კახა ბენდუქიძე - "მთავრობის აქტიურობის შედეგია, რომ ეკონომიკა გაჩერდა"

კახა ბენდუქიძე - "მთავრობის აქტიურობის შედეგია, რომ ეკონომიკა გაჩერდა"

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე მთავრობას "ეკონომიკის გაჩერებაში" ადანაშულებს. ამის შესახებ ბენდუქიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ეკონომისტები (?) მთავრობას მოუწოდებენ, გააქტიურდესო - დღეს წავიკითხე ახალი ამბავი. პატარა ბავშვს რომ ჩაქუჩი უჭირავს და უკვე ჭურჭლის დიდი ნაწილი დამტვრეული აქვს, განა მიდი ბიჭო, შენ გენაცვალეო უნდა უთხრა? მთავრობის აქტიურობის შედეგია, რომ ეკონომიკა გაჩერდა. მეტი აქტიურობა თუ გამოიჩინა მთავრობამ, მაშინ რეცესია გარდაუვალია.

დ ა წ ყ ნ ა რ დ ი თ ! ! !", - წერს ბენდუქიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს