პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინდია მიდელაშვილი - ფოტოხელოვანი, რომლისთვისაც მოგზაურობის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია
მინდია მიდელაშვილი - ფოტოხელოვანი, რომლისთვისაც მოგზაურობის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია

მინ­დია მი­დე­ლაშ­ვილ­მა ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა "ზე­ნი­ტით" და­ი­წყო. ის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ბე­ბი­ამ მა­მა­მისს აჩუ­ქა, ხოლო მან შვილს გა­დას­ცა. მას შემ­დეგ ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ხე­ლი­დან აღარ გა­უგ­დია, უბ­რა­ლოდ, წლებ­თან ერ­თად მათი და­სა­ხე­ლე­ბა და ბრენ­დი იც­ვლე­ბა...

"ჩვე­უ­ლებ­რივ" ფო­ტო­ებს მზით ნა­ბეჭ­დი ფო­ტო­ე­ბი მოჰ­ყვა. ახლა სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ე­ბის აქ­სე­სა­უ­რებ­ზე და­ტა­ნაც და­ი­წყო. რაც შე­ე­ხე­ბა მზით ნა­ბეჭდ ფო­ტო­ებს, ეს ტექ­ნო­ლო­გია ორი სა­უ­კუ­ნის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ფოტო ორი­გი­ნა­ლია, ხე­ლით და­ბეჭ­დი­ლი და მზის სხი­ვე­ბი­თაა გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი. ჩარ­ჩო­ში მო­თავ­სე­ბულ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ფო­ტოს ეფექ­ტიც აქვს და იმავდრო­უ­ლად ნა­ხატ­საც ჰგავს...

სი­ცო­ცხლე ფო­ტო­ზე...

უყ­ვარს პორ­ტრე­ტე­ბი და "ქუ­ჩის" ფო­ტოგ­რა­ფია. არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი­სა და მსგავ­სი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის გა­და­ღე­ბა არ ხიბ­ლავს. თუ ნა­გე­ბო­ბის გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბი არ ფუს­ფუ­სე­ბენ, ის გა­რე­მო მკვდა­რი ეჩ­ვე­ნე­ბა.

მის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გან­წყო­ბას, თუ ხა­სი­ათ­ზე არ არის, შე­იძ­ლე­ბა ერთი კად­რიც არ გა­და­ი­ღოს. კონ­კრე­ტუ­ლი დაკ­ვე­თე­ბი აქვს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან, მაგ­რამ მის­თვის მთა­ვა­რი სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა და "მუ­ზე­ბის გა­ცო­ცხლე­ბაა". აქ­ტი­უ­რი, მოძ­რა­ვი ად­გი­ლე­ბი უყ­ვარს, მა­გა­ლი­თად ისე­თი, რო­გო­რიც არის დელი. იქ ჩა­სულს პირ­ველ დღეს გა­უ­ჭირ­და ადაპ­ტა­ცია, მთებს მი­ა­შუ­რა, სა­დაც სიმ­შვი­დე დახ­ვდა. მე­ო­რე დღი­დან და­ი­წყო იმ რიტმთან შე­გუ­ე­ბა, რაც ინ­დო­ე­თის ამ ქა­ლაქს ახა­სი­ა­თებს. ტა­ი­ლან­დში კი სრუ­ლი უძ­რა­ო­ბა დახ­ვდა და მიხ­ვდა, რომ იმ მო­ნო­ტო­ნურ გა­რე­მო­ში დიდ­ხანს ვერ გაძ­ლებ­და. მა­რა­დი­ულ ქა­ოს­ში ყოფ­ნა რთუ­ლია, მაგ­რამ ეს რე­ა­ლო­ბა ენერ­გი­ის აღ­დგე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა...

ყო­ვე­ლი დღე გა­წე­რი­ლი აქვს. ყო­ველ­თვის წი­ნას­წარ იცის, სად უნდა წა­ვი­დეს და რა უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლოს. ფო­ტო­ნა­მუ­შევ­რე­ბის გარ­და, სა­კუ­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გად­მო­ცე­მას ტექ­სტუ­რა­დაც ახერ­ხებს. ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ კარ­გად წერს, რა­საც მის ფო­ტო­ებ­ზე დარ­თუ­ლი დღი­უ­რე­ბი­დან ამო­ნა­რი­დე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ...

სამი ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა

აფ­რი­კა მის­თვის ერთ-ერთი ოც­ნე­ბა­თა­გა­ნი იყო, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც სურ­და. "ეთი­ო­პია არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც თა­ვის უნი­კა­ლუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. იქ რამ­დე­ნი­მე ტომი იყ­რის თავს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი ვი­ზუ­ა­ლი­თა და ტრა­დი­ცი­ე­ბით გან­სხვავ­დე­ბი­ან. რაც უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­რე­მო­ში ხარ ფო­ტოგ­რა­ფი, მუ­შა­ო­ბის­თვის მეტი სტი­მუ­ლი გაქვს, შე­სა­ბა­მი­სად, ეს იყო ძა­ლი­ან დიდი მაგ­ნი­ტი, რო­მე­ლიც მე­ძახ­და და ერთ დღე­საც სა­ბო­ლო­ოდ მი­მი­ზი­და", - ასე ახ­სნა 2013 წლის მარ­ტში თა­ვის მოგ­ზა­უ­რო­ბა აფ­რი­კა­ში ფო­ტო­ხე­ლო­ვან­მა.

თუმ­ცა მა­ნამ­დე გა­და­სა­ღე­ბად ინ­დო­ეთს ეს­ტუმ­რა და ამ ქვე­ყა­ნა­ში დღემ­დე უკვე ორ­ჯერ ჩა­ვი­და. ინ­დო­ეთ­ში თავს ში­ნა­უ­რად გრძნობს. ფერ­თა სიმ­დიდ­რი­თა და სიჭ­რე­ლით მას ვერც ერთ სხვა ქვე­ყა­ნას ვერ ადა­რებს.

პირ­ველ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ოც­ნე­ბას ტა­ი­ლან­დი და ეთი­ო­პია მოჰ­ყვა. ამ ქვეყ­ნე­ბი­დან უამ­რა­ვი ფო­ტო­თი და­ხუნძლუ­ლი დაბ­რუნ­და თბი­ლის­ში. სულ ბო­ლოს, აფ­რი­კა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის შე­დე­გი გა­მო­ფე­ნა­ზე გა­მო­ფი­ნა. ათას­ზე მეტი ფო­ტო­დან ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და სა­მოც­და­ა­თის შერ­ჩე­ვა. ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა არ ყო­ფი­ლა კონ­კრე­ტუ­ლი დაკ­ვე­თა, იღებ­და მხო­ლოდ იმის­თვის, რომ ისევ და ისევ "მუ­ზე­ბი გა­ე­ცო­ცხლე­ბი­ნა".

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მინდია მიდელაშვილი - ფოტოხელოვანი, რომლისთვისაც მოგზაურობის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია

მინდია მიდელაშვილი - ფოტოხელოვანი, რომლისთვისაც მოგზაურობის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია

მინდია მიდელაშვილმა ფოტოების გადაღება "ზენიტით" დაიწყო. ის ფოტოაპარატი ბებიამ მამამისს აჩუქა, ხოლო მან შვილს გადასცა. მას შემდეგ ფოტოაპარატი ხელიდან აღარ გაუგდია, უბრალოდ, წლებთან ერთად მათი დასახელება და ბრენდი იცვლება... 

"ჩვეულებრივ" ფოტოებს მზით ნაბეჭდი ფოტოები მოჰყვა. ახლა საკუთარი ფოტოების აქსესაურებზე დატანაც დაიწყო. რაც შეეხება მზით ნაბეჭდ ფოტოებს, ეს ტექნოლოგია ორი საუკუნის წინ აღმოაჩინეს. ფოტო ორიგინალია, ხელით დაბეჭდილი და მზის სხივებითაა გამჟღავნებული. ჩარჩოში მოთავსებულ გამოსახულებას ფოტოს ეფექტიც აქვს და იმავდროულად ნახატსაც ჰგავს...

სიცოცხლე ფოტოზე...

უყვარს პორტრეტები და "ქუჩის" ფოტოგრაფია. არქიტექტურული ძეგლებისა და მსგავსი ღირშესანიშნაობების გადაღება არ ხიბლავს. თუ ნაგებობის გარშემო ადამიანები არ ფუსფუსებენ, ის გარემო მკვდარი ეჩვენება.

მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, თუ ხასიათზე არ არის, შეიძლება ერთი კადრიც არ გადაიღოს. კონკრეტული დაკვეთები აქვს ორგანიზაციებიდან, მაგრამ მისთვის მთავარი საკუთარი ოცნებების რეალიზება და "მუზების გაცოცხლებაა". აქტიური, მოძრავი ადგილები უყვარს, მაგალითად ისეთი, როგორიც არის დელი. იქ ჩასულს პირველ დღეს გაუჭირდა ადაპტაცია, მთებს მიაშურა, სადაც სიმშვიდე დახვდა. მეორე დღიდან დაიწყო იმ რიტმთან შეგუება, რაც ინდოეთის ამ ქალაქს ახასიათებს. ტაილანდში კი სრული უძრაობა დახვდა და მიხვდა, რომ იმ მონოტონურ გარემოში დიდხანს ვერ გაძლებდა. მარადიულ ქაოსში ყოფნა რთულია, მაგრამ ეს რეალობა ენერგიის აღდგენაში ეხმარება...

ყოველი დღე გაწერილი აქვს. ყოველთვის წინასწარ იცის, სად უნდა წავიდეს და რა უნდა მოინახულოს. ფოტონამუშევრების გარდა, საკუთარი შთაბეჭდილებების გადმოცემას ტექსტურადაც ახერხებს. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად წერს, რასაც მის ფოტოებზე დართული დღიურებიდან ამონარიდები ადასტურებენ...

სამი ახდენილი ოცნება

აფრიკა მისთვის ერთ-ერთი ოცნებათაგანი იყო, რომლის განხორციელებაც სურდა. "ეთიოპია არის ქვეყანა, რომელიც თავის უნიკალურობით გამოირჩევა. იქ რამდენიმე ტომი იყრის თავს, რომლებიც თავიანთი ვიზუალითა და ტრადიციებით განსხვავდებიან. რაც უფრო მრავალფეროვან გარემოში ხარ ფოტოგრაფი, მუშაობისთვის მეტი სტიმული გაქვს, შესაბამისად, ეს იყო ძალიან დიდი მაგნიტი, რომელიც მეძახდა და ერთ დღესაც საბოლოოდ მიმიზიდა", - ასე ახსნა 2013 წლის მარტში თავის მოგზაურობა აფრიკაში ფოტოხელოვანმა.

თუმცა მანამდე გადასაღებად ინდოეთს ესტუმრა და ამ ქვეყანაში დღემდე უკვე ორჯერ ჩავიდა. ინდოეთში თავს შინაურად გრძნობს. ფერთა სიმდიდრითა და სიჭრელით მას ვერც ერთ სხვა ქვეყანას ვერ ადარებს.

პირველ განხორციელებულ ოცნებას ტაილანდი და ეთიოპია მოჰყვა. ამ ქვეყნებიდან უამრავი ფოტოთი დახუნძლული დაბრუნდა თბილისში. სულ ბოლოს, აფრიკაში გატარებული რამდენიმე კვირის შედეგი გამოფენაზე გამოფინა. ათასზე მეტი ფოტოდან ძალიან გაუჭირდა სამოცდაათის შერჩევა. ეს მოგზაურობა არ ყოფილა კონკრეტული დაკვეთა, იღებდა მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ და ისევ "მუზები გაეცოცხლებინა".

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია