პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი - იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა
პრემიერი - იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას პარ­ლა­მენ­ტი უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ მო­იქ­ცა. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი მთავ­რო­ბის მხრი­დან არ იყო გან­ხი­ლუ­ლი, პარ­ლა­მენ­ტმა მთავ­რო­ბის პო­ზი­ცია არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო. ივა­ნიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ბან­კებ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად მსგავ­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­აზ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯია.

"ამით არა­ფე­რი და­შა­ვე­ბუ­ლა. ვფიქ­რობ მო­ვა­ხერ­ხებ უმ­რავ­ლე­სო­ბას ავუხ­სნა, რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ბიზ­ნეს­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად ბიზ­ნესს უკარ­ნა­ხო. ბან­კებს იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბი აქვთ გა­ცე­მუ­ლი და შე­საძ­ლე­ბე­ლია ისი­ნი და­ზა­რალ­დნენ. ბან­კებ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად მსგავ­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­აზ­რე­ბე­ლი და აბ­სურ­დუ­ლია", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, იგი დღეს შეხ­ვდე­ბა და და­არ­წმუ­ნებს უმ­რავ­ლე­სო­ბას, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა არ გა­აგ­რძე­ლონ. "თუ შე­თან­ხმე­ბა მოხ­დე­ბა და ეს გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა ბიზ­ნესსტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და თან­ხე­ბი გას­ცეს, მხო­ლოდ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტმა კა­ნონპ­რო­ექტს მხა­რი და­უ­ჭი­როს. ასე მო­წყვე­ტი­ლად გან­ხილ­ვა, რომ არც მთავ­რო­ბას შე­უ­თან­ხმო, არც ბიზ­ნესს შე­უ­თან­ხმო, ჩემი აზ­რით, ეს არის ზუს­ტად სიყ­მაწ­ვი­ლე პო­ლი­ტი­კა­ში და ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ასე არ მი­ი­ღე­ბა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად მათ მო­ა­ხერ­ხეს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ე­ღოთ კა­ნონპ­რო­ექ­ტი", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" საბ­ჭო­სა და კო­ა­ლი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რებს შეხ­ვდე­ბა, სა­დაც მათ მკაც­რად მი­უ­თი­თებს, რომ "ასე არ შე­იძ­ლე­ბა".

სა­სეს­ხო ან იპო­თე­კით დატ­ვირ­თულ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 1-ელ თე­ბერ­ვლამ­დე ჩერ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბი "სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბა­თა შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და "სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში" შე­დის. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გე­დე­ვან ფო­ფხა­ძეა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პრემიერი - იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა

პრემიერი - იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული საკითხი მთავრობის მხრიდან არ იყო განხილული, პარლამენტმა მთავრობის პოზიცია არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება პირველი მოსმენით მიიღო. ივანიშვილის შეფასებით, ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯია.

"ამით არაფერი დაშავებულა. ვფიქრობ მოვახერხებ უმრავლესობას ავუხსნა, რომ ასე არ შეიძლება. არ შეიძლება ბიზნესთან შეუთანხმებლად ბიზნესს უკარნახო. ბანკებს იპოთეკური სესხები აქვთ გაცემული და შესაძლებელია ისინი დაზარალდნენ. ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსოლუტურად გაუაზრებელი და აბსურდულია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, იგი დღეს შეხვდება და დაარწმუნებს უმრავლესობას, რომ კანონპროექტზე მუშაობა არ გააგრძელონ. "თუ შეთანხმება მოხდება და ეს გასაგები იქნება ბიზნესსტრუქტურებისთვის, რომლებიც პროცესებში მონაწილეობენ და თანხები გასცეს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება პარლამენტმა კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. ასე მოწყვეტილად განხილვა, რომ არც მთავრობას შეუთანხმო, არც ბიზნესს შეუთანხმო, ჩემი აზრით, ეს არის ზუსტად სიყმაწვილე პოლიტიკაში და ასეთი გადაწყვეტილებები ასე არ მიიღება. ძალიან სამწუხაროა, რომ დაჩქარებულად მათ მოახერხეს პირველი მოსმენით მიეღოთ კანონპროექტი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბჭოსა და კოალიციის საბჭოს წევრებს შეხვდება, სადაც მათ მკაცრად მიუთითებს, რომ "ასე არ შეიძლება".

სასესხო ან იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების მექანიზმების განხორციელება 1-ელ თებერვლამდე ჩერდება. ცვლილებები "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში და "სამოქალაქო კოდექსში" შედის. პროექტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძეა. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა