სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ ცრუ შეტყობინების ბრალდებით დაკავებულ პირზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა
შსს-მ ცრუ შეტყობინების ბრალდებით დაკავებულ პირზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა

შსს-მ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ბრალ­დე­ბით პი­რის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1942 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რე­ბი ომარ ფ. იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

ბრალ­დე­ბულ­მა 26 ივ­ლისს, 15:00 სა­ათ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ 112-ში და­რე­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ ქუ­თა­ის­ში, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა აფეთ­ქდე­ბო­და.

შსს-ს ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შე­ტყო­ბი­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­მო­ცხად­დნენ ად­გილ­ზე. მათ შე­ნო­ბი­დან დე­პუ­ტა­ტე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლის ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, პე­რი­მეტ­რი კი ამ­კრძა­ლა­ვი ლენ­ტით შე­მო­ი­სა­ზღვრა.

რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, ად­გილ­ზე, შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის დაც­ვით, შსს-ს გამ­ნაღმველ­თა სამ­სა­ხურ­მა და კი­ნო­ლო­გებ­მა იმუ­შა­ვეს. და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში ბომ­ბის არ­სე­ბო­ბა არ და­დას­ტურ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ფაქ­ტზე (სსსკ-ის 331-ე მუხ­ლით).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

შსს-მ ცრუ შეტყობინების ბრალდებით დაკავებულ პირზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა

შსს-მ ცრუ შეტყობინების ბრალდებით დაკავებულ პირზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა

შსს-მ ცრუ შეტყობინების ბრალდებით პირის დაკავების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. სამინისტროს ინფორმაციით, 1942 წელს დაბადებული, ქუთაისში მცხოვრები ომარ ფ. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

ბრალდებულმა 26 ივლისს, 15:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში დარეკა და განაცხადა, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობა აფეთქდებოდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ ადგილზე. მათ შენობიდან დეპუტატებისა და პერსონალის ევაკუაცია განახორციელეს, პერიმეტრი კი ამკრძალავი ლენტით შემოისაზღვრა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ადგილზე, შესაბამისი წესების დაცვით, შსს-ს გამნაღმველთა სამსახურმა და კინოლოგებმა იმუშავეს. დაახლოებით ერთ საათიანი მუშაობის შედეგად პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობა არ დადასტურდა.

გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე (სსსკ-ის 331-ე მუხლით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"