მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაიმონდ პაულსმა "ახალი ტალღა" დატოვა - ”პროექტმა თავი ამოწურა”
რაიმონდ პაულსმა "ახალი ტალღა" დატოვა - ”პროექტმა თავი ამოწურა”

"ახა­ლი ტალ­ღის" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რემ, კომ­პო­ზი­ტორ­მა რა­ი­მონდ პა­ულსმა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი და­ტო­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, რა­ი­მონდ პა­ულსმა "ახა­ლი ტალ­ღის" სტა­ტუს­ზეც უარი გა­ნა­ცხა­და. კონ­კურ­სის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზებ­ზე, პა­ულსმა ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

- მე რთუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს "ახა­ლი ტალ­ღის" მი­მართ. კონ­კურ­სი ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, ახლა ეს ის აღარ არის, რა­საც ჩვენ 2002 წელს სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­რეთ. ამ პრო­ექ­ტმა სა­კუ­თა­რი თავი ამო­წუ­რა. ან რა­ღაც სხვა უნდა გა­ვა­კე­თოთ, ან სა­ერ­თოდ დავ­კარ­გავთ მა­ყუ­რე­ბელს. რა­ტომ შევ­ქმე­ნით ეს კონ­კურ­სი? რათა გვე­პო­ვა ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტე­ბი. სად არი­ან ისი­ნი? მე მი­მაჩ­ნია, რომ კან­დი­და­ტებს ცუ­დად არ­ჩე­ვენ, ძა­ლი­ან ვიწ­რო ჩარ­ჩო­ში, "ფორ­მა­ტით". არა მგო­ნია, რომ მო­უს­მი­ნეს ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდებს სად­მე ვლა­დი­ვას­ტოკ­ში ან ომ­სკში. ვინც მო­აღ­წია, ის აირ­ჩი­ეს. თუ ვინ­მეს ზურგს ოლი­გარ­ქი არ უმაგ­რებს, ის ვე­რა­ფერს მი­აღ­წევს.

კომ­პო­ზი­ტორ­მა ჟი­უ­რიც გა­აკ­რი­ტი­კა:

- მე მომ­ხრე ვი­ყა­ვი, რომ ამ­დე­ნი ჟი­უ­რის წევ­რი არ ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მე მხარს ვუ­ჭერ­დი მას, ვი­საც სა­ჭი­როდ ვთვლი­დი. დღეს კი რა ხდე­ბა: ნე­ბის­მი­ერ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს რა­ღაც ფორ­მატ­ში რთა­ვენ, ისეთ­ში, რო­გო­რიც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ეს­მით. მათ კი პირ­ველ რიგ­ში რე­ი­ტინ­გი აინ­ტე­რე­სებთ. მუდ­მი­ვად ის­მის სტან­დარ­ტუ­ლი ფრა­ზა:"არ გა­დარ­თოთ, დარ­ჩით ჩვენ­თან". ერ­თის მხრივ, მე მეს­მის იგორ კრუ­ტო­ის, მას ძა­ლი­ან უტევს მოს­კო­ვი. მას ფული აქვს, მაგ­რამ ბევ­რს ვე­რა­ფერს წყვეტს...

პა­ულ­სი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ახლა, "ახა­ლი ტალ­ღა", რო­გორც კონ­კურ­სი, ცოტა ადა­მი­ანს აინ­ტე­რე­სებს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უცხო­ელ სტუმ­რებს ეთ­მო­ბა:

- მე მეს­მის, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, მათი ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მა­ღა­ლი დო­ნის არ არის და მათ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ჩრდი­ლა­ვენ. მაგ­რამ კონ­კურ­სის იდეა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ აქ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იკ­რი­ბე­ბა და ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბა. ნუ, ისე არ გა­მო­ვი­და, რო­გორც გვინ­დო­და... ახა­ლი სა­ხე­ლე­ბიც არ აღ­მოგ­ვი­ჩე­ნია, ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის სი­ტყვას დიდი ხნით იტყვი­ან.

მო­ამ­ზა­და გი­ორ­გი ბე­რი­ძემ რუ­სუ­ლი პრე­სის მი­ხედ­ვით

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რაიმონდ პაულსმა "ახალი ტალღა" დატოვა - ”პროექტმა თავი ამოწურა”

რაიმონდ პაულსმა "ახალი ტალღა" დატოვა - ”პროექტმა თავი ამოწურა”

"ახალი ტალღის" თანათავმჯდომარემ, კომპოზიტორმა რაიმონდ პაულსმა საერთაშორისო კონკურსი დატოვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, რაიმონდ პაულსმა "ახალი ტალღის" სტატუსზეც უარი განაცხადა. კონკურსის დატოვების მიზეზებზე, პაულსმა ინტერვიუში ისაუბრა.

-  მე რთული დამოკიდებულება მაქვს "ახალი ტალღის" მიმართ. კონკურსი ძალიან შეიცვალა, ახლა ეს ის აღარ არის, რასაც ჩვენ 2002 წელს საფუძველი ჩავუყარეთ. ამ პროექტმა საკუთარი თავი ამოწურა. ან რაღაც სხვა უნდა გავაკეთოთ, ან საერთოდ დავკარგავთ მაყურებელს. რატომ შევქმენით ეს კონკურსი? რათა გვეპოვა ახალგაზრდა ტალანტები. სად არიან ისინი? მე მიმაჩნია, რომ კანდიდატებს ცუდად არჩევენ, ძალიან ვიწრო ჩარჩოში, "ფორმატით". არა მგონია, რომ მოუსმინეს ნიჭიერ ახალგაზრდებს სადმე ვლადივასტოკში ან ომსკში. ვინც მოაღწია, ის აირჩიეს. თუ ვინმეს ზურგს ოლიგარქი არ უმაგრებს, ის ვერაფერს მიაღწევს.

კომპოზიტორმა ჟიურიც გააკრიტიკა:

- მე მომხრე ვიყავი, რომ ამდენი ჟიურის წევრი არ ყოფილიყო, მაგრამ მე მხარს ვუჭერდი მას, ვისაც საჭიროდ ვთვლიდი. დღეს კი რა ხდება: ნებისმიერ ნიჭიერ ადამიანს რაღაც ფორმატში რთავენ, ისეთში, როგორიც ტელევიზიაში ესმით. მათ კი პირველ რიგში რეიტინგი აინტერესებთ. მუდმივად ისმის სტანდარტული ფრაზა:"არ გადართოთ, დარჩით ჩვენთან". ერთის მხრივ, მე მესმის იგორ კრუტოის, მას ძალიან უტევს მოსკოვი. მას ფული აქვს, მაგრამ ბევრს ვერაფერს წყვეტს...

პაულსი დარწმუნებულია, რომ ახლა, "ახალი ტალღა", როგორც კონკურსი, ცოტა ადამიანს აინტერესებს. განსაკუთრებული ყურადღება უცხოელ სტუმრებს ეთმობა:

- მე მესმის, რომ კონკურსანტები ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, მათი ვოკალური მონაცემები მაღალი დონის არ არის და მათ პროფესიონალები ჩრდილავენ. მაგრამ კონკურსის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ აქ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იკრიბება და ერთმანეთს ეჯიბრება. ნუ, ისე არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა... ახალი სახელებიც არ აღმოგვიჩენია, ისეთები, რომლებიც თავის სიტყვას დიდი ხნით იტყვიან.

მოამზადა გიორგი ბერიძემ რუსული პრესის მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება