სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ მირტყამთ, გთხოვთ, არაფერი დამიშავებია..." - ციხეში დახეიბრებული პატიმრის კოშმარები
"ნუ მირტყამთ, გთხოვთ, არაფერი დამიშავებია..." - ციხეში დახეიბრებული პატიმრის კოშმარები

"ნუ მირ­ტყამთ, გთხოვთ, არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია..."მხო­ლოდ ამ სი­ტყვე­ბის გარ­ჩე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი იმ შემ­ზა­რა­ვი ხმე­ბი­დან, რო­მელ­საც ლო­გინს მი­ჯაჭ­ვუ­ლი, ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი, კოტე გი­გაშ­ვი­ლი გა­მოს­ცემს. 40 წლის გი­გაშ­ვი­ლი 2012 წლის 22 სექ­ტემ­ბერს, პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან ოჯახს და­უ­რე­კეს და შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ მათი შვი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო. რო­გორც ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რის დედა, ჟუ­ჟუ­ნა ჩხა­ი­ძე ამ­ბობს, კოტე ცი­ხე­ში სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი მოხ­ვდა, მაგ­რამ იქი­დან სა­კა­ცით გა­მო­იყ­ვა­ნეს და დღემ­დე სა­წოლ­საა მი­ჯაჭ­ვუ­ლი. პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა დღემ­დე არ არ­სე­ბობს, არც დი­აგ­ნო­ზია ცნო­ბი­ლი და არც ის, თუ რა­ტომ შე­ერ­ყა ჯან­მრთე­ლო­ბა პა­ტი­მარს. ვი­ნა­ი­დან გი­გაშ­ვილს თა­ვად არ შე­უძ­ლია სა­უ­ბა­რი, მის ერ­თა­დერთ გულ­შე­მატ­კი­ვარს, 80 წელს მი­ტა­ნე­ბულ დე­დას, ქალ­ბა­ტონ ჟუ­ჟუ­ნას და­ვუ­კავ­შირ­დით. დედა-შვი­ლი ქა­ლაქ ლან­ჩხუთ­ში ცხოვ­რო­ბენ...

- ქალ­ბა­ტო­ნო ჟუ­ჟუ­ნა, თქვე­ნი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჯე­რად რო­გო­რია?

- ჩემი შვი­ლი ძა­ლი­ან ცუ­და­დაა. ვერ ლა­პა­რა­კობს, და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ჭამს, ვერ მოძ­რა­ობს, რა­მეს რომ ვე­კი­თხე­ბი, ღმუ­ის, მის ლა­პა­რაკს ვე­ღარ ვი­გებ. ხან­და­ხან ძილ­ში ამ სი­ტყვებს წა­მო­ი­ძა­ხებს ხოლ­მე გარ­კვე­ვით, - ნუ მირ­ტყამთ, გთხოვთ, არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბი­აო. სა­ა­ვად­მყო­ფო­დან სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. მას მერე უკვე 9 თვე გა­ვი­და, მაგ­რამ ის ისევ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

- ცი­ხე­ში რა ბრალ­დე­ბით მოხ­ვდა?

- პო­ლი­ცი­ამ ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. სა­სა­მარ­თლომ ოთხი წლის წინ, სამი წლი­თა და რვა თვით, პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

- ფიქ­რობთ, რომ ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლო იყო?

- აბა რა გი­თხრათ, ქურ­დო­ბა თა­ვად და­იბ­რა­ლა, თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ნუ მირტყამთ, გთხოვთ, არაფერი დამიშავებია..." - ციხეში დახეიბრებული პატიმრის კოშმარები

"ნუ მირტყამთ, გთხოვთ, არაფერი დამიშავებია..." - ციხეში დახეიბრებული პატიმრის კოშმარები

"ნუ მირტყამთ, გთხოვთ, არაფერი დამიშავებია..."მხოლოდ ამ სიტყვების გარჩევაა შესაძლებელი იმ შემზარავი ხმებიდან, რომელსაც ლოგინს მიჯაჭვული, ყოფილი პატიმარი, კოტე გიგაშვილი გამოსცემს. 40 წლის გიგაშვილი 2012 წლის 22 სექტემბერს, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე გაათავისუფლეს. ციხის ადმინისტრაციიდან ოჯახს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მათი შვილი თავისუფალი იყო. როგორც ყოფილი პატიმრის დედა, ჟუჟუნა ჩხაიძე ამბობს, კოტე ციხეში სრულიად ჯანმრთელი მოხვდა, მაგრამ იქიდან საკაცით გამოიყვანეს და დღემდე საწოლსაა მიჯაჭვული. პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა დღემდე არ არსებობს, არც დიაგნოზია ცნობილი და არც ის, თუ რატომ შეერყა ჯანმრთელობა პატიმარს. ვინაიდან გიგაშვილს თავად არ შეუძლია საუბარი, მის ერთადერთ გულშემატკივარს, 80 წელს მიტანებულ დედას, ქალბატონ ჟუჟუნას დავუკავშირდით. დედა-შვილი ქალაქ ლანჩხუთში ცხოვრობენ...

- ქალბატონო ჟუჟუნა, თქვენი შვილის მდგომარეობა ამჯერად როგორია?

- ჩემი შვილი ძალიან ცუდადაა. ვერ ლაპარაკობს, დამოუკიდებლად ვერ ჭამს, ვერ მოძრაობს, რამეს რომ ვეკითხები, ღმუის, მის ლაპარაკს ვეღარ ვიგებ. ხანდახან ძილში ამ სიტყვებს წამოიძახებს ხოლმე გარკვევით, - ნუ მირტყამთ, გთხოვთ, არაფერი დამიშავებიაო. საავადმყოფოდან სექტემბერში გამოვიყვანეთ. მას მერე უკვე 9 თვე გავიდა, მაგრამ ის ისევ მძიმე მდგომარეობაშია.

- ციხეში რა ბრალდებით მოხვდა?

- პოლიციამ ქურდობის ბრალდებით დააკავა. სასამართლომ ოთხი წლის წინ, სამი წლითა და რვა თვით, პატიმრობა მიუსაჯა.

- ფიქრობთ, რომ ბრალდება უსაფუძვლო იყო?

- აბა რა გითხრათ, ქურდობა თავად დაიბრალა, თავისი ქალიშვილის გადასარჩენად.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ