რამდენიმე დღის წინ 35 წლის ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვა, მისი მეუღლე, ქართველი მსახიობი გურამ ბაბლიშვილი და მათი ვაჟიშვილი, 1 წლის სოლომონი საქართველოს ესტუმრნენ. წამყვანი რუსეთში უკვე დაბრუნდა, თუმცა შვილის გარეშე.
"ბავშვი საქართველოში ჩამოვიყვანეთ, რათა ბებიასთვის, ბაბუასთვის და დიდი ბებიასთვის გაგვეცნო და გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა, რომ სუფთა ჰაერი ისუნთქოს. ჩვენ ახლა ბინაში რემონტი გვაქვს... ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნება თუ ამ დროს ნათესავებთან ერთად გაატარებს", - განაცხადა პორტალ 7Дней.ru-თვის მიცემულ ინტერვიუში ჩეხოვამ.
ტელეწამყვანმა სილამაზის სტანდარტებზეც ისაუბრა.
"აუცილებელი არ არის, ყველა ერთნაირად გამოიყურებოდეს. სიგამხდრე არ არის ერთადერთი არჩევანი ქალისთვის. არ მაქვს სილამაზის არანაირი საიდუმლო. ეს გენეტიკის, ბედნიერების და მოსიყვარულე ოჯახის დამსახურებაა", - აცხადებს ანფისა ჩეხოვა.
მომზადეულია 7days.ru-ს მიხედვით