საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა რჩევა მისცა გათხოვებამდე ბიძინა ივანიშვილმა ელისო ჩაფიძეს?
რა რჩევა მისცა გათხოვებამდე ბიძინა ივანიშვილმა ელისო ჩაფიძეს?

20 ივ­ლისს გე­ლა­თის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში პარ­ლა­მენ­ტარ­მა ელი­სო ჩა­ფი­ძემ და ბიზ­ნეს­მენ­მა და­ვით მი­ქა­ბე­რი­ძემ ჯვა­რი და­ი­წე­რეს. ამ ცე­რე­მო­ნი­ას უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ტა­ძარ­ში ცე­რე­მო­ნი­ის და­წყე­ბამ­დე თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე, ულა­მა­ზე­სი თა­ი­გუ­ლით ხელ­ში მი­ვი­და. სწო­რედ მან, როცა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნა, ხაზ­გას­მით თქვა: "ელი­სო ქა­ლია, თით­ქოს სუს­ტი, მაგ­რამ ამ დროს, ძა­ლი­ან მებ­რძო­ლი სუ­ლის ადა­მი­ა­ნი... ის ჩვე­ნი გუნ­დის ერთ-ერთი სა­სა­ხე­ლო და ღირ­სე­უ­ლი წევ­რია... სხვა­თა შო­რის, გა­სა­თხო­ვა­რია, კარ­გად და­აკ­ვირ­დით, ძა­ლი­ან ლა­მა­ზია და ძა­ლი­ან კარ­გი პა­ტარ­ძა­ლი იქ­ნე­ბა", - თქვა მა­შინ კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დერ­მა.

ჰოდა, ცოტა ხან­ში ელი­სო ჩა­ფი­ძის ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნი - და­ვით მი­ქა­ბე­რი­ძე გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­თა­ნაც თავს ძალ­ზე ბედ­ნი­ე­რად გრძნობს და ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად აირ­ჩია.

ჯვრის­წე­რას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი - და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე, ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი, ეკა ბე­სე­ლია, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე, ანი მი­რო­ტა­ძე, მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი, სო­ზარ სუ­ბა­რი და სხვე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე იმე­რე­თის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი, მე­უ­ფე კა­ლის­ტრა­ტე მი­ვი­და, წყვი­ლი და­ლო­ცა და სა­ჩუქ­რად ხატი უსახ­სოვ­რა.

ჯვრის­წე­რის შემ­დეგ ქუ­თა­ის­ში, რეს­ტო­რან "ბაგ­რატ­ში" გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც დიდი სა­ქორ­წი­ლო სუფ­რა იყო გაშ­ლი­ლი. სიძე-პა­ტარ­ძა­ლი დარ­ბაზ­ში მენ­დელ­სო­ნის მარ­შის თან­ხლე­ბით შე­ვი­და. იქ სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ელო­და და ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­აც გა­ი­მარ­თა. ელი­სო ჩა­ფი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ გვარს იც­ვლი­და და მი­ქა­ბე­რი­ძე ხდე­ბო­და.

"ელი­სო რო­გო­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, გვა­რის შეც­ვლი­თაც გა­მოჩ­ნდა. ჩვენ­თვის ეს ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, მაგ­რამ მივ­ხვდით, რომ დიდი სიყ­ვა­რუ­ლის გამო ჩემ­მა დამ ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, თუმ­ცა ცო­ტა­თი გული დამ­წყდა, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას, რო­გორც ელი­სო ჩა­ფი­ძეს, ისე იც­ნობს. სხვა­თა შო­რის, სუფ­რა­ზე ეს ფაქ­ტი კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა და თქვა, - მოდი, ამის­თვის მო­ვიწ­ვი­ოთ ახ­ლა­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი სხდო­მა და სას­წრა­ფოდ გა­დავ­წყვი­ტოთ, ეს სა­კი­თხი რო­გორ იქ­ნე­ბაო", - თქვა ღი­მი­ლით ელი­სოს დამ, ირმა ჩა­ფი­ძემ. მან ისიც გაგ­ვიმ­ხი­ლა, გე­ლა­თის ტა­ძარ­ში ჯვრის­წე­რაც სიმ­ბო­ლუ­რი­აო: "ჩემი და ასე­თი ბედ­ნი­ე­რი არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. ის სიყ­ვა­რუ­ლით გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი იყო. დათო წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სე­ლია, მაგ­რამ წლე­ბია, მშობ­ლებ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. ელი­სომ და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე დათო გაგ­ვაც­ნო. დე­და­ჩე­მი თბი­ლის­ში, ჩემ­თან სტუმ­რად იყო ჩა­მო­სუ­ლი და ჩემს ბი­ნა­ში და­ვი­თი მე­გო­ბარ­თან ერ­თად მო­ვი­და. ჩემი მე­უღ­ლე, ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი იმ დროს სტრას­ბურ­გში იყო წა­სუ­ლი და ამი­ტომ ქა­ლებ­მა ვუ­მას­პინ­ძლეთ. ისე, ზა­ზას იც­ნობ­და, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვა­დაც შე­ხე­ბა ჰქონ­დათ ერ­თმა­ნეთ­თან და ზა­ზამ არ­ჩე­ვა­ნიც მო­უ­წო­ნა ელი­სოს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხუ­რი ვახ­შა­მი იყო, მალე დაგვტო­ვა. ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა. ძა­ლი­ან კარ­გი, ტრა­დი­ცი­ე­ბის მიმ­დე­ვა­რი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცია. და­თო­მაც გა­აც­ნო თა­ვის სა­ნა­თე­სა­ვოს ელი­სო და ყვე­ლამ მო­უ­წო­ნა არ­ჩე­ვა­ნი. ელი­სოც ძა­ლი­ან მო­ი­ხიბ­ლა მისი ოჯა­ხით, სა­ნა­თე­სა­ვო­თი და თქვა, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარო. რაც შე­ე­ხე­ბა გე­ლათ­ში ჯვრის­წე­რას, ეს სიმ­ბო­ლუ­რია, რად­გან ელი­სოს სა­მა­ჟო­რი­ტა­რო ოლ­ქში შე­დის ეს ტა­ძა­რი და სწო­რედ იქი­დან და­ი­წყო მისი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­აც. და­თოს მფარ­ვე­ლიც და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლია, მის სა­ხელს ატა­რებს და ასე გა­და­წყვი­ტეს. ულა­მა­ზე­სი დღე იყო".

ქორ­წილ­ში ნეფე-დე­დოფ­ლის­თვის მა­გი­და ცალ­კე არ იდგა, ისი­ნი სუფ­რას სტუმ­რებ­თან ერ­თად მი­უს­ხდნენ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა წყვილს კი­დევ ერთხელ მი­უ­ლო­ცა გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა და ქორ­წი­ლის თა­მა­დად ბიზ­ნეს­მე­ნი ჯონი გი­გა­ნი და­ა­სა­ხე­ლა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით მი­ქა­ბე­რი­ძე ჯონი გი­გან­თან ერ­თად მის­დევ­და ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას და "მორ­კი­ნა­ლის" დი­რექ­ტო­რი იყო. გი­გა­ნი პოეტ ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის სი­ძეა, რო­მე­ლიც ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და სუფ­რას­თან. კონ­ცერ­ტი მის ვაჟს, მომ­ღე­რალ მა­მუ­კა ჩარ­კვი­ანს მიჰ­ყავ­და რეს­ტო­რან "ბაგ­რა­ტის" ბენდთან ერ­თად. რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა თაკო ჩარ­კვი­ან­თან ერ­თა­დაც შე­ას­რუ­ლა. ნა­თე­სა­ვის ქორ­წილს ეს­წრე­ბო­და პი­ა­ნის­ტი ირმა გი­გა­ნიც და ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი და კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბა სუ­ფევ­და.

და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა სა­დღეგ­რძე­ლოს წარ­მოთ­ქმი­სას ისურ­ვა: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რო­გორც ეს და­პი­რე­ბა შე­ას­რუ­ლა და ელი­სო ჩა­ფი­ძე გა­თხოვ­და, ასე შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნოს ხალ­ხის­თვის მი­ცე­მუ­ლი ყვე­ლა და­პი­რე­ბაო. ელი­სოს დამ, ირმა ჩა­ფი­ძემ ერთი ამ­ბა­ვიც გაგ­ვიმ­ხი­ლა: "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გა­უ­გია, ელი­სო და­თოს რომ ხვდე­ბო­და და ელი­სოს­თვის უთ­ქვამს, - ხმე­ბი მომ­დის, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ ხარ, რა­ღა­ცას აპი­რებ, მაგ­რამ მი­თხა­რი, რა გიშ­ლის ხელს; თუ არის ასე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ეს ნა­ბი­ჯი დრო­ზე გა­დად­გი, ნუ აყოვ­ნებ, გაჰ­ყე­ვიო".

ჩვენ ასე­ვე ვე­სა­უბ­რეთ ელი­სო ჩა­ფი­ძეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია.

- ელი­სო, პირ­ველ რიგ­ში, გი­ლო­ცავთ გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას. გვი­ამ­ბე, რო­გორ გა­ი­ცა­ნი შენი მე­უღ­ლე.

- მე და დათო მი­ქა­ბე­რი­ძემ ერ­თმა­ნე­თი ქუ­თა­ის­ში გა­ვი­ცა­ნით. და­თოს დას დიდი ხა­ნია ვიც­ნობ, ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობს. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. მას­თან ვნა­ხე პირ­ვე­ლად და ძა­ლი­ან მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და.

- მულ­მა ხომ არ შე­გარ­ჩი­ათ სარ­ძლოდ?

- არა, და­თოს ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს და­ა­ძა­ლებს. ეს მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­თოს ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი კმა­ყო­ფი­ლია ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბით. რაც მათი კა­რის ზღურ­ბლს გა­და­ვა­ბი­ჯე, მას მერე მო­ფე­რე­ბის, თვა­ლებ­ში ყუ­რე­ბის, სით­ბო­სა და სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და არა­ფე­რი ის­მის. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. და­თოს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი აქვს და ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია.

- თქვე­ნი პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი სად შედ­გა?

- ვი­ცო­დი, რომ და­თოს მოვ­წონ­დი. ერთ დღეს და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის კონ­ცერ­ტზე მე­პა­ტი­ჟე­ბო­და. მა­მუ­კა და­თოს ბი­ძაშ­ვი­ლია და ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან. მეც დავ­თან­ხმდი. ვი­ფიქ­რე, სა­გან­გე­ბოდ გა­მო­ვიპ­რან­ჭე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რად­გან იმ დღეს ჩემ­მა ერთ-ერ­თმა ამომ­რჩე­ველ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ მის შვილს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და, ბავ­შვი მო­მიყ­ვა­ნა და რო­დე­საც 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე და­თომ და­მი­რე­კა და მკი­თხა, სად გა­მო­გი­ა­როო? - ვუ­პა­სუ­ხე, რომ ქუ­თა­ის­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ცხა­კა­ი­ას ცენ­ტრში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, ბავ­შვს ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­მას ვუ­ღებ­დი. იქ მო­მა­კი­თხა და სა­ა­ვად­მყო­ფო­დან "გა­მო­უპ­რან­ჭა­ვი" მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის კონ­ცერ­ტზე აღ­მოვ­ჩნდი. იქ გა­ვი­ცა­ნი და­თოს მთე­ლი სა­ნა­თე­სა­ვო და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი წა­მო­ვე­დი კონ­ცერ­ტი­დან. მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის თა­ნა­ზი­ა­რი გახ­და. ქორ­წილ­შიც თა­ვი­სი ულა­მა­ზე­სი სიმ­ღე­რე­ბი გვა­ჩუ­ქა და ძა­ლი­ან გვა­სი­ა­მოვ­ნა... კონ­ცერ­ტის შემ­დეგ და­თომ დამ­პა­ტი­ჟა, ვი­სა­უბ­რეთ. მერე თბი­ლის­ში გრძელ­დე­ბო­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ამ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბო­დით და ერთი კვი­რის წინ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჯვა­რი დაგ­ვე­წე­რა.

- სიყ­ვა­რულ­ში მალე გა­მო­გი­ტყდათ?

- პა­რიზ­ში მივფრი­ნავ­დი. წი­ნა­დღეს ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით და ცოტა ვი­კა­მა­თეთ. გამ­გზავ­რე­ბამ­დე შემ­ხვდა და მი­თხრა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო და ჩემ მი­მართ გრძნო­ბა ჰქონ­და.

- თუ სა­ი­დუმ­ლო არ არის, კა­მა­თის მი­ზე­ზი რა იყო?

- ძა­ლი­ან ბა­ნა­ლუ­რი - უბ­რა­ლოდ, გა­უ­გებ­რო­ბა. მე­გო­ნა, სხვა ად­გი­ლას მო­ვი­დო­და და ის სხვა ად­გი­ლას მი­ვი­და (იცი­ნის)... სა­ნამ გავ­თხოვ­დე­ბო­დი, ერთი თვით ადრე დათო ჩემს მო­ძღვარს, მამა არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვილ­საც გა­ვა­ცა­ნი.

- მო­ძღვარ­მა მო­გი­წო­ნათ არ­ჩე­ვა­ნი?

- მა­მა­ოს დათო ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და მი­თხრა, - ელი­სო, დღე­ი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს შენ არ იღებ, იცო­დე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და­ვი­თი იღებ­სო. ვცდი­ლობ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ყვე­ლა მისი სურ­ვი­ლი შე­ვას­რუ­ლო. ეს სამ­შა­ბათს მოხ­და; გა­დავ­წყვი­ტეთ, შა­ბათს ჯვა­რი დაგ­ვე­წე­რა და ყვე­ლა­ფე­რი ელ­ვის უს­წრა­ფე­სად გა­ვა­კე­თეთ.

- რა სი­ურპრი­ზებს გი­წყობ­დათ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და­ვით მი­ქა­ბე­რი­ძე? რა იყო მისი პირ­ვე­ლი სა­ჩუ­ქა­რი?

- პირ­ვე­ლად, როცა კონ­ცერ­ტის შემ­დეგ შემ­ხვდა, ღვთის­მშობ­ლის ხატი მა­ჩუ­ქა, რო­მე­ლიც ტაძ­რი­დან ჰქონ­და წა­მო­ღე­ბუ­ლი. დათო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, ყო­ველ­დღე შე­უძ­ლია სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბა. ვერც აღ­რი­ცხავ და და­ნომ­რავ, ისეთ ლა­მაზ დღე­ებს მჩუქ­ნის. როცა ეს ადა­მი­ა­ნი გვერ­დით მყავს, ჩემი თავი პრინ­ცე­სა მგო­ნია, ყვე­ლა ზღაპ­რის გმირს ვა­და­რებ თავს. ამ ადა­მი­ანს ეხერ­ხე­ბა, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი გაგ­ხა­დოს.

- ელი­სო, როცა სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­გი­ტყდათ, მა­შინ­ვე უპა­სუ­ხეთ?

- ერთხელ შეხ­ვედ­რი­დან სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დით. ტაქ­სით გა­მო­მა­ცი­ლა, რად­გან ცოტა ნას­ვა­მი იყო. მი­თხრა, - იქ­ნებ რამე მო­ვი­ფიქ­რო­თო? - რას გუ­ლის­ხმობ-მეთ­ქი? - სად­მე წა­ვი­დეთ მე და შენ ერ­თად და სა­ერ­თოდ, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვაჩ­ქა­რო­თო. შევ­ხე­დე და ვუ­თხა­რი, - ამა­ზე ფიქ­რი შე­იძ­ლე­ბა-მეთ­ქი. პირ­და­პი­რი პა­სუ­ხი არ გა­მი­ცია. მერე უკვე ჩა­მო­ვე­დი ქუ­თა­ის­ში, რად­გან პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა და­ი­ნიშ­ნა. მახ­სოვს, ოთხშა­ბა­თი იყო. ვზი­ვარ პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე, მაგ­რამ სა­დღაც დავფრი­ნავ, არა­ფე­რი მეს­მის... მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი და მივ­ხვდი, რომ და­თოს გა­რე­შე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ხუთ­შა­ბა­თამ­დე მო­ვით­მი­ნე, მერე და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, ახლა ქუ­თა­ის­ში ჩა­მო­დი-მეთ­ქი. პა­რას­კევს დათო ქუ­თა­ის­ში ჩა­მო­ვი­და. ამ დროს მა­უ­წყებ­ლო­ბის კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ვეტო დავძლი­ეთ. აქაც კუ­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო: თინა ხი­და­შე­ლი მეჯ­და გვერ­დით და მას შევ­ჩივ­ლე, - ვა­ი­მე, თინა, ნე­ტავ დრო­ზე დამ­თავ­რდეს ეს სხდო­მა, და­თოს ვე­ლო­დე­ბი-მეთ­ქი. თინა მო­მიბ­რუნ­და და მი­თხრა, - დათო ბა­თუმ­ში­აო. - შენს და­თოს - არა, ჩემს და­თოს ვე­ლო­დე­ბი-მეთ­ქი... იმ დღეს ისევ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს. დღეს ერ­თად ვართ და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- ოჯა­ხის წევ­რებს უთხა­რით, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ იყა­ვით?

- ჯერ ჩემს ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­თხა­რი, მერე - მო­ძღვარს და ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­სა­თხო­ვარ ელი­სოს კარ­გი რეკ­ლა­მა გა­გი­კე­თა. ახლა რა რე­აქ­ცია ჰქონ­და?

- კარ­გი, და­დე­ბი­თი რე­აქ­ცია. ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და.

- სა­ქორ­წი­ლო სამ­ზა­დის­ზე ვინ იზ­რუ­ნა?

- ქორ­წი­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად გა­ვა­კე­თეთ - კა­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, სუფ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოგ­ვი­ვი­და ყვე­ლა­ფე­რი და მი­ხა­რია. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ჩვენ ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად მოხ­და, ლა­მა­ზი ქორ­წი­ლი გვქონ­და და ბედ­ნი­ე­რი ვარ, ასე­თი ადა­მი­ა­ნი გვერ­დით რომ მყავს.

- დიდი მად­ლო­ბა ინ­ტერ­ვი­უს­თვის. დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას, გამ­რავ­ლე­ბა­სა და ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს გი­სურ­ვებთ!

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: ელი­სო ჩა­ფი­ძის ჯვრის­წე­რა გე­ლათ­ში - პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ცე­რე­მო­ნი­ა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რა რჩევა მისცა გათხოვებამდე ბიძინა ივანიშვილმა ელისო ჩაფიძეს?

რა რჩევა მისცა გათხოვებამდე ბიძინა ივანიშვილმა ელისო ჩაფიძეს?

20 ივლისს გელათის საკათედრო ტაძარში პარლამენტარმა ელისო ჩაფიძემ და ბიზნესმენმა დავით მიქაბერიძემ ჯვარი დაიწერეს. ამ ცერემონიას უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტაძარში ცერემონიის დაწყებამდე თითქმის ნახევარი საათით ადრე, ულამაზესი თაიგულით ხელში მივიდა. სწორედ მან, როცა წინასაარჩევნოდ, ცნობილი ჟურნალისტი ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, ხაზგასმით თქვა: "ელისო ქალია, თითქოს სუსტი, მაგრამ ამ დროს, ძალიან მებრძოლი სულის ადამიანი... ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი სასახელო და ღირსეული წევრია... სხვათა შორის, გასათხოვარია, კარგად დააკვირდით, ძალიან ლამაზია და ძალიან კარგი პატარძალი იქნება", - თქვა მაშინ კოალიციის ლიდერმა. 

ჰოდა, ცოტა ხანში ელისო ჩაფიძის ცხოვრებაში ისეთი ადამიანი - დავით მიქაბერიძე გამოჩნდა, რომელთანაც თავს ძალზე ბედნიერად გრძნობს და ცხოვრების მეგზურად აირჩია.

ჯვრისწერას პოლიტიკოსები - დავით უსუფაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ზვიად ძიძიგური, ეკა ბესელია, მანანა კობახიძე, ანი მიროტაძე, მარიკა ვერულაშვილი, სოზარ სუბარი და სხვები ესწრებოდნენ. ცერემონიალზე იმერეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე კალისტრატე მივიდა, წყვილი დალოცა და საჩუქრად ხატი უსახსოვრა.

ჯვრისწერის შემდეგ ქუთაისში, რესტორან "ბაგრატში" გადაინაცვლეს, სადაც დიდი საქორწილო სუფრა იყო გაშლილი. სიძე-პატარძალი დარბაზში მენდელსონის მარშის თანხლებით შევიდა. იქ სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელი ელოდა და ხელმოწერის ცერემონიაც გაიმართა. ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ გვარს იცვლიდა და მიქაბერიძე ხდებოდა.

"ელისო როგორი შეყვარებულია, გვარის შეცვლითაც გამოჩნდა. ჩვენთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ მივხვდით, რომ დიდი სიყვარულის გამო ჩემმა დამ ეს ნაბიჯი გადადგა, თუმცა ცოტათი გული დამწყდა, რადგან საზოგადოება მას, როგორც ელისო ჩაფიძეს, ისე იცნობს. სხვათა შორის, სუფრაზე ეს ფაქტი კობა დავითაშვილმა გააპროტესტა და თქვა, - მოდი, ამისთვის მოვიწვიოთ ახლავე სპეციალური სხდომა და სასწრაფოდ გადავწყვიტოთ, ეს საკითხი როგორ იქნებაო", - თქვა ღიმილით ელისოს დამ, ირმა ჩაფიძემ. მან ისიც გაგვიმხილა, გელათის ტაძარში ჯვრისწერაც სიმბოლურიაო: "ჩემი და ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახავს. ის სიყვარულით გაბრწყინებული იყო. დათო წარმოშობით ქუთაისელია, მაგრამ წლებია, მშობლებთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ელისომ დაქორწინებამდე დათო გაგვაცნო. დედაჩემი თბილისში, ჩემთან სტუმრად იყო ჩამოსული და ჩემს ბინაში დავითი მეგობართან ერთად მოვიდა. ჩემი მეუღლე, ზაზა ხატიაშვილი იმ დროს სტრასბურგში იყო წასული და ამიტომ ქალებმა ვუმასპინძლეთ. ისე, ზაზას იცნობდა, სამსახურებრივადაც შეხება ჰქონდათ ერთმანეთთან და ზაზამ არჩევანიც მოუწონა ელისოს. ჩვეულებრივი ოჯახური ვახშამი იყო, მალე დაგვტოვა. ძალიან მოგვეწონა. ძალიან კარგი, ტრადიციების მიმდევარი ქართველი ვაჟკაცია. დათომაც გააცნო თავის სანათესავოს ელისო და ყველამ მოუწონა არჩევანი. ელისოც ძალიან მოიხიბლა მისი ოჯახით, სანათესავოთი და თქვა, ძალიან ბედნიერი ვარო. რაც შეეხება გელათში ჯვრისწერას, ეს სიმბოლურია, რადგან ელისოს სამაჟორიტარო ოლქში შედის ეს ტაძარი და სწორედ იქიდან დაიწყო მისი წინასაარჩევნო კამპანიაც. დათოს მფარველიც დავით აღმაშენებელია, მის სახელს ატარებს და ასე გადაწყვიტეს. ულამაზესი დღე იყო".

ქორწილში ნეფე-დედოფლისთვის მაგიდა ცალკე არ იდგა, ისინი სუფრას სტუმრებთან ერთად მიუსხდნენ. პრემიერ-მინისტრმა წყვილს კიდევ ერთხელ მიულოცა გაბედნიერება და ქორწილის თამადად ბიზნესმენი ჯონი გიგანი დაასახელა. ჩვენი ინფორმაციით, დავით მიქაბერიძე ჯონი გიგანთან ერთად მისდევდა ბიზნესსაქმიანობას და "მორკინალის" დირექტორი იყო. გიგანი პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის სიძეა, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სუფრასთან. კონცერტი მის ვაჟს, მომღერალ მამუკა ჩარკვიანს მიჰყავდა რესტორან "ბაგრატის" ბენდთან ერთად. რამდენიმე სიმღერა თაკო ჩარკვიანთან ერთადაც შეასრულა. ნათესავის ქორწილს ესწრებოდა პიანისტი ირმა გიგანიც და ძალიან მხიარული და კარგი განწყობილება სუფევდა.

დავით უსუფაშვილმა სადღეგრძელოს წარმოთქმისას ისურვა: ბიძინა ივანიშვილმა როგორც ეს დაპირება შეასრულა და ელისო ჩაფიძე გათხოვდა, ასე შეესრულებინოს ხალხისთვის მიცემული ყველა დაპირებაო. ელისოს დამ, ირმა ჩაფიძემ ერთი ამბავიც გაგვიმხილა: "ბიძინა ივანიშვილს გაუგია, ელისო დათოს რომ ხვდებოდა და ელისოსთვის უთქვამს, - ხმები მომდის, შეყვარებული რომ ხარ, რაღაცას აპირებ, მაგრამ მითხარი, რა გიშლის ხელს; თუ არის ასეთი კარგი ადამიანი, ეს ნაბიჯი დროზე გადადგი, ნუ აყოვნებ, გაჰყევიო".

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ელისო ჩაფიძეს, რომელიც ძალიან ბედნიერია.

- ელისო, პირველ რიგში, გილოცავთ გაბედნიერებას. გვიამბე, როგორ გაიცანი შენი მეუღლე.

- მე და დათო მიქაბერიძემ ერთმანეთი ქუთაისში გავიცანით. დათოს დას დიდი ხანია ვიცნობ, ქუთაისში ცხოვრობს. ძალიან კარგი ადამიანია. მასთან ვნახე პირველად და ძალიან მგულშემატკივრობდა.

- მულმა ხომ არ შეგარჩიათ სარძლოდ?

- არა, დათოს ვერავინ ვერაფერს დააძალებს. ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დათოს ოჯახის ყველა წევრი კმაყოფილია ჩვენი ქორწინებით. რაც მათი კარის ზღურბლს გადავაბიჯე, მას მერე მოფერების, თვალებში ყურების, სითბოსა და სიყვარულის გარდა არაფერი ისმის. ძალიან ბედნიერი ვარ. დათოს არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს და ძალიან კარგი ადამიანია.

- თქვენი პირველი პაემანი სად შედგა?

- ვიცოდი, რომ დათოს მოვწონდი. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ მამუკა ჩარკვიანის კონცერტზე მეპატიჟებოდა. მამუკა დათოს ბიძაშვილია და ბუნებრივია, ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. მეც დავთანხმდი. ვიფიქრე, საგანგებოდ გამოვიპრანჭები-მეთქი, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან იმ დღეს ჩემმა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა დამირეკა და მითხრა, რომ მის შვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, ბავშვი მომიყვანა და როდესაც 6-ის ნახევარზე დათომ დამირეკა და მკითხა, სად გამოგიაროო? - ვუპასუხე, რომ ქუთაისში, საავადმყოფოში, ცხაკაიას ცენტრში ვიმყოფებოდი, ბავშვს ენცეფალოგრამას ვუღებდი. იქ მომაკითხა და საავადმყოფოდან "გამოუპრანჭავი" მამუკა ჩარკვიანის კონცერტზე აღმოვჩნდი. იქ გავიცანი დათოს მთელი სანათესავო და ძალიან კმაყოფილი წამოვედი კონცერტიდან. მამუკა ჩარკვიანი ჩვენი სიყვარულის თანაზიარი გახდა. ქორწილშიც თავისი ულამაზესი სიმღერები გვაჩუქა და ძალიან გვასიამოვნა... კონცერტის შემდეგ დათომ დამპატიჟა, ვისაუბრეთ. მერე თბილისში გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ამ ორი თვის განმავლობაში ერთმანეთს ვხვდებოდით და ერთი კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯვარი დაგვეწერა.

- სიყვარულში მალე გამოგიტყდათ?

- პარიზში მივფრინავდი. წინადღეს ერთმანეთს შევხვდით და ცოტა ვიკამათეთ. გამგზავრებამდე შემხვდა და მითხრა, რომ შეყვარებული იყო და ჩემ მიმართ გრძნობა ჰქონდა.

- თუ საიდუმლო არ არის, კამათის მიზეზი რა იყო?

- ძალიან ბანალური - უბრალოდ, გაუგებრობა. მეგონა, სხვა ადგილას მოვიდოდა და ის სხვა ადგილას მივიდა (იცინის)... სანამ გავთხოვდებოდი, ერთი თვით ადრე დათო ჩემს მოძღვარს, მამა არჩილ მინდიაშვილსაც გავაცანი.

- მოძღვარმა მოგიწონათ არჩევანი?

- მამაოს დათო ძალიან მოეწონა და მითხრა, - ელისო, დღეიდან გადაწყვეტილებებს შენ არ იღებ, იცოდე, გადაწყვეტილებებს დავითი იღებსო. ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, ყველა მისი სურვილი შევასრულო. ეს სამშაბათს მოხდა; გადავწყვიტეთ, შაბათს ჯვარი დაგვეწერა და ყველაფერი ელვის უსწრაფესად გავაკეთეთ.

- რა სიურპრიზებს გიწყობდათ შეყვარებული დავით მიქაბერიძე? რა იყო მისი პირველი საჩუქარი?

- პირველად, როცა კონცერტის შემდეგ შემხვდა, ღვთისმშობლის ხატი მაჩუქა, რომელიც ტაძრიდან ჰქონდა წამოღებული. დათო არაჩვეულებრივი ადამიანია, ყოველდღე შეუძლია სიურპრიზების მოწყობა. ვერც აღრიცხავ და დანომრავ, ისეთ ლამაზ დღეებს მჩუქნის. როცა ეს ადამიანი გვერდით მყავს, ჩემი თავი პრინცესა მგონია, ყველა ზღაპრის გმირს ვადარებ თავს. ამ ადამიანს ეხერხება, რომ ძალიან ბედნიერი გაგხადოს.

- ელისო, როცა სიყვარულში გამოგიტყდათ, მაშინვე უპასუხეთ?

- ერთხელ შეხვედრიდან სახლში ვბრუნდებოდით. ტაქსით გამომაცილა, რადგან ცოტა ნასვამი იყო. მითხრა, - იქნებ რამე მოვიფიქროთო? - რას გულისხმობ-მეთქი? - სადმე წავიდეთ მე და შენ ერთად და საერთოდ, ჩვენი ურთიერთობა დავაჩქაროთო. შევხედე და ვუთხარი, - ამაზე ფიქრი შეიძლება-მეთქი. პირდაპირი პასუხი არ გამიცია. მერე უკვე ჩამოვედი ქუთაისში, რადგან პარლამენტის სხდომა დაინიშნა. მახსოვს, ოთხშაბათი იყო. ვზივარ პარლამენტის სხდომაზე, მაგრამ სადღაც დავფრინავ, არაფერი მესმის... მძიმე მდგომარეობაში ვიყავი და მივხვდი, რომ დათოს გარეშე ძალიან გამიჭირდა. ხუთშაბათამდე მოვითმინე, მერე დავურეკე და ვუთხარი, ახლა ქუთაისში ჩამოდი-მეთქი. პარასკევს დათო ქუთაისში ჩამოვიდა. ამ დროს მაუწყებლობის კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტო დავძლიეთ. აქაც კურიოზული სიტუაცია იყო: თინა ხიდაშელი მეჯდა გვერდით და მას შევჩივლე, - ვაიმე, თინა, ნეტავ დროზე დამთავრდეს ეს სხდომა, დათოს ველოდები-მეთქი. თინა მომიბრუნდა და მითხრა, - დათო ბათუმშიაო. - შენს დათოს - არა, ჩემს დათოს ველოდები-მეთქი... იმ დღეს ისევ შევხვდით ერთმანეთს. დღეს ერთად ვართ და ძალიან ბედნიერი ვარ.

- ოჯახის წევრებს უთხარით, შეყვარებული რომ იყავით?

- ჯერ ჩემს ოჯახის წევრებს ვუთხარი, მერე - მოძღვარს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

- ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ გასათხოვარ ელისოს კარგი რეკლამა გაგიკეთა. ახლა რა რეაქცია ჰქონდა?

- კარგი, დადებითი რეაქცია. ძალიან გაუხარდა.

- საქორწილო სამზადისზე ვინ იზრუნა?

- ქორწილისთვის ყველაფერი ერთად გავაკეთეთ - კაბიდან დაწყებული, სუფრით დამთავრებული. ძალიან კარგად გამოგვივიდა ყველაფერი და მიხარია. ყველაზე მთავარია, ჩვენ ვიყოთ ბედნიერები. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ლამაზი ქორწილი გვქონდა და ბედნიერი ვარ, ასეთი ადამიანი გვერდით რომ მყავს.

- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. დიდ ბედნიერებას, გამრავლებასა და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!

იხილეთ ფოტოგალერეა

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ასევე იხილეთ: ელისო ჩაფიძის ჯვრისწერა გელათში - პოლიტიკური ელიტა ცერემონიაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია