სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ლევან ყოჩიაშვილის პირადი ცხოვრება ბოლო დროს მისი გმირის მსგავსად არეული იყო. მეუღლესთან, მარინა ყაჭაშვილთან ურთიერთობა გაუფუჭდა.
რამდენჯერმე დაიწერა კიდეც, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მათი სიყვარულის ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო. ლევანი სკოლის მოსწავლე იყო, ინგლისურში ემზადებოდა, თავისი მასწავლებლის შვილი როგორც კი დაინახა, ცოლის მოყვანაზე დაფიქრდა. მშობლებმა გადააფიქრებინეს, რა დროს შენი ცოლიაო, უთხრეს. მარინა ლევანზე ორი წლითაა უფროსი, მაგრამ ეს მათი სიყვარულისთვის ხელისშემშლელი არ ყოფილა. თურმე ლევანს მანამდეც თავისზე გაცილებით უფროსი ქალები, ძირითადად მასწავლებლები უყვარდებოდა.