პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა თეოდორე: ჩვენს შორის ბევრი უღირსი მღვდელია, მაგრამ არიან ღირსეულებიც
მამა თეოდორე: ჩვენს შორის ბევრი უღირსი მღვდელია, მაგრამ არიან ღირსეულებიც

"ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, უნ­დათ, რომ მღვდლე­ბი კრი­მი­ნა­ლე­ბად შე­რა­ცხონ და მათ კო­მუ­ნის­ტუ­რი მე­თო­დე­ბით გა­უს­წორ­დნენ" - ამ­ბობს მამა თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძე. რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, 10 აგ­ვის­ტოს, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის უკვე ორ­ჯერ გა­და­ვა­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა. თა­მაზ ბი­ჩი­ნაშ­ვილს (მამა ან­თი­მო­ზი), ირაკ­ლი ბა­სი­ლა­ი­ას (მამა იო­თა­მი), ტი­ტან დავ­რი­ში­ანს, ბექა სა­ლუქ­ვა­ძე­სა და გი­ორ­გი ბა­სი­აშ­ვილს ბრა­ლი სიხ­ლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 161-ე მუხ­ლით აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც გუ­ლის­ხმობს შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­წყო­ბის, ანდა მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლას - ძა­ლა­დო­ბით, ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ეს მუხ­ლი ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი ვა­დით ერთ წლამ­დე, ანდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ორ წლამ­დე. ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "კვი­რის პა­ლიტ­რას" მამა თე­ო­დო­რე ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტე­რი­უ­დან:

- ხომ არ ფიქ­რობთ, რომ ზო­გი­ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რი პირი, თა­ვი­სი ქმე­დე­ბით მათ აძ­ლევს სა­ბაბს და თა­ვად­ვე უწყობს ხელს ეკ­ლე­სი­ი­სა და მღვდლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას?

- რა თქმა უნდა, ეკ­ლე­სი­ა­ში არის მან­კი­ე­რე­ბე­ბი. ადრე არა­თუ მღვდლად კურ­თხე­ვა, სე­მი­ნა­რი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბაც კი ძა­ლი­ან რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იყო. მერე რო­გორც იცით, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს ყვე­ლა­ფე­რი აი­რია... საბ­ჭო­თა­კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ას აკონ­ტრო­ლებ­და. მა­შინ ძა­ლი­ან ბევ­რი აგენ­ტი და­ნერ­გეს სამ­ღვდე­ლო პი­რებს შო­რის. მათ მიერ და­ნერ­გი­ლი აგენ­ტე­ბი მო­წო­დე­ბით მღვდლე­ბი და ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურ­ნი ვერ იქ­ნე­ბოდ­ნენ. ამ ხალ­ხის მცი­რე ნა­წი­ლი კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლია... აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა და­ი­წყო ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი და მღვდლებ­ზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და. შე­დე­გად ხა­რის­ხის ხარ­ჯზე მათი რი­ცხვი გა­ი­ზარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ჩვენს შო­რის ბევ­რი უღირ­სი მღვდე­ლია, მაგ­რამ ბევ­რი ღირ­სე­უ­ლიც არის, რო­მელ­თა კე­თი­ლი საქ­მე­ებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა არა­ფე­რი იცის. ხალ­ხი მხო­ლოდ იმას იგებს, თუ რო­მე­ლი­მე მღვდე­ლი უკე­თუ­რო­ბას ჩა­ი­დენს. რა ვქნათ კე­თი­ლის­მქნე­ლი მღვდლე­ბის პი­არს ხომ ვერ და­ვი­წყებთ? სხვა­თა შო­რის, 17 მა­ისს სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი რომ მშვი­დო­ბით დამ­თავ­რდა ამა­ში დიდი წვლი­ლი სას­ლი­ე­რო პი­რებ­საც მი­უ­ძღვით. მათ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს ხალ­ხის რის­ხვას. რა­ტომ­ღაც ამა­ზე არა­ვინ არა­ფე­რი თქვა, მხო­ლოდ ის გა­ი­გო მთელ­მა ქვე­ყა­ნამ, რომ ორმა მღვდელ­მა თავი ვერ შე­ი­კა­ვა და არა­მარ­თე­ბუ­ლად მო­იქ­ცა. ეკ­ლე­სი­ის მტრებს კო­ზი­რი ჩა­უ­ვარ­დათ ხელ­ში და ახლა გა­მარ­ჯვე­ბას ზე­ი­მო­ბენ. მათი გა­მარ­ჯვე­ბა დრო­ე­ბი­თია, ეკ­ლე­სი­ა­ზე კა­ლი­გუ­ლამ და ნე­რონ­მა ვერ გა­ი­მარ­ჯვეს და...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მამა თეოდორე: ჩვენს შორის ბევრი უღირსი მღვდელია, მაგრამ არიან ღირსეულებიც

მამა თეოდორე: ჩვენს შორის ბევრი უღირსი მღვდელია, მაგრამ არიან ღირსეულებიც

"ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს, უნდათ, რომ მღვდლები კრიმინალებად შერაცხონ და მათ კომუნისტური მეთოდებით გაუსწორდნენ" - ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე. როგორც უკვე ცნობილია, 10 აგვისტოს, სასულიერო პირების უკვე ორჯერ გადავადებული სასამართლო პროცესი გაიმართება. თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტან დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილს ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას - ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამ საკითხებთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" მამა თეოდორე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერიუდან:

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ზოგიერთი სასულიერი პირი, თავისი ქმედებით მათ აძლევს საბაბს და თავადვე უწყობს ხელს ეკლესიისა და მღვდლების დისკრედიტაციას?

- რა თქმა უნდა, ეკლესიაში არის მანკიერებები. ადრე არათუ მღვდლად კურთხევა, სემინარიაში ჩაბარებაც კი ძალიან რთული და საპასუხისმგებლო იყო. მერე როგორც იცით, კომუნისტების დროს ყველაფერი აირია... საბჭოთაკავშირის პერიოდში სპეციალური განყოფილება იყო, რომელიც სასულიერო სემინარიას აკონტროლებდა. მაშინ ძალიან ბევრი აგენტი დანერგეს სამღვდელო პირებს შორის. მათ მიერ დანერგილი აგენტები მოწოდებით მღვდლები და ეკლესიის მსახურნი ვერ იქნებოდნენ. ამ ხალხის მცირე ნაწილი კიდევ შემორჩენილია... აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ეკლესიაში სიარული და მღვდლებზე მოთხოვნა გაიზარდა. შედეგად ხარისხის ხარჯზე მათი რიცხვი გაიზარდა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს შორის ბევრი უღირსი მღვდელია, მაგრამ ბევრი ღირსეულიც არის, რომელთა კეთილი საქმეებზე საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის. ხალხი მხოლოდ იმას იგებს, თუ რომელიმე მღვდელი უკეთურობას ჩაიდენს. რა ვქნათ კეთილისმქნელი მღვდლების პიარს ხომ ვერ დავიწყებთ? სხვათა შორის, 17 მაისს საბოლოოდ ყველაფერი რომ მშვიდობით დამთავრდა ამაში დიდი წვლილი სასლიერო პირებსაც მიუძღვით. მათ ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინეს ხალხის რისხვას. რატომღაც ამაზე არავინ არაფერი თქვა, მხოლოდ ის გაიგო მთელმა ქვეყანამ, რომ ორმა მღვდელმა თავი ვერ შეიკავა და არამართებულად მოიქცა. ეკლესიის მტრებს კოზირი ჩაუვარდათ ხელში და ახლა გამარჯვებას ზეიმობენ. მათი გამარჯვება დროებითია, ეკლესიაზე კალიგულამ და ნერონმა ვერ გაიმარჯვეს და...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია