პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავთო ვარსიმაშვილი ნიკო გომელაურის ქვრივს დაუპირისპირდა - "მე მისთვის აღარ ვარსებობ"
ავთო ვარსიმაშვილი ნიკო გომელაურის ქვრივს დაუპირისპირდა - "მე მისთვის აღარ ვარსებობ"

წელს 12 ივ­ლისს ნიკო გო­მე­ლა­უ­რი 43 წლის გახ­დე­ბო­და. უკვე სამი წე­ლია, ამ დღეს მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, უც­ნო­ბე­ბი თუ ნაც­ნო­ბე­ბი მის საფ­ლავ­ზე მი­დი­ან და პა­ტივს მი­ა­გე­ბენ მსა­ხი­ობ­სა და პო­ეტს. ჩვენც გა­დავ­წყვი­ტეთ, მის მე­უღ­ლეს ნინა ჩოდ­რიშ­ვილს შევ­ხმი­ა­ნე­ბო­დით და გაგ­ვე­გო, რო­გორ აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას ნი­კოს გა­რე­შე. ნი­ნას 13 ივ­ლისს სახ­ლში ვეს­ტუმ­რე. შე­ვე­დი თუ არა, მი­სა­ღებ ოთახ­ში კედ­ლი­დან ნი­კოს ისეთ­მა სუ­რათ­მა მო­მა­პყრო მზე­რა, მო­მინ­და მივ­სალ­მე­ბო­დი... ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, ცო­ტაც და სა­უ­ბარ­ში ჩაგ­ვერ­თვე­ბო­და. ნი­ნას­თან ინ­ტერ­ვიუ მე­ტად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, მით უმე­ტეს, რომ მან პირ­ვე­ლად "რე­ი­ტინგს" უამ­ბო იმ და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მასა და ავთო ვარ­სი­მაშ­ვილს შო­რის ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

- ჩემ­თვის ყო­ვე­ლი 13 აპ­რი­ლი - ნი­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე და 12 ივ­ლი­სი - მისი და­ბა­დე­ბის დღე - აღ­მო­ჩე­ნე­ბი­თაა სავ­სე. წე­ლი­წა­დის ამ ორ დღეს სხვა­დას­ხვა ასა­კის უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი თავს იყ­რის ნი­კოს საფ­ლავ­ზე. ისე­ვე, რო­გორც პა­ნაშ­ვიდ­ზე, პან­თე­ონ­ში დი­ლი­დან მსვლე­ლო­ბაა. წელს ასეთ ტრა­დი­ცი­ას ჩა­ვუ­ყა­რე სა­ფუძ­ვე­ლი - იქ მო­სულ ახალ­გაზ­რდებს ვუ­თხა­რი, შევ­წყვი­ტოთ ნი­კოს ლექ­სე­ბის კი­თხვა, რო­მე­ლიც თქვენ უკვე ძა­ლი­ან კარ­გად იცით და ისე­დაც კი­თხუ­ლობთ, დღე­ი­დან ნი­კოს საფ­ლა­ვი გავ­ხა­დოთ ას­პა­რე­ზი თქვე­ნი ნა­წე­რე­ბის მსმე­ნელ­ზე აპ­რო­ბი­რე­ბის­თვის, წა­ი­კი­თხეთ ის, რა­საც წერთ და რაც გე­წე­რი­ნე­ბათ, ჩვენ კი მო­გის­მენთ-მეთ­ქი. მინ­და გი­თხრათ, რომ სა­ოც­რად კმა­ყო­ფი­ლი ვარ ამ ნო­ვა­ცი­ით, რად­გან ყვე­ლას სჭირ­დე­ბა აუ­დი­ტო­რია, ვინც წერს, ან ლა­მობს წე­რას.

დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ნი­კოს სი­ტყვამ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გუ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა იპო­ვა. მე ვხე­დავ უდი­დეს სიყ­ვა­რულს ნი­კო­სად­მი, ქუ­ჩა­ში ხალ­ხი რომ მხე­დავს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად კი არ მე­ლა­პა­რა­კე­ბა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლით ევ­სე­ბათ ხოლ­მე. ნი­კოს სა­ღა­მო­ებს მარ­თა­ვენ მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუ­სეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში...

- დღეს რო­გორ აგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას ნი­კოს გა­რე­შე?

- გვერ­დით არ მყავს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მი­ხა­რო­და, მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მსი­ა­მოვ­ნებ­და ცხოვ­რე­ბა, რაც ძა­ლი­ან ძნე­ლია. ნი­კოს პო­ე­ზი­ი­სად­მი მზარ­დი ინ­ტე­რე­სი მაძ­ლევს იმის სტი­მულს, რომ ბევ­რი და ბევ­რი გა­ვა­კე­თო. ახლა ვმუ­შა­ობ ნი­კოს აუ­დი­ო­დის­კზე, სა­დაც ნიკო მუ­სი­კის გა­რე­შე კი­თხუ­ლობს ლექ­სებს, ჰყვე­ბა რა­ღაც ამ­ბებს, ხუმ­რობს სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე, კო­მენ­ტარს უკე­თებს ლექ­სებს... ამ ალ­ბომ­ში ჩვე­ნი კლა­სი­კო­სე­ბის 126 ლექ­სი შევა ნი­კოს შეს­რუ­ლე­ბით... მგო­ნი, გა­ვა­ხა­რებ მის ერ­თგულ მკი­თხველს.

- საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვის შემ­დეგ მათი მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, სიზ­მარ­ში მო­დის ჩემ­თან და ამით და­ნაკ­ლისს გარ­კვე­ულ­წი­ლად მივ­სებ­სო...

- მე არ ვიცი, ეს რო­გორ გა­მომ­დის, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად ჩავ­კე­ტე სიზ­მრის კარი, არ შე­მიძ­ლია და არ მინ­და ნი­კოს სიზ­მარ­ში ნახ­ვა და არც ვნა­ხუ­ლობ! ერთი-ორ­ჯერ და­მე­სიზ­მრა, ვი­ფიქ­რე, ჩემი ტვი­ნის რო­მე­ლი­ღაც კარი დამ­რჩა ღია-მეთ­ქი და ისიც მა­შინ­ვე ჩავ­რა­ზე. ნი­კოს სიზ­მარ­ში ნახ­ვა არ მინ­და, არ მინ­და! ვი­ტან­ჯე­ბი... (თვა­ლე­ბი აუც­რემ­ლი­ან­და - ავტ.). ვიცი, გა­მო­ზო­მი­ლად ერთ დღეს რამ­დენ ლექსს უნდა მო­ვუს­მი­ნო, რამ­დენ ხანს უნდა ვი­ფიქ­რო მას­ზე, იმ კონ­კრე­ტულ დროს თუ გა­და­ვა­ცი­ლე, თუ მე­ტად გა­და­ვერ­თე ფიქ­რებ­ში, თუ ერ­თით მეტი ლექ­სი წა­ვი­კი­თხე, ვფო­რი­აქ­დე­ბი და მი­ჭირს...

- რაც შე­ე­ხე­ბა სპექ­ტაკ­ლებს, რომ­ლებ­შიც ნიკო თა­მა­შობ­და, გი­ნა­ხავთ მას შემ­დეგ, რაც ნიკო აღა­რაა?

- არა, არ მი­ნა­ხავს. არა­ვინ იფიქ­როს, თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში იმი­ტომ არ დავ­დი­ვარ, რომ იქ ნიკო აღარ არის. ნი­კოს უყ­ვარ­და თე­ატ­რი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მე ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­დეს მის მი­მართ. თუ ვინ­მეს რამე კარ­გად გა­მო­უ­ვა, თუ ვინ­მე მას­ზე უკეთ შე­ას­რუ­ლებს როლს, ეს ნი­კოს გა­ა­ხა­რებ­და. ეს ფაქ­ტი მეც სი­ხა­რუ­ლის მეტს არა­ფერს მო­მი­ტანს, იმი­ტომ კი არა, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნი ვარ, უბ­რა­ლოდ, ვარ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და არა ბო­რო­ტი.

თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში კი იმი­ტომ აღარ დავ­დი­ვარ, რომ ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი ჩემ­თან კონ­ფლიქ­ტშია, ჩემ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლია და მე მის­თვის "აღარ ვარ­სე­ბობ".

- რა­ტომ, რა არის ამის მი­ზე­ზი?

- ავ­თოს აზ­რით, მე არ მქონ­და უფ­ლე­ბა, მის გა­რე­შე ნი­კო­ზე ფილ­მი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორ გავ­ბე­დე და რო­გორ გა­და­ვი­ღე ფილ­მი "ნიკო... აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი" ავ­თოს გა­რე­შე. "პა­რა­მა­უნტ პი­კჩერ­სმაც" რომ შე­მოგ­თა­ვა­ზოს, მა­ინც არ უნდა გა­და­ი­ღო ფილ­მი ჩემ გა­რე­შეო, - ასე გან­მი­ცხა­და ავთო ვარ­სი­მაშ­ვილ­მა. არა­და, ზო­გა­დად, მე არ მომ­წონს ავ­თოს გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ავთო ვარსიმაშვილი ნიკო გომელაურის ქვრივს დაუპირისპირდა - "მე მისთვის აღარ ვარსებობ"

ავთო ვარსიმაშვილი ნიკო გომელაურის ქვრივს დაუპირისპირდა - "მე მისთვის აღარ ვარსებობ"

წელს 12 ივლისს ნიკო გომელაური 43 წლის გახდებოდა. უკვე სამი წელია, ამ დღეს მისი თაყვანისმცემლები, უცნობები თუ ნაცნობები მის საფლავზე მიდიან და პატივს მიაგებენ მსახიობსა და პოეტს. ჩვენც გადავწყვიტეთ, მის მეუღლეს ნინა ჩოდრიშვილს შევხმიანებოდით და გაგვეგო, როგორ აგრძელებს ცხოვრებას ნიკოს გარეშე. ნინას 13 ივლისს სახლში ვესტუმრე. შევედი თუ არა, მისაღებ ოთახში კედლიდან ნიკოს ისეთმა სურათმა მომაპყრო მზერა, მომინდა მივსალმებოდი... ისეთი შეგრძნება მქონდა, ცოტაც და საუბარში ჩაგვერთვებოდა. ნინასთან ინტერვიუ მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ მან პირველად "რეიტინგს" უამბო იმ დაპირისპირებისა და კონფლიქტის შესახებ, რომელიც მასა და ავთო ვარსიმაშვილს შორის ჩამოყალიბდა.

- ჩემთვის ყოველი 13 აპრილი - ნიკოს გარდაცვალების დღე და 12 ივლისი - მისი დაბადების დღე - აღმოჩენებითაა სავსე. წელიწადის ამ ორ დღეს სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანი თავს იყრის ნიკოს საფლავზე. ისევე, როგორც პანაშვიდზე, პანთეონში დილიდან მსვლელობაა. წელს ასეთ ტრადიციას ჩავუყარე საფუძველი - იქ მოსულ ახალგაზრდებს ვუთხარი, შევწყვიტოთ ნიკოს ლექსების კითხვა, რომელიც თქვენ უკვე ძალიან კარგად იცით და ისედაც კითხულობთ, დღეიდან ნიკოს საფლავი გავხადოთ ასპარეზი თქვენი ნაწერების მსმენელზე აპრობირებისთვის, წაიკითხეთ ის, რასაც წერთ და რაც გეწერინებათ, ჩვენ კი მოგისმენთ-მეთქი. მინდა გითხრათ, რომ საოცრად კმაყოფილი ვარ ამ ნოვაციით, რადგან ყველას სჭირდება აუდიტორია, ვინც წერს, ან ლამობს წერას.

დიდი ბედნიერებაა, რომ ნიკოს სიტყვამ ამდენი ადამიანის გულისკენ მიმავალი გზა იპოვა. მე ვხედავ უდიდეს სიყვარულს ნიკოსადმი, ქუჩაში ხალხი რომ მხედავს, ჩვეულებრივად კი არ მელაპარაკება, თვალები ცრემლით ევსებათ ხოლმე. ნიკოს საღამოებს მართავენ მთელ საქართველოში, რუსეთში, საბერძნეთში...

- დღეს როგორ აგრძელებთ ცხოვრებას ნიკოს გარეშე?

- გვერდით არ მყავს ადამიანი, რომელთან ერთადაც მიხაროდა, მაინტერესებდა და მსიამოვნებდა ცხოვრება, რაც ძალიან ძნელია. ნიკოს პოეზიისადმი მზარდი ინტერესი მაძლევს იმის სტიმულს, რომ ბევრი და ბევრი გავაკეთო. ახლა ვმუშაობ ნიკოს აუდიოდისკზე, სადაც ნიკო მუსიკის გარეშე კითხულობს ლექსებს, ჰყვება რაღაც ამბებს, ხუმრობს სხვადასხვა თემაზე, კომენტარს უკეთებს ლექსებს... ამ ალბომში ჩვენი კლასიკოსების 126 ლექსი შევა ნიკოს შესრულებით... მგონი, გავახარებ მის ერთგულ მკითხველს.

- საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ მათი მეორე ნახევრები ამბობენ ხოლმე, სიზმარში მოდის ჩემთან და ამით დანაკლისს გარკვეულწილად მივსებსო...

- მე არ ვიცი, ეს როგორ გამომდის, მაგრამ რაღაცნაირად ჩავკეტე სიზმრის კარი, არ შემიძლია და არ მინდა ნიკოს სიზმარში ნახვა და არც ვნახულობ! ერთი-ორჯერ დამესიზმრა, ვიფიქრე, ჩემი ტვინის რომელიღაც კარი დამრჩა ღია-მეთქი და ისიც მაშინვე ჩავრაზე. ნიკოს სიზმარში ნახვა არ მინდა, არ მინდა! ვიტანჯები... (თვალები აუცრემლიანდა - ავტ.). ვიცი, გამოზომილად ერთ დღეს რამდენ ლექსს უნდა მოვუსმინო, რამდენ ხანს უნდა ვიფიქრო მასზე, იმ კონკრეტულ დროს თუ გადავაცილე, თუ მეტად გადავერთე ფიქრებში, თუ ერთით მეტი ლექსი წავიკითხე, ვფორიაქდები და მიჭირს...

- რაც შეეხება სპექტაკლებს, რომლებშიც ნიკო თამაშობდა, გინახავთ მას შემდეგ, რაც ნიკო აღარაა?

- არა, არ მინახავს. არავინ იფიქროს, თავისუფალ თეატრში იმიტომ არ დავდივარ, რომ იქ ნიკო აღარ არის. ნიკოს უყვარდა თეატრი და როგორ შეიძლება, მე ცუდი დამოკიდებულება მქონდეს მის მიმართ. თუ ვინმეს რამე კარგად გამოუვა, თუ ვინმე მასზე უკეთ შეასრულებს როლს, ეს ნიკოს გაახარებდა. ეს ფაქტი მეც სიხარულის მეტს არაფერს მომიტანს, იმიტომ კი არა, რომ კარგი ადამიანი ვარ, უბრალოდ, ვარ ჩვეულებრივი და არა ბოროტი.

თავისუფალ თეატრში კი იმიტომ აღარ დავდივარ, რომ ავთო ვარსიმაშვილი ჩემთან კონფლიქტშია, ჩემზე გაბრაზებულია და მე მისთვის "აღარ ვარსებობ".

- რატომ, რა არის ამის მიზეზი?

- ავთოს აზრით, მე არ მქონდა უფლება, მის გარეშე ნიკოზე ფილმი გამეკეთებინა, როგორ გავბედე და როგორ გადავიღე ფილმი "ნიკო... აპლოდისმენტები" ავთოს გარეშე. "პარამაუნტ პიკჩერსმაც" რომ შემოგთავაზოს, მაინც არ უნდა გადაიღო ფილმი ჩემ გარეშეო, - ასე განმიცხადა ავთო ვარსიმაშვილმა. არადა, ზოგადად, მე არ მომწონს ავთოს გადაღებული ფილმები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება