რამდენიმე დღის წინ ზესტაფონში მრევლმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს ეპარქიის კარი აუჭედა, რის მიზეზადაც მეუფე ვახტანგ ახვლედიანის არაეკლესიური ცხოვრება და ეპარქიის კუთვნილი ქონების მითვისება დაასახელა.
მრევლის ინფორმაციით, მეუფე თავის გარემოცვასთან ერთად პოლიტიკაში აქტიურად ჩართული და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში იყო. წირვის ბოლოს, ქადაგების ნაცვლად, მრევლი პოლიტიკურ აგიტაციას ისმენდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში გამგეობიდან, ეკლესიის ანგარიშზე გადმორიცხული მილიონამდე ლარი არამიზნობრივადა დაიხარჯა. მეუფე ვახტანგს ხშირად ხედავენ ძაღლთან ერთად მოსეირნეს კაბის გარეშე, შორტებში. ის ოჯახთან ერთად თბილისში, ფეშენებელურ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს, რაც სჯულის კანონით დანაშაულია.