პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოეთის მოქალაქის მეწარმედ რეგისტრაციაში უკანონო დახმარებისთვის ლაგოდეხში ორი პირი დააკავეს
ინდოეთის მოქალაქის მეწარმედ რეგისტრაციაში უკანონო დახმარებისთვის ლაგოდეხში ორი პირი დააკავეს

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მო­ავ­ლი­ნეს და ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ლა­გო­დე­ხის სა­რე­გის­ტრა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ბე­სიკ მა­ნა­გა­ძე და ქრთა­მის აღე­ბა­ში დამ­ხმა­რე პირი ამ­ხი­ლეს.

რო­გორც შსს-ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ორი­ვე მათ­გა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია. "გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და შემ­დე­გი: მას შემ­დეგ, რაც მიმ­დი­ნა­რე წლის 17 ივ­ლისს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს "სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის სა­კუთ­რე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში, რომ­ლი­თაც 2014 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე შე­ი­ზღუ­და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის სა­კუთ­რე­ბის რე­გის­ტრა­ცია უცხო­ე­ლებ­ზე და სა­ზღვარ­გა­რეთ რე­გის­ტრი­რე­ბულ იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე, სხვა­დას­ხვა ხერ­ხი­თა და მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით, შემ­დგომ­ში კა­ნო­ნის გვერ­დით ავ­ლით, მი­წის და­რე­გის­ტრი­რე­ბის მსურ­ვე­ლი უცხო­ე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა­ში, 2013 წლის 26 ივ­ლისს, სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ლა­გო­დე­ხის სა­რე­გის­ტრა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა - ბე­სიკ მა­ნა­გა­ძემ თა­ნამ­ზრახ­ველ­თან წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, პი­რა­დი გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ა­ში დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ ქრთა­მის სა­ხით მოს­თხო­ვეს და გა­მო­არ­თვეს 1300 ლარი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი­ვე მათ­გა­ნი ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ინდოეთის მოქალაქის მეწარმედ რეგისტრაციაში უკანონო დახმარებისთვის ლაგოდეხში ორი პირი დააკავეს

ინდოეთის მოქალაქის მეწარმედ რეგისტრაციაში უკანონო დახმარებისთვის ლაგოდეხში ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს და ქრთამის აღების ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი ბესიკ მანაგაძე და ქრთამის აღებაში დამხმარე პირი ამხილეს.

როგორც შსს-ის განცხადებაშია ნათქვამი, ორივე მათგანი დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა შემდეგი: მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 17 ივლისს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ცვლილება შევიდა საქართველოს "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში, რომლითაც 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეიზღუდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების რეგისტრაცია უცხოელებზე და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე, სხვადასხვა ხერხითა და მაქინაციებით, შემდგომში კანონის გვერდით ავლით, მიწის დარეგისტრირების მსურველი უცხოელების დახმარებაში, 2013 წლის 26 ივლისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა - ბესიკ მანაგაძემ თანამზრახველთან წინასწარი შეთანხმებით, პირადი გამორჩენის მიზნით, საქართველოში მყოფ ინდოეთის მოქალაქეს საქართველოში მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 1300 ლარი. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ფაქტზე დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ