ეკა ხოფერიასა და ვახო სანაიას გადაცემები დაუხურეს

ეკა ხოფერიასა და ვახო სანაიას გადაცემები დაუხურეს

ჟურნალისტებს, ეკა ხოფერიასა და ვახო სანაიას "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაცემები დაუხურეს, - ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდებზე წერენ.

"გადაცემა "აუდიტორია" დამიხურეს. დღეს, ჯერ კიდევ შუადღისას მთხოვეს, გადაცემა რაც შეიძლება მალე გასულიყო ეთერში. მე მხოლოდ ორი თხოვნა მქონდა: ეს ყოფილიყო ღია ეთერი და სრული თავისუფლება თემების შერჩევისას. ცხადია, "აუდიტორია" შეინარჩუნებდა მის ფორმატს - საზოგადოებრივ-სოციალურ თოქ -შოუს და არ იქნებოდა პოლიტიკური. ამ საუბრიდან ზუსტად 3 საათში ჭანტურია შემხვდა და მითხრა, რომ ის "აუდიტორიას" აჩერებს და რომ მას არ უნდა მიტინგები ტელევიზიის კიბეებთან", - წერს ხოფერია "ფეისბუქში".

რაც შეეხება ვახო სანაიას, მისი თქმით, გია ჭანტურიამ მას "პირდაპირ უთხრა, რომ მისთვის პრობლემაა". "გია ჭანტურიამ შეთანხმება დაარღვია და ჩემი გადაცემა გააჩერა. პირდაპირ მითხრა, რომ მე მისთვის პრობლემა ვარ და ჩემი გადაცემა პოლიტიკურ პროცესებზე არ აწყობს", - წერს სანაია "ფეისბუქში".

იხილეთ ვიდეო: ვახო სანაიას გია ჭანტურიამ გადაცემა დაუხურა - განხეთქილება საზოგადოებრივ არხზე

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები