლე­ბი გა­ი­ყარ­ნენ. ჰოდა, შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლე და სა­დაც მინ­დო­და, იქ "ვცვი­თე" თავი, მაგ­რამ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში იმ წელსვე ვერ ჩა­ვა­ბა­რე; ბედი მე­ო­რე წელ­საც ვცა­დე და სტუ­დენ­ტი გავ­ხდი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გი - ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძე შემ­ხვდა. "ცო­ცხა­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დია" გახ­ლდათ, ღმერ­თმა აცხო­ნოს!.. ჩემი კურ­სე­ლე­ბი იყ­ვნენ: გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა, როს­ტომ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე (რო­მე­ლიც დღეს პა­ტა­რა სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში მა­მა­ოა), გივი ქო­ჩ­ლა­ძე... ჩემი მშობ­ლე­ბი თე­ატ­რა­ლუ­რი სფე­როს­გან ძა­ლი­ან შორს იდ­გნენ, ოჯახ­ში "თეთ­რი ყვა­ვი­ვით" ვი­ყა­ვი. კარ­გა ხანს სა­მუ­შაო არ მქონ­და, მერე 1 წელი გო­რის თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დი...

- გაყ­რის შემ­დეგ, მშობ­ლე­ბი სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას არ გაქ­ცევ­დნენ?

- ჩემ­თვის არც ერთს ეცა­ლა და არც - მე­ო­რეს. დედა ძა­ლი­ან და­ით­რგუ­ნა...

- ამ ფაქ­ტმა თქვენ­ზე რო­გორ იმოქ­მე­და?

- ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. მე­გო­ნა, პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი ვი­ყა­ვი, ვისი მშობ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. როცა ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე, მა­შინ მივ­ხვდი, რომ ბევ­რი ყო­ფი­ლა მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და "დავ­წყნარ­დი" (იღი­მის).

- სტუ­დენ­ტო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა ვის­თან გა­კავ­ში­რებ­დათ?

- მე და ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ერ­თსა და იმა­ვე სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დით, ინ­სტი­ტუ­ტშიც ერ­თსა და იმა­ვე ჯგუფ­ში მოვ­ხვდით და თე­ატ­რშიც დღემ­დე ერ­თად ვართ.

- ცოტა ხნის წინ მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ვარ­სკვლა­ვი გა­გიხ­სნეს...

- მა­ნამ­დე თე­ატ­რი­დან გა­მაგ­დეს, არა­ვის ვჭირ­დე­ბო­დი... თე­ატ­რი­დან ჯერ 10 კაცი გა­მოგ­ვიშ­ვეს, შემ­დეგ - კი­დევ 46. მა­შინ­დელ­მა მმარ­თველ­მა მიშა ან­თა­ძემ "ქარ­თუ­ლი და­სის" ყვე­ლა წევ­რი მო­ი­შო­რა. ამ კაც­მა "ბა­ლა­გა­ნი" შექ­მნა. თე­ატრთან კავ­ში­რი არ ჰქო­ნია: ნაც­ნობ-მე­გობ­რო­ბით, თბი­ლი­სის დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში რა­ღა­ცას "ჩა­ლი­ჩობ­და". ამ­ბობ­და, - მწე­რა­ლიც ვარო. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი "თვი­თონ არის"! ფუ­ლის "გა­სა­კე­თებ­ლად" თე­ატ­რში ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრის მსგავ­სი რა­ღაც შექ­მნა. სულ მე­პა­რე­ბო­და ეჭვი, რომ ამ კა­ცის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში გა­მოგ­ზავ­ნა შემ­თხვე­ვი­თი არ იყო: ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ა­რე­მონ­ტა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი აპა­რა­ტუ­რით აღ­ჭურ­ვა და ალ­ბათ, ნიკა რუ­რუ­ას ერთი სული ჰქონ­და, შე­ნო­ბას რო­დის გა­ყიდ­და. ან­თა­ძე "სა­ძო­ვარ­ზე" გა­უშ­ვეს. მას მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რი ლარი აქვს შეჭ­მუ­ლი, მაგ­რამ არ იჭე­რენ. ეს ადა­მი­ა­ნი ფუ­ლის გამო ყვე­ლა­ფერს იკად­რებს. მისი შერ­ჩე­უ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის გამო თე­ატრს მა­ყუ­რე­ბე­ლი აღარ ჰყავ­და. მერე ისე­თი ლა­პა­რა­კი "წა­ვი­და", თით­ქოს მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი სა­ჭი­რო აღარ იყო. ამ­ბობ­დნენ, - სა­ზღვარ­გა­რეთ ასე­თი თე­ატ­რი არ არი­სო. არ მეს­მის, თუ რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გვაქვს, რა­ტომ უნდა დავ­კარ­გოთ? უცხო­ე­ლებს შურ­დათ, - რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ასე­თი თე­ატ­რი რომ გაქ­ვთო! რუ­რუ­ამ კი რა ქნა? - თე­ატ­რი­დან სა­ერ­თოდ გა­მოგ­ვიშ­ვა. სა­კუ­თარ თავ­ზე იმ­ხე­ლა წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­და, რომ გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეც კი არ მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ჩვე­ნი გაშ­ვე­ბის გამო თე­ატ­რი­დან წა­ვი­და... მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში დაბ­რუ­ნე­ბულს ვარ­სკვლა­ვი გა­მიხ­სნეს. თურ­მე, გა­და­საგ­დე­ბი არ ვყო­ფილ­ვარ, რო­გორც ეს მიშა ან­თა­ძეს, სა­ა­კაშ­ვი­ლის ბე­ბი­ას და ნიკა რუ­რუ­ას ეგო­ნათ...

- თე­ატ­რში ახლა რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცი­აა?

- "ავ­გი­ას თავ­ლაა" და­ტო­ვე­ბუ­ლი. დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი იქა­უ­რო­ბას ნელ-ნელა "ალა­გებს". პა­ტი­ო­სა­ნი კა­ცია, ღმერ­თმა გა­ა­ხა­როს მისი გამ­ჩე­ნი!..

- გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ნი დაბ­რუნ­დით?

- ვინც ან­თა­ძემ გაგ­ვიშ­ვა, ყვე­ლა დავ­ბრუნ­დით... ახლა თე­ატ­რში სინ­ჯე­ბი ანუ ე.წ. კას­ტინ­გი (ჩვენ ხომ მატ­რაკ­ვე­ცე­ბი ვართ: უცხო­უ­რი სი­ტყვე­ბი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ!) ტარ­დე­ბა...

- კი­ნო­ეკ­რან­ზე თქვე­ნი პირ­ვე­ლი რო­ლის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ...

- სპექ­ტაკლში - "მერი პო­პინ­სი" რომ ვი­თა­მა­შე, თურ­მე ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას (რო­მე­ლიც "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვალ­ში" პლა­ტო­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს ეძებ­და) ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის­თვის უთ­ქვამს: ბერ­ტა ხა­ფა­ვა ნახე, პლა­ტო­ნის როლ­საც ითა­მა­შებს, ისე­თი­აო (იცი­ნის)! "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვალ­ში" მე­ლა­ნოს როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. გა­და­ღე­ბის და­წყე­ბამ­დე თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ "ნატ­ვრის ხეში", შე­თეს დე­დის რო­ლის­თვის გამ­სინ­ჯა, მაგ­რამ ამ პერ­სო­ნა­ჟის­თვის ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი... პირ­ვე­ლი როლი მა­ინც "ნატ­ვრის ხეში" შე­ვას­რუ­ლე - მა­რი­ტას ტა­ლა­ხის გუნ­და პირ­ველ­მა ვეს­რო­ლე. სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - არ გრცხვე­ნია, მა­რი­ტა ტა­ლა­ხის­თვის რომ გა­ი­მე­ტეო?!

- არ­ცთუ ისე დიდი ხნის წინ, "ვარ­დე­ნის ევო­ლუ­ცი­ა­ში" პრე­ზი­დენ­ტის ბე­ბი­ის როლი შე­ას­რუ­ლეთ. სა­მუ­შა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო იყო?

- ძა­ლი­ან! პრე­ზი­დენ­ტის ბე­ბი­ა­ზე ისე­თი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ პრე­სის ფურ­ცლე­ბი­დან მივ­მარ­თავ­დი: მოდი და ნახე, შენ­მა პრო­ტეჟემ (ან­თა­ძეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ბე­ბია მფარ­ვე­ლობ­და) თე­ატ­რი რა დღე­ში ჩა­აგ­დო, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნე და ეს სპექ­ტაკ­ლე­ბი მათ უჩ­ვე­ნე-მეთ­ქი. ან­თა­ძე თე­ატრს "სა­ბა­ლა­ხოდ მი­ა­ბეს", - ჭამე, შვი­ლო, რაც გინ­დაო. მან სა­მუ­შა­ოდ 30 კაცი მო­იყ­ვა­ნა: პირ­ვე­ლი ცო­ლის შვი­ლი, მე­სა­მე ცო­ლის და, დის­შვი­ლე­ბი, ძმის­შვი­ლე­ბი... დე­ი­დაშ­ვი­ლის ქმარს "მე­სა­მე თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი" და­არ­ქვა - აბა, ხელ­ფა­სი ხომ უნდა მი­ე­ცა?! სა­მუ­შაო ად­გი­ლებს ხე­ლოვ­ნუ­რად ქმნი­და. ადრე ვთქვი კი­დეც, - ამ­დე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატრს არ ჰყავს-მეთ­ქი. თურ­მე, "ბა­ლა­გა­ნი" ხელს აძ­ლევ­დათ: სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ მთე­ლი ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ ლა­რად ჩა­იგ­დო ხელ­ში და პრე­ზი­დენტს თე­ატ­რის ბე­ბი­ის­თვის მი­ცე­მა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და თუ რა?!

- პე­რი­ო­დუ­ლად სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გი­ღე­ბენ...

- ყვე­ლა­ზე ხში­რად ამ სე­რი­ალს ვუ­ყუ­რებ. ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ხა­ლა­სე­ბი არი­ან. ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის. მა­გა­ლი­თად, სე­რი­ა­ლი - "შუა ქა­ლაქ­ში" თა­ვი­დან კარ­გად აე­წყო, მაგ­რამ ახლა უკვე ძა­ლი­ან მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია...

- თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ რას გვე­ტყვით?

- ქმარ-შვი­ლი არ მყავს. მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა თე­ატ­რი, შე­მოქ­მე­დე­ბაა და ესეც წა­მარ­თვეს. ჰოდა, რო­გორ არ ვლან­ძღო ეს ხალ­ხი?! ამ­ჟა­მად მე, ჩემი და, სიძე და დის­შვი­ლი ერ­თად ვცხოვ­რობთ...

- გული არ გწყდე­ბათ, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი რომ არ შექ­მე­ნით?

- არა. გი­ორ­გი (დის­შვი­ლი) ჩემს მუ­ცელ­ში არ მჯდა­რა, თო­რემ "ჩე­მია": მე გავ­ზარ­დე, ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით. დამ შვი­ლი სა­კე­ის­რო კვე­თით გა­ა­ჩი­ნა, ძა­ლი­ან ცუ­დად იყო და 6 თვე ბავ­შვს ხელი ვერ მოჰ­კი­და. თა­ვად გი­ორ­გიც ამ­ბობს, - 2 დედა მყავ­სო... ბევ­რი მიყ­ვარ­და, ბევ­რს ვუყ­ვარ­დი; სულ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­და და ამის გამო თავს ვერ მო­ვიკ­ლავ (იღი­მის).

- არა­ფე­რი რა­ტომ არ გა­მო­ვი­და? პრობ­ლე­მა რა იყო?

- ალ­ბათ მეც უხა­სი­ა­თო ვი­ყა­ვი, სათ­ქმელს ყვე­ლას პირ­ში "ვა­რეხ­ვებ­დი". თა­ნაც, ვინც მე მინ­დო­და, ის არ მთხო­უ­ლობ­და, ვინც არ მინ­დო­და, იმას არ გავ­ყვე­ბო­დი და დავ­რჩი ასე...

- ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბის შან­სი რომ გქონ­დეთ, რა­მეს შეც­ვლი­დით?

- არა. ერთ-ერთ შო­უ­ში ვთქვი: ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ასა­კით ჩემ­ზე ბევ­რად უფ­რო­სი კაცი მიყ­ვარ­და, ჩემი ბოლო სიყ­ვა­რუ­ლი კი ჩემ­ზე ბევ­რად უმ­ცრო­სი იყო-მეთ­ქი. თე­ატ­რში მი­სულს ერ­თმა მი­თხრა: რა იყო, შო­უ­ში შენი ბო­ზო­ბის ამ­ბავს რომ ჰყვე­ბიო (იცი­ნის)?.. იყო პე­რი­ო­დი, როცა ჩემ შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებს გან­ვიც­დი­დი. მა­გა­ლი­თად, ერთხელ ისეთ კაც­თან "და­მა­კავ­ში­რეს", რო­მელ­საც "გა­მარ­ჯო­ბი­თაც" არ ვიც­ნობ­დი, ერთხელ კი გორ­ში ჩა­სულს გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი შემ­ხვდნენ, - ცო­ცხა­ლი ხარო?!. თურ­მე, ჭორი გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, რომ მოვ­კვდი...

- ღმერ­თმა დიდ­ხანს გა­ცო­ცხლოთ! ინ­ტერ­ვი­უს­თვის დიდი მად­ლო­ბა!

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ბერტა ხაფავას ტკივილი და სახელით გამოწვეული დისკომფორტი

ბერტა ხაფავას ტკივილი და სახელით გამოწვეული დისკომფორტი

"არც ერთი თეატრის საუკეთესო მსახიობი არ დარჩენილა, რომელთან ერთადაც არ მიმუშავია", - გვითხრა ქალბატონმა ბერტა ხაფავამ, რომელიც მოგეხსენებათ, ერთი პერიოდი მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან სხვა მსახიობებთან ერთად გაათავისუფლეს. შემდეგ, საყვარელ თეატრში დაბრუნებულ მსახიობს მისთვის მოულოდნელად, ვარსკვლავი გაუხსნეს... ამჟამად ქალბატონ ბერტას კვლავ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება აქვს, მაგრამ იმ ადამიანების ცუდად მოხსენიებისგან ვერ იკავებს თავს, ვინც თავის დროზე ეს სიამოვნება წაართვა...

- დედაჩემის ბიძაშვილები ვაკეში ცხოვრობდნენ. არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. სანათესავოში თუკი ვინმე ჰყავდათ, ყველა მათთან იზრდებოდა, მათ დააკვალიანეს, უნივერსიტეტი დაამთავრებინეს... დედა რომ გათხოვდა, მეუღლესთან ერთად, საცხოვრებლად ბიძაშვილებთან ჩამოვიდა. ჩემი მშობლები თბილისში სწავლობდნენ - ორივემ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ ვერაზე პატარა ბინა იყიდეს. 3 წლის ვიყავი, როცა საცხოვრებლად იქ გადავედით.

- დედ-მამა წარმოშობით საიდან იყვნენ?

- აბაშიდან. "კრუგში" მეგრელი ვარ (იღიმის). "ბერტა" მატრაკვეცა მეგრელებმა დამარქვეს. იმ პერიოდში, დედაჩემის მეგობარს "მადამ ბოვარი" წაუკითხავს და ჩემთვის სახელი ამ ნაწარმოების გავლენით შეურჩევიათ. ნეტავ, თბილისში ბერტა კიდევ ვინმეს ჰქვია?..

- თქვენი სახელი ბავშვობაში დისკომფორტს ხომ არ გიქმნიდათ?

- ყოველთვის! ეს სახელი ახლაც მეჯავრება, საშინლად არ მიყვარს! ადრე მოდური სახელები იყო: მზია, მანანა... მე კი ბერტა მერქვა!

- ამბობენ, სახელი ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას ახდენსო...

- როგორც წავიკითხე, "ბერტა" კარგ გავლენას არ ახდენს, ადამიანის ცხოვრებას ქვემოთ "ქაჩავს" (იღიმის)...

- თუკი სახელი ასეთ დისკომფორტს გიქმნით, მის შეცვლაზე არ გიფიქრიათ?

- არა. სკოლის ასაკში ჩემი სახელი განსაკუთრებულად არ მიყვარდა. მერე ნათლიებმა ნათელა დამარქვეს, მაგრამ არ შემრჩა: ასე არავინ მომმართავდა და ეს სახელი "დაიკარგა"...

- როგორი მოსწავლე იყავით?

- 54-ე სკოლაში ვსწავლობდი. რისი ჩადენა აზრადაც არ მომივიდოდა, იმასაც მე მაბრალებდნენ, - ასეთი ბედი მქონდა. ბავშვებმა რამდენჯერმე საკლასო ჟურნალი მოიპარეს და დახიეს, ეს კი, რა თქმა უნდა, ბერტას "ბრალი" იყო... რატომღაც, ლიდერად მიმიჩნევდნენ და ამის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. ძალიან მაღალი და უზომოდ გამხდარი, "წოწოლიკა" ვიყავი. მკერდი რომ წამომეზარდა, ამის მრცხვენოდა და კუზიანივით მოკუნტული დავდიოდი. გაკვეთილი ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ მის მოსაყოლად დაფასთან არ გავდიოდი, კომპლექსი მქონდა...

- ეს კომპლექსი როგორ დასძლიეთ?

- მერე სხვა სკოლაში გადავედი. ჩემს მშობლებს სურდათ, სამედიცინო განათლება მიმეღო. მაშინ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად მუშაობის ორწლიანი სტაჟი უნდა გქონოდა. ონკოლოგიის ცენტრში მომაწყვეს, პარალელურად, ვსწავლობდი. ონკოლოგიურში მუშაობას არავის ვუსურვებ, საშინელებაა! იქ სანიტრად გამაფორმეს. ოპერაციებზეც შევდიოდი, მაგრამ გული მიმდიოდა და ღამეებს ტირილში ვათევდი. ამბობდნენ, - ამ ბავშვს პატრონი არ ჰყავსო? სხვა საავადმყოფოში რომ მოვხვედრილიყავი, შეიძლება, ასეთი რამ არ დამმართოდა. საშინელება იყო უკვე განწირული ავადმყოფების ყურება... მერე გავიზარდე, "დავგოგოვდი"...

- და ალბათ თაყვანისმცემლებიც გაგიჩნდათ...

- არა... მახსოვს, სკოლიდან რუსთაველამდე გამოვიდოდით და იქაურობისთვის 3 "კრუგი" რომ არ დაგვერტყა, არ შეიძლებოდა.. "ბირჟაზე" ბიჭები იდგნენ, მათ ჩვენებურად ვეპრანჭებოდით, მაგრამ ვინ შემოგვხედავდა? ბავშვები ვიყავით, "დავღოღავდით"... ბიჭებს თვალში რომ "ამოვუვიდოდით", სახლებში მივდიოდით (იცინის).

- ექიმის პროფესიაზე ონკოლოგიურში მუშაობამ აგაღებინათ ხელი?

- არა. ახლა ოპერაციასაც გავაკეთებდი, მაგრამ მაშინ სხვას ნემსს რომ უკეთებდნენ, გული მიმდიოდა... შემდეგ ჩემი მშობლები გაიყარნენ. ჰოდა, შემთხვევით ვისარგებლე და სადაც მინდოდა, იქ "ვცვითე" თავი, მაგრამ თეატრალურ ინსტიტუტში იმ წელსვე ვერ ჩავაბარე; ბედი მეორე წელსაც ვცადე და სტუდენტი გავხდი. არაჩვეულებრივი პედაგოგი - ალექსანდრე მიქელაძე შემხვდა. "ცოცხალი ენციკლოპედია" გახლდათ, ღმერთმა აცხონოს!.. ჩემი კურსელები იყვნენ: გურამ ფირცხალავა, როსტომ ლორთქიფანიძე (რომელიც დღეს პატარა სამების ეკლესიაში მამაოა), გივი ქოჩლაძე... ჩემი მშობლები თეატრალური სფეროსგან ძალიან შორს იდგნენ, ოჯახში "თეთრი ყვავივით" ვიყავი. კარგა ხანს სამუშაო არ მქონდა, მერე 1 წელი გორის თეატრში ვმუშაობდი...

- გაყრის შემდეგ, მშობლები სათანადო ყურადღებას არ გაქცევდნენ?

- ჩემთვის არც ერთს ეცალა და არც - მეორეს. დედა ძალიან დაითრგუნა...

- ამ ფაქტმა თქვენზე როგორ იმოქმედა?

- ძალიან განვიცადე. მეგონა, პირველი და უკანასკნელი ვიყავი, ვისი მშობლებიც ერთმანეთს დაშორდნენ. როცა ინსტიტუტში ჩავაბარე, მაშინ მივხვდი, რომ ბევრი ყოფილა მსგავს სიტუაციაში და "დავწყნარდი" (იღიმის).

- სტუდენტობისას განსაკუთრებული მეგობრობა ვისთან გაკავშირებდათ?

- მე და ნათელა მაჭავარიანი ერთსა და იმავე სკოლაში დავდიოდით, ინსტიტუტშიც ერთსა და იმავე ჯგუფში მოვხვდით და თეატრშიც დღემდე ერთად ვართ.

- ცოტა ხნის წინ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარსკვლავი გაგიხსნეს...

- მანამდე თეატრიდან გამაგდეს, არავის ვჭირდებოდი... თეატრიდან ჯერ 10 კაცი გამოგვიშვეს, შემდეგ - კიდევ 46. მაშინდელმა მმართველმა მიშა ანთაძემ "ქართული დასის" ყველა წევრი მოიშორა. ამ კაცმა "ბალაგანი" შექმნა. თეატრთან კავშირი არ ჰქონია: ნაცნობ-მეგობრობით, თბილისის დოკუმენტური კინოსარეჟისორო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. კინოსტუდიაში რაღაცას "ჩალიჩობდა". ამბობდა, - მწერალიც ვარო. მოკლედ, ყველაფერი "თვითონ არის"! ფულის "გასაკეთებლად" თეატრში ბავშვთა გასართობი ცენტრის მსგავსი რაღაც შექმნა. სულ მეპარებოდა ეჭვი, რომ ამ კაცის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გამოგზავნა შემთხვევითი არ იყო: ივანიშვილმა გაარემონტა, არაჩვეულებრივი აპარატურით აღჭურვა და ალბათ, ნიკა რურუას ერთი სული ჰქონდა, შენობას როდის გაყიდდა. ანთაძე "საძოვარზე" გაუშვეს. მას მილიონ-ნახევარი ლარი აქვს შეჭმული, მაგრამ არ იჭერენ. ეს ადამიანი ფულის გამო ყველაფერს იკადრებს. მისი შერჩეული სპექტაკლების გამო თეატრს მაყურებელი აღარ ჰყავდა. მერე ისეთი ლაპარაკი "წავიდა", თითქოს მოზარდ მაყურებელთა თეატრი საჭირო აღარ იყო. ამბობდნენ, - საზღვარგარეთ ასეთი თეატრი არ არისო. არ მესმის, თუ რაღაც განსხვავებული გვაქვს, რატომ უნდა დავკარგოთ? უცხოელებს შურდათ, - რა ბედნიერებაა, ასეთი თეატრი რომ გაქვთო! რურუამ კი რა ქნა? - თეატრიდან საერთოდ გამოგვიშვა. საკუთარ თავზე იმხელა წარმოდგენა ჰქონდა, რომ გიგა ლორთქიფანიძეც კი არ მიიღო, რომელიც ჩვენი გაშვების გამო თეატრიდან წავიდა... მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაბრუნებულს ვარსკვლავი გამიხსნეს. თურმე, გადასაგდები არ ვყოფილვარ, როგორც ეს მიშა ანთაძეს, სააკაშვილის ბებიას და ნიკა რურუას ეგონათ...

- თეატრში ახლა როგორი სიტუაციაა?

- "ავგიას თავლაა" დატოვებული. დიმიტრი ხვთისიაშვილი იქაურობას ნელ-ნელა "ალაგებს". პატიოსანი კაცია, ღმერთმა გაახაროს მისი გამჩენი!..

- გათავისუფლებული მსახიობებიდან ყველანი დაბრუნდით?

- ვინც ანთაძემ გაგვიშვა, ყველა დავბრუნდით... ახლა თეატრში სინჯები ანუ ე.წ. კასტინგი (ჩვენ ხომ მატრაკვეცები ვართ: უცხოური სიტყვები უნდა გამოვიყენოთ!) ტარდება...

- კინოეკრანზე თქვენი პირველი როლის შესახებ გვიამბეთ...

- სპექტაკლში - "მერი პოპინსი" რომ ვითამაშე, თურმე ელდარ შენგელაიას (რომელიც "სამანიშვილის დედინაცვალში" პლატონის როლის შემსრულებელს ეძებდა) ოთარ იოსელიანისთვის უთქვამს: ბერტა ხაფავა ნახე, პლატონის როლსაც ითამაშებს, ისეთიაო (იცინის)! "სამანიშვილის დედინაცვალში" მელანოს როლზე დამამტკიცეს. გადაღების დაწყებამდე თენგიზ აბულაძემ "ნატვრის ხეში", შეთეს დედის როლისთვის გამსინჯა, მაგრამ ამ პერსონაჟისთვის ძალიან ახალგაზრდა ვიყავი... პირველი როლი მაინც "ნატვრის ხეში" შევასრულე - მარიტას ტალახის გუნდა პირველმა ვესროლე. სულ მეუბნებოდნენ, - არ გრცხვენია, მარიტა ტალახისთვის რომ გაიმეტეო?!

- არცთუ ისე დიდი ხნის წინ, "ვარდენის ევოლუციაში" პრეზიდენტის ბებიის როლი შეასრულეთ. სამუშაოდ საინტერესო იყო?

- ძალიან! პრეზიდენტის ბებიაზე ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ პრესის ფურცლებიდან მივმართავდი: მოდი და ნახე, შენმა პროტეჟემ (ანთაძეს სააკაშვილის ბებია მფარველობდა) თეატრი რა დღეში ჩააგდო, შვილიშვილები მოიყვანე და ეს სპექტაკლები მათ უჩვენე-მეთქი. ანთაძე თეატრს "საბალახოდ მიაბეს", - ჭამე, შვილო, რაც გინდაო. მან სამუშაოდ 30 კაცი მოიყვანა: პირველი ცოლის შვილი, მესამე ცოლის და, დისშვილები, ძმისშვილები... დეიდაშვილის ქმარს "მესამე თეატრის დირექტორი" დაარქვა - აბა, ხელფასი ხომ უნდა მიეცა?! სამუშაო ადგილებს ხელოვნურად ქმნიდა. ადრე ვთქვი კიდეც, - ამდენი თანამშრომელი ოპერისა და ბალეტის თეატრს არ ჰყავს-მეთქი. თურმე, "ბალაგანი" ხელს აძლევდათ: სააკაშვილის დედამ მთელი ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ ლარად ჩაიგდო ხელში და პრეზიდენტს თეატრის ბებიისთვის მიცემა გაუჭირდებოდა თუ რა?!

- პერიოდულად სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" გიღებენ...

- ყველაზე ხშირად ამ სერიალს ვუყურებ. ძალიან კარგი ბავშვები მუშაობენ. ხალასები არიან. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. მაგალითად, სერიალი - "შუა ქალაქში" თავიდან კარგად აეწყო, მაგრამ ახლა უკვე ძალიან მოსაბეზრებელია...

- თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ რას გვეტყვით?

- ქმარ-შვილი არ მყავს. მთელი ჩემი ცხოვრება თეატრი, შემოქმედებაა და ესეც წამართვეს. ჰოდა, როგორ არ ვლანძღო ეს ხალხი?! ამჟამად მე, ჩემი და, სიძე და დისშვილი ერთად ვცხოვრობთ...

- გული არ გწყდებათ, საკუთარი ოჯახი რომ არ შექმენით?

- არა. გიორგი (დისშვილი) ჩემს მუცელში არ მჯდარა, თორემ "ჩემია": მე გავზარდე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დამ შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა, ძალიან ცუდად იყო და 6 თვე ბავშვს ხელი ვერ მოჰკიდა. თავად გიორგიც ამბობს, - 2 დედა მყავსო... ბევრი მიყვარდა, ბევრს ვუყვარდი; სულ გატაცებული ვიყავი, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ამის გამო თავს ვერ მოვიკლავ (იღიმის).

- არაფერი რატომ არ გამოვიდა? პრობლემა რა იყო?

- ალბათ მეც უხასიათო ვიყავი, სათქმელს ყველას პირში "ვარეხვებდი". თანაც, ვინც მე მინდოდა, ის არ მთხოულობდა, ვინც არ მინდოდა, იმას არ გავყვებოდი და დავრჩი ასე...

- ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი რომ გქონდეთ, რამეს შეცვლიდით?

- არა. ერთ-ერთ შოუში ვთქვი: ახალგაზრდობაში ასაკით ჩემზე ბევრად უფროსი კაცი მიყვარდა, ჩემი ბოლო სიყვარული კი ჩემზე ბევრად უმცროსი იყო-მეთქი. თეატრში მისულს ერთმა მითხრა: რა იყო, შოუში შენი ბოზობის ამბავს რომ ჰყვებიო (იცინის)?.. იყო პერიოდი, როცა ჩემ შესახებ გავრცელებულ ჭორებს განვიცდიდი. მაგალითად, ერთხელ ისეთ კაცთან "დამაკავშირეს", რომელსაც "გამარჯობითაც" არ ვიცნობდი, ერთხელ კი გორში ჩასულს გაოცებულები შემხვდნენ, - ცოცხალი ხარო?!. თურმე, ჭორი გავრცელებულა, რომ მოვკვდი...

- ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ! ინტერვიუსთვის დიდი მადლობა!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)