პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო "შარლატანად" შერაცხული და სიკვდილით დასჯილი ექიმი, რომელმაც უიმედო პაციენტების განსაკურნებლად უნიკალური მეთოდი გამოიგონა
ვინ იყო "შარლატანად" შერაცხული და სიკვდილით დასჯილი ექიმი, რომელმაც უიმედო პაციენტების განსაკურნებლად უნიკალური მეთოდი გამოიგონა

ამე­რი­კელ ფსი­ქო­ლოგს, ჯე­იმს რო­ჯერსს ცნო­ბი­ლი "მა­სა­ჩუ­სე­ტის ექ­სპე­რი­მენ­ტის" გამო, 1965 წელს სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა ექიმ­მა სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბამ­დე 2 დღით ადრე თავი მო­ი­წამ­ლა.

არც ისე დიდი ხნის წინ კი, "მა­სა­ჩუ­სე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის და ნევ­რო­პა­თო­ლო­გი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა" (სა­დაც ექი­მი მუ­შა­ობ­და), ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ რო­ჯერ­სის ექ­სპე­რი­მენ­ტი უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა და მისი ეფექ­ტუ­რო­ბა ეჭვგა­რე­შეა. იმის გამო, რომ თა­ვის დრო­ზე რო­ჯერ­სი დამ­ნა­შა­ვედ შე­რა­ცხეს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტორ­მა ფილ რო­ზენ­ტერნ­მა ბო­დი­ში მო­უ­ხა­და რო­ჯერ­სის ნა­თე­სა­ვებს. საქ­მე ისაა, რომ ექიმ­მა უი­მე­დო პა­ცი­ენ­ტე­ბის გან­სა­კურ­ნებ­ლად, უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი გა­მო­ი­გო­ნა: ის აძ­ლი­ე­რებ­და მათ პა­რა­ნო­ი­ას იქამ­დე, სა­ნამ არ გა­მოს­წორ­დე­ბო­და ის სა­წყი­სი, რი­თაც იტან­ჯე­ბო­და პა­ცი­ენ­ტი. მა­გა­ლი­თად:

თუ პა­ცი­ენტს სჯე­რო­და, რომ მის ირ­გვლივ და­ცო­ცავ­დნენ ხო­ჭო­ე­ბი, ექი­მი რო­ჯერ­სი მას ეთან­ხმე­ბო­და და ეუბ­ნე­ბო­და:

"შენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლი ხარ - მთე­ლი მსოფ­ლიო და­ფა­რუ­ლია ხო­ჭო­ე­ბით. ზოგი, შე­ნის­თა­ნა მგრძნო­ბი­ა­რე ამას ხე­დავს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი იმ­დე­ნად შეჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ ამ ფაქტს, რომ უბ­რა­ლოდ ვერ ვამ­ჩნევთ. მთავ­რო­ბამ ეს იცის, მაგ­რამ მა­ლავს, რად­გან პა­ნი­კა არ ატყდეს".

ამის თქმის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტი რწმუნ­დე­ბო­და, რომ მარ­თა­ლი იყო და ცდი­ლობ­და თავი ხელ­ში აეყ­ვა­ნა - აღარ მი­ექ­ცია ხო­ჭო­ე­ბის­თვის ყუ­რა­დღე­ბა. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ კი პა­ცი­ენ­ტი უკვე აღარ სა­უბ­რობ­და ხო­ჭო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ.

რო­ჯერ­სის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და მისი ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტი ვინ­მე აა­რონ პლატ­ნოვ­სკი, რო­მე­ლიც რო­ჯერსთან მკურ­ნა­ლო­ბის დროს ირ­წუ­ნე­ბო­და, რომ იყო ჟი­რა­ფი. ვე­რა­ვი­თარ­მა ლო­გი­კურ­მა არ­გუ­მენ­ტმა, ვერც მისი და ჟი­რა­ფის ფო­ტო­ე­ბის შე­და­რე­ბამ ვერ გაჭ­რა. ის ამა­ში 100%-ით იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. მან შე­წყვი­ტა ლა­პა­რა­კი, გარ­და ფოთ­ლე­ბი­სა, არა­ფერს ჭამ­და.

პა­ცი­ენ­ტის გან­სა­კურ­ნებ­ლად კი ექიმ­მა რო­ჯერ­სმა ერთ-ერთ ბი­ო­ლოგს სთხო­ვა და­ე­წე­რა პა­ტა­რა სტა­ტია, სა­დაც მეტ-ნაკ­ლე­ბად მეც­ნი­ე­რუ­ლად იყო აღ­წე­რი­ლი "ბოლო აღ­მო­ჩე­ნის" შე­სა­ხებ, რომ:

"ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბო­ბენ ჟი­რა­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქმის არ გან­სხვავ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. არის გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბიც: ოდ­ნავ დიდი გული, ოდ­ნავ პა­ტა­რა ელენ­თა, მაგ­რამ ქცე­ვე­ბით და გა­რეგ­ნო­ბით და ასე­ვე აზ­როვ­ნე­ბით თით­ქმის იდენ­ტუ­რე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი­სა. მეც­ნი­ე­რე­ბი არ ახ­მა­უ­რე­ბენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რათა პა­ნი­კა აი­რი­დონ თა­ვი­დან და ეს სტა­ტია უნდა დაწ­ვას ყვე­ლამ, ვინც კი წა­ი­კი­თხავს მას."

აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტი­ის წა­კი­თხვის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი დამ­შვიდ­და და და­უბ­რუნ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბას (სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დროს ეს პა­ცი­ენ­ტი მუ­შა­ობ­და კონ­ტრო­ლი­ო­რად კო­ლო­რა­დოს ერთ-ერთ ფირ­მა­ში.)

სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა: ექი­მი რო­ჯერ­სი შარ­ლა­ტა­ნად შე­რა­ცხეს, ხოლო მის ექ­სპე­რი­მენტს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი უწო­დეს. მას სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს. ექიმ­მა გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი სი­ტყვის თქმა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, მხო­ლოდ წე­რი­ლი გა­დას­ცა მო­სა­მარ­თლეს და სთხო­ვა გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა რო­მე­ლი­მე გა­ზეთ­ში. წე­რი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა გა­ზეთ "The Massachusetts Daily Collegian"-ში. წე­რი­ლი მთავ­რდე­ბო­და შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით:

"თქვენ მიჩ­ვე­უ­ლი ხართ ისე აზ­როვ­ნე­ბას, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი სამ­ყა­როს ერ­თნა­ი­რად უნდა აღიქ­ვამ­დეს. ეს ასე არ არის. თუ თქვენ შე­იკ­რი­ბე­ბით და ერ­თმა­ნეთს მო­უყ­ვე­ბით თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე მარ­ტივ და გა­სა­გებ მო­საზ­რე­ბებს, გა­ა­ნა­ლი­ზებთ, რომ ყვე­ლა თქვენ­გა­ნი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად აღიქ­ვამთ სამ­ყა­როს. მხო­ლოდ თქვე­ნი კომ­ფორ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა თქვე­ნი ფსი­ქი­კის სიმ­შვი­დე. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც თავს ჟი­რა­ფად თვლის და ამ აზ­რით ცხოვ­რობს ისე­თი­ვე ნორ­მა­ლუ­რია, რო­გორც ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სჯე­რა, რომ ბა­ლა­ხი მწვა­ნეა, ცა კი - ცის­ფე­რი. რო­მე­ლი­ღა­ცა თქვენ­განს სჯე­რა უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის, ვი­ღა­ცას ღმერ­თის... ცხოვ­რობ­დე ჰარ­მო­ნი­ა­ში სა­კუ­თარ რწმე­ნას­თან - ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ხარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი. მაგ­რამ თქვენ უნდა მო­ახ­დი­ნოთ თქვე­ნი რწმე­ნის გან­სა­ზღვრა და კონ­ტრო­ლი: რო­გორც, მა­გა­ლი­თად, ზედ­მე­ტად რე­ლი­გი­უ­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა მი­გიყ­ვა­ნოთ ფა­ნა­ტიზ­მამ­დე და გა­ი­ძუ­ლოთ მოკ­ვლა, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის რწმე­ნამ ჩა­მო­გი­ყა­ლი­ბოთ გა­ტა­ცე­ბის შიში. ფი­ზი­კო­სე­ბი და­გი­დე­ბენ არ­გუ­მენ­ტებს, რომ ცა ლურ­ჯი არ არის, ბი­ო­ლო­გე­ბი კი და­გიმ­ტკი­ცე­ბენ, რომ ბა­ლა­ხი მწვა­ნე არ არის. ბო­ლოს კი თქვენ აღ­მოჩ­ნდე­ბით სრუ­ლი­ად მარ­ტო, ცა­რი­ელ და სრუ­ლი­ად უც­ნობ სამ­ყა­რო­ში.. ასე რომ არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ­დე­ნი მოჩ­ვე­ნე­ბა ცხოვ­რობს თქვენს სამ­ყა­რო­ში. სა­ნამ თქვენ მათი არ­სე­ბო­ბის გჯე­რათ - ისი­ნი იარ­სე­ბე­ბენ, სა­ნამ თქვენ არ ებ­რძვით მათ არ­სე­ბო­ბას - ისი­ნი არ არი­ან სა­ში­შე­ბი."

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯემალი
0

სიკვდილით რატომ დასაჯეს? 😁 არ გბეზრდებათ ტყუილები? 😂

aka
0

20 წელიწადია ასე არცერთი სტატია არ მომწონებია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ვინ იყო "შარლატანად" შერაცხული და სიკვდილით დასჯილი ექიმი, რომელმაც უიმედო პაციენტების განსაკურნებლად უნიკალური მეთოდი გამოიგონა

ვინ იყო "შარლატანად" შერაცხული და სიკვდილით დასჯილი ექიმი, რომელმაც უიმედო პაციენტების განსაკურნებლად უნიკალური მეთოდი გამოიგონა

ამერიკელ ფსიქოლოგს, ჯეიმს როჯერსს ცნობილი "მასაჩუსეტის ექსპერიმენტის" გამო, 1965 წელს სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა ექიმმა სასჯელის აღსრულებამდე 2 დღით ადრე თავი მოიწამლა.

არც ისე დიდი ხნის წინ კი, "მასაჩუსეტის ფსიქოლოგიის და ნევროპათოლოგიის უნივერსიტეტმა" (სადაც ექიმი მუშაობდა), ოფიციალურად განაცხადა, რომ როჯერსის ექსპერიმენტი უდიდესი მნიშვნელობისაა და მისი ეფექტურობა ეჭვგარეშეა. იმის გამო, რომ თავის დროზე როჯერსი დამნაშავედ შერაცხეს, უნივერსიტეტის დოქტორმა ფილ როზენტერნმა ბოდიში მოუხადა როჯერსის ნათესავებს. საქმე ისაა, რომ ექიმმა უიმედო პაციენტების განსაკურნებლად, უნიკალური მეთოდი გამოიგონა: ის აძლიერებდა მათ პარანოიას იქამდე, სანამ არ გამოსწორდებოდა ის საწყისი, რითაც იტანჯებოდა პაციენტი. მაგალითად:

თუ პაციენტს სჯეროდა, რომ მის ირგვლივ დაცოცავდნენ ხოჭოები, ექიმი როჯერსი მას ეთანხმებოდა და ეუბნებოდა:

"შენ აბსოლუტურად მართალი ხარ - მთელი მსოფლიო დაფარულია ხოჭოებით. ზოგი, შენისთანა მგრძნობიარე ამას ხედავს, დანარჩენები კი იმდენად შეჩვეულები ვართ ამ ფაქტს, რომ უბრალოდ ვერ ვამჩნევთ. მთავრობამ ეს იცის, მაგრამ მალავს, რადგან პანიკა არ ატყდეს".

ამის თქმის შემდეგ, პაციენტი რწმუნდებოდა, რომ მართალი იყო და ცდილობდა თავი ხელში აეყვანა - აღარ მიექცია ხოჭოებისთვის ყურადღება. გარკვეული დროის შემდეგ კი პაციენტი უკვე აღარ საუბრობდა ხოჭოების არსებობის შესახებ.

როჯერსის სასამართლო პროცესს ესწრებოდა მისი ყოფილი პაციენტი ვინმე აარონ პლატნოვსკი, რომელიც როჯერსთან მკურნალობის დროს ირწუნებოდა, რომ იყო ჟირაფი. ვერავითარმა ლოგიკურმა არგუმენტმა, ვერც მისი და ჟირაფის ფოტოების შედარებამ ვერ გაჭრა. ის ამაში 100%-ით იყო დარწმუნებული. მან შეწყვიტა ლაპარაკი, გარდა ფოთლებისა, არაფერს ჭამდა.

პაციენტის განსაკურნებლად კი ექიმმა როჯერსმა ერთ-ერთ ბიოლოგს სთხოვა დაეწერა პატარა სტატია, სადაც მეტ-ნაკლებად მეცნიერულად იყო აღწერილი "ბოლო აღმოჩენის" შესახებ, რომ:

"ბუნებაში არსებობენ ჟირაფები, რომლებიც თითქმის არ განსხვავდებიან ადამიანებისგან. არის განმასხვავებელი ნიშნებიც: ოდნავ დიდი გული, ოდნავ პატარა ელენთა, მაგრამ ქცევებით და გარეგნობით და ასევე აზროვნებით თითქმის იდენტურები არიან ადამიანებისა. მეცნიერები არ ახმაურებენ ამ ინფორმაციას, რათა პანიკა აირიდონ თავიდან და ეს სტატია უნდა დაწვას ყველამ, ვინც კი წაიკითხავს მას."

აღნიშნული სტატიის წაკითხვის შემდეგ პაციენტი დამშვიდდა და დაუბრუნდა საზოგადოებრივ ცხოვრებას (სასამართლო პროცესის დროს ეს პაციენტი მუშაობდა კონტროლიორად კოლორადოს ერთ-ერთ ფირმაში.)

სასამართლომ განაჩენი გამოიტანა: ექიმი როჯერსი შარლატანად შერაცხეს, ხოლო მის ექსპერიმენტს არაადამიანური და წარუმატებელი უწოდეს. მას სიკვდილი მიუსაჯეს. ექიმმა გამოსამშვიდობებელი სიტყვის თქმაზე უარი განაცხადა, მხოლოდ წერილი გადასცა მოსამართლეს და სთხოვა გამოექვეყნებინა რომელიმე გაზეთში. წერილი გამოქვეყნდა გაზეთ "The Massachusetts Daily Collegian"-ში. წერილი მთავრდებოდა შემდეგი სიტყვებით:

"თქვენ მიჩვეული ხართ ისე აზროვნებას, რომ ყველა ადამიანი სამყაროს ერთნაირად უნდა აღიქვამდეს. ეს ასე არ არის. თუ თქვენ შეიკრიბებით და ერთმანეთს მოუყვებით თქვენთვის ყველაზე მარტივ და გასაგებ მოსაზრებებს, გაანალიზებთ, რომ ყველა თქვენგანი სხვადასხვაგვარად აღიქვამთ სამყაროს. მხოლოდ თქვენი კომფორტით განისაზღვრება თქვენი ფსიქიკის სიმშვიდე. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი რომელიც თავს ჟირაფად თვლის და ამ აზრით ცხოვრობს ისეთივე ნორმალურია, როგორც ის ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ბალახი მწვანეა, ცა კი - ცისფერი. რომელიღაცა თქვენგანს სჯერა უცხოპლანეტელების არსებობის, ვიღაცას ღმერთის... ცხოვრობდე ჰარმონიაში საკუთარ რწმენასთან - ეს იმას ნიშნავს, რომ ხარ აბსოლუტურად ჯანმრთელი. მაგრამ თქვენ უნდა მოახდინოთ თქვენი რწმენის განსაზღვრა და კონტროლი: როგორც, მაგალითად, ზედმეტად რელიგიურობამ შეიძლება მიგიყვანოთ ფანატიზმამდე და გაიძულოთ მოკვლა, უცხოპლანეტელების არსებობის რწმენამ ჩამოგიყალიბოთ გატაცების შიში. ფიზიკოსები დაგიდებენ არგუმენტებს, რომ ცა ლურჯი არ არის, ბიოლოგები კი დაგიმტკიცებენ, რომ ბალახი მწვანე არ არის. ბოლოს კი თქვენ აღმოჩნდებით სრულიად მარტო, ცარიელ და სრულიად უცნობ სამყაროში.. ასე რომ არ არის მნიშვნელოვანი რამდენი მოჩვენება ცხოვრობს თქვენს სამყაროში. სანამ თქვენ მათი არსებობის გჯერათ - ისინი იარსებებენ, სანამ თქვენ არ ებრძვით მათ არსებობას - ისინი არ არიან საშიშები."