როცა ყოფილი მოცურავე შარლინ უიტსტოკი საქორწილო კაბით მიიწევდა საკურთხევლისკენ, არ ჰგავდა ბედნიერ პატარძალს. როცა სამარადისო სიყვარულს ეფიცებოდა მონაკოს პრინც ალბერს, ცრემლები სდიოდა. თუმცა როგორც ახლა აღიარა, სულაც არ ტიროდა იმის გამო, რომ ალბერის ღალატის შესახებ შეიტყო და ქორწილიდან გაქცევა ვერ მოახერხა, როგორც მაშინ ჰყვებოდნენ.
"ღალატისა და ჩემი ვითომ-გაქცევის შესახებ გავრცელებული ამბები ჩვეულებრივი სიცრუეა. ცერემონია ბუნებრივი იყო, საზეიმო, მე კი დაძაბული ავღელდი და ავტირდი. რა თქმა უნდა, გავრცელებულმა ჭორებმაც იმოქმედა ჩემზე. ხოლო როცა ვიტირე, მაშინვე გავიფიქრე: "მთელმა მსოფლიომ დაინახა ჩემი ცრემლები!" და კიდევ უფრო ავტირდი, - აღნიშნა ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ახლა კი პრინცის ცოლმა, - მაგრამ მაინც ნაზად მახსენდება ის დღე".