პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არავითარი დიეტა! - გემრიელი კვება და კვებისგან სიამოვნების მიღება წონაში კლებას ხელს უწყობს
არავითარი დიეტა! - გემრიელი კვება და კვებისგან სიამოვნების მიღება წონაში კლებას ხელს უწყობს

ფსი­ქო­თე­რა­პევტ თამ­თა ჭუ­რა­ძის თქმით, დი­ე­ტამ და შიმ­შილ­მა შე­საძ­ლოა, თა­ვი­დან ადა­მი­ანს წო­ნა­ში და­აკ­ლე­ბი­ნოს, მაგ­რამ ის ისევ მო­ი­მა­ტებს კი­ლოგ­რა­მებს და ჯან­მრთე­ლო­ბაც შე­ერ­ყე­ვა.

- რა არის წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის თქვე­ნე­უ­ლი მე­თო­დი?

- არა­ვი­თა­რი შიმ­ში­ლო­ბის დი­ე­ტა! ჩვე­ნი სა­ი­დუმ­ლო გემ­რი­ე­ლი კვე­ბა და წო­ნა­ში კლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. გა­აჩ­ნია პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და წო­ნას. და­ნარ­ჩენ­ზე თვი­თონ ვზრუ­ნავთ. არ არის სა­ჭი­რო უმა­რი­ლო და შე­ზღუ­დუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი.

- ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ბევ­რი უჩი­ვის ჭარბ წო­ნას და მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლიც დი­ე­ტებს მი­მარ­თავს.

- ჭარ­ბწო­ნი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად დი­დია, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია კვე­ბის რა­ცი­ო­ნის არას­წო­რი შერ­ჩე­ვით, არა­აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სით და რაც მთა­ვა­რია, არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი დი­ე­ტით. უმე­ტე­სად ამ დი­ე­ტებს ჭარ­ბწო­ნი­ა­ნე­ბი ინ­ტერ­ნე­ტით ირ­ჩე­ვენ. სწო­რედ ინ­ტერ­ნეტ­დი­ე­ტე­ბია დამ­ღუპ­ვე­ლი. ერ­თკვი­რი­ა­ნი დი­ე­ტის შემ­დეგ, ორ­გა­ნიზმს გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი ად­გე­ბა: თავს იჩენს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა ანუ ინ­ტერ­ნეტ­დი­ე­ტა უკუ­შე­დეგს იძ­ლე­ვა. ადა­მი­ა­ნი მე­ტად იმა­ტებს წო­ნა­ში და ეს ქრო­ნი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­დის.

- ამ თვალ­საზ­რი­სით მა­ინც რო­გო­რია სტა­ტის­ტი­კა?

- ჩვენ ვი­წყებთ მოძ­რა­ო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სწო­რი კვე­ბის პრინ­ცი­პე­ბის და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის და­სამ­კვიდ­რებ­ლად. ჩვე­ნი ექ­სპერ­ტე­ბი ყვე­ლას მო­უ­წო­დე­ბენ, არ მიჰ­ყვნენ ინ­ტერ­ნეტ­დი­ე­ტებს და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რჩე­ვებს. ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა XXI სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც უკვე ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფს შე­ე­ხო.. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ჭარ­ბი წო­ნის პრობ­ლე­მამ 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში 42 მი­ლი­ონ შემ­თხვე­ვას უკვე დიდი ხა­ნია, გა­და­ა­ჭარ­ბა. გან­ვი­თა­რებდ ქვეყ­ნებ­ში სიმ­სუქ­ნით 115 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თან­და­თან იზ­რდე­ბა.

ჭარ­ბი წონა ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მებს იწ­ვევს, კერ­ძოდ, კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბას, დი­ა­ბეტს, ინ­ფარ­ქტს და ზო­გი­ერ­თი სხე­ო­ბის სიმ­სივ­ნე­საც კი. დად­გე­ნი­ლია, რომ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბის გამო მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ წელს, 3 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

არავითარი დიეტა! - გემრიელი კვება და კვებისგან სიამოვნების მიღება წონაში კლებას ხელს უწყობს

არავითარი დიეტა! - გემრიელი კვება და კვებისგან სიამოვნების მიღება წონაში კლებას ხელს უწყობს

ფსიქოთერაპევტ თამთა ჭურაძის თქმით, დიეტამ და შიმშილმა შესაძლოა, თავიდან ადამიანს წონაში დააკლებინოს, მაგრამ ის ისევ მოიმატებს კილოგრამებს და ჯანმრთელობაც შეერყევა.

- რა არის წონაში დაკლების თქვენეული მეთოდი?

- არავითარი შიმშილობის დიეტა! ჩვენი საიდუმლო გემრიელი კვება და წონაში კლებით მიღებული სიამოვნებაა. გააჩნია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და წონას. დანარჩენზე თვითონ ვზრუნავთ. არ არის საჭირო უმარილო და შეზღუდული პროდუქტები.

- ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც ბევრი უჩივის ჭარბ წონას და მოსახლეობის დიდი ნაწილიც დიეტებს მიმართავს.

- ჭარბწონიანთა რაოდენობა კატასტროფულად დიდია, რაც გამოწვეულია კვების რაციონის არასწორი შერჩევით, არააქტიური ცხოვრების წესით და რაც მთავარია, არასწორად შერჩეული დიეტით. უმეტესად ამ დიეტებს ჭარბწონიანები ინტერნეტით ირჩევენ. სწორედ ინტერნეტდიეტებია დამღუპველი. ერთკვირიანი დიეტის შემდეგ, ორგანიზმს გამოუსწორებელი ზიანი ადგება: თავს იჩენს ენდოკრინოლოგიური პრობლემები, სხვადასხვა დაავადება ანუ ინტერნეტდიეტა უკუშედეგს იძლევა. ადამიანი მეტად იმატებს წონაში და ეს ქრონიკულ მდგომარეობაში გადადის.

- ამ თვალსაზრისით მაინც როგორია სტატისტიკა?

- ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას საზოგადოებაში სწორი კვების პრინციპების და ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. ჩვენი ექსპერტები ყველას მოუწოდებენ, არ მიჰყვნენ ინტერნეტდიეტებს და არაპროფესიონალების რჩევებს. ჭარბწონიანობა XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოციალური პრობლემაა, რომელიც უკვე ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეეხო.. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ჭარბი წონის პრობლემამ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 42 მილიონ შემთხვევას უკვე დიდი ხანია, გადააჭარბა. განვითარებდ ქვეყნებში სიმსუქნით 115 მილიონი ადამიანია დაავადებული და ეს მაჩვენებელი თანდათან იზრდება.

ჭარბი წონა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს იწვევს, კერძოდ, კარდიოვასკულარული დაავადებას, დიაბეტს, ინფარქტს და ზოგიერთი სხეობის სიმსივნესაც კი. დადგენილია, რომ ჭარბწონიანობის გამო მსოფლიოში ყოველ წელს, 3 მილიონი ადამიანი იღუპება.

გიორგი ბერიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია