ბრიტანეთის ახალშობილი პრინცი ჯორჯი ჯერ 1 კვირისაც არ არის, მაგრამ მის ბიძას პრინც ჰარის, მასთან დაკავშირებით უკვე დიდი გეგმები აქვს. ჰარი, რომელიც ცნობილია ცხოვრების აქტიური სტილითა და ღამის კლუბების სიყვარულით, აცხადებს, რომ თავად იზრუნებს მისი ძმისშვილის გართობაზე.
"მე თვალყურს ვადევნებ მის აღზრდას, საფრთხისგან დავიცავ და ვიზრუნებ იმაზე, რომ კარგად გაერთოს. დანარჩენს მშობლებს დავუტოვებ", - განაცხადა პრინცმა ჰარიმ.
სამეფო ოჯახის წევრმა ისიც განაცხადა, რომ როდესაც პირველად შეხვდა ძმისწულს, ის გაუჩერებლად ტიროდა.
"მატება ოჯახში შესანიშნავია! იმედი მაქვს, ჩემმა ძმამ იცის, რამდენად ძვირი ჯდება ჩემი, როგორც ძიძის მომსახურება!", - იხუმრა პრინცმა ჰარიმ.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი ჯორჯი, რომელიც ქვეყანას 22 ივლისს მოევლინა, დაბადებიდანვე მილიარდერია და უკვე ირიცხება მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში. ამის შესახებ გამოცემა National Enquirer-ი იტყობინება.
მომზადებულია usmagazine.com-ის მიხედვით.