პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟანეტ ქერდიყოშვილი - "პარიზში მოხვედრაზე ვოცნებობ, მაგრამ საყვარელი ადამიანის გარეშე იქ ჩასვლა არ მინდა"
ჟანეტ ქერდიყოშვილი - "პარიზში მოხვედრაზე ვოცნებობ, მაგრამ საყვარელი ადამიანის გარეშე იქ ჩასვლა არ მინდა"

რაც უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, მომ­ხიბ­ვლელ მო­დელს, ჟა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვილს ზამ­თა­რი და სი­ცი­ვე უფრო ხიბ­ლავს, ვიდ­რე - ზა­ფხუ­ლი. მაგ­რამ რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, წყალ­ზე გიჟ­დე­ბა და ნამ­ზე­უ­რის მი­ღე­ბა­ზეც უარს არას­დროს ამ­ბობს. უცხო ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, პირ­ველ რიგ­ში, შო­პინგზე და­დის. ამ­ბობს, რომ ამის­თვის ფულს ბოლო "კა­პი­კამ­დე" ხარ­ჯავს.

- ჰო­როს­კო­პით მშვილ­დო­სა­ნი ვარ. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მოგ­ზა­უ­რო­ბა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ძა­ლი­ან ხიბ­ლავთ და მეც მათ კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი. ბავ­შვო­ბი­დან სულ სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბა­ში ვარ, არ მიყ­ვარს ერთ ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბა. პე­ტერ­ბურ­გში და­ვი­ბა­დე. 2 წლის ვი­ყა­ვი, როცა მა­მამ თა­ვი­სი დიდი მან­ქა­ნით სა­მოგ­ზა­უ­როდ უკ­რა­ი­ნა­ში წაგ­ვიყ­ვა­ნა. მთე­ლი ქვე­ყა­ნა და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ. ასე მან­ქა­ნით მო­ვი­ა­რეთ თურ­ქე­თიც. მარ­ტო პირ­ვე­ლად იტა­ლი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რე. მი­ლა­ნი ისე მო­მე­წო­ნა, დარ­ჩე­ნა გა­დავ­წყვი­ტე. პა­ტა­რა, მყუდ­რო, არ­ცთუ ისე ხმა­უ­რი­ა­ნი ქა­ლა­ქია. მინ­დო­და, იქ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მეს­წავ­ლა. სხვა გეგ­მე­ბიც მქონ­და. მათ კი, ვი­საც სიძ­ვე­ლე­ე­ბი ხიბ­ლავს, ბარ­სე­ლო­ნა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბათ... "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სზე ლონ­დონ­ში ჩა­ვე­დი, იქი­დან კი მა­ლე­ვე შოტ­ლან­დი­ა­ში გა­და­ვე­დით. ძველ სა­სახ­ლე­ში დავ­ბი­ნავ­დით, რო­მე­ლიც ადრე ფსი­ქი­კუ­რად შეშ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო ყო­ფი­ლა. ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ვარ და მა­შინ­ვე ცუდი აურა ვიგ­რძე­ნი. მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, მაგ­რამ სხვა საქ­მე ყო­ფი­ლა, ამ ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თარ თავ­ზე რომ გა­მოც­დი. მოკ­ლედ, ხან ტე­ლე­ვი­ზო­რი თა­ვი­სით ირ­თვე­ბო­და, ხა­ნაც - მაღ­ვი­ძა­რა რე­კავ­და... ყვე­ლას ძა­ლი­ან გვინ­დო­და, ამ სა­სახ­ლის­თვის თავი დაგ­ვეღ­წია და ლონ­დონ­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. თან მომ­წონ­და ის სი­ტუ­ა­ცია, თა­ნაც - მე­ში­ნო­და.

- ყვე­ლა­ზე კარ­გად დას­ვე­ნე­ბა რო­მელ ქვე­ყა­ნა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი?

- შარ­შან დუ­ბა­ი­ში ვი­ყა­ვი. სა­ო­ცა­რი ქა­ლა­ქია. ვნა­ხე კად­რე­ბი, თუ რო­გო­რი იყო 1991 წლამ­დე დუ­ბა­ის ტე­რი­ტო­რია და მერე, 2001 წლამ­დე რა გა­ა­კე­თეს. ხან­და­ხან მგო­ნია, რომ ზედ­მე­ტიც კი მო­უ­ვი­დათ. მათ სას­ტუმ­რო­ებ­სა და შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში სიმ­დიდ­რე და ოქრო ჭარ­ბობს.

- სად ისურ­ვებ­დი მოგ­ზა­უ­რო­ბას?

- ძა­ლი­ან მინ­და, ნი­ცა­სა და კან­ში ვი­მოგ­ზა­უ­რო. პა­რიზ­ში მოხ­ვედ­რა­ზე ვოც­ნე­ბობ, მაგ­რამ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­რე­შე იქ ჩას­ვლა არ მინ­და. ამი­ტომ ამ ქა­ლაქს ჯერ­ჯე­რო­ბით "ვი­ნა­ხავ" (იღი­მის)... სა­ბერ­ძნეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა­საც ვგეგ­მავ, შენ­გე­ნის ერ­თწ­ლი­ა­ნი ვიზა მაქვს და მინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნო. ამ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო კუნ­ძუ­ლია. ასე­ვე მა­ინ­ტე­რე­სებს ამე­რი­კა. მინ­და, მეც შე­ვიგ­რძნო იქა­უ­რო­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ხალ­ხი მალ­დი­ვის კუნ­ძუ­ლებ­ზეა გა­გი­ჟე­ბუ­ლი. არა­და, იქ უამ­რა­ვი ხვლი­კი, კოღო და ქვე­წარ­მა­ვა­ლია. ასე­თი არა­კომ­ფორ­ტუ­ლი დას­ვე­ნე­ბა არ მიყ­ვარს.

- რო­გორც მი­თხა­რი, ახლა უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი. ის­ვე­ნებ თუ კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე სი­ახ­ლეა?

- ჩემს კა­რი­ე­რა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი და­ი­წყო, მაგ­რამ არა - სა­მო­დე­ლო კუ­თხით. ახლა უკ­რა­ი­ნა­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით ვარ. მა­პა­ტი­ეთ, არ მაქვს გამ­ხე­ლის უფ­ლე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ზა­ფხუ­ლის მი­წუ­რულს გა­ი­გებთ სი­ახ­ლე­ებს.

- ზა­ფხუ­ლი ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი სე­ზო­ნია. რო­გო­რი დას­ვე­ნე­ბა გხიბ­ლავს, ხმა­უ­რი­ა­ნი თუ - პი­რი­ქით?

- ვერ გე­ტყვით, რომ ზა­ფხულ­ზე ვგიჟ­დე­ბი. რა­ტომ­ღაც, ზამ­თა­რი, თოვ­ლი, სი­ცი­ვე და თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი უფრო მიყ­ვარს. ნო­ემ­ბრის ბო­ლოს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი, მა­შინ, როცა უკვე ზამ­თა­რი იწყე­ბა. ბოლო დროს მივ­ხვდი, რომ ზა­ფხუ­ლიც მშვე­ნი­ე­რი სე­ზო­ნია. ვგიჟ­დე­ბი წყალ­ზე. შე­მიძ­ლია, 24 სა­ა­თი წყლი­დან არ ამო­ვი­დე.

- გა­რუ­ჯვა გიყ­ვარს?

- გა­რუ­ჯუ­ლი სხე­უ­ლი მარ­თლაც ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლია, მაგ­რამ ზედ­მე­ტად გა­შა­ვე­ბა არ მომ­წონს. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ნორ­მა აქვს. რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნა ვნა­ხე, რომ­ლებ­საც ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და ვერ გა­მე­გო, ზან­გე­ბი იყ­ვნენ თუ - მზის­გან ზედ­მე­ტად გა­შა­ვე­ბუ­ლე­ბი. ცხვი­რის ნეს­ტო­ე­ბიც კი შავი ჰქონ­დათ. არ მეს­მის, სა­ი­დან მო­აქვთ ასე­თი მოდა. ევ­რო­პა­სა და ჰო­ლი­ვუდს რომ გა­დავ­ხე­დოთ, ვარ­სკვლა­ვე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად იღე­ბენ ნამ­ზე­ურს. მათ იცი­ან, რომ ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად მავ­ნეა. რო­გორც იცით, ნი­კოლ კიდ­მა­ნი ძა­ლი­ან თეთ­რია და თით­ქმის არას­დროს ირუ­ჯე­ბა. თეთ­რი ადა­მი­ა­ნი უფრო ნა­ზია. სხვა­თა შო­რის, ბი­ჭებ­საც ასე­თი გო­გო­ნე­ბი მოს­წონთ. ახლა მეც მაქვს ნამ­ზე­უ­რი, მაგ­რამ შავი არ ვარ.

- ყვე­ლა­ზე კარ­გად რო­მე­ლი ზა­ფხუ­ლი გახ­სოვს?

- შარ­შან­დე­ლი. ივ­ნის­ში დუ­ბა­ი­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც მშვე­ნი­ე­რი დრო გა­ვა­ტა­რე. იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს, მა­მამ მან­ქა­ნა და­მახ­ვედ­რა და ჩემი მან­ქა­ნით, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ბა­თუმ­ში წა­ვე­დი. იქ ჩემი ძმა დამ­ხვდა. სხვა­თა შო­რის, მარ­ტო თით­ქმის არ­სად მიშ­ვე­ბენ, ყველ­გან ძმა დამ­ყვე­ბა. ის მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მამ­დე მარ­ტომ გა­ვი­ა­რე, უკვე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო. აღარ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, იქ რა მოხ­დე­ბო­და (იცი­ნის). რუ­სეთ­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს, ისი­ნი ზა­ფხუ­ლო­ბით ჩა­მო­დი­ან ბა­თუმ­ში და მათ­თან ერ­თად მშვე­ნი­ერ დროს ვა­ტა­რებ. მშობ­ლებ­თან ერ­თა­დაც ვის­ვე­ნებ ხოლ­მე, უჩე­მო­ბა რომ არ იგ­რძნონ.

- წელს სად გეგ­მავ დას­ვე­ნე­ბას?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არ მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი. ვიცი, რომ 3 დღით აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვალ ბა­თუმ­ში. ასე­ვე მინ­და, სა­ბერ­ძნეთ­ში ან იტა­ლი­ა­ში წა­ვი­დე. ოღონდ ისეთ ქა­ლაქს ავირ­ჩევ, სა­დაც წყა­ლი და ლა­მა­ზი სა­ნა­პი­რო იქ­ნე­ბა.

- შენ­თვის რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია სე­ზო­ნუ­რი ფლირ­ტი?

- არა, ერ­თთვი­ა­ნი და ორ­კვი­რი­ა­ნი ფლირ­ტი და შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბა­ნას თა­მა­ში ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. თუ ვი­ღაც მო­მე­წო­ნა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად ვფიქ­რობ მას­ზე და შე­საძ­ლოა, ის ჩემი მე­უღ­ლეც გახ­დეს.

- შო­პინ­გი გიყ­ვარს? ზა­ფხულ­ში რო­გორ სა­მოსს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- "შო­პო­გო­ლი­კი" ვარ. უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლი­სას, პირ­ვე­ლი, რა­საც ვა­კე­თებ, - შო­პინ­გია. ბოლო "კა­პიკ­საც" კი ვხარ­ჯავ. ევ­რო­პა­ში ხში­რად დიდი ფას­დაკ­ლე­ბე­ბია. საკ­მა­ოდ და­ბალ ფას­ში კარ­გი ბრენ­დის ყიდ­ვა შე­იძ­ლე­ბა. ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარს მოკ­ლე კა­ბი­სა და შორ­ტის ჩაც­მა. თუ ცოტა ნამ­ზე­უ­რიც მაქვს, ამ ყვე­ლა­ფერს მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­საც ვუ­ხა­მებ. ძა­ლი­ან ცუ­დია ცხელ დღე­ებ­ში შავი ფე­რის ჩაც­მა, მზის სხი­ვებს იზი­დავს და არა­კომ­ფორ­ტუ­ლია. მიყ­ვარს ფე­რა­დი სა­მო­სი. თეთრზე ვგიჟ­დე­ბი, ჩემ­თვის სი­სუფ­თა­ვეს­თან ასო­ცირ­დე­ბა.

- და­ბო­ლოს, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ისურ­ვებ­დი ცხოვ­რე­ბას?

- ამ­ბო­ბენ, რომ შვე­ი­ცა­რია ძა­ლი­ან წყნა­რი და მშვი­დი ქვე­ყა­ნაა. ალ­ბათ ასაკ­ში რომ შე­ვალ, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ვი­ცხოვ­რებ (იღი­მე­ბა).

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ჟანეტ ქერდიყოშვილი - "პარიზში მოხვედრაზე ვოცნებობ, მაგრამ საყვარელი ადამიანის გარეშე იქ ჩასვლა არ მინდა"

ჟანეტ ქერდიყოშვილი - "პარიზში მოხვედრაზე ვოცნებობ, მაგრამ საყვარელი ადამიანის გარეშე იქ ჩასვლა არ მინდა"

რაც უნდა გაგიკვირდეთ, მომხიბვლელ მოდელს, ჟანეტ ქერდიყოშვილს ზამთარი და სიცივე უფრო ხიბლავს, ვიდრე - ზაფხული. მაგრამ როგორც თავად ამბობს, წყალზე გიჟდება და ნამზეურის მიღებაზეც უარს არასდროს ამბობს. უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას, პირველ რიგში, შოპინგზე დადის. ამბობს, რომ ამისთვის ფულს ბოლო "კაპიკამდე" ხარჯავს.

- ჰოროსკოპით მშვილდოსანი ვარ. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მოგზაურობა და თავგადასავლები ძალიან ხიბლავთ და მეც მათ კატეგორიას მივეკუთვნები. ბავშვობიდან სულ სიახლეების ძიებაში ვარ, არ მიყვარს ერთ ადგილზე გაჩერება. პეტერბურგში დავიბადე. 2 წლის ვიყავი, როცა მამამ თავისი დიდი მანქანით სამოგზაუროდ უკრაინაში წაგვიყვანა. მთელი ქვეყანა დავათვალიერეთ. ასე მანქანით მოვიარეთ თურქეთიც. მარტო პირველად იტალიაში გავემგზავრე. მილანი ისე მომეწონა, დარჩენა გადავწყვიტე. პატარა, მყუდრო, არცთუ ისე ხმაურიანი ქალაქია. მინდოდა, იქ უნივერსიტეტში მესწავლა. სხვა გეგმებიც მქონდა. მათ კი, ვისაც სიძველეები ხიბლავს, ბარსელონა ძალიან მოეწონებათ... "მის მსოფლიოს" კონკურსზე ლონდონში ჩავედი, იქიდან კი მალევე შოტლანდიაში გადავედით. ძველ სასახლეში დავბინავდით, რომელიც ადრე ფსიქიკურად შეშლილი ადამიანების საავადმყოფო ყოფილა. ძალიან მგრძნობიარე ვარ და მაშინვე ცუდი აურა ვიგრძენი. მოჩვენებების ყოველთვის მჯეროდა, მაგრამ სხვა საქმე ყოფილა, ამ ყველაფერს საკუთარ თავზე რომ გამოცდი. მოკლედ, ხან ტელევიზორი თავისით ირთვებოდა, ხანაც - მაღვიძარა რეკავდა... ყველას ძალიან გვინდოდა, ამ სასახლისთვის თავი დაგვეღწია და ლონდონში დავბრუნებულიყავით. იქ გატარებული დღეები არასდროს დამავიწყდება. თან მომწონდა ის სიტუაცია, თანაც - მეშინოდა.

- ყველაზე კარგად დასვენება რომელ ქვეყანაშია შესაძლებელი?

- შარშან დუბაიში ვიყავი. საოცარი ქალაქია. ვნახე კადრები, თუ როგორი იყო 1991 წლამდე დუბაის ტერიტორია და მერე, 2001 წლამდე რა გააკეთეს. ხანდახან მგონია, რომ ზედმეტიც კი მოუვიდათ. მათ სასტუმროებსა და შენობა-ნაგებობებში სიმდიდრე და ოქრო ჭარბობს.

- სად ისურვებდი მოგზაურობას?

- ძალიან მინდა, ნიცასა და კანში ვიმოგზაურო. პარიზში მოხვედრაზე ვოცნებობ, მაგრამ საყვარელი ადამიანის გარეშე იქ ჩასვლა არ მინდა. ამიტომ ამ ქალაქს ჯერჯერობით "ვინახავ" (იღიმის)... საბერძნეთში გამგზავრებასაც ვგეგმავ, შენგენის ერთწლიანი ვიზა მაქვს და მინდა, მაქსიმალურად გამოვიყენო. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ლამაზი და საინტერესო კუნძულია. ასევე მაინტერესებს ამერიკა. მინდა, მეც შევიგრძნო იქაურობისთვის დამახასიათებელი თავისუფლება. ხალხი მალდივის კუნძულებზეა გაგიჟებული. არადა, იქ უამრავი ხვლიკი, კოღო და ქვეწარმავალია. ასეთი არაკომფორტული დასვენება არ მიყვარს.

- როგორც მითხარი, ახლა უკრაინაში იმყოფები. ისვენებ თუ კარიერასთან დაკავშირებით რაიმე სიახლეა?

- ჩემს კარიერაში სიახლეები დაიწყო, მაგრამ არა - სამოდელო კუთხით. ახლა უკრაინაში საქმიანი ვიზიტით ვარ. მაპატიეთ, არ მაქვს გამხელის უფლება. დაახლოებით ზაფხულის მიწურულს გაიგებთ სიახლეებს.

- ზაფხული ყველასთვის საყვარელი სეზონია. როგორი დასვენება გხიბლავს, ხმაურიანი თუ - პირიქით?

- ვერ გეტყვით, რომ ზაფხულზე ვგიჟდები. რატომღაც, ზამთარი, თოვლი, სიცივე და თხილამურებით სრიალი უფრო მიყვარს. ნოემბრის ბოლოს ვარ დაბადებული, მაშინ, როცა უკვე ზამთარი იწყება. ბოლო დროს მივხვდი, რომ ზაფხულიც მშვენიერი სეზონია. ვგიჟდები წყალზე. შემიძლია, 24 საათი წყლიდან არ ამოვიდე.

- გარუჯვა გიყვარს?

- გარუჯული სხეული მართლაც ძალიან მიმზიდველია, მაგრამ ზედმეტად გაშავება არ მომწონს. ყველაფერს თავისი ნორმა აქვს. რამდენიმე გოგონა ვნახე, რომლებსაც ვაკვირდებოდი და ვერ გამეგო, ზანგები იყვნენ თუ - მზისგან ზედმეტად გაშავებულები. ცხვირის ნესტოებიც კი შავი ჰქონდათ. არ მესმის, საიდან მოაქვთ ასეთი მოდა. ევროპასა და ჰოლივუდს რომ გადავხედოთ, ვარსკვლავები ძალიან იშვიათად იღებენ ნამზეურს. მათ იციან, რომ ეს გარკვეულწილად მავნეა. როგორც იცით, ნიკოლ კიდმანი ძალიან თეთრია და თითქმის არასდროს ირუჯება. თეთრი ადამიანი უფრო ნაზია. სხვათა შორის, ბიჭებსაც ასეთი გოგონები მოსწონთ. ახლა მეც მაქვს ნამზეური, მაგრამ შავი არ ვარ.

- ყველაზე კარგად რომელი ზაფხული გახსოვს?

- შარშანდელი. ივნისში დუბაიში ვიყავი, სადაც მშვენიერი დრო გავატარე. იქიდან დაბრუნებულს, მამამ მანქანა დამახვედრა და ჩემი მანქანით, მეგობრებთან ერთად, ბათუმში წავედი. იქ ჩემი ძმა დამხვდა. სხვათა შორის, მარტო თითქმის არსად მიშვებენ, ყველგან ძმა დამყვება. ის მონაკვეთი, რომელიც თბილისიდან ბათუმამდე მარტომ გავიარე, უკვე დასამახსოვრებელი იყო. აღარ მაინტერესებდა, იქ რა მოხდებოდა (იცინის). რუსეთში უამრავი ქართველი მეგობარი მყავს, ისინი ზაფხულობით ჩამოდიან ბათუმში და მათთან ერთად მშვენიერ დროს ვატარებ. მშობლებთან ერთადაც ვისვენებ ხოლმე, უჩემობა რომ არ იგრძნონ.

- წელს სად გეგმავ დასვენებას?

- ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი. ვიცი, რომ 3 დღით აუცილებლად ჩავალ ბათუმში. ასევე მინდა, საბერძნეთში ან იტალიაში წავიდე. ოღონდ ისეთ ქალაქს ავირჩევ, სადაც წყალი და ლამაზი სანაპირო იქნება.

- შენთვის რამდენად მისაღებია სეზონური ფლირტი?

- არა, ერთთვიანი და ორკვირიანი ფლირტი და შეყვარებულობანას თამაში ჩემთვის მიუღებელია. თუ ვიღაც მომეწონა, ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზულად ვფიქრობ მასზე და შესაძლოა, ის ჩემი მეუღლეც გახდეს.

- შოპინგი გიყვარს? ზაფხულში როგორ სამოსს ანიჭებ უპირატესობას?

- "შოპოგოლიკი" ვარ. უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, პირველი, რასაც ვაკეთებ, - შოპინგია. ბოლო "კაპიკსაც" კი ვხარჯავ. ევროპაში ხშირად დიდი ფასდაკლებებია. საკმაოდ დაბალ ფასში კარგი ბრენდის ყიდვა შეიძლება. ზაფხულში ძალიან მიყვარს მოკლე კაბისა და შორტის ჩაცმა. თუ ცოტა ნამზეურიც მაქვს, ამ ყველაფერს მაღალქუსლიან ფეხსაცმელსაც ვუხამებ. ძალიან ცუდია ცხელ დღეებში შავი ფერის ჩაცმა, მზის სხივებს იზიდავს და არაკომფორტულია. მიყვარს ფერადი სამოსი. თეთრზე ვგიჟდები, ჩემთვის სისუფთავესთან ასოცირდება.

- დაბოლოს, რომელ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებას?

- ამბობენ, რომ შვეიცარია ძალიან წყნარი და მშვიდი ქვეყანაა. ალბათ ასაკში რომ შევალ, შვეიცარიაში, შვილიშვილთან ერთად ვიცხოვრებ (იღიმება).

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება