მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ მოიგო ზურა შევარდნაძემ საყვარელი ქალის გული
რატომ ვერ მოიგო ზურა შევარდნაძემ საყვარელი ქალის გული

ვე­რაფ­რით ვერ მო­ი­გო ზურა შე­ვარ­დნა­ძემ მო­წო­ნე­ბუ­ლი ქა­ლის გული. არა­და, იმ­დე­ნი სით­ბო გას­ცა იმ ერთი გო­გოს­თვის, ათ ქალს ეყო­ფო­და. იგი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით იხ­სე­ნებს ბოლო სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს. ახლა არა­ვინ უყ­ვარს. ჯერ ძვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი კარ­გად უნდა დამ­თავ­რდეს და ახალ­ზე მერე ვი­ფიქ­რე­ბო, ამ­ბობს.

რა მსგავ­სე­ბაა მასა და ნო­დარ დუმ­ბა­ძის ზუ­რი­კე­ლას შო­რის

- მშობ­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი რო­გორ გა­იც­ნეს?

- გუ­რი­ა­ში, სო­ფელ ას­კა­ნა­ში გა­ვი­ზარ­დე. დე­და­ჩე­მის სო­ფე­ლი ბახ­ვია. რო­გორც ვიცი, მა­მას ნა­თე­სავ­მა გა­აც­ნო ჩემი მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს. დე­და­ჩე­მის თა­ნაკ­ლა­სე­ლი იყო ის ქალ­ბა­ტო­ნი. დედა ბუ­ღალ­ტე­რია, მა­მას ზო­ო­ვე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ვე­ტე­რი­ნა­რია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სოფ­ლის ოჯა­ხი გვქონ­და. ას­კა­ნა­ში ძა­ლი­ან თბილ და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში ვიზ­რდე­ბო­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი მყავ­და. შრო­მის­მოყ­ვა­რე­ე­ბი იყ­ვნენ.

- რო­გორც ჩანს, ბავ­შვო­ბა­ში ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა გიყ­ვარ­დათ.

- ვპო­ზი­რებ­დი ფო­ტო­ა­პა­რა­ტის წინ და რო­გორც ჩანს, გა­მომ­დი­ო­და. მსუ­ქა­ნი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, ჭამა მიყ­ვარ­და. ხა­ლი­სი­ა­ნი და უპ­რე­ტენ­ზიო ვყო­ფილ­ვარ. ჩემი გაზ­რდით ოჯა­ხი არ გაწ­ვა­ლე­ბუ­ლა.

- მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე ძმე­ბი დე­დას­თან ერ­თად ხართ.

- დედა ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო. მამა უფრო არ­ხე­ი­ნა ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნია. მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი მზრუნ­ვე­ლო­ბით და ჩვენ მი­მართ ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. სხვა საქ­მე­ე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მამა ხში­რად მი­დი­ო­და სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­დაც მუ­შა­ობ­და. შემ­დე­გი ფოტო მა­მას რამ­დე­ნი­მე წლის წინ აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. მთელ დროს დე­და­სა და ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­თან ვა­ტა­რებ­დით. დე­დის და მა­მის მხრი­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და დიდი ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. დიდი არ­ჩე­ვა­ნი მქონ­და, რო­მელ ბე­ბი­ას უნდა და­ვე­ძი­ნე­ბი­ნე, ან რო­მელს გა­ვე­სე­ირ­ნე­ბი­ნე.

- რო­მე­ლი­მე ბე­ბია გყავ­დათ ამო­ჩე­მე­ბუ­ლი?

- ყვე­ლას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და ყვე­ლა მათ­გა­ნი იყო ჩემს აღ­ზრდა­ში ჩარ­თუ­ლი. არ ვგავ­დი და­ნარ­ჩენ ბავ­შვებს, მცე­ნა­რე­ე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი მიყ­ვარ­და. ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი მქონ­და. ამ ინ­ტე­რე­სე­ბის ხორ­ცშეს­ხმა­ში ჩემი ოჯა­ხი მეხ­მა­რე­ბო­და. ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა­ში მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. პა­ტა­რა ბოს­ტა­ნი მქონ­და და მის მოვ­ლა­ში მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. რა ინ­ტე­რე­სე­ბიც მქონ­და ბავ­შვო­ბა­ში, ისე­თი ინ­ტე­რე­სე­ბი ბავ­შვებს არ აქვთ. ბევ­რი სი­ა­რუ­ლი მიყ­ვარ­და და ბევ­რი ამ­ბის მოს­მე­ნა. ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­თან ვურ­თი­ერ­თობ­დი. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში მო­წყე­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. თბი­ლის­ში ომი იყო, შუქი არ გვქონ­და, ფი­ნან­სუ­რა­დაც გვი­ჭირ­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მახ­სენ­დე­ბა ის პე­რი­ო­დი.

- ნო­დარ დუმ­ბა­ძის "მე, ბე­ბია ილი­კო და ილა­რი­ო­ნი" გა­მახ­სენ­და, ქვე­ყა­ნა რომ ინ­გრე­ო­და და ზუ­რი­კე­ლა გა­და­რე­უ­ლი რომ იყო სი­ხა­რუ­ლით. თუ ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა იყო, სი­ნათ­ლე არ იყო და გა­ჭირ­ვე­ბა იყო, თქვენ რა­ტომ გახ­სენ­დე­ბათ ის პე­რი­ო­დი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად?

- იცით, რა მი­ხა­რო­და? ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თის­თვის ბევ­რი დრო ჰქონ­დათ. მა­შინ ამ ყვე­ლა­ფერს ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი. ახლა ვხვდე­ბი, მა­შინ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ბევრ ემო­ცი­ას უზი­ა­რებ­დნენ.

- რო­გორც ჩანს, ზღვა ძა­ლი­ან გყვა­რე­ბი­ათ. ძმას­თან ერ­თად ბევ­რი ფოტო გაქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი ზღვა­ზე.

- მთე­ლი ბავ­შვო­ბა ზღვა­ზე მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ოზურ­გეთ­თან ურე­კი ძა­ლი­ან ახ­ლო­საა და ჩვენ­თვის ზღვა­ზე წას­ვლა რთუ­ლი არ იყო. ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ, რომ ჯერ ბახ­მა­რო­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით და­სას­ვე­ნებ­ლად და შემ­დეგ ზღვა­ზე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ ვერ მოიგო ზურა შევარდნაძემ საყვარელი ქალის გული

რატომ ვერ მოიგო ზურა შევარდნაძემ საყვარელი ქალის გული

ვერაფრით ვერ მოიგო ზურა შევარდნაძემ მოწონებული ქალის გული. არადა, იმდენი სითბო გასცა იმ ერთი გოგოსთვის, ათ ქალს ეყოფოდა. იგი გულისტკივილით იხსენებს ბოლო სიყვარულის ამბავს. ახლა არავინ უყვარს. ჯერ ძველი სიყვარული კარგად უნდა დამთავრდეს და ახალზე მერე ვიფიქრებო, ამბობს.

რა მსგავსებაა მასა და ნოდარ დუმბაძის ზურიკელას შორის

- მშობლებმა ერთმანეთი როგორ გაიცნეს?

- გურიაში, სოფელ ასკანაში გავიზარდე. დედაჩემის სოფელი ბახვია. როგორც ვიცი, მამას ნათესავმა გააცნო ჩემი მშობლები ერთმანეთს. დედაჩემის თანაკლასელი იყო ის ქალბატონი. დედა ბუღალტერია, მამას ზოოვეტი აქვს დამთავრებული, ვეტერინარია. ჩვეულებრივი, მოკრძალებული სოფლის ოჯახი გვქონდა. ასკანაში ძალიან თბილ და სასიამოვნო გარემოში ვიზრდებოდი. განსაკუთრებით კარგი ბებია-ბაბუები მყავდა. შრომისმოყვარეები იყვნენ.

- როგორც ჩანს, ბავშვობაში ფოტოების გადაღება გიყვარდათ.

- ვპოზირებდი ფოტოაპარატის წინ და როგორც ჩანს, გამომდიოდა. მსუქანი ბავშვი ვიყავი. როგორც მეუბნებიან, ჭამა მიყვარდა. ხალისიანი და უპრეტენზიო ვყოფილვარ. ჩემი გაზრდით ოჯახი არ გაწვალებულა.

- მომდევნო ფოტოზე ძმები დედასთან ერთად ხართ.

- დედა ჩვენთვის განსაკუთრებული იყო. მამა უფრო არხეინა ხასიათის ადამიანია. მაინცდამაინც დიდი მზრუნველობით და ჩვენ მიმართ ემოციური დამოკიდებულებით არ გამოირჩეოდა. სხვა საქმეებით იყო დაკავებული. მამა ხშირად მიდიოდა საზღვარგარეთ, სადაც მუშაობდა. შემდეგი ფოტო მამას რამდენიმე წლის წინ აქვს გადაღებული. მთელ დროს დედასა და ბებია-ბაბუებთან ვატარებდით. დედის და მამის მხრიდან ჩვეულებრივი და დიდი ბებია-ბაბუები ცოცხლები იყვნენ და მათთან ურთიერთობით განებივრებული ვიყავი. დიდი არჩევანი მქონდა, რომელ ბებიას უნდა დავეძინებინე, ან რომელს გავესეირნებინე.

- რომელიმე ბებია გყავდათ ამოჩემებული?

- ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ყველა მათგანი იყო ჩემს აღზრდაში ჩართული. არ ვგავდი დანარჩენ ბავშვებს, მცენარეები და ცხოველები მიყვარდა. ჩემი თანატოლებისგან განსხვავებული ინტერესები მქონდა. ამ ინტერესების ხორცშესხმაში ჩემი ოჯახი მეხმარებოდა. ბებია-ბაბუები ცხოველების მოვლაში მეხმარებოდნენ. პატარა ბოსტანი მქონდა და მის მოვლაში მეხმარებოდნენ. რა ინტერესებიც მქონდა ბავშვობაში, ისეთი ინტერესები ბავშვებს არ აქვთ. ბევრი სიარული მიყვარდა და ბევრი ამბის მოსმენა. ასაკოვან ადამიანებთან ვურთიერთობდი. ჩემს ბავშვობაში ქვეყანაში მოწყენილი სიტუაცია იყო. თბილისში ომი იყო, შუქი არ გვქონდა, ფინანსურადაც გვიჭირდა. არაჩვეულებრივად მახსენდება ის პერიოდი.

- ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია ილიკო და ილარიონი" გამახსენდა, ქვეყანა რომ ინგრეოდა და ზურიკელა გადარეული რომ იყო სიხარულით. თუ ქვეყანაში არეულობა იყო, სინათლე არ იყო და გაჭირვება იყო, თქვენ რატომ გახსენდებათ ის პერიოდი არაჩვეულებრივად?

- იცით, რა მიხაროდა? ადამიანებს ერთმანეთისთვის ბევრი დრო ჰქონდათ. მაშინ ამ ყველაფერს ვერ ვაცნობიერებდი. ახლა ვხვდები, მაშინ ადამიანები ერთმანეთს ბევრ ემოციას უზიარებდნენ.

- როგორც ჩანს, ზღვა ძალიან გყვარებიათ. ძმასთან ერთად ბევრი ფოტო გაქვთ გადაღებული ზღვაზე.

- მთელი ბავშვობა ზღვაზე მაქვს გატარებული. ოზურგეთთან ურეკი ძალიან ახლოსაა და ჩვენთვის ზღვაზე წასვლა რთული არ იყო. ჩვენი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჯერ ბახმაროში წავსულიყავით დასასვენებლად და შემდეგ ზღვაზე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია