მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 22:07-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. დღეს ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურებოდა გოგონა, რომელიც რომან პოლანსკიმ გააუპატიურა
როგორ გამოიყურებოდა გოგონა, რომელიც რომან პოლანსკიმ გააუპატიურა

შავი ლაქა, რო­მე­ლიც რე­ჟი­სორ რო­მან პო­ლანსკის ცხოვ­რე­ბა­სა და შთამ­ბეჭ­დავ კა­რი­ე­რას მუ­დამ თან სდევს - 48 წლის სა­მან­ტა გე­ი­მერ­მა პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­სუ­რა­თი, სა­დაც ის 13 წლი­საა - სწო­რედ ამ ასაკ­ში გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა რე­ჟი­სორ­მა.

ინ­ცი­დენ­ტი 1977 წელს მოხ­და. 36 წლის შემ­დეგ უკვე ზრდას­რულ­მა სა­მან­ტამ სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფია თა­მა­მად მოყ­ვა. წიგ­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით "გო­გო­ნა - ცხოვ­რე­ბა რო­მან პო­ლანსკის ჩრდილ­ში" (The Girl: A Life in the Shadow of Roman Polanski) მზის სი­ნათ­ლეს სექ­ტემ­ბერ­ში იხი­ლავს. სა­მან­ტამ გა­და­წყვი­ტა, წიგ­ნის გა­რე­კან­ზე ის ფოტო გა­ნა­თავ­სოს, სა­დაც 13 წლი­საა - ეს ფო­ტო­სე­სია თა­ვად პო­ლანსკიმ გა­და­ი­ღო. სა­მან­ტას ბავ­შვო­ბის ფოტო დღემ­დე არას­დროს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. ფო­ტო­სე­სი­ი­დან 3 კვი­რის შემ­დეგ რე­ჟი­სორ­მა სა­მან­ტა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. გო­გო­ნას იმ დღეს ვარ­სკვლავ­მა დიდი დო­ზით ალ­კოჰო­ლიც და­ა­ლე­ვი­ნა.

სა­მან­ტამ რე­ჟი­სო­რის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი 1988 წელს შე­ი­ტა­ნა და პო­ლანსკი სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­სა და წი­ნას­წარ გან­ზრა­ხულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. 1993 წელს რე­ჟი­სო­რი და­თან­ხმდა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის 500 000 დო­ლა­რი მო­რა­ლუ­რი კონ­პენ­სა­ცი­ის­თვის გა­და­ე­ხა­და. პო­ლანსკიმ რამ­დე­ნი­მე წლის წინ აღი­ა­რა, რომ ძა­ლი­ან ნა­ნობს 70-იან წლებ­ში არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას­თან სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს. 2009 წელს რო­მან პო­ლანსკი შვე­ი­ცა­რი­ა­ში აშშ-ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თხოვ­ნით და­ა­პა­ტიმ­რეს. მან ცი­ხე­სა და ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე თვე გა­ა­ტა­რა. სა­ბო­ლო­ოდ, შვე­ი­ცა­რი­ის სა­სა­მარ­თლომ აშშ-ს მის ექ­სტრა­დი­ცი­ა­ზე უარი უთხრა. რე­ჟი­სო­რი აშშ-დან გა­იქ­ცა, რად­გან იქ მრა­ვალ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და. 2003 წელს ამე­რი­კულ­მა კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ ის "ოს­კა­რით" ფილმ "პი­ა­ნის­ტის­თვის" და­ა­ჯილ­დო­ვა. მა­შინ პო­ლანსკიმ მსოფ­ლი­ოს პირ­და­პი­რი ჩარ­თვის მეშ­ვე­ო­ბით მი­მარ­თა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რამდენი ადამიანი იღებს 100 ლარზე ნაკლებ და 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ გამოიყურებოდა გოგონა, რომელიც რომან პოლანსკიმ გააუპატიურა

როგორ გამოიყურებოდა გოგონა, რომელიც რომან პოლანსკიმ გააუპატიურა

შავი ლაქა, რომელიც რეჟისორ რომან პოლანსკის ცხოვრებასა და შთამბეჭდავ კარიერას მუდამ თან სდევს - 48 წლის სამანტა გეიმერმა პირველად გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც ის 13 წლისაა - სწორედ ამ ასაკში გააუპატიურა რეჟისორმა.

ინციდენტი 1977 წელს მოხდა. 36 წლის შემდეგ უკვე ზრდასრულმა სამანტამ საკუთარი ბიოგრაფია თამამად მოყვა. წიგნი სახელწოდებით "გოგონა - ცხოვრება რომან პოლანსკის ჩრდილში" (The Girl: A Life in the Shadow of Roman Polanski) მზის სინათლეს სექტემბერში იხილავს. სამანტამ გადაწყვიტა, წიგნის გარეკანზე ის ფოტო განათავსოს, სადაც 13 წლისაა - ეს ფოტოსესია თავად პოლანსკიმ გადაიღო. სამანტას ბავშვობის ფოტო დღემდე არასდროს გამოქვეყნებულა. ფოტოსესიიდან 3 კვირის შემდეგ რეჟისორმა სამანტა გააუპატიურა. გოგონას იმ დღეს ვარსკვლავმა დიდი დოზით ალკოჰოლიც დაალევინა.

სამანტამ რეჟისორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 1988 წელს შეიტანა და პოლანსკი სექსუალურ ძალადობასა და წინასწარ განზრახულ ფსიქოლოგიურ წნეხში დაადანაშაულა. 1993 წელს რეჟისორი დათანხმდა, დაზარალებულისთვის 500 000 დოლარი მორალური კონპენსაციისთვის გადაეხადა. პოლანსკიმ რამდენიმე წლის წინ აღიარა, რომ ძალიან ნანობს 70-იან წლებში არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალურ კავშირს. 2009 წელს რომან პოლანსკი შვეიცარიაში აშშ-ის სამართალდამცველების თხოვნით დააპატიმრეს. მან ციხესა და შინაპატიმრობაში რამდენიმე თვე გაატარა. საბოლოოდ, შვეიცარიის სასამართლომ აშშ-ს მის ექსტრადიციაზე უარი უთხრა. რეჟისორი აშშ-დან გაიქცა, რადგან იქ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. 2003 წელს ამერიკულმა კინოაკადემიამ ის "ოსკარით" ფილმ "პიანისტისთვის" დააჯილდოვა. მაშინ პოლანსკიმ მსოფლიოს პირდაპირი ჩართვის მეშვეობით მიმართა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება