მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანადამოკიდებულების ეპიდემია საქართველოში
თანადამოკიდებულების ეპიდემია საქართველოში

რო­დე­საც ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ძი­რი­თა­დად, მხო­ლოდ ნარ­კო­მა­ნი გვყავს მხედ­ვე­ლო­ბა­ში. არ­სე­ბობს პრობ­ლე­მის მე­ო­რე, არა­ნაკ­ლებ ტრა­გი­კუ­ლი მხა­რე: "სი­უ­ჟე­ტის მთა­ვა­რი გმი­რის" ახ­ლობ­ლებს მუდ­მი­ვი სტრე­სის პი­რო­ბებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა, რაც მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად მოქ­მე­დებს და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამას თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უწო­დე­ბენ. ყო­ვე­ლი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლის უკან, სულ ცოტა, ორი-სამი ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ. ორ­გა­ნი­ზა­ცია "ბე­მო­ნი­სა" და "სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი პროგ­რა­მის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბელ­თა ციფ­რი უკვე 300 ათასს მი­უ­ახ­ლოვ­და. გა­მო­დის, რომ სა­დღაც ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი მო­ქა­ლა­ქე თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პერ­მა­ნენ­ტულ კოშ­მარ­ში ცხოვ­რობს.

თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვე ფორ­მით რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ვლინ­დე­ბა. ზე­დო­ზი­რე­ბი­სას სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის გა­მო­ძა­ხე­ბა პო­ლი­ცი­ის­თვის ჩა­ბა­რე­ბას ნიშ­ნავს; ხდე­ბა ისეც, რომ და­ში­ნე­ბუ­ლი ხალ­ხი უგო­ნოდ მყოფ ადა­მი­ანს ტო­ვებს და გარ­ბის. ექიმ­თან მის­ვლას თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლიც ერი­დე­ბა. ამი­ტო­მაც არის, რომ ზე­დო­ზი­რე­ბით და­ღუპ­ვა ძა­ლი­ან გახ­შირ­და. თა­ნა­და­მო­კი­დე­ბულ­თა უმ­ძი­მე­სი ჯვა­რი ახ­ლობ­ლის სი­ცო­ცხლე­ზე გა­მუდ­მე­ბუ­ლი ნერ­ვი­უ­ლო­ბაა. ცალ­კე პრობ­ლე­მა გახ­ლავთ კა­ნო­ნის მხრი­დან ტე­რო­რი: ათა­სო­ბით ოჯახს ჯა­რი­მე­ბით სი­ცო­ცხლე გა­უმ­წა­რეს და ღია ცის ქვე­შაც და­ტო­ვეს. ყო­ველ თა­ნა­და­მო­კი­დე­ბულს ექი­მის, ფსი­ქო­ლო­გის, ხოლო ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ფსი­ქი­ატ­რის დახ­მა­რე­ბაც სჭირ­დე­ბა.

მა­ნა­ნა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, "ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის ქსე­ლის" გამ­გე­ო­ბის წევ­რი, ფსი­ქო­ლო­გი:

- ეს მარ­თლაც გრან­დი­ო­ზუ­ლი მას­შტა­ბის პრობ­ლე­მაა და არა­ნაკ­ლებ მი­სა­ხე­დი, ვიდ­რე თა­ვად ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ძი­რი­თა­დად, ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ­თან ერთ ჭერ­ქვეშ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ავად­დე­ბი­ან; ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი მათ­ზეც აი­სა­ხე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­უძ­ლონ და არ და­ა­ვად­დნენ, მაგ­რამ ადრე თუ გვი­ან, ეს მა­ინც მოხ­დე­ბა...

- შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნი ნარ­კო­მან­თან ერ­თად, ერთ ბი­ნა­ში არ ცხოვ­რობს, მაგ­რამ მის მი­მართ ძლი­ე­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა აქვს (მა­გა­ლი­თად, შეყ­ვა­რე­ბუ­ლია ან ახლო მე­გო­ბა­რი); ამ­დე­ნად, ძა­ლი­ან გა­ნიც­დის და სულ რა­ღაც უბე­დუ­რე­ბის მო­ლო­დინ­შია. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გან­ვი­თარ­დე­ბა?

- ძლი­ე­რი თა­ნა­გან­ცდის მო­მენ­ტი, ცხა­დია, იმოქ­მე­დებს, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბი სიძ­ლი­ე­რით. ფსი­ქო­ლო­გე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის ადა­მი­ა­ნი ნარ­კო­მან­თან ერ­თად უნდა ცხოვ­რობ­დეს და მის პრობ­ლე­მას ერთ ჭერ­ქვეშ იზი­ა­რებ­დეს. რო­დე­საც ფსი­ქო­ლო­გი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ­თან მუ­შა­ობს, იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მისი ოჯა­ხის წევ­რებ­თა­ნაც უნდა ჩა­ა­ტა­როს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უკვე დიდი ხა­ნია, მი­ვიდ­ნენ დას­კვნამ­დე, რომ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის დაძ­ლე­ვა თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის გა­რე­შე ბევ­რად უფრო რთუ­ლია. რო­დე­საც ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ ნან­გრე­ვე­ბი­დან ამოს­ვლას იწყებს, რა­საც ნარ­კო­მოხ­მა­რე­ბა ჰქვია, თუკი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც არ მიჰ­ყვნენ, იმა­ვე ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ში დარ­ჩე­ბი­ან; იგუ­ლის­ხმე­ბა წყე­ნა, შიში, უნ­დობ­ლო­ბა. უჭირთ იმის და­ჯე­რე­ბა, რომ და­მო­კი­დე­ბუ­ლის გან­ზრახ­ვა სე­რი­ო­ზუ­ლია, რაც მის შე­მოწ­მე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ანუ ისე არ ექ­ცე­ვი­ან, რო­გორც ზრდას­რულ ადა­მი­ანს უნდა მო­ექ­ცნენ. მათ­გან წა­მო­სუ­ლი წნე­ხი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბას­თან და შე­საძ­ლოა, ამან პი­როვ­ნე­ბა უკან და­აბ­რუ­ნოს. სწო­რედ ამი­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ოჯა­ხის წევ­რებ­თან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იმ­დე­ნად ტრავ­მი­რე­ბუ­ლი არი­ან, რომ ხან­და­ხან, მათ­თან ბევ­რად უფრო მეტი ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო.

ახ­ლა­ხან "ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის ქსე­ლის" მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტში თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბის კომ­პო­ნენ­ტი შე­ვი­და; შე­ირ­ჩა ექვს-ექ­ვსი აქ­ტი­უ­რი და რე­მი­სი­ა­მი­ღე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, აგ­რეთ­ვე მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლებს ტრე­ნინგს მე ვუ­ტა­რებ­დი. კარ­გია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, მაგ­რამ ერ­თდღი­ა­ნი ტრე­ნინ­გი, ძი­რი­თა­დად, მათ მხო­ლოდ პრობ­ლე­მის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რა.

- ხომ არ დად­გა დრო, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­მა თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის კუ­თხით ძა­ლის­ხმე­ვა გა­ა­ფარ­თო­ოს და სა­ხელ­მწი­ფო­მაც სა­კუ­თა­რი მუდ­მივ­მოქ­მე­დი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს?

- თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის დაძ­ლე­ვა­ზე მას­შტა­ბუ­რი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უბ­რა­ლოდ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამის სა­სარ­გებ­ლოდ მე­ტყვე­ლებს თუნ­დაც, ის ფაქ­ტი, რომ თა­ნა­და­მო­კი­დე­ბულ­თა რი­ცხვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას რამ­დენ­ჯერ­მე აღე­მა­ტე­ბა.

მა­რა­დი­უ­ლი პრობ­ლე­მა: რას იტყვის ხალ­ხი?!

ვერც ერთი საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვერ უარ­ყოფს: ნარ­კო­მან­თან რე­მი­სი­ის მი­სა­ღე­ბად ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა გახ­ლავთ. მსოფ­ლი­ო­ში დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს თა­ნა­და­მო­კი­დე­ბულ­თა თვით­დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის კუ­თხით აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­მა 2003-2005 წლებ­ში და­ი­წყო. ჩნდე­ბა კი­თხვა: თა­ნა­და­მო­კი­დე­ბულ­თა შემ­თხვე­ვა­შიც იგი­ვე რა­ტომ არ გა­კეთ­და?

დალი უშა­რი­ძე, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ის ცენ­ტრის - "ახა­ლი გზა" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი:

- მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა თა­ნა­და­მო­კი­დე­ბულ­თა ჩა­კე­ტი­ლო­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს. ისი­ნი ღია სა­უ­ბარს თა­ვად მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე უფრო მე­ტა­დაც უფრთხი­ან: სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სტიგ­მა აში­ნებთ. თა­ნაც, ჩვე­ნი კულ­ტუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია პრობ­ლე­მე­ბის მი­ჩუ­მა­თე­ბა: რას იტყვის ხალ­ხი? თავი ხომ მოგ­ვეჭ­რე­ბა?! - ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლის მშობ­ლე­ბიც ასე მსჯე­ლო­ბენ.

პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა მისი აღი­ა­რე­ბი­დან და გა­აზ­რე­ბი­დან იწყე­ბა. ამი­სათ­ვის კი ში­ნა­გა­ნი მო­ბი­ლი­ზა­ცია, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლო­ბა და ნე­ბის­ყო­ფაა სა­ჭი­რო. აღ­ნიშ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის დე­ფი­ცი­ტის პი­რო­ბებ­ში პრობ­ლე­მას­თან თა­ნა­არ­სე­ბო­ბა მან­კი­ე­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის ხარ­ჯზე ხერ­ხდე­ბა. მა­ზო­ხის­ტუ­რი ფსი­ქი­კის დე­დე­ბი გა­მო­სა­ვალს გა­უ­თა­ვე­ბელ საყ­ვე­დუ­რებ­ში და ის­ტე­რი­კებ­ში პო­ვე­ბენ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, "წა­მე­ბუ­ლის პოზა" არა­ჯან­საღ კმა­ყო­ფი­ლე­ბა­საც კი ანი­ჭებთ: "შე­მომ­ხე­დეთ და თა­ნა­მიგ­რძნეთ! განა, ჩე­მის­თა­ნა სა­მა­გა­ლი­თო დედა ამას იმ­სა­ხუ­რებ­და?!" მაგ­რამ "წა­მე­ბუ­ლის პოზა" გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მოც­დი­ლი ფსი­ქო­ლო­გის მიერ წარ­მარ­თულ თვით­დახ­მა­რე­ბის ჯგუფს და­უ­ფა­სე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა შე­უძ­ლია.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­დავ­წყვი­ტეთ, თვით­დახ­მა­რე­ბის პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­შიც დაგ­ვე­ნერ­გა. პრე­სა­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც გა­სა­გე­ბი ენით ავ­ხსე­ნით ინი­ცი­ა­ტი­ვის არსი; ანო­ნი­მუ­რო­ბის გა­რან­ტი­აც მი­ვე­ცით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თითო-ორო­ლა მშო­ბე­ლი მო­ვი­და და იმა­თაც პრი­ვა­ტუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი არ­ჩი­ეს.

ცნო­ბის­თვის: ხუ­თი­ო­დე წლის წი­ნათ "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს" პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ერთი მშო­ბე­ლი გერ­მა­ნი­ა­ში გაგ­ზავ­ნეს. იმე­დი ჰქონ­დათ, რომ თვით­დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­თა პრაქ­ტი­კის გაც­ნო­ბა აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ უბიძ­გებ­და. შე­დე­გი: ჩა­მო­ტა­ნი­ლი ბუკ­ლე­ტე­ბი კო­ორ­დი­ნა­ტორს მა­გი­და­ზე და­უ­წყო და.... და­ი­კარ­გა! ეს ფაქ­ტი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ რუ­ბი­კო­ნი ჯერ სა­კუ­თარ სულ­ში უნდა გა­და­ი­ლა­ხოს!..

მე­დეა გოგ­სა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

თანადამოკიდებულების ეპიდემია საქართველოში

თანადამოკიდებულების ეპიდემია საქართველოში

როდესაც ნარკოტიკის მოხმარებაზე ვსაუბრობთ, ძირითადად, მხოლოდ ნარკომანი გვყავს მხედველობაში. არსებობს პრობლემის მეორე, არანაკლებ ტრაგიკული მხარე: "სიუჟეტის მთავარი გმირის" ახლობლებს მუდმივი სტრესის პირობებში უწევთ ცხოვრება, რაც მათ ჯანმრთელობაზე გამანადგურებლად მოქმედებს და სპეციალისტები ამას თანადამოკიდებულებას უწოდებენ. ყოველი ნარკოდამოკიდებულის უკან, სულ ცოტა, ორი-სამი ტრავმირებული ადამიანი უნდა ვივარაუდოთ. ორგანიზაცია "ბემონისა" და "სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის" მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ნარკომომხმარებელთა ციფრი უკვე 300 ათასს მიუახლოვდა. გამოდის, რომ სადღაც ნახევარი მილიონი მოქალაქე თანადამოკიდებულების პერმანენტულ კოშმარში ცხოვრობს.

თანადამოკიდებულება განსაკუთრებით მწვავე ფორმით რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში ვლინდება. ზედოზირებისას სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება პოლიციისთვის ჩაბარებას ნიშნავს; ხდება ისეც, რომ დაშინებული ხალხი უგონოდ მყოფ ადამიანს ტოვებს და გარბის. ექიმთან მისვლას თავად დაზარალებულიც ერიდება. ამიტომაც არის, რომ ზედოზირებით დაღუპვა ძალიან გახშირდა. თანადამოკიდებულთა უმძიმესი ჯვარი ახლობლის სიცოცხლეზე გამუდმებული ნერვიულობაა. ცალკე პრობლემა გახლავთ კანონის მხრიდან ტერორი: ათასობით ოჯახს ჯარიმებით სიცოცხლე გაუმწარეს და ღია ცის ქვეშაც დატოვეს. ყოველ თანადამოკიდებულს ექიმის, ფსიქოლოგის, ხოლო ხშირ შემთხვევაში, ფსიქიატრის დახმარებაც სჭირდება.

მანანა სოლოღაშვილი, "ზიანის შემცირების ქსელის" გამგეობის წევრი, ფსიქოლოგი:

- ეს მართლაც გრანდიოზული მასშტაბის პრობლემაა და არანაკლებ მისახედი, ვიდრე თავად ნარკოდამოკიდებულება. თანადამოკიდებულებით ძირითადად, ნარკოდამოკიდებულთან ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ადამიანები ავადდებიან; ნარკოდამოკიდებულების პრობლემასთან დაკავშირებული სირთულეები მათზეც აისახება. გამორიცხული არ არის, გარკვეული პერიოდი გაუძლონ და არ დაავადდნენ, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს მაინც მოხდება...

- შესაძლოა, ადამიანი ნარკომანთან ერთად, ერთ ბინაში არ ცხოვრობს, მაგრამ მის მიმართ ძლიერი ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა აქვს (მაგალითად, შეყვარებულია ან ახლო მეგობარი); ამდენად, ძალიან განიცდის და სულ რაღაც უბედურების მოლოდინშია. ასეთ შემთხვევაში თანადამოკიდებულება არ განვითარდება?

- ძლიერი თანაგანცდის მომენტი, ცხადია, იმოქმედებს, მაგრამ ნაკლები სიძლიერით. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თანადამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის ადამიანი ნარკომანთან ერთად უნდა ცხოვრობდეს და მის პრობლემას ერთ ჭერქვეშ იზიარებდეს. როდესაც ფსიქოლოგი ნარკოდამოკიდებულთან მუშაობს, იგულისხმება, რომ პარალელურად, ფსიქოლოგიური მუშაობა მისი ოჯახის წევრებთანაც უნდა ჩაატაროს. სპეციალისტები უკვე დიდი ხანია, მივიდნენ დასკვნამდე, რომ დამოკიდებულების დაძლევა თანადამოკიდებულებაზე მუშაობის გარეშე ბევრად უფრო რთულია. როდესაც ნარკოდამოკიდებული იმ ნანგრევებიდან ამოსვლას იწყებს, რასაც ნარკომოხმარება ჰქვია, თუკი ოჯახის წევრებიც არ მიჰყვნენ, იმავე ფსიქოლოგიურ პრობლემებში დარჩებიან; იგულისხმება წყენა, შიში, უნდობლობა. უჭირთ იმის დაჯერება, რომ დამოკიდებულის განზრახვა სერიოზულია, რაც მის შემოწმებაში გამოიხატება ანუ ისე არ ექცევიან, როგორც ზრდასრულ ადამიანს უნდა მოექცნენ. მათგან წამოსული წნეხი წინააღმდეგობაშია მკურნალობის პროცესის მიმართულებასთან და შესაძლოა, ამან პიროვნება უკან დააბრუნოს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ოჯახის წევრებთან მიზანმიმართული მუშაობა. ფსიქოლოგიურად იმდენად ტრავმირებული არიან, რომ ხანდახან, მათთან ბევრად უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.

ახლახან "ზიანის შემცირების ქსელის" მიერ განხორციელებულ ევროკავშირის პროექტში თანადამოკიდებულებთან მუშაობის კომპონენტი შევიდა; შეირჩა ექვს-ექვსი აქტიური და რემისიამიღებული მომხმარებელი, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები. თანადამოკიდებულებს ტრენინგს მე ვუტარებდი. კარგია, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდა, მაგრამ ერთდღიანი ტრენინგი, ძირითადად, მათ მხოლოდ პრობლემის გაცნობიერებაში დაეხმარა.

- ხომ არ დადგა დრო, რომ არასამთავრობო სექტორმა თანადამოკიდებულებაზე მუშაობის კუთხით ძალისხმევა გააფართოოს და სახელმწიფომაც საკუთარი მუდმივმოქმედი პროექტები განახორციელოს?

- თანადამოკიდებულების დაძლევაზე მასშტაბური პროგრამების განხორციელება უბრალოდ, აუცილებელია. ამის სასარგებლოდ მეტყველებს თუნდაც, ის ფაქტი, რომ თანადამოკიდებულთა რიცხვი დამოკიდებულების რაოდენობას რამდენჯერმე აღემატება.

მარადიული პრობლემა: რას იტყვის ხალხი?!

ვერც ერთი საქმეში ჩახედული ადამიანი ვერ უარყოფს: ნარკომანთან რემისიის მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მისი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური დახმარება გახლავთ. მსოფლიოში დიდი ხანია არსებობს თანადამოკიდებულთა თვითდახმარების ჯგუფების გამოცდილება. ნარკოდამოკიდებულების კუთხით აქტიური მუშაობა არასამთავრობო სექტორმა 2003-2005 წლებში დაიწყო. ჩნდება კითხვა: თანადამოკიდებულთა შემთხვევაშიც იგივე რატომ არ გაკეთდა?

დალი უშარიძე, ფსიქოსოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრის - "ახალი გზა" ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი:

- მთავარი პრობლემა თანადამოკიდებულთა ჩაკეტილობაში მდგომარეობს. ისინი ღია საუბარს თავად მომხმარებლებზე უფრო მეტადაც უფრთხიან: საზოგადოებრივი სტიგმა აშინებთ. თანაც, ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელია პრობლემების მიჩუმათება: რას იტყვის ხალხი? თავი ხომ მოგვეჭრება?! - ნარკომომხმარებლის მშობლებიც ასე მსჯელობენ.

პრობლემის გადაწყვეტა მისი აღიარებიდან და გააზრებიდან იწყება. ამისათვის კი შინაგანი მობილიზაცია, გაწონასწორებულობა და ნებისყოფაა საჭირო. აღნიშნული თვისებების დეფიციტის პირობებში პრობლემასთან თანაარსებობა მანკიერი მექანიზმების ხარჯზე ხერხდება. მაზოხისტური ფსიქიკის დედები გამოსავალს გაუთავებელ საყვედურებში და ისტერიკებში პოვებენ. დროთა განმავლობაში, "წამებულის პოზა" არაჯანსაღ კმაყოფილებასაც კი ანიჭებთ: "შემომხედეთ და თანამიგრძნეთ! განა, ჩემისთანა სამაგალითო დედა ამას იმსახურებდა?!" მაგრამ "წამებულის პოზა" გამოსავალი არ არის. ასეთ შემთხვევებში გამოცდილი ფსიქოლოგის მიერ წარმართულ თვითდახმარების ჯგუფს დაუფასებელი დახმარების გაწევა შეუძლია.

რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ, თვითდახმარების პრაქტიკა საქართველოშიც დაგვენერგა. პრესაში გამოვაქვეყნეთ განცხადებები, რომლებშიც გასაგები ენით ავხსენით ინიციატივის არსი; ანონიმურობის გარანტიაც მივეცით. მიუხედავად ამისა, თითო-ოროლა მშობელი მოვიდა და იმათაც პრივატული კონსულტაციები არჩიეს.

ცნობისთვის: ხუთიოდე წლის წინათ "ღია საზოგადოება საქართველოს" პროექტის ფარგლებში ერთი მშობელი გერმანიაში გაგზავნეს. იმედი ჰქონდათ, რომ თვითდახმარების ჯგუფთა პრაქტიკის გაცნობა აქტიურობისკენ უბიძგებდა. შედეგი: ჩამოტანილი ბუკლეტები კოორდინატორს მაგიდაზე დაუწყო და.... დაიკარგა! ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუბიკონი ჯერ საკუთარ სულში უნდა გადაილახოს!..

მედეა გოგსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია