საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი გიდი აფრიკაში: მაწანწალა ცხოვრების გრძელი და საინტერესო ხანა
ქართველი გიდი აფრიკაში: მაწანწალა ცხოვრების გრძელი და საინტერესო ხანა

"ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ მა­შინ ვიგ­რძე­ნი თუ სად, რა უბე­დუ­რე­ბა­ში მქონ­და თავი გა­ყო­ფი­ლი, რო­დე­საც კე­ნი­ელ­მა ქალ­მა უმი ხორ­ცი შე­მომ­თა­ვა­ზა... ჩემ გვერ­დით მდგომ­მა ფე­რად­კა­ნი­ან­მა კი სათ­ნო ღი­მი­ლი­თა და დამ­ტვრე­უ­ლი ინ­გლი­სუ­რით მი­თხრა, რომ უა­რის შემ­თხვე­ვა­ში, "პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნე­ბო­და", რად­გან ეს მას­პინ­ძლის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა იყო. არ მახ­სოვს გემო, მაგ­რამ მახ­სოვს ჩემი "თა­ნა­მე­სუფ­რე" კე­ნი­ე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ბედ­ნი­ე­რი ღი­მი­ლი, რო­დე­საც "კერ­ძი" ჩემს თეფ­შზე გად­მო­ვი­ღე... ხორ­ცი ხბო­სი აღ­მოჩ­ნდა. ჯერ კი­დევ თბი­ლი იყო და მის­გან წა­მო­სუ­ლი სის­ხლი წურ­წუ­რით ჩა­მომ­დი­ო­და იდაყ­ვებ­ზე. ვნატ­რობ­დი, პირ­ვე­ლი ჩაკ­ბე­ჩის­თა­ნა­ვე გული წა­მი­ვი­დო­დეს-მეთ­ქი, მაგ­რამ არ წა­მი­ვი­და და ორი-სამი ლუკ­მის შეჭ­მამ მო­მი­წია, მერე კი ის ხორ­ცი იქვე მო­თა­მა­შე ბავ­შვს ისე მი­ვა­წო­დე, რო­გორც ჩვე­ნე­ბუ­რი ქარ­თუ­ლი სუფ­რის გარ­შე­მო მოტ­რი­ა­ლე პა­ტა­რებს ხილს ან შო­კო­ლადს მის­ცემს კე­თი­ლი ძია", - ასე იხ­სე­ნებს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, 36 წლის გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე კე­ნი­ის ერთ რე­გი­ონ­ში, მა­საი მა­რა­ში სტუმ­რო­ბის პირ­ველ დღე­ებს... მას შემ­დეგ 20 წელი გა­ვი­და და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მან ათზე მეტი ექ­სტრე­მა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა და­ლაშ­ქრა. ამ­ჟა­მად ერთ-ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ის ტუ­რო­პე­რა­ტო­რია. გი­ორ­გის ინ­ტერ­ნე­ტით ვე­სა­უბ­რეთ...

- უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბი ჩემს სა­ხელ­სა და გვარს ვერ გა­მოთ­ქვა­მენ და "ჯი­ო­კა­პი" შე­მარ­ქვეს, რაც, მათი თქმით, ჩემი ინი­ცი­ა­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა... ამა­ზე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ვდარ­დობ. ზოგ­ჯერ ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი კი არა, კა­ნის ფერი არ მახ­სოვს. მგო­ნი, არაფ­რით გან­ვსხვავ­დე­ბი აქა­უ­რე­ბის­გან... სა­ქარ­თვე­ლო 20 წლის წინ დავ­ტო­ვე. დე­ი­დაშ­ვილს ლი­თო­ნის ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. დამ­ხმა­რე სჭირ­დე­ბო­და და თურ­ქეთ­ში გა­მოვ­ყე­ვი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ლი­თო­ნი ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა. მას იქ თურ­ქი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი ჰყავ­და, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. მან მი­თხრა, რომ ახალ­გახ­სნილ ბარ­ში ახალ­გაზ­რდა, ენერ­გი­უ­ლი ბი­ჭე­ბი სჭირ­დე­ბო­და. დიდ­ხანს არ მი­ფიქ­რია, რად­გან ჩემი მშობ­ლე­ბიც უცხო­ეთ­ში, სა­შო­ვარ­ზე იყ­ვნენ წა­სუ­ლი და ჩემი მე­ურ­ვე­ო­ბა მთლი­ა­ნად ნა­თე­სა­ვებს ეკის­რე­ბო­დათ. დე­ი­დაშ­ვი­ლი ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას სას­ტი­კად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, სახ­ლში მომ­კლა­ვე­ნო, მაგ­რამ რო­გორ­ღაც "შე­ვა­ბი", მე და­ვუ­რე­კავ ჩე­მებს და მათ­თან გა­ვარ­კვევ-მეთ­ქი. მამა ლი­ბე­რა­ლი კა­ცია და მა­ინ­ცდა­მა­ინც თავი არ გა­უ­გი­ჟე­ბია, უბ­რა­ლოდ მი­თხრა, თუ ასეა, ამე­რი­კა­ში მა­ინც ჩა­მო­სუ­ლი­ყა­ვიო. მაგ­რამ რად­გან უკვე თურ­ქეთ­ში ვი­ყა­ვი, დამ­თან­ხმდნენ. ეს იყო ძა­ლი­ან მძი­მე წლე­ბი, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე და სა­ღა­მო­დან დი­ლამ­დე ბედ­ნი­ე­რი სა­ხით, მაგ­რამ მო­ნუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის ფა­სად ვმუ­შა­ობ­დი. სარ­დაფ­ში გვე­ძი­ნა და ფაქ­ტობ­რი­ვად, მშივ­რე­ბი ვი­ყა­ვით. საჭ­მელს ვი­პა­რავ­დით, ჯი­ბე­ში ვი­ტე­ნი­დით და ღამე ჩუ­მად ვჭამ­დით... ჩემ გარ­და, სამი ქარ­თვე­ლი იყო. ორს ფილ­ტვე­ბი და­უ­ა­ვად­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. მე და კი­დევ ერთი, რო­მე­ლიც ჩემ­სა­ვით თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ჯერ სა­ბერ­ძნეთ­ში წა­ვე­დით სა­მუ­შა­ოდ, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვე მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ვი­მუ­შა­ვეთ ებ­რა­ე­ლებ­თან. ცოტა მოვ­ღო­ნი­ერ­დით, რად­გან გვაჭ­მევ­დნენ და და­ძი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც გვქონ­და, იქი­დან კი ჯერ პო­ლო­ნეთ­ში, მერე კი ამე­რი­კა­ში წა­ვე­დით. ჯი­ბე­ში 25 ევრო მქონ­და. და­ი­წყო მა­წან­წა­ლა ცხოვ­რე­ბის გრძე­ლი, მაგ­რამ თა­ვი­სე­ბუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო ხანა. ქუ­ჩა­ში, მეტ­როს ჩა­სას­ვლე­ლებ­სა და გა­ჩე­რე­ბებ­ზე გვე­ძი­ნა. არა­ვინ თქვას, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი ცუდი და უგუ­ლო ხალ­ხია, რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საჭ­მელ­სა და ტან­საც­მელ­ზე ფული არ დაგ­ვი­ხარ­ჯავს...

- გქონ­დათ ფული?

- კი, ხალ­ხს მა­თხოვ­რე­ბი ვე­გო­ნეთ და ცენ­ტებს გვიყ­რიდ­ნენ... ძნე­ლი იყო, მაგ­რამ ეს პე­რი­ო­დი ცუ­დად სუ­ლაც არ მახ­სენ­დე­ბა.

- ეს რო­გორ?

- სა­ინ­ტე­რე­სო იყო. სწო­რედ ამ დროს გა­იც­ნობ ქვეყ­ნი­სა და მისი ხალ­ხის რე­ა­ლურ სა­ხეს. ყვე­ლა ცდი­ლობს, ტუ­რისტს ასი­ა­მოვ­ნოს, რად­გან ის ფულს იხ­დის, ასე­ვეა დიპ­ლო­მა­ტი და ნე­ბის­მე­რი სხვა მი­სი­ით ჩა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ხოლო როცა უპატ­რო­ნო მა­წან­წა­ლა ხარ, ბევრ რა­მეს სწავ­ლობ. ხომ გა­გი­გი­ათ, რაც არ გვკლავს, გვაძ­ლი­ე­რებს... მერე ერთ-ერთ პორ­ტში და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. გე­მე­ბი უნდა დაგ­ვე­სუფ­თა­ვე­ბი­ნა. გე­მის მფლო­ბე­ლი, საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი არა­ბი გა­ვი­ცა­ნით, რო­მე­ლიც სატ­ვირ­თო გემ­ზე მუ­შა­ობ­და და ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი შევ­თა­ვა­ზეთ. მან სა­ბუ­თე­ბი მოგვ­თხო­ვა, ვუ­თხა­რით, რომ არა­ლე­გა­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან კარ­გი, ანა­ზღა­უ­რე­ბაც არა­ლე­გა­ლუ­რი გექ­ნე­ბა­თო, გვი­თხრა და გე­მის­კენ მიგ­ვი­თი­თა. ფლო­რი­და­ში ტვირ­თი ტრა­ი­ლე­რებ­ზე გა­და­ვი­ტა­ნეთ და ჩვენც თან გავ­ყე­ვით. ასე აღ­მოვ­ჩნდით ჩრდი­ლო­ეთ ტა­ი­ლან­დში.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ქართველი გიდი აფრიკაში: მაწანწალა ცხოვრების გრძელი და საინტერესო ხანა

ქართველი გიდი აფრიკაში: მაწანწალა ცხოვრების გრძელი და საინტერესო ხანა

"ყველაზე მწვავედ მაშინ ვიგრძენი თუ სად, რა უბედურებაში მქონდა თავი გაყოფილი, როდესაც კენიელმა ქალმა უმი ხორცი შემომთავაზა... ჩემ გვერდით მდგომმა ფერადკანიანმა კი სათნო ღიმილითა და დამტვრეული ინგლისურით მითხრა, რომ უარის შემთხვევაში, "პრობლემები შემექმნებოდა", რადგან ეს მასპინძლის მიმართ უპატივცემულობა იყო. არ მახსოვს გემო, მაგრამ მახსოვს ჩემი "თანამესუფრე" კენიელი ქალბატონის ბედნიერი ღიმილი, როდესაც "კერძი" ჩემს თეფშზე გადმოვიღე... ხორცი ხბოსი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ თბილი იყო და მისგან წამოსული სისხლი წურწურით ჩამომდიოდა იდაყვებზე. ვნატრობდი, პირველი ჩაკბეჩისთანავე გული წამივიდოდეს-მეთქი, მაგრამ არ წამივიდა და ორი-სამი ლუკმის შეჭმამ მომიწია, მერე კი ის ხორცი იქვე მოთამაშე ბავშვს ისე მივაწოდე, როგორც ჩვენებური ქართული სუფრის გარშემო მოტრიალე პატარებს ხილს ან შოკოლადს მისცემს კეთილი ძია", - ასე იხსენებს ჩვენი რესპონდენტი, 36 წლის გიორგი კაპანაძე კენიის ერთ რეგიონში, მასაი მარაში სტუმრობის პირველ დღეებს... მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში მან ათზე მეტი ექსტრემალური ქვეყანა დალაშქრა. ამჟამად ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის ტუროპერატორია. გიორგის ინტერნეტით ვესაუბრეთ...

- უცხოელი მეგობრები ჩემს სახელსა და გვარს ვერ გამოთქვამენ და "ჯიოკაპი" შემარქვეს, რაც, მათი თქმით, ჩემი ინიციალებისგან შედგება... ამაზე ყველაზე ნაკლებად ვდარდობ. ზოგჯერ ჩემი სახელი და გვარი კი არა, კანის ფერი არ მახსოვს. მგონი, არაფრით განვსხვავდები აქაურებისგან... საქართველო 20 წლის წინ დავტოვე. დეიდაშვილს ლითონის ბიზნესი ჰქონდა. დამხმარე სჭირდებოდა და თურქეთში გამოვყევი, რომ საქართველოში შეგროვებული ლითონი ჩაებარებინა. მას იქ თურქი ბიზნესპარტნიორი ჰყავდა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნესი ჰქონდა. მან მითხრა, რომ ახალგახსნილ ბარში ახალგაზრდა, ენერგიული ბიჭები სჭირდებოდა. დიდხანს არ მიფიქრია, რადგან ჩემი მშობლებიც უცხოეთში, საშოვარზე იყვნენ წასული და ჩემი მეურვეობა მთლიანად ნათესავებს ეკისრებოდათ. დეიდაშვილი ამ შემოთავაზებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, სახლში მომკლავენო, მაგრამ როგორღაც "შევაბი", მე დავურეკავ ჩემებს და მათთან გავარკვევ-მეთქი. მამა ლიბერალი კაცია და მაინცდამაინც თავი არ გაუგიჟებია, უბრალოდ მითხრა, თუ ასეა, ამერიკაში მაინც ჩამოსულიყავიო. მაგრამ რადგან უკვე თურქეთში ვიყავი, დამთანხმდნენ. ეს იყო ძალიან მძიმე წლები, დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე ბედნიერი სახით, მაგრამ მონური ანაზღაურების ფასად ვმუშაობდი. სარდაფში გვეძინა და ფაქტობრივად, მშივრები ვიყავით. საჭმელს ვიპარავდით, ჯიბეში ვიტენიდით და ღამე ჩუმად ვჭამდით... ჩემ გარდა, სამი ქართველი იყო. ორს ფილტვები დაუავადდა და საქართველოში დაბრუნდა. მე და კიდევ ერთი, რომელიც ჩემსავით თავგადასავლების მაძიებელი აღმოჩნდა, ჯერ საბერძნეთში წავედით სამუშაოდ, სადაც რამდენიმე თვე მშენებლობაზე ვიმუშავეთ ებრაელებთან. ცოტა მოვღონიერდით, რადგან გვაჭმევდნენ და დაძინების საშუალებაც გვქონდა, იქიდან კი ჯერ პოლონეთში, მერე კი ამერიკაში წავედით. ჯიბეში 25 ევრო მქონდა. დაიწყო მაწანწალა ცხოვრების გრძელი, მაგრამ თავისებურად საინტერესო ხანა. ქუჩაში, მეტროს ჩასასვლელებსა და გაჩერებებზე გვეძინა. არავინ თქვას, რომ ამერიკელები ცუდი და უგულო ხალხია, რამდენიმე თვის განმავლობაში საჭმელსა და ტანსაცმელზე ფული არ დაგვიხარჯავს...

- გქონდათ ფული?

- კი, ხალხს მათხოვრები ვეგონეთ და ცენტებს გვიყრიდნენ... ძნელი იყო, მაგრამ ეს პერიოდი ცუდად სულაც არ მახსენდება.

- ეს როგორ?

- საინტერესო იყო. სწორედ ამ დროს გაიცნობ ქვეყნისა და მისი ხალხის რეალურ სახეს. ყველა ცდილობს, ტურისტს ასიამოვნოს, რადგან ის ფულს იხდის, ასევეა დიპლომატი და ნებისმერი სხვა მისიით ჩასული ადამიანი. ხოლო როცა უპატრონო მაწანწალა ხარ, ბევრ რამეს სწავლობ. ხომ გაგიგიათ, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს... მერე ერთ-ერთ პორტში დავიწყეთ მუშაობა. გემები უნდა დაგვესუფთავებინა. გემის მფლობელი, საფრანგეთში მცხოვრები არაბი გავიცანით, რომელიც სატვირთო გემზე მუშაობდა და ჩვენი სამსახური შევთავაზეთ. მან საბუთები მოგვთხოვა, ვუთხარით, რომ არალეგალები ვიყავით. ძალიან კარგი, ანაზღაურებაც არალეგალური გექნებათო, გვითხრა და გემისკენ მიგვითითა. ფლორიდაში ტვირთი ტრაილერებზე გადავიტანეთ და ჩვენც თან გავყევით. ასე აღმოვჩნდით ჩრდილოეთ ტაილანდში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია