­სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ე­ბის რიცხ­ვი ექ­ვსამ­დე გა­ი­ზარ­და

 ­სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ე­ბის რიცხ­ვი ექ­ვსამ­დე გა­ი­ზარ­და

ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს უკ­ვე მე­ოთხე პრე­ზი­დენტს ავირ­ჩევთ და რო­გორც დღეს ირ­კვე­ვა, მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის ახა­ლი რე­ზი­დენ­ცია კეთ­დე­ბა, ხო­ლო ის სა­სა­ხ­ლე, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აა­შე­ნა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რად 80 მი­ლი­ო­ნი, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად კი შე­საძ­ლოა 800 მი­ლი­ო­ნიც კი დაჯ­და, ჯე­რაც გა­ურ­კვევე­ლი ფუნ­ქცი­ით აღი­ჭურ­ვე­ბა. მო­დით, გა­დავ­ხე­დოთ, ჩვენს უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ას და ვნა­ხოთ, სად ცხოვ­რობ­დნენ და მოღ­ვა­წე­ობ­დნენ ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტე­ბი. 1991 წლის მა­ის­ში, რო­დე­საც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია აირ­ჩი­ეს პრე­ზი­დენ­ტად, მი­ნის­ტრთა საბ­ჭო გა­და­ვი­და დღე­ვან­დე­ლი კან­ცე­ლა­რი­ის შე­ნო­ბა­ში. იქ­ვე მო­ეწყო კა­ბი­ნე­ტი პრე­ზი­დენ­ტის­თვი­საც, თუმ­ცა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ერ­თი დღეც არ გა­უ­ტა­რე­ბია ამ კა­ბი­ნეტ­ში. ის დარ­ჩა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში, რომ­ლის კორ­პუს­შიც ასე­ვე გა­კეთ­და პრე­ზი­დენ­ტის კა­ბი­ნე­ტი, და სა­ერ­თო­დაც, ამ ფლი­გელს და­ერ­ქვა პრე­ზი­დენ­ტის ფლი­გე­ლი. სა­ხელ­მწი­ფოს ახალ­მა მე­თა­ურ­მა ედუ­არდ შევ­არდნა­ძემ ბი­ნა კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში და­ი­დო, საქ­მი­ა­ნო­ბა კი ე.წ. იმე­ლის შე­ნო­ბა­ში და­იწყ­ო. უკ­ვე გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბუ­ლი შე­ვარ­დნა­ძე კან­ცე­ლა­რი­ის შე­ნო­ბა­ში აგ­რძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას და ცხოვ­რობს კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში.

პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტი კან­ცე­ლა­რი­ის შე­ნო­ბა­ში, მე-11 სარ­თულ­ზე იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, სტუმ­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტის კა­ბი­ნე­ტამ­დე ლიფ­ტით აჰ­ყავ­დათ, რა­საც გარ­კვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტი ახ­ლდა. რო­გორც იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­სა წერ­და, ამ­გვა­რი საპ­რე­ზი­დენ­ტო დახ­ვედ­რა სა­მარ­ცხვი­ნო იყო. ეს აზ­რი გა­ი­ზიარა შევ­არდნა­ძის შემ­დგომ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­იწყო ზრუნ­ვა საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. ამას დას­ჭირ­და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი და დიდ­ძა­ლი ფუ­ლი, აქ­ვე ვიტყ­ვით, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ე­ბის რიცხ­ვი ექ­ვსამ­დე გა­ი­ზარ­და. ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ველ წლებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბულ სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და, სა­სახ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი იქ და­ი­დო ბი­ნა.

დღეს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხ­ა­დებს, რომ არ აპი­რებს ამ სა­სახ­ლეს საპრე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ის სტა­ტუ­სი შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით აწუ­ხებს ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, რო­მე­ლიც ხში­რად წუ­წუ­ნებს ამის თა­ო­ბა­ზე: "მარ­თა­ლი­ა, პრე­ზი­დენ­ტი ქვეყ­ნის სა­გა­რეო სა­ხე იქ­ნე­ბა და მას ამ­ხე­ლა აპა­რა­ტი აღარ დას­ჭირ­დე­ბა. ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში არის ბევ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ფლი­გე­ლი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც მთავ­რო­ბას თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ა. ასე­ვე, ჩვენ შე­ვის­ყი­დეთ რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბა სა­სახ­ლის უკან, რომ­ლებ­შიც სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის გან­თავ­სე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა", - გა­ნაცხ­ა­და ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამ ცო­ტა ხნის წინ კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია ბი­ნას და­ი­დებს ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის ყო­ფილ სა­სახ­ლე­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ აშ­შ-ის სა­ელ­ჩო იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აქ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­გორც პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი აპი­რებ­და გა­და­ბარ­გე­ბას. რო­გორც ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი და­ვით ნარ­მა­ნია აცხ­ა­დებს, შე­ნო­ბის სრული რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და კე­თილ­მოწყ­ო­ბის­თვის უკ­ვე 15 მი­ლი­ო­ნია და­ხარ­ჯუ­ლი. თურ­მე ეს თან­ხა წყალ­ში რომ არ გა­დაყ­რი­ლიყო, ამი­ტომ გა­დაწყ­და იქ საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ის გან­თავ­სე­ბა, თუმ­ცა სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რი კითხ­ვა ის­მის, გან­თავ­სე­ბუ­ლი­ყო აქ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი, რა უშ­ლი­და ამას ხელს? მით უფ­რო, რომ კან­ცე­ლა­რი­ის შე­ნო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და სე­რი­ო­ზუ­ლი რე­მონ­ტი სჭირ­დე­ბა. ნარ­მა­ნი­ა­სა­ვე თქმით, ახალ რე­ზი­დენ­ცი­ას საცხ­ოვ­რე­ბე­ლი ფუნ­ქცია არ ექ­ნე­ბა, და მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თა­რი ბი­ნი­დან ივ­ლის სამ­სა­ხურ­ში.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა