პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომპლიმენტი მიუძღვნა ბერნარ კუშნერმა ელისო ჯარიაშვილის თვალებს
რა კომპლიმენტი მიუძღვნა ბერნარ კუშნერმა ელისო ჯარიაშვილის თვალებს

რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც აქ­ტი­ურ ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი­კა­შია და უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც შე­ი­ძი­ნა. ელი­სო ჯა­რი­აშ­ვი­ლი შვი­დი წელი "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე" "მო­ამ­ბე­ში" მუ­შა­ობ­და და მე­ო­რე თვეა, რაც "რუს­თა­ვი 2"-ზე "კუ­რი­ერ­ში" გა­და­ი­ნაც­ვლა. მი­აჩ­ნია, რომ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ჟურ­ნა­ლის­ტმა რა­ღაც პე­რი­ო­დი მა­ინც უნდა იმუ­შა­ოს. მისი მე­უღ­ლე ასე­ვე ძვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძეა. წყვი­ლი წლე­ბის წინ პრო­ფე­სი­ამ და­ა­კავ­ში­რა და ახლა უკვე ორი წლის ევ­გე­ნი­ას ზრდი­ან.

- ელი­სო, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში რო­გორ მოხ­ვდით? რა პრო­ფე­სი­ის ხართ?

- თე­ო­რი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­თაც და პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, და­ვამ­თავ­რე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი და მა­გის­ტრა­ტუ­რა, ვარ ტელე-რა­დი­ოჟურ­ნა­ლის­ტი. უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ვერ გა­მოვ­ნა­ხე დრო, გა­მო­მე­ტა­ნა მა­გის­ტრა­ტუ­რის დიპ­ლო­მი და სა­ვა­რა­უ­დოდ არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა. პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია, რა­ღაც ინ­სტინ­ქტი­ვით მქონ­და ბავ­შვო­ბი­დან, ამ­ბე­ბის მომ­ყო­ლი მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. არა­და, არ ვი­ყა­ვი თა­მა­მი, გამ­ბე­და­ვი, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნის მე­ში­ნო­და კი­დეც, მაგ­რამ რაც გა­ში­ნებს, ის გი­ზი­დავს. ვწერ­დი ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე მუ­შა­ო­ბა კონ­კურ­სის წე­სით და­ვი­წყე სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ში, რამ­დე­ნი­მე თვე­ში კონ­კურ­სი "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" გა­მო­ცხად­და, რამ­დე­ნი­მე ტუ­რის და გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ "მო­ამ­ბის" გუნდში ასე­ვე კონ­კურ­სით მოვ­ხვდი. ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ ის­ტო­რი­ა­ში მომ­წონს ის, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა სულ გა­მოც­დე­ბია და რა­ღაც­ნა­ი­რად არ­ღვევს სტე­რე­ო­ტი­პებს, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში პრო­ტექ­ცი­ის გა­რე­შე ვერ მოხ­ვდე­ბი. ყვე­ლა სტუ­დენ­ტმა მინ­და იცო­დეს, რომ სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლის მშე­ნე­ბე­ლია, თუ პი­რა­დის არა, პრო­ფე­სი­უ­ლის მა­ინც.

- პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა გა­იხ­სე­ნეთ...

- პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია იყო ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან, კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ მამ­ხნე­ვებ­და სი­უ­ჟე­ტის მომ­ზა­დე­ბი­სას ჩემი კო­ლე­გა და მე­გო­ბა­რი სოფო მდი­ნა­რა­ძე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი იმა­ზე კარ­გე­ბი არი­ან, ვიდ­რე ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს ჰგო­ნია. ნერ­ვი­უ­ლო­ბა თან ახ­ლავს ყვე­ლა­ფერ პირ­ველს, სი­უ­ჟეტ­საც და ჩარ­თვა­საც მათ შო­რის, თუმ­ცა როცა პირ­და­პი­რი ეთე­რი იწყე­ბა, ქრე­ბა იმის გან­ცდა, რომ ათა­სი თვა­ლი და ყური გაკ­ვირ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ჩა­საფ­რე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ი­და­ნაც კი, კა­მე­რის წინ დგა­ხარ და უბ­რა­ლოდ უყ­ვე­ბი ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს იმას, რაც არის. არც მეტს, არც ნაკ­ლებს, მხო­ლოდ სი­მარ­თლეს.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად რა თე­მებ­ზე გი­წევ­დათ მუ­შა­ო­ბა?

- ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კურ ახალ ამ­ბებს ვა­შუ­ქებ, ეს ყვე­ლა­ზე ცხე­ლი თემა გა­მოდ­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა ვა­ღი­ა­რებ, რომ არ ვარ სკან­დალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მძი­მედ მახ­სენ­დე­ბა ცი­ხის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ღამე და მე­ო­რე დღე, როცა რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა, ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე, რომ ცი­ხე­ში შე­მეღ­წია და წლე­ბის შემ­დეგ პა­ტიმ­რის პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვი­უც მო­ვი­პო­ვე, პა­ტიმ­რის, რო­მე­ლიც წა­მე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­და... შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს დღე და­ვი­ვი­წყო.

- ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა თქვენს რო­მელ სი­უ­ჟეტს მოჰ­ყვა?

- რთუ­ლია, სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ასე ისა­უბ­რო, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ ვიცი, მაგ­რამ მე პი­რა­დად ერთი სი­უ­ჟე­ტის გმი­რე­ბი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე თა­მა­რა­შენ­ში ვი­ყა­ვი. მინ­დო­და, ხში­რი თავ­დას­ხმე­ბი­სა და გა­ტა­ცე­ბე­ბის ფონ­ზე, გა­და­მე­ღო სა­ზღვარ­თან მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბი, ძა­ლი­ან მძი­მე რე­პორ­ტა­ჟი გა­მო­ვი­და. მერე და­ი­წყო ომი და სულ იმ ბავ­შვებ­ზე ვფიქ­რობ­დი, თა­მა­რა­შენ­ში ტყვი­ის ხმას შეჩ­ვე­უ­ლე­ბი რომ იზ­რდე­ბოდ­ნენ, ამი­ტომ ომის ერთი წლის­თავ­ზე ისევ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის­კენ წა­ვე­დი და რე­პორ­ტა­ჟი ამ­ჯე­რად იმა­ზე გა­ვა­კე­თე, რო­გორ გა­და­ი­ტა­ნეს ბავ­შვებ­მა აგ­ვის­ტოს ხუთი დღე. ბავ­შვუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი, რო­გორ აფა­რებ­დნენ თავს ტყეს, რო­გორ და­ენგრათ თვალ­წინ სახ­ლი და მი­ა­მი­ტუ­რი, თუმ­ცა გე­ნი­ა­ლუ­რი ახ­სნა იმის, რა უნდა გა­ა­კე­თონ დი­დებ­მა, რომ არ იყოს ომი... ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი გა­მო­ვი­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რა კომპლიმენტი მიუძღვნა ბერნარ კუშნერმა ელისო ჯარიაშვილის თვალებს

რა კომპლიმენტი მიუძღვნა ბერნარ კუშნერმა ელისო ჯარიაშვილის თვალებს

რამდენიმე წელია, რაც აქტიურ ტელეჟურნალისტიკაშია და უკვე სერიოზული გამოცდილებაც შეიძინა. ელისო ჯარიაშვილი შვიდი წელი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" "მოამბეში" მუშაობდა და მეორე თვეა, რაც "რუსთავი 2"-ზე "კურიერში" გადაინაცვლა. მიაჩნია, რომ ამ ტელევიზიაში ჟურნალისტმა რაღაც პერიოდი მაინც უნდა იმუშაოს. მისი მეუღლე ასევე ძველი ჟურნალისტი გიორგი კეპულაძეა. წყვილი წლების წინ პროფესიამ დააკავშირა და ახლა უკვე ორი წლის ევგენიას ზრდიან.

- ელისო, ჟურნალისტიკაში როგორ მოხვდით? რა პროფესიის ხართ?

- თეორიული განათლებითაც და პრაქტიკული საქმიანობითაც ჟურნალისტი ვარ, დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ვარ ტელე-რადიოჟურნალისტი. უნდა ვაღიარო, რომ ვერ გამოვნახე დრო, გამომეტანა მაგისტრატურის დიპლომი და სავარაუდოდ არქივში ინახება. პროფესიული არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია, რაღაც ინსტინქტივით მქონდა ბავშვობიდან, ამბების მომყოლი მინდოდა ვყოფილიყავი. არადა, არ ვიყავი თამამი, გამბედავი, ყურადღების ცენტრში ყოფნის მეშინოდა კიდეც, მაგრამ რაც გაშინებს, ის გიზიდავს. ვწერდი ჟურნალ-გაზეთებში, ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე მუშაობა კონკურსის წესით დავიწყე საინფორმაციო სააგენტოში, რამდენიმე თვეში კონკურსი "საზოგადოებრივ მაუწყებელში" გამოცხადდა, რამდენიმე ტურის და გასაუბრების შემდეგ "მოამბის" გუნდში ასევე კონკურსით მოვხვდი. ყველაზე მეტად ამ ისტორიაში მომწონს ის, რომ ჩემი ცხოვრება სულ გამოცდებია და რაღაცნაირად არღვევს სტერეოტიპებს, რომ ტელევიზიაში პროტექციის გარეშე ვერ მოხვდები. ყველა სტუდენტმა მინდა იცოდეს, რომ საკუთარი მომავალის მშენებელია, თუ პირადის არა, პროფესიულის მაინც.

- პირველი გადაღება გაიხსენეთ...

- პირველი გადაღება საპროტესტო აქცია იყო ეკონომიკის სამინისტროსთან, კარგად მახსოვს, როგორ მამხნევებდა სიუჟეტის მომზადებისას ჩემი კოლეგა და მეგობარი სოფო მდინარაძე. საბედნიეროდ, ჩემს პროფესიაში მომუშავე ადამიანები იმაზე კარგები არიან, ვიდრე ეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰგონია. ნერვიულობა თან ახლავს ყველაფერ პირველს, სიუჟეტსაც და ჩართვასაც მათ შორის, თუმცა როცა პირდაპირი ეთერი იწყება, ქრება იმის განცდა, რომ ათასი თვალი და ყური გაკვირდება და შეიძლება ჩასაფრებულის პოზიციიდანაც კი, კამერის წინ დგახარ და უბრალოდ უყვები ახლობელ ადამიანებს იმას, რაც არის. არც მეტს, არც ნაკლებს, მხოლოდ სიმართლეს.

- ყველაზე ხშირად რა თემებზე გიწევდათ მუშაობა?

- ძირითადად პოლიტიკურ ახალ ამბებს ვაშუქებ, ეს ყველაზე ცხელი თემა გამოდგა საქართველოში, თუმცა ვაღიარებ, რომ არ ვარ სკანდალზე ორიენტირებული. მძიმედ მახსენდება ციხის კადრების გავრცელების ღამე და მეორე დღე, როცა როგორც ჟურნალისტმა, ყველაფერი ვცადე, რომ ციხეში შემეღწია და წლების შემდეგ პატიმრის პირველი ინტერვიუც მოვიპოვე, პატიმრის, რომელიც წამებაზე ლაპარაკობდა... შეუძლებელია, ეს დღე დავივიწყო.

- ყველაზე დიდი გამოხმაურება თქვენს რომელ სიუჟეტს მოჰყვა?

- რთულია, საკუთარ საქმიანობაზე ასე ისაუბრო, გამოხმაურება არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ერთი სიუჟეტის გმირები არასდროს დამავიწყდება. რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თამარაშენში ვიყავი. მინდოდა, ხშირი თავდასხმებისა და გატაცებების ფონზე, გადამეღო საზღვართან მცხოვრები ბავშვები, ძალიან მძიმე რეპორტაჟი გამოვიდა. მერე დაიწყო ომი და სულ იმ ბავშვებზე ვფიქრობდი, თამარაშენში ტყვიის ხმას შეჩვეულები რომ იზრდებოდნენ, ამიტომ ომის ერთი წლისთავზე ისევ საზღვრისპირა სოფლებისკენ წავედი და რეპორტაჟი ამჯერად იმაზე გავაკეთე, როგორ გადაიტანეს ბავშვებმა აგვისტოს ხუთი დღე. ბავშვური ისტორიები, როგორ აფარებდნენ თავს ტყეს, როგორ დაენგრათ თვალწინ სახლი და მიამიტური, თუმცა გენიალური ახსნა იმის, რა უნდა გააკეთონ დიდებმა, რომ არ იყოს ომი... ძალიან ემოციური გამოვიდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"