პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტა­ნის პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლომ ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2013 წლის 25 ივ­ლისს ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ნი­ხი­ლა აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბულ მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტა­ნის მი­მართ.

სა­სა­მარ­თლომ გა­ნი­ხი­ლა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, მო­ის­მი­ნა მხა­რე­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი, გა­ეც­ნო წარ­მოდ­გე­ნილ მა­სა­ლებს, შე­ა­მოწ­მა შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლო­ბა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი (საპ­რო­ცე­სო), ისე ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი და პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა დაკ­მა­ყო­ფილ­და და ბრალ­დე­ბულ მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტა­ნის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა პა­ტიმ­რო­ბა შემ­დეგ გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო: ამ ეტაპ­ზე საქ­მე­ში მო­ი­პო­ვე­ბა, არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით ფორ­მა­ლუ­რი (საპ­რო­ცე­სო) და ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის, კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბულ მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტა­ნის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის, ვი­ნა­ი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი (გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის აღ­რი­ცხვის ბა­რა­თი, შე­ტყო­ბი­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­სა და გვა­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მე­ბი, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მე­ბი და ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტის ოქ­მე­ბი, მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტა­ნის ფო­ტო­სუ­რა­თით ამოც­ნო­ბის ოქ­მე­ბი, მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის კვე­თის მო­ნა­ცე­მე­ბი, ნივ­თის ამოც­ნო­ბის ოქმი, მოწ­მე­ე­ბის: ჟუ­ჟუ­ნა ბე­რი­ძის, ლი­ა­ნა მგე­ლა­ძის ინგა და­ნე­ლი­ას, თეა ცის­კა­ძის, გოჩა მსხა­ლა­ძის, მა­რი­ამ ჩავ­ლე­იშ­ვი­ლის, გუ­რამ მი­ქე­ლა­ძის, ქრის­ტი­ნე დუმ­ბა­ძის, შინ­დი­კო რი­ჟა­მა­ძის, შუქ­რი შიშ­მა­ნი­ძის, გელა მა­ლა­ზო­ა­ნი­ას, თე­მურ ჯა­ი­ა­ნის, და­ვით არ­ძე­ნა­ძის, რო­მან ლაშ­ხი­ას ჩვე­ნე­ბე­ბი და გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი სხვა წე­რი­ლო­ბი­თი მა­სა­ლე­ბი) საკ­მა­რი­სია და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" და "გ" პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი შე­საძ­ლოა ჩა­დე­ნი­ლი ჰქონ­დეს ბრალ­დე­ბულ მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტა­ნის.

ბრალ­დე­ბის მხა­რის მო­თხოვ­ნა ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე საქ­მის ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით და­საშ­ვე­ბა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, რაც არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო პაქ­ტის "სა­მო­ქა­ლა­ქო და პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ" ისე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ის მო­თხოვ­ნებს, არც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბულ არა­ერთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­თა სტან­დარტს, ანუ სა­ხე­ზეა ხე­ლის შეშ­ლის საფრ­თხე საქ­მე­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბი­სა.

სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ბრალ­დე­ბუ­ლის პი­როვ­ნე­ბა, წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის სიმ­ძი­მე (მი­ე­კუთ­ვნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე გან­ზრახ და­ნა­შა­ულ­თა კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლის­თვი­საც სას­ჯე­ლის სა­ხედ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თექ­ვსმე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა), ქმე­დე­ბის ხა­სი­ა­თი და ში­ნა­არ­სი (მას ბრა­ლად ედე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში, ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, ან­გა­რე­ბით). ასე­ვე, სა­სა­მარ­თლო გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტან­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თით და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა იძ­ლე­ვა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს, რომ იგი ცდი­ლობს მი­მალ­ვას. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლოს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად მი­აჩ­ნია ვა­რა­უ­დი, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლის გო­ნივ­რუ­ლი მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში მყო­ფი ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან არ­სე­ბობს საფრ­თხე თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში მი­მალ­ვის თა­ო­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

16 წლის მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძე 23 ივ­ლისს ბა­თუ­მის ახა­ლი ბულ­ვა­რის ბო­ლოს სა­ნა­პი­რო­ზე მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სასამართლომ მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მოჰამმადამინ როოინტანის პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"2013 წლის 25 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ მოჰამმადამინ როოინტანის მიმართ.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები და პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულ მოჰამმადამინ როოინტანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა შემდეგ გარემოებათა გამო: ამ ეტაპზე საქმეში მოიპოვება, არსებული სტანდარტის მიხედვით ფორმალური (საპროცესო) და ფაქტობრივი საფუძველი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის, კერძოდ, ბრალდებულ მოჰამმადამინ როოინტანის მიმართ პატიმრობის გამოყენებისათვის, ვინაიდან მოპოვებული მასალები (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერების ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთები, დათვალიერების ოქმები და ამოღებული ნივთები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, მოჰამმადამინ როოინტანის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, მოჰამმადამინ როოინტანის სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემები, ნივთის ამოცნობის ოქმი, მოწმეების: ჟუჟუნა ბერიძის, ლიანა მგელაძის ინგა დანელიას, თეა ცისკაძის, გოჩა მსხალაძის, მარიამ ჩავლეიშვილის, გურამ მიქელაძის, ქრისტინე დუმბაძის, შინდიკო რიჟამაძის, შუქრი შიშმანიძის, გელა მალაზოანიას, თემურ ჯაიანის, დავით არძენაძის, რომან ლაშხიას ჩვენებები და გამოძიების მიერ მოპოვებული სხვა წერილობითი მასალები) საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს ბრალდებულ მოჰამმადამინ როოინტანის.

ბრალდების მხარის მოთხოვნა ამ ეტაპზე ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით დასაშვებადაა მიჩნეული, რაც არ ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო პაქტის "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ" ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის მოთხოვნებს, არც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებათა სტანდარტს, ანუ სახეზეა ხელის შეშლის საფრთხე საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისა.

სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, წარდგენილი ბრალდების სიმძიმე (მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე განზრახ დანაშაულთა კატეგორიას, რომლისთვისაც სასჯელის სახედ გათვალისწინებულია თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა), ქმედების ხასიათი და შინაარსი (მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობაში, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ანგარებით). ასევე, სასამართლო გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოჰამმადამინ როოინტანმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით დატოვა საქართველოს ტერიტორია, ხოლო აღნიშნული გარემოება იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ იგი ცდილობს მიმალვას. შესაბამისად, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია ვარაუდი, რომ მოსალოდნელი სასჯელის გონივრული მოლოდინის რეჟიმში მყოფი ბრალდებულის მხრიდან არსებობს საფრთხე თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში მიმალვის თაობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

16 წლის მარიამ კოჩალიძე 23 ივლისს ბათუმის ახალი ბულვარის ბოლოს სანაპიროზე მოკლული იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ